პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდებული ბიჭების" გამო ყველამ გამრიყა" - მარტინ სკორსეზეს თქმით, იტალიაში, ზოგიერთ რესტორანში არ უშვებდნენ
"დიდებული ბიჭების" გამო ყველამ გამრიყა" - მარტინ სკორსეზეს თქმით, იტალიაში, ზოგიერთ რესტორანში არ უშვებდნენ

ლე­გენ­და­რუ­ლი რე­ჟი­სო­რი მარ­ტინ სკორ­სე­ზე ამ­ბობს, რომ მის­მა ფილმმა, Goodfellas, რო­მე­ლიც 1990 წელს გა­და­ი­ღეს, იტა­ლი­ე­ლე­ბი გა­ა­ნა­წყე­ნა, რად­გან მათი აზ­რით, და­მამ­ცი­რებ­ლად, რო­გორც კრი­მი­ნა­ლე­ბად იყ­ვნენ წარ­მო­ჩე­ნი­ლე­ბი.

"ღმერ­თო ჩემო. "დი­დე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბის" გამო ყვე­ლამ გამ­რი­ყა, იტა­ლი­უ­რი რეს­ტორ­ნე­ბიც კი არ მიშ­ვებ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და რე­ჟი­სორ­მა GQ-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის როლ­ში მსა­ხი­ო­ბი ტი­მო­თი შა­ლა­მე იყო.

  • ფილმში რო­ბერტ დე ნირო, რეი ლი­ო­ტა და ჯო პეში იტა­ლი­ელ-ამე­რი­კე­ლი განგსტე­რე­ბის როლს თა­მა­შო­ბენ.

ტი­მო­თიმ მარ­ტინს ფილმში ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე ჰკი­თხა, რა­ზეც რე­ჟი­სორ­მა უპა­სუ­ხა:

"ისეთ ად­გი­ლას გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც ძა­ლა­დო­ბა გა­მო­ხატ­ვის ფორ­მად ით­ვლე­ბო­და. მე­გობ­რუ­ლი სი­ლის გაწ­ვნა­სა და სა­ხე­ში გარ­ტყმას შო­რის სხვა­ო­ბა იყო და შენ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ აღიქ­ვამ­დი. ამის და­ნახ­ვა "დი­დე­ბულ ბი­ჭებ­ში­ცაა" შე­საძ­ლე­ბე­ლი, როცა ტომი დე­ვი­ტო კი­თხუ­ლობს: "გგო­ნია, სა­სა­ცი­ლო ვარ?" - პა­სუ­ხობს სკორ­სე­ზე.

სკორ­სე­ზემ ტი­მო­თის­თან სა­უ­ბარ­ში არ და­ა­კონ­კრე­ტა, თუ რო­მელ რეს­ტო­რან­ში არ შე­უშ­ვეს, მაგ­რამ წარ­სულ­ში აღუ­ნიშ­ნავს, რომ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი იყო.

სკორ­სე­ზემ გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნა: "ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნემ გვი­თხრა, რომ აღარ შეგ­ვიშ­ვებ­და, რად­გან ფილ­მით გარ­კვე­უ­ლი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი და­ვამ­ცი­რეთ".

წყა­რო: insider

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
0

მარტინ სკორსეზეს ერთ-ერთი საუკეთესო შედევრი!

გიო
0

უმაგრესი ფილმია....🙏🏻🙏🏻👍🏻👍🏻👍🏻

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დიდებული ბიჭების" გამო ყველამ გამრიყა" - მარტინ სკორსეზეს თქმით, იტალიაში, ზოგიერთ რესტორანში არ უშვებდნენ

"დიდებული ბიჭების" გამო ყველამ გამრიყა" - მარტინ სკორსეზეს თქმით, იტალიაში, ზოგიერთ რესტორანში არ უშვებდნენ

ლეგენდარული რეჟისორი მარტინ სკორსეზე ამბობს, რომ მისმა ფილმმა, Goodfellas, რომელიც 1990 წელს გადაიღეს, იტალიელები გაანაწყენა, რადგან მათი აზრით, დამამცირებლად, როგორც კრიმინალებად იყვნენ წარმოჩენილები.

"ღმერთო ჩემო. "დიდებული ბიჭების" გამო ყველამ გამრიყა, იტალიური რესტორნებიც კი არ მიშვებდნენ", - განაცხადა რეჟისორმა GQ-სთან ინტერვიუში. საინტერესოა, რომ ჟურნალისტის როლში მსახიობი ტიმოთი შალამე იყო.

  • ფილმში რობერტ დე ნირო, რეი ლიოტა და ჯო პეში იტალიელ-ამერიკელი განგსტერების როლს თამაშობენ.

ტიმოთიმ მარტინს ფილმში ძალადობის ამსახველი სცენების გადაღებაზე ჰკითხა, რაზეც რეჟისორმა უპასუხა:

"ისეთ ადგილას გავიზარდე, სადაც ძალადობა გამოხატვის ფორმად ითვლებოდა. მეგობრული სილის გაწვნასა და სახეში გარტყმას შორის სხვაობა იყო და შენზე იყო დამოკიდებული, როგორ აღიქვამდი. ამის დანახვა "დიდებულ ბიჭებშიცაა" შესაძლებელი, როცა ტომი დევიტო კითხულობს: "გგონია, სასაცილო ვარ?" - პასუხობს სკორსეზე.

სკორსეზემ ტიმოთისთან საუბარში არ დააკონკრეტა, თუ რომელ რესტორანში არ შეუშვეს, მაგრამ წარსულში აღუნიშნავს, რომ ამ დაწესებულების ხშირი სტუმარი იყო.

სკორსეზემ განაწყენებულმა აღნიშნა: "ფილმის გამოსვლის შემდეგ, რესტორნის მეპატრონემ გვითხრა, რომ აღარ შეგვიშვებდა, რადგან ფილმით გარკვეული ეთნიკური ჯგუფი დავამცირეთ".

<iframe width="727" height="409" src="https://www.youtube.com/embed/sB_JZLp521g" title="Timothée Chalamet &amp; Martin Scorsese Have an Epic Conversation | GQ" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა