გიო ადამია, რომელიც შოვის სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ტრაგედიიდან 3 თვე გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ მას და მის შვილს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური ზიანი მიადგათ, სახელმწიფოსგან არანაირი ყურადღება არ მიუღიათ.
"შოვის ტრაგედიიდან თითქმის 3 თვე გავიდა. 3 აგვისტოს მე და ჩემს 6 წლის შვილს მოგვადგა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური ზიანი. ჯერჯერობით სახელმწიფოსგან არანაირი ყურადღება არ მიგვიღია, კერძოდ:
1. პროკურატურამ 2-ჯერ უარი გვითხრა მე და ჩემთან ერთად მყოფ გადარჩენილებს დაზარალებულის სტატუსის მიღებაზე.
2. რაჭის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმიმარტა, რომ მხოლოდ რაჭველებისთვის შეუძლიათ დახმარების გაწევა, გადამამისამართეს კანცელარიაში.
3. კანცელარიაში გაგზავნილ წერილზე პასუხი ჯერაც ვერ მივიღე.
4. ჯანდაცვის სამინისტროსგან თვეების წინ შემოთავაზებული ფსიქოლოგიური დახმარება, რომელზეც თანხმობა განვაცხადე, დღემდე არ მიგვიღია.
5. მეორე დღეს, 4 აგვისტოს სენაკის კლინიკაში სამედიცინო დახმარებისთვის მისულს მომთხოვეს თანხის გადახდა, რაც შემდგომ კერძო დაზღვევამ დამიფინანსა. სენაკის მერიამ არც მოგვიკითხა ერთი ზარითაც კი. ამ ფოტოს ნახვის შემდეგ უფრო ვიაზრებ რა გამოვიარეთ. კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს" - წერს ადამია.
ოფიციალური მონაცემებით, შოვში მომხდარ ტრაგედიას 32 ადამიანი ემსხვერპლა.
მდაბიო ადამიანის უმდაბლესი გამოხდომა(როგორც ყველა ნაცის)ამის თქმის და მითუმეტეს მოთხოვნის უფლება ჯერ მორალურად არ გაქვთ ...უფალმა სიცოცხლე გაჩუქათ,იმ ჯოჯოხეთიდან ცოცხალი და უვნებელი გადარჩით, იქ ხალხი ოჯახიანად, ცოხლად დაიმარხა...ნათელი მათ სულებს.. შემდეგ კიდევ იურიდიულად განვიხილოთ, სახელმწიფოს მოთხოვნით იყავი წასული?? :დაკარგე რაიმე??კოტეჯები შენი იყო??ანუ ანაზღაურებას რომ ითხოვ რა სახის ზარალი გაქვთ??ფსიქოლოგიური ?კი ბატონო და ამაში ნებისმიერ იქ მყოფს უფასოდ უწევს დახმარებას შესაბამისი ორგანიზაცია..მოყოლებული იმ ტრაგედიიდან.. წერტილი!!!
რა ჯანდაბა გემართებათ ხალხო რას გადაუარეთ ამ ბიჭს, რა შუაშია მიშა ან რიშა გარეკეთ? შეცოდების მაგივრად.. ფუ თქვენი........