პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინო უორდროპის ძვირფასი ყელსაბამი და დავითის მონეტა..." - არის თუ არა ბრიტანეთის მუზეუმიდან დაკარგულ ექსპონატებს შორის ქართული საგანძური: ”საყდრისის კომიტეტის" მიმართვა
"ნინო უორდროპის ძვირფასი ყელსაბამი და დავითის მონეტა..." - არის თუ არა ბრიტანეთის მუზეუმიდან დაკარგულ ექსპონატებს შორის ქართული საგანძური: ”საყდრისის კომიტეტის" მიმართვა

რამ­დე­ნი­მე თვის წინ დიდი ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­ზე­უ­მი­დან 2000-მდე არ­ტე­ფაქ­ტია და­კარ­გუ­ლი. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ეს სა­გან­ძუ­რი მო­ი­პა­რეს. მუ­ზე­უმ­მა სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ მი­მარ­თა თხოვ­ნით, რომ და­ეხ­მა­რონ და­კარ­გუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის პოვ­ნა­ში.

გა­მოქ­ვეყ­ნდა ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა და ცხე­ლი ხაზი იმ შემ­თხვე­ვის­თვის თუ ვინ­მე გა­და­წყვეტს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მუ­ზე­უმს არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია და­კარ­გუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის სია.

რო­გორც The art newspaper წერს, მუ­ზე­უმ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა არ­ტე­ფაქ­ტი არ ყო­ფი­ლა კა­ტა­ლო­გი­ზი­რე­ბუ­ლი, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა რთუ­ლია და მათი მხო­ლოდ ნა­წი­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • მოძ­რა­ო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­ში ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რიც ინა­ხე­ბო­და, მაგ­რამ უც­ნო­ბია, არის თუ არა არ­ტე­ფაქ­ტე­ბი და­კარ­გულ ნივ­თებს შო­რის. ამ­ბის მო­საკ­ვლე­ვად კი მოძ­რა­ო­ბა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­მარ­თავს.

"არის თუ არა ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მი­დან და­კარ­გულ ექ­სპო­ნა­ტებს შო­რის ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რი?

ბრი­ტა­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში არ წყდე­ბა სა­უ­ბა­რი დიდი ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მი­დან 2000 ექ­სპო­ნა­ტის მო­პარ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­შიც მხი­ლე­ბულ­ნი არი­ან მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. აღსა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხსე­ნე­ბულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლია 500-მდე ქარ­თუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტი, რო­მელ­თა ბედი დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია.

ამ დრომ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ბრი­ტა­ნეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ნუ­ცხა­დე­ბი­ათ, არის თუ არა მუ­ზე­უ­მი­დან მო­პა­რულ ექ­სპო­ნა­ტებს შო­რის ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რი. ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­ში და­ცულ ქარ­თულ არ­ტე­ფაქ­ტებს შო­რი­საა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სპი­ლენ­ძის მო­ნე­ტა, ერ­თა­დერ­თი შე­მორ­ჩე­ნი­ლი მო­ნე­ტა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც მისი მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში (1089-1125 წწ.) შე­იქ­მნა; ნინო უორდრო­პის ყელ­სა­ბა­მი ჯვრით, რო­მე­ლიც გი­ორ­გი XII-ეს ეკუთ­ვნო­და; I-II სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ბრინ­ჯა­ოს ბალ­თე­ბი. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბის გარ­და, ბრი­ტა­ნეთ­ში და­ცუ­ლია რუ­სუ­და­ნის, ლაშა-გი­ორ­გის და გი­ორ­გი XII-ს დრო­ინ­დე­ლი მო­ნე­ტე­ბი.

”საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის“ მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ბრი­ტა­ნეთ­ში, და­ინ­ტე­რეს­დნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხით, მო­ი­ძი­ონ და გა­ა­სა­ჯა­რო­ვონ ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თუ­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რა­მე­თუ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი და ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­გან­ძუ­რია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში გავ­რცელ­და, თუმ­ცა, დღეს უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და. მუ­ზე­უ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, 60 არ­ტე­ფაქ­ტის დაბ­რუ­ნე­ბა უკვე მო­ხერ­ხდა, ხოლო მუ­ზე­უ­მის თავ­მჯდო­მა­რის, ჯორჯ ოს­ბორ­ნის ვა­რა­უ­დით, და­ახ­ლო­ე­ბით 350 არ­ტე­ფაქ­ტის დაბ­რუ­ნე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. და­ნარ­ჩე­ნი და­კარ­გუ­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბის ბედი გა­ურ­კვე­ვე­ლია.25 აგ­ვის­ტოს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ჰარ­ტვიგ ფი­შე­რი. მუ­ზე­უ­მი აცხა­დებს, რომ 2000 მო­პა­რუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტი შიდა და­ნა­შა­უ­ლია იმ პი­რე­ბის მხრი­დან, ვი­საც მუ­ზე­უ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ენ­დო­ბო­და", - ნათ­ქვა­მია ”საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუვრი
14

დიდი ბრიტანეთი თვითონ მძარცველი და მგლეჯავია! რუსეთის მუზეუმები ვერ შეედრებიან!

ნანა
2

მუზეუმი კი არა, მაღაზია ყოფილა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნინო უორდროპის ძვირფასი ყელსაბამი და დავითის მონეტა..." - არის თუ არა ბრიტანეთის მუზეუმიდან დაკარგულ ექსპონატებს შორის ქართული საგანძური: ”საყდრისის კომიტეტის" მიმართვა

"ნინო უორდროპის ძვირფასი ყელსაბამი და დავითის მონეტა..." - არის თუ არა ბრიტანეთის მუზეუმიდან დაკარგულ ექსპონატებს შორის ქართული საგანძური: ”საყდრისის კომიტეტის" მიმართვა

რამდენიმე თვის წინ დიდი ბრიტანეთის მუზეუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წლების განმავლობაში მუზეუმიდან 2000-მდე არტეფაქტია დაკარგული. ისინი ამბობენ, რომ ეს საგანძური მოიპარეს. მუზეუმმა სექტემბრის დასაწყისში საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, რომ დაეხმარონ დაკარგული არტეფაქტების პოვნაში.

გამოქვეყნდა ელექტრონული ფოსტა და ცხელი ხაზი იმ შემთხვევისთვის თუ ვინმე გადაწყვეტს ინფორმაციის მიწოდებას. საინტერესოა, რომ მუზეუმს არ გამოუქვეყნებია დაკარგული არტეფაქტების სია.

როგორც The art newspaper წერს, მუზეუმში აცხადებენ, რომ ყველა არტეფაქტი არ ყოფილა კატალოგიზირებული, ზოგიერთი მათგანის იდენტიფიცირება რთულია და მათი მხოლოდ ნაწილის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

  • მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ცნობით, ბრიტანეთის მუზეუმში ქართული საგანძურიც ინახებოდა, მაგრამ უცნობია, არის თუ არა არტეფაქტები დაკარგულ ნივთებს შორის. ამბის მოსაკვლევად კი მოძრაობა შესაბამის უწყებებს მიმართავს.

"არის თუ არა ბრიტანეთის მუზეუმიდან დაკარგულ ექსპონატებს შორის ქართული საგანძური?

ბრიტანეთის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედიაში არ წყდება საუბარი დიდი ბრიტანეთის მუზეუმიდან 2000 ექსპონატის მოპარვასთან დაკავშირებით, რაშიც მხილებულნი არიან მუზეუმის თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მუზეუმში დაცულია 500-მდე ქართული არტეფაქტი, რომელთა ბედი დღემდე გაურკვეველია.

ამ დრომდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ბრიტანეთში ოფიციალურად არ განუცხადებიათ, არის თუ არა მუზეუმიდან მოპარულ ექსპონატებს შორის ქართული საგანძური. ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ ქართულ არტეფაქტებს შორისაა დავით აღმაშენებლის სპილენძის მონეტა, ერთადერთი შემორჩენილი მონეტა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით, რომელიც მისი მეფობის პერიოდში (1089-1125 წწ.) შეიქმნა; ნინო უორდროპის ყელსაბამი ჯვრით, რომელიც გიორგი XII-ეს ეკუთვნოდა; I-II საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს ბალთები. ზემოთ ჩამოთვლილი ექსპონატების გარდა, ბრიტანეთში დაცულია რუსუდანის, ლაშა-გიორგის და გიორგი XII-ს დროინდელი მონეტები.

”საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ბრიტანეთში, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით, მოიძიონ და გაასაჯაროვონ ინფორმაცია ქართული ექსპონატების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, რამეთუ ისინი საქართველოს ისტორიის ნაწილი და ფასდაუდებელი საგანძურია.

აღნიშნული ინფორმაცია 2023 წლის აგვისტოში გავრცელდა, თუმცა, დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა. მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, 60 არტეფაქტის დაბრუნება უკვე მოხერხდა, ხოლო მუზეუმის თავმჯდომარის, ჯორჯ ოსბორნის ვარაუდით, დაახლოებით 350 არტეფაქტის დაბრუნება უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი. დანარჩენი დაკარგული ექსპონატების ბედი გაურკვეველია.25 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორი ჰარტვიგ ფიშერი. მუზეუმი აცხადებს, რომ 2000 მოპარული არტეფაქტი შიდა დანაშაულია იმ პირების მხრიდან, ვისაც მუზეუმის ადმინისტრაცია წლების განმავლობაში ენდობოდა", - ნათქვამია ”საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.