პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუსაძლისი ტკივილები აქვს, მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც... სუს-ი გვაიმედებს, უშედეგოდ" - რას ამბობს ოჯახი ირაკლი ბებუაზე, რომელიც 3 წელია სოხუმის ციხეში უმძიმეს პირობებშია
"გაუსაძლისი ტკივილები აქვს, მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც... სუს-ი გვაიმედებს, უშედეგოდ" - რას ამბობს ოჯახი ირაკლი ბებუაზე, რომელიც 3 წელია სოხუმის ციხეში უმძიმეს პირობებშია

აფხა­ზე­ბის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტის, ირაკ­ლი ბე­ბუ­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და, ის ახლა უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­მა დამ, თა­მუ­ნა ბე­ბუ­ამ მოგ­ვა­წო­და.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ ირაკ­ლი ბე­ბუ­ამ 2020 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, რო­დე­საც სე­პა­რა­ტის­ტე­ბი "გა­მარ­ჯვე­ბას“ ზე­ი­მობ­დნენ, აფხა­ზე­თის დრო­შა დაწ­ვა, რის გა­მოც და­ა­პა­ტიმ­რეს და 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც ბე­ბუა სო­ხუ­მის ცი­ხე­ში, უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ოჯახ­მა ქარ­თულ მხა­რეს არა­ერ­თხელ მი­მარ­თა დახ­მა­რე­ბის­თვის. ახ­ლა­ხანს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტმა, "ქარ­თულ-აფხა­ზურ ომში გა­მარ­ჯვე­ბის 30 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ­ნის­ტია გა­მო­უშ­ვა. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ყვე­ლა, ვი­საც 3 წლამ­დე ვა­დით ჰქონ­და მის­ჯი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

ასე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან 5 წლამ­დე ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ზურ­გში მებ­რძო­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი და ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის ინ­ვა­ლი­დე­ბი... სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ნის­ტია არ შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ბე­ბუ­ას. აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ მკრე­ხე­ლო­ბაა "გა­მარ­ჯვე­ბის" ოც­და­ა­თი წლის­თა­ვის დღეს იმ კა­ცის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც აფხა­ზე­თის დრო­შა დაწ­ვა.

უფრო ვრცლად იმის შე­სა­ხებ თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ახლა ბე­ბუა, რისი გა­კე­თე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და რას აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტის გა­და­სარ­ჩე­ნად, მისი და თა­მუ­ნა ბე­ბუა და ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, შე­რი­გე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი მიგ­ვე­ღო შე­რი­გე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის მოქ­მე­დი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­გა­ნაც, და­პი­რე­ბაც მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ ჯერ მხო­ლოდ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ვართ.

თა­მუ­ნა ბე­ბუა:

- გარ­და იმი­სა, რომ ირაკ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვს და გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი აქვს წე­ლი­სა და თა­ვის არე­ში, ასე­ვე ძა­ლი­ან მძი­მეა მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც. სამი წე­ლია, დახ­მა­რე­ბას ვი­თხოვთ, გვხვდე­ბი­ან, გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, დახ­მა­რე­ბა­საც გვპირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ამ დრომ­დე შე­დე­გი არ ჩანს.

- თუ შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ რას გპირ­დე­ბათ?

- სუს-თან გვაქვს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­უ­ბა­რი, ასე­ვე ხაზ­ზე ვართ შე­რი­გე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თა­ნაც, ორი­ვე უწყე­ბი­დან გა­მუდ­მე­ბით ეს სი­ტყვე­ბი გვეს­მის - დღეს, ხვალ, ზეგ... ამა­სო­ბა­ში დრო გა­დის, ირაკ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა. იმე­დი გაგ­ვიჩ­ნდა, რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ სო­ხუმ­მა ქარ­თვე­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბის ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ გულ­ზე შე­მოგ­ვე­ყა­რა, რო­დე­საც აფხაზ­მა დე­პუ­ტატ­მა დაუტ ხუ­ტა­ბამ პირ­და­პირ ჩემი ძმის სა­ხე­ლი და გვა­რი და­ა­სა­ხე­ლა და თქვა, რომ ამ­ნის­ტია მას არ შე­ე­ხე­ბო­და. სუს-ი ისევ გვა­ი­მე­დებს და ისევ „სახ­ვა­ლი­ოდ“ გვპირ­დე­ბა სი­ახ­ლეს. ამ ორი-სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს ვე­ლო­დე­ბით. თუ თვის ბო­ლომ­დე კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი არ დად­გე­ბა, მერე საქ­მე­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ჩავ­რთავთ.

პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი:

- აფხა­ზურ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ახ­ლა­ხანს შე­ი­ტყვეს ირაკ­ლი ბე­ბუ­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ და მოქ­მე­დე­ბაც და­ი­წყეს. ვნა­ხოთ რა გა­მო­უ­ვათ. ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ ამ საქ­მე­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის აქ­ტი­უ­რო­ბას ვერ ვხე­დავ. შე­იძ­ლე­ბა საქ­მეს ჩუ­მად აკე­თე­ბენ და მე არ ვიცი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ვხე­დავ რას აკე­თე­ბენ აფხა­ზუ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, მაგ­რამ ვერ ვხე­დავ, რას აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ის ველ­ში არა­ფე­რი არ ჩანს. იმე­დი მაქვს, ორ სამ დღე­ში თა­ვად აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდე­ბა ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ვა­კე­თებ დას­კვნას, მარ­თლა აკე­თებს თუ არა რა­მეს ქარ­თუ­ლი მხა­რე.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რას ელო­დე­ბით?

- ვე­ლო­დე­ბი, რომ აფხა­ზეთ­ში მოქ­მე­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­კუ­თარ დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მოს­თხოვს ინ­ფორ­მა­ცი­ას - ბე­ბუ­ას ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ. წე­სით, დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხოს. თუმ­ცა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას თავი აა­რი­დონ. ვნა­ხოთ, ყვე­ლა­ფე­რი ორ, სამ დღე­ში გა­ირ­კვე­ვა.

- აფხა­ზებ­მა კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლეს, თუ რა­ტომ არ შე­ე­ხე­ბა ბე­ბუ­ას ამ­ნის­ტია, მას აფხა­ზუ­რი დრო­შის დაწ­ვას არ პა­ტი­ო­ბენ. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რისი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია ქარ­თულ მხა­რეს?

- თუ ქარ­თვე­ლი მხა­რე უფრო აქ­ტი­უ­რი, უფრო მო­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა და ბე­ბუ­ას სა­კითხს ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და­ა­ყე­ნებს, შე­დე­გიც დად­გე­ბა. და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რა­ზე ბევრ რა­მე­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი... ამ საქ­მე­ში ის ადა­მი­ნე­ბი უნდა ჩა­ერ­თონ, ვი­საც სა­კი­თხი ეს­მის, ვი­საც კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს, სა­უ­ბა­რი, ადა­მი­ა­ნე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა შე­უძ­ლია. თა­ვის დრო­ზე, აფხა­ზებ­მა 7 ქარ­თვე­ლი გად­მომ­ცეს, რომ­ლებ­საც ჯა­შუ­შო­ბა­ში ედე­ბო­დათ ბრა­ლი. მათი შე­ფა­სე­ბით, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის მქო­ნე პი­რე­ბი გა­მო­უშ­ვეს. გა­სა­გე­ბია, პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებს რომ ვერ აგ­ვა­რე­ბენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიკ­ვირს, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ასე რა­ტომ უჭირს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. სა­ერ­თოდ ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ გა­ი­ჭე­და ბე­ბუ­ას საქ­მე.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
0

ხელისუფლებამ მის ჯანმრთელობაზე და დასაქმებაზე უნდა იფიქროს

გიორგი
0

სად ცალია სახელმწიფოს ამ ადამიანისთვის, დღე და ღამე იმაზე ვზრუნავთ რომ ომი არ იყოს და ჩრდილოეთის ფიურერი არ გავაღიზიანოთ! ოკუპანტს ოკუპანტს ვერ უწოდებენ ოფიციალური წარმომადგენლები! ერთმა მინისტრმა ისიც თქვა დღევანდელი მტერი ხვალ სტრატეგიული პარტნიორი გახდებაო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"გაუსაძლისი ტკივილები აქვს, მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც... სუს-ი გვაიმედებს, უშედეგოდ" - რას ამბობს ოჯახი ირაკლი ბებუაზე, რომელიც 3 წელია სოხუმის ციხეში უმძიმეს პირობებშია

"გაუსაძლისი ტკივილები აქვს, მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც... სუს-ი გვაიმედებს, უშედეგოდ" - რას ამბობს ოჯახი ირაკლი ბებუაზე, რომელიც 3 წელია სოხუმის ციხეში უმძიმეს პირობებშია

აფხაზების ტყვეობაში მყოფი ქართველი პატრიოტის, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ის ახლა უკიდურეს მდგომარეობაშია - ამის შესახებ ინფორმაცია მისმა დამ, თამუნა ბებუამ მოგვაწოდა.

  • შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუამ 2020 წლის 30 სექტემბერს, როდესაც სეპარატისტები "გამარჯვებას“ ზეიმობდნენ, აფხაზეთის დროშა დაწვა, რის გამოც დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

უკვე მესამე წელია, რაც ბებუა სოხუმის ციხეში, უმძიმეს პირობებში იმყოფება, ოჯახმა ქართულ მხარეს არაერთხელ მიმართა დახმარებისთვის. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა, "ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით ამნისტია გამოუშვა. დოკუმენტის მიხედვით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

ასევე გათავისუფლდებიან 5 წლამდე ვადით პატიმრობამისჯილი ვეტერანები, მოხალისეები, ზურგში მებრძოლი ვეტერანები და ქართულ-აფხაზური ომის ინვალიდები... სამწუხაროდ, ამნისტია არ შეეხება ირაკლი ბებუას. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მიიჩნევს, რომ მკრეხელობაა "გამარჯვების" ოცდაათი წლისთავის დღეს იმ კაცის გათავისუფლება, რომელმაც აფხაზეთის დროშა დაწვა.

უფრო ვრცლად იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაშია ახლა ბებუა, რისი გაკეთებაა შესაძლებელი და რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ქართველი პატრიოტის გადასარჩენად, მისი და თამუნა ბებუა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრებიან.

ჩვენ შევეცადეთ, კონკრეტული პასუხები მიგვეღო შერიგებისა და თანასწორობის მოქმედი ჩინოვნიკებისგანაც, დაპირებაც მივიღეთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში ვართ.

თამუნა ბებუა:

- გარდა იმისა, რომ ირაკლის ქრონიკული დაავადებები აქვს და გაუსაძლისი ტკივილები აქვს წელისა და თავის არეში, ასევე ძალიან მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. სამი წელია, დახმარებას ვითხოვთ, გვხვდებიან, გვესაუბრებიან, დახმარებასაც გვპირდებიან, მაგრამ ამ დრომდე შედეგი არ ჩანს.

- თუ შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად ვინ რას გპირდებათ?

- სუს-თან გვაქვს ინტენსიური საუბარი, ასევე ხაზზე ვართ შერიგების სამინისტროსთანაც, ორივე უწყებიდან გამუდმებით ეს სიტყვები გვესმის - დღეს, ხვალ, ზეგ... ამასობაში დრო გადის, ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება. იმედი გაგვიჩნდა, როდესაც გავიგეთ, რომ სოხუმმა ქართველი ვეტერანების ამნისტიით გათავისუფლება გადაწყვიტა, მაგრამ გულზე შემოგვეყარა, როდესაც აფხაზმა დეპუტატმა დაუტ ხუტაბამ პირდაპირ ჩემი ძმის სახელი და გვარი დაასახელა და თქვა, რომ ამნისტია მას არ შეეხებოდა. სუს-ი ისევ გვაიმედებს და ისევ „სახვალიოდ“ გვპირდება სიახლეს. ამ ორი-სამი დღის განმავლობაში კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით. თუ თვის ბოლომდე კონკრეტული შედეგი არ დადგება, მერე საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩავრთავთ.

პაატა ზაქარეიშვილი:

- აფხაზურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახლახანს შეიტყვეს ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და მოქმედებაც დაიწყეს. ვნახოთ რა გამოუვათ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ საქმეში ქართული მხარის აქტიურობას ვერ ვხედავ. შეიძლება საქმეს ჩუმად აკეთებენ და მე არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ვხედავ რას აკეთებენ აფხაზური არასამთავრობოები, მაგრამ ვერ ვხედავ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ჩემი ინფორმაციის ველში არაფერი არ ჩანს. იმედი მაქვს, ორ სამ დღეში თავად აფხაზურ საზოგადოებაში გაჩნდება ახალი ინფორმაცია და ამის საფუძველზე გავაკეთებ დასკვნას, მართლა აკეთებს თუ არა რამეს ქართული მხარე.

- კონკრეტულად, რას ელოდებით?

- ველოდები, რომ აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია საკუთარ დე ფაქტო ხელისუფლებას მოსთხოვს ინფორმაციას - ბებუას ჯანმრთელობის შესახებ. წესით, დე ფაქტო ხელისუფლება ვალდებულია, არასამთავრობოების კითხვებს უპასუხოს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამ ვალდებულებას თავი აარიდონ. ვნახოთ, ყველაფერი ორ, სამ დღეში გაირკვევა.

- აფხაზებმა კონკრეტული მიზეზი დაასახელეს, თუ რატომ არ შეეხება ბებუას ამნისტია, მას აფხაზური დროშის დაწვას არ პატიობენ. ასეთ ვითარებაში, რისი გაკეთება შეუძლია ქართულ მხარეს?

- თუ ქართველი მხარე უფრო აქტიური, უფრო მობილური იქნება და ბებუას საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს, შედეგიც დადგება. დახურულ შეხვედრაზე ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი... ამ საქმეში ის ადამინები უნდა ჩაერთონ, ვისაც საკითხი ესმის, ვისაც კონტაქტები აქვს, საუბარი, ადამიანების დარწმუნება შეუძლია. თავის დროზე, აფხაზებმა 7 ქართველი გადმომცეს, რომლებსაც ჯაშუშობაში ედებოდათ ბრალი. მათი შეფასებით, უმძიმესი დანაშაულის მქონე პირები გამოუშვეს. გასაგებია, პოლიტიკურ საკითხებს რომ ვერ აგვარებენ, მაგრამ ძალიან მიკვირს, ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება ასე რატომ უჭირს საქართველოს ხელისუფლებას. საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ გაიჭედა ბებუას საქმე.

ხათუნა ბახტურიძე