პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 წელია იმხელა სიცარიელე მაქვს, რომ ვერც გადმოვცემ..." - ნინი ბადურაშვილი მამასა და ერეკლე ბადურაშვილის ფილმის თურქულ პრემიერაზე, სადაც მთავარ როლს თამაშობს
"5 წელია იმხელა სიცარიელე მაქვს, რომ  ვერც გადმოვცემ..." - ნინი ბადურაშვილი მამასა და ერეკლე ბადურაშვილის ფილმის თურქულ პრემიერაზე, სადაც მთავარ როლს თამაშობს

2023 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, თურ­ქე­თის ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში კი­ნოს­ტუ­დია ქარ­თუ­ლი ფილ­მი­სა და თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია "AISI“ ფილ­მის პირ­ვე­ლი ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი კოპ­რო­დუქ­ცი­ის, ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ფილ­მის "ხიდი" პრე­მი­ე­რა შედ­გა.

ფილ­მის დას­რუ­ლე­ბა რე­ჟი­სო­რის - ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი­სა და ოპე­რა­ტო­რის - თა­მაზ გო­გი­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო დაგ­ვი­ან­და… ბევ­რი პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად 'ხიდი“ მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­ინც იხი­ლა. სუ­რა­თი ნამ­დვილ ამ­ბავს ეფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ცნო­ბილ­მა, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის თურ­ქმა ექიმ­მა, ის­მედ დინ­დერ-მი­ქე­ლა­ძემ რე­ჟი­სორს მო­უ­თხრო, რა­მაც მას შთა­გო­ნე­ბა მის­ცა ფილ­მად ექ­ცია.

ნა­მუ­შე­ვარ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში თურ­ქეთ­ში გა­იქ­ცა. იქ სხვა ცოლი შე­ირ­თო იმი­ტომ, რომ უკან ვერ ბრუნ­დე­ბო­და, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ეს არ შე­იძ­ლე­ბო­და. დაბ­რუ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში შეძ­ლო და აქა­ურ ცოლ-შვილ­თან ჩა­მო­ვი­და... სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვია. ფილ­მს „ხიდი“ ჰქვია, რად­გა­ნაც არ­ქი­ტექ­ტო­რი ხი­დე­ბის მშე­ნე­ბე­ლია.

სუ­რათ­ში ქარ­თუ­ლი და თურ­ქუ­ლი კი­ნოს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მთა­ვარ როლს მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს.

AMBEBI.GE ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს ფილმთან, როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით ესა­უბ­რა და ასე­ვე მა­მა­ზე, ვი­ნა­ი­დან ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მისი მამა იყო:

- ძა­ლი­ან ბევ­რი ვიწ­ვა­ლეთ ყვე­ლამ, რომ სა­ბო­ლო­ოდ ის შე­დე­გი მიგ­ვე­ღო, რო­გო­რიც იმე­დია, ერეკ­ლეს გა­უ­ხარ­დე­ბო­და. ეს დღეც დად­გა და შედ­გა პრე­მი­ე­რა! მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ფილმზე იმუ­შა­ვა" - რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­წე­რე სტა­ტუ­სი...

- კი. პრე­მი­ე­რამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა, არ ვე­ლო­დი, თუ მა­ყუ­რებ­ლით 4 დარ­ბა­ზი გა­ივ­სე­ბო­და... იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი, მათ შო­რის, ემიგ­რან­ტე­ბიც, იყო თურ­ქი მა­ყუ­რე­ბე­ლი... მო­ე­წო­ნათ, კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩნენ. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ერეკ­ლემ, მა­მა­ჩემ­მა ვერ ნახა... "ხი­დის" გა­და­ღე­ბე­ბი 6 წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და...

ერთ-ერთ გა­და­ღე­ბებ­ზე ერეკ­ლე გა­ცივ­და. ამ­ბობ­და, სა­ში­ნელ ქარ­ში მოვ­ყე­ვიო. რომ მი­რე­კავ­და, ხმა ჩახ­ლე­ჩი­ლი ჰქონ­და. მა­შინ კო­რო­ნა ჯერ არ იყო, ამი­ტომ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ის გა­ცი­ე­ბა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­დე­ბო­და.

ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე

- რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან გა­ურ­თულ­და...

- სა­ერ­თოდ თირკმე­ლე­ბი ჰქონ­და სუს­ტი, ად­რეც რა­ღაც პრობ­ლე­მამ თირკმე­ლებ­ზე იჩი­ნა თავი. მა­ში­ნაც ძლივს მო­აბ­რუ­ნეს. მოკ­ლედ, იმ ვირუს­მა, თუ გა­ცი­ე­ბამ ისევ გა­უმწვა­ვა. ექი­მე­ბი კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ და არ და­თან­ხმდა. ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ ცუდი შე­დე­გით დას­რულ­და...

ისე მოხ­და, რომ მაგ პე­რი­ოდ­ში ეგ­ვიპ­ტე­ში გავფრინ­დი, მაგ­რამ გული რა­ღაც ცუდს მიგ­რძნობ­და. თან ერთი კვი­რით ადრე და­მე­წყო ეგ ცუდი წი­ნათ­გრძნო­ბა. ვერ ვხვდე­ბო­დი, რა მჭირ­და. წას­ვლა არ მინ­დო­და. ეგ­ვიპ­ტე­ში ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე და კი­დევ ერთი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი მივ­დი­ო­დით - სა­მი­ვეს ისე­თი გან­წყო­ბა გვქონ­და, ვამ­ბობ­დით კი­დეც, რამე ცუდი არ მოხ­დეს-თქო. ერეკ­ლე­ზე სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია.

რომ ჩავფრინ­დი, იმ ღა­მეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი სიზ­მა­რი ვნა­ხე - რა­ღაც დიდი სი­მაღ­ლი­დან გად­მოვ­ვარ­დი, წყალ­ში ჩავ­ვარ­დი და ვერ ამო­ვი­სუნ­თქე... რო­გორც მერე გა­ვი­გე, ერეკ­ლე მაგ პე­რი­ოდ­ში გარ­დაც­ვლი­ლა. ამ სიზ­მარ­მა გა­მაღ­ვი­ძა... სა­ათს დავ­ხე­დე და 4 იყო.

დი­ლით ერეკ­ლეს მივ­წე­რე და არ მი­პა­სუ­ხა, არც ლა­ლიმ (ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ნი­ნის ბე­ბია - ავტ.). მერე დე­და­ჩემს, ეკას და­ვუ­რე­კე, სიმ­შვი­დეა-მეთ­ქი? ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­პა­სუ­ხა, მაგ­რამ გული კარ­გს მა­ინც არ მიგ­რძნობ­და და მა­მა­ჩემ­თან გა­დავ­რე­კე. ტე­ლე­ფო­ნი ჩვენ­მა ნა­თე­სავ­მა აიღო (ლა­ლის დის ქმარ­მა). მივ­ხვდი, რა­ღაც ცუდი ხდე­ბო­და. მაგ პე­რი­ოდ­ში ლა­ლიც უკვე ცუ­დად იყო, კიბო ჰქონ­და და ამი­ტომ, პირ­და­პირ ვკი­თხე - რო­მე­ლი-მეთ­ქი? - ერეკ­ლეო. ამის გა­გე­ბა ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლი რამ აღ­მოჩ­ნდა - ისე­თი შოკი მი­ვი­ღე, რომ იმის მერე არა­ფე­რი მახ­სოვს... იმ ღა­მეს ბი­ლე­თე­ბი არ იყო და მე­ო­რე დღეს გა­მოვფრინ­დი...

- რო­გო­რია მა­მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა?

- ერეკ­ლეს წას­ვლით თით­ქოს რა­ღაც საყ­რდე­ნის გა­რე­შე დავ­რჩი. მახ­სოვს ჩემი მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­ე­ბი. მერე ლა­ლიც მალე წა­ვი­და, რად­გან რო­გორც ვთქვი, ავად იყო. მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბით, დიდი სი­ცა­რი­ე­ლე გაჩ­ნდა... სა­ერ­თოდ, მშობ­ლის წას­ვლა ვე­რაფ­რით ივ­სე­ბა, ვე­რა­ვინ ანაც­ვლებს, რად­გან ეს ად­გი­ლი მი­სია და მორ­ჩა... კარ­გა ხანს ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს პა­ტა­რა უმ­წეო ბავ­შვი ვი­ყა­ვი... სწო­რი ნათ­ქვა­მია, - სა­ნამ მშო­ბე­ლი ცო­ცხა­ლია, ყო­ველ­თვის ბავ­შვი იქ­ნე­ბიო. და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა ერეკ­ლეს შემ­დეგ სულ მაქვს.

ერეკ­ლე დიდი ენერ­გი­ის მქო­ნე ხა­ლი­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­გი­რე­კავ­და. მერე სულ თა­ვის კი­ნოს ამ­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი რა­ღა­ცებს გიყ­ვე­ბო­და. ეს ფილ­მი რომ და­ი­წყო, სი­ახ­ლე­ებს მუდ­მი­ვად გვაც­ნობ­და. ურე­კავ­და და უყ­ვე­ბო­და ბე­ბი­ა­ჩემს ფლო­რას და ბა­ბუ­ა­ჩემს იმე­დას. ყვე­ლა­ნი ვამ­ბობ­დით, რომ ბო­ლოს ამ კი­ნო­თი რო­გო­რი ან­თე­ბუ­ლი­აო... ძა­ლი­ან მი­ჭირს მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა - ძა­ლი­ან და­მაკ­ლდა...

იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბა­ბუა. ელე­ნე სულ სა­დღაც დაჰ­ყავ­და. ძა­ლი­ან ჩა­ერ­თო მისი გაზ­რდის პრო­ცეს­ში, შვი­ლიშ­ვილ­მა სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი გა­უ­ჩი­ნა. ჩემ­თან ჰქონ­და დიდი ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი და ბმა. ხომ ვამ­ბობ, ერეკ­ლეს შემ­დეგ იმ­ხე­ლა სი­ცა­რი­ე­ლეა უკვე 5 წე­ლია, რომ ვერც გად­მოვ­ცემ.

იმ დღეს სახ­ლში მი­ვე­დი, რა­ღაც კარ­გი ამ­ბა­ვი მქონ­და და აუ, ახლა უნდა და­ვურ­ე­კო-თქო, - გა­ვი­ფიქ­რე და მივ­ხვდი, რომ ვერ დავ­რე­კავ­დი... მისი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი არც წა­მიშ­ლია... ასე იყო ხოლ­მე - სა­დღაც რომ მივფრი­ნავ­დი, ჩაფ­რე­ნი­სას, პირ­ვე­ლი ერეკ­ლეს ვწერ­დი და მერე ეკას. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და და იმი­ტომ.

- ადრე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძემ („ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი) მო­მიყ­ვა, მის­თვის ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილს უთ­ქვამს - "ეს ფილ­მი ჩემი ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რი იქ­ნე­ბა". ასე­თი რამ შენ­თვი­საც ხომ არ უთ­ქვამს?

- ჩემ­თვის არა, მაგ­რამ ქრის­ტი­ნემ თქვა, ბო­ლოს რა­ღა­ცა­ზე ვუ­თხა­რი, მერე იყოს-მეთ­ქი და მერე აღარ იქ­ნე­ბა - უპა­სუ­ხია...

თურ­ქუ­ლი მე­დია ფილ­მის შე­სა­ხებ

- ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც რო­გორც რე­ჟი­სორ­მა თა­ვის ფილმში მთა­ვა­რი როლი შე­მოგ­თა­ვა­ზა და გა­თა­მა­შა?

- პირ­ვე­ლად პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ „თბი­ლი­სი ჩემი სახ­ლია“ - ეპი­ზოდ­ში გა­მო­მა­ჩი­ნა, მერე 6-7 წლის კი­დევ „ერთი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ის“ პა­ტა­რა ეპი­ზოდ­ში მა­თა­მა­შა. სულ უნ­დო­და, რომ გა­და­ვე­ღე... მთა­ვა­რი როლი რომ შე­მომ­თა­ვა­ზა, ვი­ნერ­ვი­უ­ლე და ვუ­თხა­რი, იქ­ნებ სხვა ათა­მა­შო, მთა­ვა­რი რო­ლია და გა­მოც­დილ­მა მსა­ხი­ობ­მა ითა­მა­შოს-მეთ­ქი. სირ­თუ­ლე არა­ფე­რია - შენ შენ უნდა იყო. მთა­ვა­რი გმი­რიც მომ­ღე­რა­ლი­აო. გათ­ვლა ჩემ­ზე ჰქონ­და.

სა­ერ­თოდ მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ, რა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ, თავს ვი­კა­ვებ, რის­კი კი მიყ­ვარს, მაგ­რამ ფიქ­რიც... მოკ­ლედ, მე­უბ­ნე­ბო­და, იყა­ვი ბუ­ნებ­რი­ვი, რო­გო­რიც ხარ შენი ემო­ცი­ი­თო.

ჩემს პარტნი­ორ­თან, თურქ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად ფილმში ინ­გლი­სუ­რად ვლა­პა­რა­კობთ. ესეც გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლეს ქმნი­და. ინ­გლი­სუ­რი ენა ვიცი, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­გლი­სურ ენა­ზე როლი უნდა მე­თა­მა­შა. ეს ცალ­კე სხვა გა­მოწ­ვე­ვა იყო.

- სა­ბო­ლო­ოდ, ფილ­მი ვინ გა­აგ­რძე­ლა და და­ას­რუ­ლა?

- გი­ორ­გი თა­ვარ­თქი­ლა­ძემ გა­და­ი­ღო, ის მა­ნამ­დე პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რი იყო. იმუ­შა­ვა ასე­ვე რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი ხა­რე­ბა­ვამ და ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძემ. მათ შეკ­რეს და დას­რუ­ლე­ბუ­ლი სახე მის­ცეს. მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა ვუ­თხრა, ვინც ერეკ­ლეს და­წყე­ბუ­ლი საქ­მის დას­რუ­ლე­ბა­ში ჩა­ერ­თო. მათ ბევ­რი იშ­რო­მეს, რომ „ხიდი“ მა­ყუ­რე­ბელს ენა­ხა. ერეკ­ლეს ძა­ლი­ან უნ­დო­და, ამ სუ­რა­თის­თვის მუ­სი­კა დათო ევ­გე­ნი­ძეს და­ე­წე­რა. მად­ლო­ბა მას - მუ­სი­კა და­თომ და­წე­რა. ყვე­ლამ ერეკ­ლეს ხათ­რით იმუ­შა­ვა. ერეკ­ლეს და ლა­ლის სა­ჩუ­ქა­რი უნდა გა­ვუ­კე­თო­თო. არც მე მქონ­და უფ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი შუა გზა­ში და­მე­ტო­ვე­ბი­ნა.

იმ­დე­ნად და­დე­ბით ტიპი იყო ერეკ­ლე, რომ ვე­რა­ვინ იზამ­და იმას, რომ გვერ­დით არ დაგ­ვდგო­მო­და. მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია ჰქონ­დათ... რე­ა­ლუ­რად კი გა­და­ღე­ბა 6 წელი მი­დი­ო­და. მა­ყუ­რე­ბე­ლი ალ­ბათ შე­ამ­ჩნევს ამ 6-წლი­ან სხვა­ო­ბას. კი ვე­ცა­დეთ, ეს ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნე­ვი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ერ­თგან მოკ­ლე თმა მაქვს, მე­ო­რე­გან გრძე­ლი და მუქი. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ცხა­დია, სა­ხე­ზეც შე­ვიც­ვა­ლე. მა­გა­ლი­თად, რა­ღაც კად­რე­ბი წელს გა­და­ვი­ღეთ. მერე ამას სხვა, ადრე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი მიყ­ვე­ბა და ამას ვგუ­ლის­ხმობ.

- რო­გო­რი იყო მა­მას­თან, რო­გორც რე­ჟი­სორ­თან, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბა?

- კი, იგ­რძნო­ბო­და, რომ მამა იყო. სულ მინ­დო­და, შე­ნიშ­ვნა მო­ე­ცა, ვე­კი­თხე­ბო­დი - ერეკ­ლე, კარ­გი იყო? ბუ­ნებ­რი­ვი ვი­ყა­ვი, სად­მე ზედ­მე­ტი ხომ არ იყო, ან რამე ხომ არ და­ვა­კე­ლი? პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჩემ­თვის არ გა­მო­უთ­ქვამს, მაგ­რამ ყო­ფი­ლა, რომ უც­ბად რა­ღა­ცა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, რე­ჟი­სო­რებ­მა რო­გორც იცი­ან უე­ცა­რი „აფეთ­ქე­ბა“. თუ რამე არ გა­მო­დი­ო­და, ან ვინ­მე ხელს შე­უშ­ლი­და, ემო­ცი­ე­ბი მო­უ­ჭარ­ბდე­ბო­და.

- ფილ­მი რომ ნახე, შენი თავი მო­გე­წო­ნა?

- ჩემს თავს ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი. რომ ვთქვა, უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ, არა. ეს ჩემ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო, პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი როლი, კრი­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ მგო­ნი, ცუ­დად არ მი­თა­მა­შია. და­ნარ­ჩენს მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­ა­ფა­სებს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­დის შედ­გე­ბა პრე­მი­ე­რა?

-17 დე­კემ­ბერს ერეკ­ლეს და­ბა­დე­ბის დღეს გვინ­და, რომ იყოს. ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და მსმე­ნე­ლიც პრე­ტენ­ზი­უ­ლია, ამი­ტომ ძა­ლი­ან ვღე­ლავ, აქ რო­გორ ჩა­ივ­ლის. პრე­მი­ე­რა ბა­თუმ­შიც უნდა შედ­გეს. მოკ­ლედ, ვნა­ხოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"5 წელია იმხელა სიცარიელე მაქვს, რომ ვერც გადმოვცემ..." - ნინი ბადურაშვილი მამასა და ერეკლე ბადურაშვილის ფილმის თურქულ პრემიერაზე, სადაც მთავარ როლს თამაშობს

"5 წელია იმხელა სიცარიელე მაქვს, რომ  ვერც გადმოვცემ..." - ნინი ბადურაშვილი მამასა და ერეკლე ბადურაშვილის ფილმის თურქულ პრემიერაზე, სადაც მთავარ როლს თამაშობს

2023 წლის 13 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში კინოსტუდია ქართული ფილმისა და თურქული კომპანია "AISI“ ფილმის პირველი ქართულ-თურქული კოპროდუქციის, ერეკლე ბადურაშვილის ფილმის "ხიდი" პრემიერა შედგა.

ფილმის დასრულება რეჟისორის - ერეკლე ბადურაშვილისა და ოპერატორის - თამაზ გოგინაშვილის გარდაცვალების გამო დაგვიანდა… ბევრი პრობლემის მიუხედავად 'ხიდი“ მაყურებელმა მაინც იხილა. სურათი ნამდვილ ამბავს ეფუძნება, რომელიც ცნობილმა, ქართული წარმოშობის თურქმა ექიმმა, ისმედ დინდერ-მიქელაძემ რეჟისორს მოუთხრო, რამაც მას შთაგონება მისცა ფილმად ექცია.

ნამუშევარში გადმოცემულია ქართველი არქიტექტორის ცხოვრება, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში თურქეთში გაიქცა. იქ სხვა ცოლი შეირთო იმიტომ, რომ უკან ვერ ბრუნდებოდა, საბჭოთა პერიოდში ეს არ შეიძლებოდა. დაბრუნება თანამედროვე ეპოქაში შეძლო და აქაურ ცოლ-შვილთან ჩამოვიდა... სევდიანი ამბავია. ფილმს „ხიდი“ ჰქვია, რადგანაც არქიტექტორი ხიდების მშენებელია.

სურათში ქართული და თურქული კინოს ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. მთავარ როლს მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი ასრულებს.

AMBEBI.GE ნინი ბადურაშვილს ფილმთან, როლთან დაკავშირებით ესაუბრა და ასევე მამაზე, ვინაიდან ერეკლე ბადურაშვილი მისი მამა იყო:

- ძალიან ბევრი ვიწვალეთ ყველამ, რომ საბოლოოდ ის შედეგი მიგვეღო, როგორიც იმედია, ერეკლეს გაუხარდებოდა. ეს დღეც დადგა და შედგა პრემიერა! მადლობა ყველას, ვინც ფილმზე იმუშავა" - რამდენიმე დღის წინ დაწერე სტატუსი...

- კი. პრემიერამ კარგად ჩაიარა, არ ველოდი, თუ მაყურებლით 4 დარბაზი გაივსებოდა... იყვნენ ქართველები, მათ შორის, ემიგრანტებიც, იყო თურქი მაყურებელი... მოეწონათ, კმაყოფილები დარჩნენ. სამწუხაროა, რომ ეს ერეკლემ, მამაჩემმა ვერ ნახა... "ხიდის" გადაღებები 6 წელი მიმდინარეობდა...

ერთ-ერთ გადაღებებზე ერეკლე გაცივდა. ამბობდა, საშინელ ქარში მოვყევიო. რომ მირეკავდა, ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. მაშინ კორონა ჯერ არ იყო, ამიტომ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ის გაციება მისი გარდაცვალების მიზეზი გახდებოდა.

ფილმის პრემიერაზე

- როგორც ჩანს, ძალიან გაურთულდა...

- საერთოდ თირკმელები ჰქონდა სუსტი, ადრეც რაღაც პრობლემამ თირკმელებზე იჩინა თავი. მაშინაც ძლივს მოაბრუნეს. მოკლედ, იმ ვირუსმა, თუ გაციებამ ისევ გაუმწვავა. ექიმები კლინიკაში მკურნალობას სთავაზობდნენ და არ დათანხმდა. ყველაფერი საბოლოოდ ცუდი შედეგით დასრულდა...

ისე მოხდა, რომ მაგ პერიოდში ეგვიპტეში გავფრინდი, მაგრამ გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა. თან ერთი კვირით ადრე დამეწყო ეგ ცუდი წინათგრძნობა. ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. წასვლა არ მინდოდა. ეგვიპტეში ქრისტინე იმედაძე და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი მივდიოდით - სამივეს ისეთი განწყობა გვქონდა, ვამბობდით კიდეც, რამე ცუდი არ მოხდეს-თქო. ერეკლეზე საერთოდ არ მიფიქრია.

რომ ჩავფრინდი, იმ ღამეს ძალიან უცნაური სიზმარი ვნახე - რაღაც დიდი სიმაღლიდან გადმოვვარდი, წყალში ჩავვარდი და ვერ ამოვისუნთქე... როგორც მერე გავიგე, ერეკლე მაგ პერიოდში გარდაცვლილა. ამ სიზმარმა გამაღვიძა... საათს დავხედე და 4 იყო.

დილით ერეკლეს მივწერე და არ მიპასუხა, არც ლალიმ (ლალი ბადურაშვილი ნინის ბებია - ავტ.). მერე დედაჩემს, ეკას დავურეკე, სიმშვიდეა-მეთქი? ჩვეულებრივად მიპასუხა, მაგრამ გული კარგს მაინც არ მიგრძნობდა და მამაჩემთან გადავრეკე. ტელეფონი ჩვენმა ნათესავმა აიღო (ლალის დის ქმარმა). მივხვდი, რაღაც ცუდი ხდებოდა. მაგ პერიოდში ლალიც უკვე ცუდად იყო, კიბო ჰქონდა და ამიტომ, პირდაპირ ვკითხე - რომელი-მეთქი? - ერეკლეო. ამის გაგება ჩემთვის საშინელი რამ აღმოჩნდა - ისეთი შოკი მივიღე, რომ იმის მერე არაფერი მახსოვს... იმ ღამეს ბილეთები არ იყო და მეორე დღეს გამოვფრინდი...

- როგორია მამის გარეშე ცხოვრება?

- ერეკლეს წასვლით თითქოს რაღაც საყრდენის გარეშე დავრჩი. მახსოვს ჩემი მაშინდელი ემოციები. მერე ლალიც მალე წავიდა, რადგან როგორც ვთქვი, ავად იყო. მათი გარდაცვალებით, დიდი სიცარიელე გაჩნდა... საერთოდ, მშობლის წასვლა ვერაფრით ივსება, ვერავინ ანაცვლებს, რადგან ეს ადგილი მისია და მორჩა... კარგა ხანს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პატარა უმწეო ბავშვი ვიყავი... სწორი ნათქვამია, - სანამ მშობელი ცოცხალია, ყოველთვის ბავშვი იქნებიო. დაუცველობის განცდა ერეკლეს შემდეგ სულ მაქვს.

ერეკლე დიდი ენერგიის მქონე ხალისიანი ადამიანი იყო, დღეში რამდენჯერმე დაგირეკავდა. მერე სულ თავის კინოს ამბებში ჩართული რაღაცებს გიყვებოდა. ეს ფილმი რომ დაიწყო, სიახლეებს მუდმივად გვაცნობდა. ურეკავდა და უყვებოდა ბებიაჩემს ფლორას და ბაბუაჩემს იმედას. ყველანი ვამბობდით, რომ ბოლოს ამ კინოთი როგორი ანთებულიაო... ძალიან მიჭირს მის გარეშე ცხოვრება - ძალიან დამაკლდა...

იყო არაჩვეულებრივი ბაბუა. ელენე სულ სადღაც დაჰყავდა. ძალიან ჩაერთო მისი გაზრდის პროცესში, შვილიშვილმა სხვა პასუხისმგებლობები გაუჩინა. ჩემთან ჰქონდა დიდი ემოციური კავშირი და ბმა. ხომ ვამბობ, ერეკლეს შემდეგ იმხელა სიცარიელეა უკვე 5 წელია, რომ ვერც გადმოვცემ.

იმ დღეს სახლში მივედი, რაღაც კარგი ამბავი მქონდა და აუ, ახლა უნდა დავურეკო-თქო, - გავიფიქრე და მივხვდი, რომ ვერ დავრეკავდი... მისი ტელეფონის ნომრები არც წამიშლია... ასე იყო ხოლმე - სადღაც რომ მივფრინავდი, ჩაფრენისას, პირველი ერეკლეს ვწერდი და მერე ეკას. ყველაზე ძალიან ნერვიულობდა და იმიტომ.

- ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში ხათუნა ხუნდაძემ („ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი) მომიყვა, მისთვის ერეკლე ბადურაშვილს უთქვამს - "ეს ფილმი ჩემი ბოლო ნამუშევარი იქნება". ასეთი რამ შენთვისაც ხომ არ უთქვამს?

- ჩემთვის არა, მაგრამ ქრისტინემ თქვა, ბოლოს რაღაცაზე ვუთხარი, მერე იყოს-მეთქი და მერე აღარ იქნება - უპასუხია...

თურქული მედია ფილმის შესახებ

- ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც როგორც რეჟისორმა თავის ფილმში მთავარი როლი შემოგთავაზა და გათამაშა?

- პირველად პატარა ვიყავი, რომ „თბილისი ჩემი სახლია“ - ეპიზოდში გამომაჩინა, მერე 6-7 წლის კიდევ „ერთი ქართული ისტორიის“ პატარა ეპიზოდში მათამაშა. სულ უნდოდა, რომ გადავეღე... მთავარი როლი რომ შემომთავაზა, ვინერვიულე და ვუთხარი, იქნებ სხვა ათამაშო, მთავარი როლია და გამოცდილმა მსახიობმა ითამაშოს-მეთქი. სირთულე არაფერია - შენ შენ უნდა იყო. მთავარი გმირიც მომღერალიაო. გათვლა ჩემზე ჰქონდა.

საერთოდ მაქსიმალისტი ვარ, რაშიც დარწმუნებული არ ვარ, თავს ვიკავებ, რისკი კი მიყვარს, მაგრამ ფიქრიც... მოკლედ, მეუბნებოდა, იყავი ბუნებრივი, როგორიც ხარ შენი ემოციითო.

ჩემს პარტნიორთან, თურქ მსახიობთან ერთად ფილმში ინგლისურად ვლაპარაკობთ. ესეც გარკვეულ სირთულეს ქმნიდა. ინგლისური ენა ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში ინგლისურ ენაზე როლი უნდა მეთამაშა. ეს ცალკე სხვა გამოწვევა იყო.

- საბოლოოდ, ფილმი ვინ გააგრძელა და დაასრულა?

- გიორგი თავართქილაძემ გადაიღო, ის მანამდე პროექტის პროდიუსერი იყო. იმუშავა ასევე რეჟისორმა გიორგი ხარებავამ და ხათუნა ხუნდაძემ. მათ შეკრეს და დასრულებული სახე მისცეს. მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ერეკლეს დაწყებული საქმის დასრულებაში ჩაერთო. მათ ბევრი იშრომეს, რომ „ხიდი“ მაყურებელს ენახა. ერეკლეს ძალიან უნდოდა, ამ სურათისთვის მუსიკა დათო ევგენიძეს დაეწერა. მადლობა მას - მუსიკა დათომ დაწერა. ყველამ ერეკლეს ხათრით იმუშავა. ერეკლეს და ლალის საჩუქარი უნდა გავუკეთოთო. არც მე მქონდა უფლება, ყველაფერი შუა გზაში დამეტოვებინა.

იმდენად დადებით ტიპი იყო ერეკლე, რომ ვერავინ იზამდა იმას, რომ გვერდით არ დაგვდგომოდა. მაქსიმალური მობილიზაცია ჰქონდათ... რეალურად კი გადაღება 6 წელი მიდიოდა. მაყურებელი ალბათ შეამჩნევს ამ 6-წლიან სხვაობას. კი ვეცადეთ, ეს ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო, მაგრამ ერთგან მოკლე თმა მაქვს, მეორეგან გრძელი და მუქი. ამ პერიოდის მანძილზე ცხადია, სახეზეც შევიცვალე. მაგალითად, რაღაც კადრები წელს გადავიღეთ. მერე ამას სხვა, ადრე გადაღებული კადრები მიყვება და ამას ვგულისხმობ.

- როგორი იყო მამასთან, როგორც რეჟისორთან, გადასაღებ მოედანზე მუშაობა?

- კი, იგრძნობოდა, რომ მამა იყო. სულ მინდოდა, შენიშვნა მოეცა, ვეკითხებოდი - ერეკლე, კარგი იყო? ბუნებრივი ვიყავი, სადმე ზედმეტი ხომ არ იყო, ან რამე ხომ არ დავაკელი? პრეტენზიები ჩემთვის არ გამოუთქვამს, მაგრამ ყოფილა, რომ უცბად რაღაცაზე გაბრაზებულა, რეჟისორებმა როგორც იციან უეცარი „აფეთქება“. თუ რამე არ გამოდიოდა, ან ვინმე ხელს შეუშლიდა, ემოციები მოუჭარბდებოდა.

- ფილმი რომ ნახე, შენი თავი მოგეწონა?

- ჩემს თავს ძალიან კრიტიკულად ვუყურებდი. რომ ვთქვა, უკმაყოფილო ვარ, არა. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, პირველი მთავარი როლი, კრიტიკულად ვუყურებდი, მაგრამ მგონი, ცუდად არ მითამაშია. დანარჩენს მაყურებელი შეაფასებს.

- საქართველოში როდის შედგება პრემიერა?

-17 დეკემბერს ერეკლეს დაბადების დღეს გვინდა, რომ იყოს. ქართველი მაყურებელი და მსმენელიც პრეტენზიულია, ამიტომ ძალიან ვღელავ, აქ როგორ ჩაივლის. პრემიერა ბათუმშიც უნდა შედგეს. მოკლედ, ვნახოთ.