პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მყინვარები დნება, მდინარეებში წყალი მცირდება, მტკნარი წყალი ნელ-ნელა "ქრება" - საფრთხეები, რომელსაც ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა ქმნის: რა წერია WMO-ს ანგარიშში?
მყინვარები დნება, მდინარეებში წყალი მცირდება, მტკნარი წყალი ნელ-ნელა "ქრება" - საფრთხეები, რომელსაც  ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა ქმნის: რა წერია WMO-ს ანგარიშში?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WMO) ან­გა­რიშ­ში "გლო­ბა­ლუ­რი წყლის რე­სურ­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა - 2022", რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, ბუ­ნე­ბა­ში წყლის ცირ­კუ­ლი­რე­ბა ნელ-ნელა წო­ნას­წო­რო­ბას კარ­გავს. რო­გორ კვლე­ვი­დან ჩანს, 2022 წელს მსოფ­ლი­ოს მდი­ნა­რე­ე­ბის მე­სა­მედ­ზე მეტ­ში წყა­ლი შემ­ცირ­და, ხოლო ტი­ბეტ­ში, ალ­პებ­სა და ან­დებ­ში კვლავ გრძელ­დე­ბა მყინ­ვა­რე­ბი­დან ყი­ნუ­ლის დნო­ბა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დას­კვნით, გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ, რა­ზეც მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნი, პლა­ნე­ტა­ზე ე.წ. ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი ციკ­ლის მოშ­ლა გა­მო­იწ­ვია. შარ­შან მსოფ­ლი­ოს მდი­ნა­რე­ე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა გა­და­უხ­ვია ნორ­მას: 34% უფრო შე­თხელ­და, 21% უფრო შე­ივ­სო. WMO აღ­ნიშ­ნავს იმა­საც, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი 2021 წლი­დან ამ თვალ­საზ­რი­სით არ შეც­ვლი­ლა.

გვალ­ვა და ექ­სტრე­მა­ლუ­რი წვი­მე­ბი დიდ დარ­ტყმას აყე­ნებს ეკო­ნო­მი­კას, ხოლო თოვ­ლის, ყი­ნუ­ლი­სა და მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა ზრდის წყალ­დი­დო­ბე­ბის რისკს და საფრ­თხეს უქ­მნის მრა­ვა­ლი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის წყლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ან­გა­რი­ში აერ­თი­ა­ნებს ათო­ბით ექ­სპერ­ტის მო­საზ­რე­ბას.

WMO-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პე­ტერ ტა­ლა­სის თქმით, იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა მი­მარ­თაც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბა პროგ­რა­მის "ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა" ფარ­გლებ­ში, 2022 წელს ბევ­რი და­ზა­რალ­და დიდი წყალ­დი­დო­ბე­ბი­სა და გვალ­ვე­ბის გამო. ამას­თა­ნა­ვე არ­ცერთ ამ ქვე­ყა­ნას არ ჰქონ­და თა­ნა­მედ­რო­ვე და ზუს­ტი ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი იმის­თვის, რომ მი­ე­ღოთ დრო­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ემოქ­მე­დათ პრე­ვენ­ცი­უ­ლად.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, აზი­ა­ში, ტი­ბე­ტის, ჰი­მა­ლა­ის, პა­მი­რი­სა და ტიან-შა­ნის მთის მა­სი­ვებ­მა - 2000 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მყინ­ვა­რე­ბის 4%-ზე მეტი და­კარ­გეს. მათი თოვ­ლის სა­ფა­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და და გა­ი­ზარ­და მყინ­ვა­რუ­ლი ტბე­ბის მო­ცუ­ლო­ბა. არა­და, ეს მა­სი­ვე­ბი, რო­მელ­თაც "მე­სა­მე პო­ლუ­სა­დაც“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, მტკნა­რი წყლით ამა­რა­გე­ბენ თით­ქმის ორ მი­ლი­არდ ადა­მი­ანს.

ალ­პებ­ში ასე­ვე შე­იმ­ჩნე­ო­და ყი­ნუ­ლის "უპ­რე­ცე­დენ­ტო“ კარ­გვა.

სუბტ­რო­პი­კულ ან­დებ­ში თოვ­ლი 2009 წლის ზამ­თრის შემ­დეგ სულ უფრო და უფრო ნაკ­ლე­ბად მო­დის, რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს წყალ­მო­მა­რა­გე­ბა­ზე ჩი­ლე­სა და და­სავ­ლეთ არ­გენ­ტი­ნა­ში.

დღეს გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, 3,6 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი წე­ლი­წად­ში სულ ცოტა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­მე­ლი წყლის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის. არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზით, ეს პრობ­ლე­მა 2050 წლის­თვის შე­იძ­ლე­ბა 5 მი­ლი­არ­დზე მეტ ადა­მი­ანს შე­ე­ხოს.

ადა­მი­ა­ნე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და მცე­ნა­რე­ე­ბის გარ­და, მდი­ნა­რე­ე­ბის შე­თხე­ლე­ბა და მყინ­ვა­რე­ბის და­კარ­გვა უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა წყალ­ზე მი­მოს­ვლა­ზე, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კა­ზე.

"და ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, საკ­მა­ოდ ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი მსოფ­ლი­ო­ში მტკნა­რი წყლის რე­სურ­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ჩვენ ვერ ვმარ­თავთ იმას, რა­საც ვერ ვზო­მავთ", - აცხა­დე­ბენ ან­გა­რი­შის ავ­ტო­რე­ბი. მათი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მო­ნი­ტო­რინ­გი, მო­ნა­ცემ­თა გაც­ვლა, ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და წყლის რე­სურ­სე­ბის შე­ფა­სე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
0

აბა რა იქნება?! რაც ადამიანმა "ცივილიზაცია" განიცადა, მას მერე მიადგა და იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის და მისი არსებობაა დამოკიდებული.

ლია ქართველაძეს
0

ქართველაძე! ვის მიაწვდი საერთო-ქართულ წყალს უფასოდ, და ალბათ ისევ ქართველებს გაგვიძვირებ ისედაც საკმაოდ ჩვენთვის ძვირადღირებულ წყალს(ხომ არ გავიწყდება რომ ჩვენ სულზე 4.5 ლარს ვიხდით. გაზის და ნავთობის მფლობელ არაბებს არ უთქვამთ გაზს და ნავთობს უფასოდ მოგაწვდითო და შენ რა გრჯის მართლა გ ი ჟ ვ რ ა ც უ ა თუ არა ხარ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მყინვარები დნება, მდინარეებში წყალი მცირდება, მტკნარი წყალი ნელ-ნელა "ქრება" - საფრთხეები, რომელსაც ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა ქმნის: რა წერია WMO-ს ანგარიშში?

მყინვარები დნება, მდინარეებში წყალი მცირდება, მტკნარი წყალი ნელ-ნელა "ქრება" - საფრთხეები, რომელსაც  ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა ქმნის: რა წერია WMO-ს ანგარიშში?

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშში "გლობალური წყლის რესურსების მდგომარეობა - 2022", რომლის თანახმადაც კლიმატის ცვლილების შედეგად, ბუნებაში წყლის ცირკულირება ნელ-ნელა წონასწორობას კარგავს. როგორ კვლევიდან ჩანს, 2022 წელს მსოფლიოს მდინარეების მესამედზე მეტში წყალი შემცირდა, ხოლო ტიბეტში, ალპებსა და ანდებში კვლავ გრძელდება მყინვარებიდან ყინულის დნობა.

ორგანიზაციის დასკვნით, გლობალურმა დათბობამ, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანი, პლანეტაზე ე.წ. ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა გამოიწვია. შარშან მსოფლიოს მდინარეების ნახევარზე მეტმა გადაუხვია ნორმას: 34% უფრო შეთხელდა, 21% უფრო შეივსო. WMO აღნიშნავს იმასაც, რომ მონაცემები 2021 წლიდან ამ თვალსაზრისით არ შეცვლილა.

გვალვა და ექსტრემალური წვიმები დიდ დარტყმას აყენებს ეკონომიკას, ხოლო თოვლის, ყინულისა და მყინვარების დნობა ზრდის წყალდიდობების რისკს და საფრთხეს უქმნის მრავალი მილიონი ადამიანის წყლით უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ ანგარიში აერთიანებს ათობით ექსპერტის მოსაზრებას.

WMO-ს გენერალური მდივნის პეტერ ტალასის თქმით, იმ ქვეყნებიდან, რომელთა მიმართაც რეკომენდებულია პრიორიტეტული მოქმედება პროგრამის "ადრეული გაფრთხილება" ფარგლებში, 2022 წელს ბევრი დაზარალდა დიდი წყალდიდობებისა და გვალვების გამო. ამასთანავე არცერთ ამ ქვეყანას არ ჰქონდა თანამედროვე და ზუსტი ჰიდროლოგიური მონაცემები იმისთვის, რომ მიეღოთ დროული გადაწყვეტილებები და ემოქმედათ პრევენციულად.

ანგარიშის თანახმად, აზიაში, ტიბეტის, ჰიმალაის, პამირისა და ტიან-შანის მთის მასივებმა - 2000 წლიდან მოყოლებული მყინვარების 4%-ზე მეტი დაკარგეს. მათი თოვლის საფარი მნიშვნელოვნად შემცირდა და გაიზარდა მყინვარული ტბების მოცულობა. არადა, ეს მასივები, რომელთაც "მესამე პოლუსადაც“ მოიხსენიებენ, მტკნარი წყლით ამარაგებენ თითქმის ორ მილიარდ ადამიანს.

ალპებში ასევე შეიმჩნეოდა ყინულის "უპრეცედენტო“ კარგვა.

სუბტროპიკულ ანდებში თოვლი 2009 წლის ზამთრის შემდეგ სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოდის, რაც გავლენას ახდენს წყალმომარაგებაზე ჩილესა და დასავლეთ არგენტინაში.

დღეს გაეროს მონაცემებით, 3,6 მილიარდი ადამიანი წელიწადში სულ ცოტა ერთი თვის განმავლობაში სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდის. არსებული პროგნოზით, ეს პრობლემა 2050 წლისთვის შეიძლება 5 მილიარდზე მეტ ადამიანს შეეხოს.

ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების გარდა, მდინარეების შეთხელება და მყინვარების დაკარგვა უარყოფითად აისახება წყალზე მიმოსვლაზე, სოფლის მეურნეობასა და ჰიდროენერგეტიკაზე.

"და ამ ყველაფრის მიუხედავად, საკმაოდ ცოტა რამ არის ცნობილი მსოფლიოში მტკნარი წყლის რესურსის მდგომარეობაზე. ჩვენ ვერ ვმართავთ იმას, რასაც ვერ ვზომავთ", - აცხადებენ ანგარიშის ავტორები. მათი აზრით, აუცილებელია გაუმჯობესდეს მონიტორინგი, მონაცემთა გაცვლა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და წყლის რესურსების შეფასება.

იხილეთ ასევე: