სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე რომ პრემიერს ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს მედიამ გააშუქოს, დაჯარიმდება? – "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაში ნაღმები დევს" - წითლიძე
"მე რომ პრემიერს ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს მედიამ გააშუქოს, დაჯარიმდება? – "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაში ნაღმები დევს" - წითლიძე

მე რომ პრე­მი­ერს ან უმ­რავ­ლე­სო­ბის რო­მე­ლი­მე წევ­რს მონა და­ვუ­ძა­ხო და ეს მე­დი­ამ გა­ა­შუ­ქოს, და­ჯა­რიმ­დე­ბა? - ამ ცვლი­ლე­ბა­ში ნაღ­მე­ბი დევს,- ამ კი­თხვით მი­მარ­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ანა წით­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის მომხსე­ნე­ბელს, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილს.

წით­ლი­ძე და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტო­მაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვა.

"რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იდგა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით რომ გა­მო­გაქვთ ეს კა­ნო­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ვართ პრო­ცეს­ში, რო­დე­საც 12-პუნ­ქტი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჯერ კი­დევ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი გვაქვს; რო­დე­საც ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მხო­ლოდ სა­მია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი; რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში სხვა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, მა­გა­ლი­თად, სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბის 35% ჯერ კი­დევ შიმ­ში­ლობს. მა­გა­ლი­თად, პრობ­ლე­მაა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ამ ქვეყ­ნი­დან გარ­ბი­ან. ბევ­რი სხვა პრობ­ლე­მაა ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს სწრაფ რე­ა­გი­რე­ბას, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან და რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დგას, რომ სას­წრა­ფოდ გა­მო­დის ეს კა­ნო­ნი? კი­თხვე­ბი რომ გიკ­ვირთ, მე ეს უფრო მიკ­ვირს. ხში­რად ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ხართ იმა­ში, რომ ყვე­ლა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­გაქვთ იმის­თვის, რომ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­ნიმ­ტკი­ცოთ, ამი­ტომ ამ კა­ნო­ნის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას და გა­მო­ყე­ნე­ბას რო­გორ შეძ­ლებთ, ამას მო­მა­ვა­ლი გვაჩ­ვე­ნებს, მაგ­რამ ამ ცვლი­ლე­ბა­ში ნაღ­მე­ბი დევს.

მე რომ მონა და­გი­ძა­ხოთ რო­მე­ლი­მეს და ეს მე­დი­ამ გა­ა­შუ­ქოს, ეს თუ ჩა­ით­ვლე­ბა უხამ­სო­ბად? მე რომ მა­გა­ლი­თად, პრე­მი­ერს ან უმ­რავ­ლე­სო­ბის რო­მე­ლი­მე წევ­რს მონა და­ვუ­ძა­ხო და ეს რომ მე­დი­ამ გა­ა­შუ­ქოს, თუ და­ჯა­რიმ­დე­ბა?“ - გა­ნა­ცხა­და ანა წით­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტმა, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, მხა­რი და­უ­ჭი­რა "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სი­ძულ­ვი­ლის ენის და ტე­რო­რიზ­მის­კენ მო­წო­დე­ბის შემ­ცვე­ლი პროგ­რა­მის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­უ­წყებ­ლის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის ორ­გა­ნოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში გა­სა­ჩივ­რდე­ბა.

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებს პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იხი­ლავს.

მა­უ­წყებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ძულ­ვი­ლის ენის და ტე­რო­რიზ­მის­კენ მო­წო­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნას და­არ­ღვე­ვენ, ჯერ გაფრ­თხი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბით ანა­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში - და­ე­კის­რე­ბათ ჯა­რი­მა ბოლო ერთი წლის შე­მო­სავ­ლის 0,5%-ის ოდე­ნო­ბით, არა­ნაკ­ლებ 2 500 ლა­რი­სა. მომ­დევ­ნო ანა­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ჯა­რი­მის თან­ხა იზ­რდე­ბა. "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის 55/2-ე მუხ­ლი მე­დია მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დებ­ლის პროგ­რა­მა­ში ან რეკ­ლა­მა­ში სი­ძულ­ვი­ლის ენის და ტე­რო­რიზ­მის­კენ მო­წო­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის აკ­რძალ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი აკ­რძალ­ვის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­გი­რე­ბა მხო­ლოდ მე­დი­ა­მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დებ­ლის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ფარ­გლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი: და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, ეკა სე­ფაშ­ვი­ლი, ბეჟან წა­ქა­ძე, ისკო და­სე­ნი, ირაკ­ლი კირ­ცხა­ლია, ან­ტონ ობო­ლაშ­ვი­ლი და ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როლანდი
0

აუ აი დემოკრატია რა - ეს რომ პარლამენტში იჯდება!

სიმართლე მწარეა
0

ეს, რომ ვისმეს მონას დაუძახებს! მართლა სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მე რომ პრემიერს ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს მედიამ გააშუქოს, დაჯარიმდება? – "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაში ნაღმები დევს" - წითლიძე

"მე რომ პრემიერს ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს მედიამ გააშუქოს, დაჯარიმდება? – "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაში ნაღმები დევს" - წითლიძე

მე რომ პრემიერს ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს მედიამ გააშუქოს, დაჯარიმდება? - ამ ცვლილებაში ნაღმები დევს,- ამ კითხვით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მომხსენებელს, დავით სონღულაშვილს.

წითლიძე დაინტერესდა, რატომაა აუცილებელი აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.

"რა აუცილებლობა იდგა დაჩქარებული წესით რომ გამოგაქვთ ეს კანონი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვართ პროცესში, როდესაც 12-პუნქტიანი ვალდებულება ჯერ კიდევ შესასრულებელი გვაქვს; როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მხოლოდ სამია შესრულებული; როდესაც ქვეყანაში სხვა უამრავი პრობლემაა, მაგალითად, სკოლებში ბავშვების 35% ჯერ კიდევ შიმშილობს. მაგალითად, პრობლემაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ამ ქვეყნიდან გარბიან. ბევრი სხვა პრობლემაა ქვეყანაში ისეთი, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას, მათ შორის პარლამენტის მხრიდან და რა აუცილებლობა დგას, რომ სასწრაფოდ გამოდის ეს კანონი? კითხვები რომ გიკვირთ, მე ეს უფრო მიკვირს. ხშირად ეჭვმიტანილი ხართ იმაში, რომ ყველა საკანონმდებლო ინიციატივა გამოგაქვთ იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცოთ, ამიტომ ამ კანონის ინტერპრეტაციას და გამოყენებას როგორ შეძლებთ, ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ამ ცვლილებაში ნაღმები დევს.

მე რომ მონა დაგიძახოთ რომელიმეს და ეს მედიამ გააშუქოს, ეს თუ ჩაითვლება უხამსობად? მე რომ მაგალითად, პრემიერს ან უმრავლესობის რომელიმე წევრს მონა დავუძახო და ეს რომ მედიამ გააშუქოს, თუ დაჯარიმდება?“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

"მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება. "მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.