პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰამასის" ციფრული ტერორი - როგორ მოქმედებენ შიშის გასაღვივებლად და როგორ დააჯერეს ასიათასობით ადამიანს, რომ ღაზის საავადმყოფოს ისრაელი დაესხა თავს მაშინ, როცა არაფერი იყო გარკვეული
"ჰამასის" ციფრული ტერორი - როგორ მოქმედებენ შიშის გასაღვივებლად და როგორ დააჯერეს ასიათასობით ადამიანს, რომ ღაზის საავადმყოფოს ისრაელი დაესხა თავს მაშინ, როცა არაფერი იყო გარკვეული

ღა­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, სულ მცი­რე 500 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მომ­ხდარ­ში "ჰა­მა­სი" ის­რა­ელს ადა­ნა­შა­უ­ლებს, ხოლო ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის მიერ შეც­დო­მით გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტა სა­ა­ვად­მყო­ფოს მოხ­ვდა. აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის თქმით, სჯე­რა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს აფეთ­ქე­ბა­ში ის­რა­ე­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ არის.

  • რე­ა­ლუ­რად, ეს სა­კი­თხი ჯერ კი­დევ გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნია და ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­დაჭ­რით ვე­რა­ვინ იტყვის, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში.

აფეთ­ქე­ბი­დან მა­ლე­ვე, "ჰა­მა­სმა" ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად სწრა­ფად მი­მარ­თა Telegram-ს, პლატ­ფორ­მას, რო­მელ­საც მა­ნამ­დეც აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დნენ პრო­პა­გან­დის­თვის. არა­ბულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე თით­ქმის ორი ათე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა სწრა­ფად გა­ავ­რცე­ლეს ასი­ა­თა­სო­ბით ონ­ლა­ინ აუ­დი­ტო­რი­ის­თვის. მათი ე.წ. მე­სი­ჯ­ბოქ­სი ასე­თი იყო - ის­რა­ელ­მა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი და­ხო­ცა, რომ მომ­ხდარ­ში ის­რა­ელ­თან ერ­თად, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი იყ­ვნენ მისი და­სავ­ლე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი. "ტე­ლეგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ზო­გი­ერთ პოს­ტში კი ისი­ნი ის­რა­ელს პა­ლეს­ტი­ნელ­თა გე­ნო­ციდ­ში სდებ­დნენ ბრალს.

Gaza Now-მ, რო­მე­ლიც "ჰა­მას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ხია "ტე­ლეგ­რამ­ზე", 1.4 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რით, გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი, ან მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი ჩან­დნენ. არ­ხმა მო­უ­წო­და მიმ­დევ­რებს, რომ პირ­და­პირ ემოქ­მე­დათ, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ აღ­შფო­თე­ბა და არ და­ლო­დე­ბოდ­ნენ ხვა­ლინ­დელ დღეს".

  • "ჰა­მა­სმა" ის­რა­ელ­ზე მო­წყო­ბი­ლი თავ­დას­ხმის, ანუ 7 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში აწარ­მოა კამ­პა­ნია, რომ­ლი­თაც ცდი­ლობ­და და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა მსოფ­ლიო, რომ მისი წევ­რე­ბი არი­ან "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მებ­რძო­ლე­ბი", რო­მელ­თა სი­სას­ტი­კეც გა­მარ­თლე­ბუ­ლია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებ­დნენ ნა­რა­ტივს, რომ გა­მარ­თლე­ბუ­ლია ის­რა­ელ­ში უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის მოკ­ვლა და ან მათი ტყვედ აყ­ვა­ნა. "ჰა­მა­სის" წევ­რე­ბის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია ძი­რი­თად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. მათ შო­რის, Facebook-ში, Instagram-ში, YouTube-სა და X-ში. ამ პლატ­ფორ­მებ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მათი მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, თუმ­ცა დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის ეს არ არის დიდი პრობ­ლე­მა, რად­გან ეფექ­ტი­ა­ნად იყე­ნე­ბენ "ტე­ლეგ­რამს", სა­დაც მსგავ­სი შე­ზღუდ­ვე­ბი არ ვრცელ­დე­ბა და იქ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­დის მო­დე­რა­ცი­ას.

"ჰა­მა­სი" ცდი­ლობს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფი გა­ზარ­დოს და ასე­ვე შიში და­თე­სოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ისი­ნი აქ­ვეყ­ნე­ბენ ვი­დეო და ფოტო კად­რებს იმ სი­სას­ტი­კე­ზე, რო­მელ­საც ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ავ­ლე­ნენ. ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ციფ­რუ­ლი სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ამ არ­ხე­ბის მიმ­დე­ვარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და. ცდი­ლო­ბენ გა­აძ­ლი­ე­რონ ან­ტი­ის­რა­ე­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში.

მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ებს ასი­ა­თა­სო­ბით ნახ­ვა აქვს. ზო­გი­ერთ ვი­დე­ო­ში ჩა­ნან მათ მიერ ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, შორ მან­ძილ­ზე მოქ­მე­დი რა­კე­ტე­ბი, მებ­რძო­ლე­ბის წვრთნა რა­კე­ტე­ბი­სა და ტყვი­ამფრქვე­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მას სტრა­ტე­გი­უ­ლად იყე­ნე­ბენ. "მათ კარ­გად ეს­მო­დათ, ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას­თან ერ­თად, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, ონ­ლა­ინ სივ­რცე­შიც უნდა გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დი, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ციფ­რუ­ლი სივ­რცე მათი ქმდე­ბე­ბის გან­დი­დე­ბი­სა და ნა­რა­ტი­ვის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად", - ამ­ბობს FakeReporter-ის დი­რექ­ტო­რი, აჩია შაც­მა. მისი თქმით, "ჰა­მა­სის" "ციფ­რუ­ლი სტრა­ტე­გია" აშ­კა­რა გახ­და ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან. მა­გა­ლი­თად, გარ­ცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში ის­მო­და დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის სა­უ­ბა­რი - "ახლა დროა, ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო გა­და­ვი­ღოთ". რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მათ ჰქონ­დათ და­ვა­ლე­ბა, აღე­ბეჭ­დათ თა­ვი­ან­თი ნა­მოქ­მე­და­რი შემ­დგომ გა­სავ­რცე­ლებ­ლად.

  • რიტა კატ­სი, SITE Intelligence Group-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებს ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის ქმე­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ამ­ბობს, რომ "ჰა­მას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "ტე­ლეგ­რამ" არ­ხე­ბი 7 ოქ­ტომ­ბრამ­დე ძი­რი­თა­დად აქ­ვეყ­ნებ­დნენ რა­კე­ტე­ბის, ან და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის ფო­ტო­ებს, რომ­ლებ­საც "მო­წა­მე­ებს" უწო­დე­ბენ, თუმ­ცა ახლა უკვე გან­ცხა­დე­ბე­ბის, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბის გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად იყე­ნე­ბენ. ის­რა­ე­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის, რა­საც "ტე­ლეგ­რამ­ზე" ჰა­მა­სი აქ­ვეყ­ნებს, "ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რია".

Telegram-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ლი­არ­დე­რი, პა­ველ დუ­რო­ვი აცხა­დებს, რომ "რე­ა­ლუ­რად ტე­ლეგ­რა­მი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ აძ­ლი­ე­რებს ჰა­მა­სის პრო­პა­გან­დას, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს პლატ­ფორ­მა ხელს უწყობს, რომ იყოს უნი­კა­ლუ­რი წყა­რო მკვლე­ვა­რე­ბის­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ჰა­მასს" აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­სი და მარ­თავს მე­დია ჯგუფს, რო­გო­რი­ცაა Al-Aqsa TV. ეს არის ღა­ზა­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­სარ­თო­ბი და პრო­პა­გან­დის ქსე­ლი.

ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის­თვის Telegram-ის პლატ­ფორ­მა მო­ცე­მულ მო­მენ­ტში პი­ა­რის­თვის კარ­გი ინ­სტრუ­მენ­ტია, მაგ­რამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათ არ­ხებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი ის­რა­ელ­მა კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა "ჰა­მა­სის" წევ­რე­ბის ბარ­ბა­რო­სო­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ის­რა­ელ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც ერ­თად არის შეკ­რე­ბი­ლი "ჰა­მა­სის" სი­სას­ტი­კის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი და ეს კად­რე­ბი, თით­ქმის ყვე­ლა, "ჰა­მა­სის" ტე­ლეგ­რამ არ­ხე­ბი­და­ნაა აღე­ბუ­ლი. მათ­ზე ჩანს, თუ რო­გორ კლა­ვენ, არ­ბე­ვენ და ასა­ხიჩ­რე­ბენ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს დაჯ­გუ­ფე­ბის წერ­ვე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრინვიჩის დრო
8

არასოდეს ისტორიაში რუსეთი და დასავლეთი ასეთი დაპირისპირებული არ ყოფილა. ის კი არა, რუსეთის ბოლო მეფე და ინგლისის იმდროინდელი მეფე ღვიძლი დეიდაშვილ-ბიძაშვილები იყვნენ. გაჭრილი ვაშლივით გვანდნენ ერთმანეთს. დღეს კი ყველა ამბობს რომ რუსეთი და ჰამასი ერთია. პუტინი თავის სიკვდილის წინა ცეკვას ასრულებს. იცის რომ ვერ გადარჩება. ამიტომ წააქეზა ირანი, სირია, ჰეზბოლა და ჰამასი. 

ასეა
8

აქ არაფერი არ არის გასარკვევი პუტინისთვის თუ შეიძლება რატომ არ შეიძლება ამასისთვისო, გამოსავალი ეხლა ვ ერთია პუტინი უნდა მოიშორონ ან გადააყენონ ან დაიჭირონ და ყველაფერი დალაგდება. პალესტინაც გაჩერდება და სხვებიც ვინც ცდილობს მშვიდობიანი ხალხი დახოცოს.

ავტორი:

"ჰამასის" ციფრული ტერორი - როგორ მოქმედებენ შიშის გასაღვივებლად და როგორ დააჯერეს ასიათასობით ადამიანს, რომ ღაზის საავადმყოფოს ისრაელი დაესხა თავს მაშინ, როცა არაფერი იყო გარკვეული

"ჰამასის" ციფრული ტერორი - როგორ მოქმედებენ შიშის გასაღვივებლად და როგორ დააჯერეს ასიათასობით ადამიანს, რომ ღაზის საავადმყოფოს ისრაელი დაესხა თავს მაშინ, როცა არაფერი იყო გარკვეული

ღაზის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. მომხდარში "ჰამასი" ისრაელს ადანაშაულებს, ხოლო ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტერორისტული ჯგუფის მიერ შეცდომით გაშვებული რაკეტა საავადმყოფოს მოხვდა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, სჯერა, რომ საავადმყოფოს აფეთქებაში ისრაელის ბრალეულობა არ არის.

  • რეალურად, ეს საკითხი ჯერ კიდევ გამოძიების საგანია და ჯერჯერობით, გადაჭრით ვერავინ იტყვის, რა მოხდა სინამდვილეში.

აფეთქებიდან მალევე, "ჰამასმა" ინფორმაციის გასავრცელებლად სწრაფად მიმართა Telegram-ს, პლატფორმას, რომელსაც მანამდეც აქტიურად იყენებდნენ პროპაგანდისთვის. არაბულ და ინგლისურ ენებზე თითქმის ორი ათეული შეტყობინება სწრაფად გაავრცელეს ასიათასობით ონლაინ აუდიტორიისთვის. მათი ე.წ. მესიჯბოქსი ასეთი იყო - ისრაელმა უდანაშაულო ადამიანები დახოცა, რომ მომხდარში ისრაელთან ერთად, დამნაშავეები იყვნენ მისი დასავლელი მოკავშირეები. "ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტში კი ისინი ისრაელს პალესტინელთა გენოციდში სდებდნენ ბრალს.

Gaza Now-მ, რომელიც "ჰამასთან" დაკავშირებული არხია "ტელეგრამზე", 1.4 მილიონი გამომწერით, გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც თავდასხმის შედეგად დაღუპული, ან მძიმედ დაშავებული ბავშვები ჩანდნენ. არხმა მოუწოდა მიმდევრებს, რომ პირდაპირ ემოქმედათ, ეჩვენებინათ აღშფოთება და არ დალოდებოდნენ ხვალინდელ დღეს".

  • "ჰამასმა" ისრაელზე მოწყობილი თავდასხმის, ანუ 7 ოქტომბრის შემდეგ, სოციალურ მედიაში აწარმოა კამპანია, რომლითაც ცდილობდა დაერწმუნებინა მსოფლიო, რომ მისი წევრები არიან "თავისუფლების მებრძოლები", რომელთა სისასტიკეც გამართლებულია. სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ ნარატივს, რომ გამართლებულია ისრაელში უდანაშაულო ადამიანების მოკვლა და ან მათი ტყვედ აყვანა. "ჰამასის" წევრებისთვის აკრძალულია ძირითად სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გამოქვეყნება. მათ შორის, Facebook-ში, Instagram-ში, YouTube-სა და X-ში. ამ პლატფორმებზე აკრძალულია მათი მხარდამჭერი პოსტების გავრცელება, თუმცა დაჯგუფებისთვის ეს არ არის დიდი პრობლემა, რადგან ეფექტიანად იყენებენ "ტელეგრამს", სადაც მსგავსი შეზღუდვები არ ვრცელდება და იქ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ გადის მოდერაციას.

"ჰამასი" ცდილობს სოციალური მედიის საშუალებით მხარდამჭერთა ჯგუფი გაზარდოს და ასევე შიში დათესოს საზოგადოებაში. ისინი აქვეყნებენ ვიდეო და ფოტო კადრებს იმ სისასტიკეზე, რომელსაც ტერორისტული ჯგუფის წევრები ავლენენ. ატლანტიკური საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის კვლევის მიხედვით, ამ არხების მიმდევართა რაოდენობა ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, სამჯერ გაიზარდა. ცდილობენ გააძლიერონ ანტიისრაელური განწყობები მეზობელ ქვეყნებში.

მათ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს ასიათასობით ნახვა აქვს. ზოგიერთ ვიდეოში ჩანან მათ მიერ ტყვედ აყვანილი დასისხლიანებული ადამიანები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მებრძოლების წვრთნა რაკეტებისა და ტყვიამფრქვევების გამოყენებით.

ისინი სოციალურ მედიაპლატფორმას სტრატეგიულად იყენებენ. "მათ კარგად ესმოდათ, ტერორისტულ თავდასხმასთან ერთად, რომელსაც რეალურად ახორციელებდნენ, ონლაინ სივრცეშიც უნდა გაევრცელებინათ ინფორმაციის ნაკადი, გამოეყენებინათ ციფრული სივრცე მათი ქმდებების განდიდებისა და ნარატივის გასაკონტროლებლად", - ამბობს FakeReporter-ის დირექტორი, აჩია შაცმა. მისი თქმით, "ჰამასის" "ციფრული სტრატეგია" აშკარა გახდა ისრაელზე თავდასხმის პირველივე წუთებიდან. მაგალითად, გარცელებულ ვიდეოებში ისმოდა დაჯგუფების წევრების საუბარი - "ახლა დროა, ფოტოები და ვიდეო გადავიღოთ". რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ჰქონდათ დავალება, აღებეჭდათ თავიანთი ნამოქმედარი შემდგომ გასავრცელებლად.

  • რიტა კატსი, SITE Intelligence Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, ადამიანი, რომელიც აკონტროლებს ტერორისტული ჯგუფების ქმედებებს სოციალურ ქსელებში, ამბობს, რომ "ჰამასთან" დაკავშირებული "ტელეგრამ" არხები 7 ოქტომბრამდე ძირითადად აქვეყნებდნენ რაკეტების, ან დაღუპული მებრძოლების ფოტოებს, რომლებსაც "მოწამეებს" უწოდებენ, თუმცა ახლა უკვე განცხადებების, დამუშავებული ვიდეოებისა და ფოტოების გამოსაქვეყნებლად იყენებენ. ისრაელის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის, რასაც "ტელეგრამზე" ჰამასი აქვეყნებს, "ფსიქოლოგიური ტერორია".

Telegram-ის დამფუძნებელი, რუსეთში დაბადებული მილიარდერი, პაველ დუროვი აცხადებს, რომ "რეალურად ტელეგრამი მნიშვნელოვნად არ აძლიერებს ჰამასის პროპაგანდას, სინამდვილეში ეს პლატფორმა ხელს უწყობს, რომ იყოს უნიკალური წყარო მკვლევარებისთვის, ჟურნალისტებისთვის".

აღსანიშნავია, რომ "ჰამასს" აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისი და მართავს მედია ჯგუფს, როგორიცაა Al-Aqsa TV. ეს არის ღაზაში დაფუძნებული გასართობი და პროპაგანდის ქსელი.

ტერორისტული ჯგუფისთვის Telegram-ის პლატფორმა მოცემულ მომენტში პიარისთვის კარგი ინსტრუმენტია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათ არხებზე გამოქვეყნებული მასალები ისრაელმა კარგად გამოიყენა "ჰამასის" წევრების ბარბაროსობის გამოსავლენად. რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ერთად არის შეკრებილი "ჰამასის" სისასტიკის ამსახველი კადრები და ეს კადრები, თითქმის ყველა, "ჰამასის" ტელეგრამ არხებიდანაა აღებული. მათზე ჩანს, თუ როგორ კლავენ, არბევენ და ასახიჩრებენ მშვიდობიან მოქალაქეებს დაჯგუფების წერვები.