პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა - ყველაფერი სხდომაზე, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა
პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა - ყველაფერი სხდომაზე, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა

18 ოქ­ტომ­ბერს, პარ­ლა­მენ­ტში პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის თა­ო­ბა­ზე სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­ეს­წრო. მას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი ეზო­ში შეხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­ზი­დენ­ტის დარ­ბაზ­ში შეს­ვლი­სას მას მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წა­მო­უდ­გნენ ფეხ­ზე, უმ­რავ­ლე­სო­ბა კი - არა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სა და კენ­ჭისყ­რის ვა­დის გან­სა­ზღვრის თა­ო­ბა­ზე დად­გე­ნი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტმა გუ­შინ მი­ი­ღო.

"სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 48-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის 179-ე მუხ­ლის მე-2 და მე-4 პუნ­ქტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ად­გენს: 1. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის − სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე დას­კვნის (№3/1/1797, 16.10.2023) სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­ხი­ლოს და აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს კენ­ჭი უყა­როს 2023 წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის 17−20 ოქ­ტომ­ბრის მო­რი­გი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბის კვი­რა­ში. 2. ეს დად­გე­ნი­ლე­ბა ამოქ­მედ­დეს მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა­ში.

გა­ნახ­ლე­ბა:

პარ­ლა­მენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ვერ გა­და­ა­ყე­ნა - სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი კენ­ჭისყრა­ზე ჩა­ვარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის პოსტზე რჩე­ბა.

იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხზე კენ­ჭისყრა ფა­რუ­ლი წე­სით ჩა­ტარ­და.

პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ იმ­პიჩ­მენტს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბა - 100 დე­პუ­ტა­ტი არ და­უ­ჭერს მხარს, სა­კი­თხი მოხ­სნი­ლად ით­ვლე­ბა და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­თვის იმა­ვე ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია.

გა­ნახ­ლე­ბა:

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა: "უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­წყე­ბი­სას, პა­პუ­აშ­ვილ­თან ერ­თად ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან ვი­ყა­ვი და გვი­თხრა, ზე­ლენ­სკი გმი­რი გახ­და და თქვენ რას აკე­თებ­თო - ეს პირ­და­პი­რი მო­წო­დე­ბა სა­ით­კენ იყო, თქვენ იმ­სჯე­ლეთ - პრე­მი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო, იქ­ნე­ბო­და ბავ­შვი ასან­თით ხელ­ში..."

გა­ნახ­ლე­ბა:

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე: "კი­თხვა და­ის­ვა, რას გვაძ­ლევს იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა? - სრუ­ლი ლუსტრა­ცი­აა, რომ ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს მიერ ერთ დროს მხარ­და­ჭე­რი­ლი პრე­ზი­დენ­ტი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ნა­რა­ტივ­შია

გა­ნახ­ლე­ბა:

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რის ნაც­ვლად, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა პრე­ზი­დენტ "სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ლან­ძღავს და შარს დებს“ იმის გამო, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა მთავ­რო­ბას არ შე­უ­თან­ხმა, რი­თაც კონ­სტი­ტუ­ცია და­ირ­ღვა. ამის შე­სა­ხებ ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. იხი­ლეთ სრუ­ლად

გა­ნახ­ლე­ბა:

ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბა:

"თქვენ ხართ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ვი­თა­რი პრინ­ცი­პი კი არა, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბაც არ გა­გაჩ­ნი­ათ - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ იტყვის ვარ­დის­ფერ­ზე, რომ შა­ვია, იტყვით, რომ შა­ვია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ ხვალ იტყვის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კარ­გია, თქვენც იტყვით, რომ კარ­გია. ბო­რელ­მა თქვა, რომ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტი არის ძა­ლი­ან ცუდი გზავ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ვი­დეს ევ­რო­პა­ში. ხომ ესე იყო ბა­ტო­ნო შალ­ვა? იყო. ამი­ტომ მე თქვენ გე­კი­თხე­ბით, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რი ამ­ბობს, რომ იმ­პიჩ­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს დაბ­რკო­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და რა­ზეა იმ­პიჩ­მენ­ტი? იმი­ტომ რომ მაკ­რონს შეხ­ვდა და ელა­პა­რა­კა კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე? თქვენ რა­ტომ არ შეხ­ვდით მაკ­რონს და რა­ტომ არ ელა­პა­რა­კე­ბით? ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რა­ტომ არ ხვდე­ბა მაკ­რონს?“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ. (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

გა­ნახ­ლე­ბა:

რო­მან გო­ცი­რი­ძის გან­ცხა­დე­ბა:

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ გა­ნი­ცა­და სრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, მო­რა­ლუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი ფი­ას­კო. სა­მარ­თლებ­რი­ვი იმი­ტომ, რომ ამ პარ­ლა­მენ­ტში ვერ შედ­გე­ბა პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტი. თქვენ კენ­ჭისყ­რის დროს ვერ მი­ი­ღებთ 100 ხმას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო პრე­ზი­დენ­ტის გა­და­ყე­ნე­ბა და შემ­დგომ იმ დესტრუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც ამას მოჰ­ყვე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი, სა­დაც თქვენ გა­ი­მარ­ჯვეთ, ეს არის მორ­ჩი­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბით და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კო­სე­ბით. მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ დარ­ბაზ­ში მი­ი­ღე­ბა. იყო დიდი ხმა­უ­რი, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბი იყ­ვნენ მოს­ყი­დუ­ლი. მარ­თლა, 6 მი­ლი­არ­დი აქვს იმ კაცს და 10 დე­პუ­ტა­ტი რო­გორ ვერ მო­ის­ყი­დეთ ან რო­გორ ვერ და­ა­შან­ტა­ჟეთ?.. იხი­ლეთ სრუ­ლად

გა­ნახ­ლე­ბა:

ტექ­ნი­კუ­რი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა, რო­მელ­ზეც პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა, გა­ნახ­ლდა - სი­ტყვით თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­დი­ან ის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი, ვინც ეს­წრე­ბი­ან გან­ხილ­ვას.

გა­ნახ­ლე­ბა:

ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის კი­თხვა პრე­ზი­დენტს: "სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს ლე­გი­ტი­მუ­რი შე­კი­თხვა, თუ კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­და პრე­ზი­დენ­ტმა, რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნა თან­ხა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან".

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა:

"ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე, მინ­და მო­გი­ლო­ცოთ, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ერ­თა­დერთ კამ­პა­ნი­ა­ში არ იყა­ვით ჩარ­თუ­ლი და დღეს იმა­შიც ჩა­ერ­თეთ, რა­საც შვი­ლე­ბის ბუ­ლინ­გის კამ­პა­ნია ჰქვია, - ასე მი­მარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

"თქვენს რი­ტო­რი­კულ, თუ არა­რი­ტო­რი­კულ კი­თხვა­ზე, "რას ეტყვით თქვენს შვი­ლებ­სო“, პა­სუხს გაგ­ცემთ. იცით რას ვე­ტყვი?! - მე პი­რა­დად ვე­ტყვი, რომ რო­გორც მწამ­და და მჯე­რო­და თა­ვად, იმას ვა­კე­თებ­დი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში და სხვის და­ვა­ლე­ბებს არ ვი­ღებ­დი, არ მი­მი­ღია და არც მი­ვი­ღებ არას­დროს. ამას ვე­ტყვი სა­კუ­თარ შვი­ლებს და მათ თავს და­ვი­ფი­ცებ, რომ ასე იქ­ნე­ბა სულ და ამას გა­ა­კე­თებს ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი, არა­ვის და­ვა­ლე­ბებს არ მი­ი­ღებს, ეს მინ­და თქვენ, პი­რა­დად კარ­გად იცო­დეთ... " - მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე.

გა­ნახ­ლე­ბა:

  • სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დე­პუ­ტა­ტე­ბის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე უარი თქვა.

გა­ნახ­ლე­ბა:

  • "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცესს ფრაქ­ცი­ის ოთა­ხი­დან ადევ­ნე­ბენ თვალს

გა­ნახ­ლე­ბა:

  • სა­კუ­თა­რი იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცეს­ზე შეკ­რე­ბილ დე­პუ­ტა­ტებს სი­ტყვით მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა

"მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს და მო­ვუ­წო­დებ, რომ ამ ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი იმ­პიჩ­მენ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა მი­ა­ტო­ვოთ, რუ­სეთს არ უნდა მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ამ რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი გავ­ლე­ნა გა­აძ­ლი­ე­როს".

"რო­გორ გგო­ნი­ათ, მე, ნიკო ნი­კო­ლა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი რამ უნდა შე­მა­ში­ნოს, თუნ­დაც პრო­კუ­რა­ტუ­რის ხსე­ნე­ბამ? რამ უნდა მა­ი­ძუ­ლოს ეს ქვე­ყა­ნა მი­ვა­ტო­ვო? - ამის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ".

"რო­გორ აუხ­სნით ხალ­ხს, რომ პრო­ევ­რო­პე­ლი პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს ხმა მი­ე­ცით და ამავდრო­უ­ლად, არ და­უ­ჭი­რეთ მხა­რი ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მელ­მაც ოკუ­პან­ტის რე­ჟი­მი დიქ­ტა­ტო­რად სცნო. ხელი აგინ­კან­კალ­დათ, როცა უნდა და­გეგ­მოთ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ახა­ლი სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ბა­ზის გახ­სნის გეგ­მა.

80 კა­ცის ბრძო­ლა ერთი ქა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ კი, უფრო ად­ვი­ლი გეჩ­ვე­ნე­ბათ, მაგ­რამ არ და­ი­ჯე­როთ. დღე­ვან­დე­ლი დღით არა­ფე­რი და­მაკ­ლდე­ბა, არც ხალ­ხის ნდო­ბა, არც სიყ­ვა­რუ­ლი და არც ენერ­გია გა­მო­მეც­ლე­ბა, რათა ის ბრძო­ლა ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო მათ­თან ერ­თად, ვი­საც სჯე­რა, სწამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი თქვენს ხელ­ში კი არა, მათ ხელ­შია! და რომ ეს მო­მა­ვა­ლი გა­ნუ­ყო­ფე­ლია მისი დე­მოკ­რა­ტი­ის, თა­ვი­სუ­ფელ­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და ევ­რო­პულ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­გან!,“ - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

"თურ­მე გე­წყი­ნათ, როცა "პა­ტა­რა კა­ცე­ბად“ მო­გიხ­სე­ნი­ეთ, და­ე­ლო­დეთ და ნა­ხავთ, რა ტერ­მი­ნე­ბით შე­გამ­კო­ბენ თქვე­ნი­ვე შვი­ლე­ბი და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა - დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვე­ნი ბედი წყდე­ბა!"

"სა­კონ­სტი­ტუ­ცი­ომ თუ კი სა­კუ­თარ სინ­დისს გა­და­ა­ბი­ჯა, ახლა თქვე­ნი ჯე­რია! მე აქ არც არაფ­რის დამ­ტკი­ცე­ბას ვა­პი­რებ და არც ვინ­მეს დარ­წმუ­ნე­ბას იმა­ში, რაც ისე­დაც ცხად­ზე ცხა­დია. კონ­სტი­ტუ­ცი­ის არც არსი და არც სუ­ლის­კვე­თე­ბა არ და­მირ­ღვე­ვია. ბრალ­დე­ბე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად თქვენ უნდა წარ­მო­გედ­გი­ნათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ვერ­ცერ­თი ვერ წარ­მო­ად­გი­ნეთ! ვერ მო­ი­ტა­ნეთ ფაქ­ტე­ბი იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რა­ზე­დაც აპე­ლი­რებ­დით, რომ ხან სა­ბო­ტაჟს ვუ­წყობ­დი ჩვენს ევ­რო­პულ გზას, ხან თურ­მე შე­დე­გი ვერ დავ­დე, ხან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებ­დი, როცა არ ვა­წარ­მო­ებ­დი, ხან რა და ხან რა." - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად).

გა­ნახ­ლე­ბა:

  • "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სი­ტყვა

"ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ღირ­სე­ბა რომ ჰქონ­დეს შერ­ჩე­ნი­ლი, ის თა­ვად გა­დად­გე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რომც არ დას­რულ­დეს წარ­მა­ტე­ბით ეს პრო­ცე­დუ­რა, ყვე­ლას გვეს­მის, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ მხარს არ და­უ­ჭერს იმ­პიჩ­მენტს და შე­სა­ბა­მი­სად, არ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. სწო­რედ მათი იმე­დით არ­ღვევ­და ის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას" - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ. (წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად)

გა­ნახ­ლე­ბა:

  • ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცესს და­ეს­წრე­ბა, მაგ­რამ კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს.

"კენ­ჭისყრამ­დე ავ­დგე­ბი და გა­მო­ვალ სხდო­მი­დან, მა­ნამ­დე, რაც რეგ­ლა­მენ­ტით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერ­ში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მე მა­ინც ამ დრომ­დე მგო­ნია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თავს იკა­ტუ­ნებ­და და სი­ნამ­დვი­ლე­ში 100 ხმის შეგ­რო­ვე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, თუ ეს ასე არ მოხ­და, პრე­ზი­დენ­ტი პრე­ზი­დენ­ტად დარ­ჩა და სა­ღა­მოს­კენ არ გა­და­ირ­ჩი­ეს, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­დე­ბა და ვერ ვხვდე­ბი, მა­შინ ეს ყვე­ლა­ფე­რი "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" რა­ტომ წა­მო­ი­წყო?" - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

გა­ნახ­ლე­ბა:

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ სა­იმ­პიჩ­მენ­ტო პრო­ცესს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი არ და­ეს­წრე­ბი­ან.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პარ­ტი­ამ აღ­ნიშ­ნულ სხდო­მას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და.

"გაც­ნო­ბებთ, რომ ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ წე­რი­ლია შე­მო­სუ­ლი, რომ ისი­ნი დღე­ვან­დელ სხდო­მას ბო­ი­კოტს უცხა­დე­ბენ და არ და­ეს­წრე­ბი­ან დღე­ვან­დელ სხდო­მას“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

გა­ნახ­ლე­ბა:

  • ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბა

შე­წყვი­ტეთ ეს სა­მარ­ცხვი­ნო პრო­ცე­სი, ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის, - ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბას პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, რო­მელ­ზეც პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

დე­კა­ნო­ი­ძის თქმით, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტი ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს.

"მე მინ­და ყვე­ლას ეს­მო­დეს, ვინც ახლა მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ზის, რამ­დე­ნად მძი­მე პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ ყვე­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი შეხ­ვდა თა­ვის კო­ლე­გებს ზუს­ტად სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, თქვენ მოხ­ვე­დით და გინ­დათ, რომ მწვა­ნე ღი­ლაკს და­ა­ჭი­როთ ხელი. ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო პრო­ცე­სი. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ თუ რამე უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას ხელს, ეს არის თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტი. ბა­ტო­ნო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ძა­ლი­ან ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით თქვენ უნდა იყოთ ყვე­ლას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე. შე­წყვი­ტეთ ეს სა­მარ­ცხვი­ნო პრო­ცე­სი, ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

გა­ნახ­ლე­ბა:

  • ნატო ჩხე­ი­ძე - პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი "თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ არ უჭერს მხარს პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს, ამი­ტომ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად დარ­ბაზს დავ­ტო­ვებთ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი "თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­სა და კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. იხი­ლეთ სრუ­ლად

  • პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა სრუ­ლად:
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოი
4

ამ ქალის სიჯიუტე აშკარაა,რაც სახიფათოა!...დალოცვილო პრეზიდენტი ხარ და კეთილი ინებე პასუხი გაეცი ოპოზიციასაც და პოზიციასაც!...რა უბედურებაა ასეთი ხუშტურები?!

ვახტანგი -71
1

როგორც თავიდანვე მმართველი გუნდის მიერ ითქვა ხმების საჭირო რაოდენობის არარსებობის გამო ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არ შედგებოდა.

აქედან გამომდინარე დადგა ის შედეგი, რასაც მოელოდნენ.

ისმის კითხვა თუ საერთოდ რატომ დაიდგა ეს სპექტაკლი?

უბრალოდ ოფიციალურად გაფორმდება მმართველი გუნდისა და ზურაბიშვილის პოლიტიკური გაყრა!

რა იქნება ხვალ?

ქვეყანაში ალბათ უფრო დაიძაბება მდგომარეობა...

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას...

პ.ს. როგორც იტალიელები იტყვიან Finita la commedia! (კომედია დასრულებულია!)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა - ყველაფერი სხდომაზე, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა

პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა - ყველაფერი სხდომაზე, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა

18 ოქტომბერს, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე სხდომა გაიმართა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეზოში შეხვდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის დარბაზში შესვლისას მას მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები წამოუდგნენ ფეხზე, უმრავლესობა კი - არა.

საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება პარლამენტმა გუშინ მიიღო.

"საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.

განახლება:

პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა - სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩება.

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა შესაბამისი რაოდენობა - 100 დეპუტატი არ დაუჭერს მხარს, საკითხი მოხსნილად ითვლება და თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია.

განახლება:

ირაკლი კობახიძის განცხადება: "უკრაინაში ომი დაწყებისას, პაპუაშვილთან ერთად ზურაბიშვილთან ვიყავი და გვითხრა, ზელენსკი გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო - ეს პირდაპირი მოწოდება საითკენ იყო, თქვენ იმსჯელეთ - პრემიერი ყოფილიყო, იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში..."

განახლება:

მამუკა მდინარაძე: "კითხვა დაისვა, რას გვაძლევს იმპიჩმენტის პროცედურა? - სრული ლუსტრაციაა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ერთ დროს მხარდაჭერილი პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის“ ნარატივშია

განახლება:

პარტია "მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ "სალომე ზურაბიშვილს ლანძღავს და შარს დებს“ იმის გამო, რომ საზღვარგარეთ წასვლა მთავრობას არ შეუთანხმა, რითაც კონსტიტუცია დაირღვა. ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს. იხილეთ სრულად

განახლება:

ხატია დეკანოიძის განცხადება:

"თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც არავითარი პრინციპი კი არა, თავმოყვარეობაც არ გაგაჩნიათ - ბიძინა ივანიშვილი თუ იტყვის ვარდისფერზე, რომ შავია, იტყვით, რომ შავია. ბიძინა ივანიშვილი თუ ხვალ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილი კარგია, თქვენც იტყვით, რომ კარგია. ბორელმა თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ძალიან ცუდი გზავნილი საქართველოდან, რომელიც შეიძლება ჩამოვიდეს ევროპაში. ხომ ესე იყო ბატონო შალვა? იყო. ამიტომ მე თქვენ გეკითხებით, როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ იმპიჩმენტი შეიძლება იყოს დაბრკოლება საქართველოსთვის და რაზეა იმპიჩმენტი? იმიტომ რომ მაკრონს შეხვდა და ელაპარაკა კანდიდატის სტატუსზე? თქვენ რატომ არ შეხვდით მაკრონს და რატომ არ ელაპარაკებით? ღარიბაშვილი რატომ არ ხვდება მაკრონს?“, - განაცხადა დეკანოიძემ. (წაიკითხეთ ვრცლად)

განახლება:

რომან გოცირიძის განცხადება:

"ქართულმა ოცნებამ განიცადა სრული პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი ფიასკო. სამართლებრივი იმიტომ, რომ ამ პარლამენტში ვერ შედგება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. თქვენ კენჭისყრის დროს ვერ მიიღებთ 100 ხმას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მთავარი მიზანი იყო პრეზიდენტის გადაყენება და შემდგომ იმ დესტრუქციული პროცესების განვითარება, რაც ამას მოჰყვებოდა. ერთადერთი, სადაც თქვენ გაიმარჯვეთ, ეს არის მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლო, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული პირებით და "ქართული ოცნების" პოლიტიკოსებით. მთავარი გადაწყვეტილება ამ დარბაზში მიიღება. იყო დიდი ხმაური, რომ დეპუტატები იყვნენ მოსყიდული. მართლა, 6 მილიარდი აქვს იმ კაცს და 10 დეპუტატი როგორ ვერ მოისყიდეთ ან როგორ ვერ დააშანტაჟეთ?.. იხილეთ სრულად

განახლება:

ტექნიკური შესვენების შემდეგ, პარლამენტის სხდომა, რომელზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, განახლდა - სიტყვით თავდაპირველად გამოდიან ის ოპოზიციონერი დეპუტატები, ვინც ესწრებიან განხილვას.

განახლება:

ანრი ოხანაშვილის კითხვა პრეზიდენტს: "საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა პრეზიდენტმა, რატომ არ გამოიყენა თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან".

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადება:

"ქალბატონო სალომე, მინდა მოგილოცოთ, რომ "ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია, - ასე მიმართა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"თქვენს რიტორიკულ, თუ არარიტორიკულ კითხვაზე, "რას ეტყვით თქვენს შვილებსო“, პასუხს გაგცემთ. იცით რას ვეტყვი?! - მე პირადად ვეტყვი, რომ როგორც მწამდა და მჯეროდა თავად, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ასე იქნება სულ და ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, არავის დავალებებს არ მიიღებს, ეს მინდა თქვენ, პირადად კარგად იცოდეთ... " - მამუკა მდინარაძე.

განახლება:

  • სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

განახლება:

  • "ნაციონალური მოძრაობა“ და "სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ფრაქციის ოთახიდან ადევნებენ თვალს

განახლება:

  • საკუთარი იმპიჩმენტის პროცესზე შეკრებილ დეპუტატებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა

"მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებ, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ უნდა მიატოვოთ, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს".

"როგორ გგონიათ, მე, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? - ამის იმედი ნუ გექნებათ".

"როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და ამავდროულად, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად სცნო. ხელი აგინკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა.

80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ კი, უფრო ადვილი გეჩვენებათ, მაგრამ არ დაიჯეროთ. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული და არც ენერგია გამომეცლება, რათა ის ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო მათთან ერთად, ვისაც სჯერა, სწამს, რომ საქართველოს მომავალი თქვენს ხელში კი არა, მათ ხელშია! და რომ ეს მომავალი განუყოფელია მისი დემოკრატიის, თავისუფელბის, დამოუკიდებლობის და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისგან!,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"თურმე გეწყინათ, როცა "პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები და მომავალი თაობა - დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება!"

"საკონსტიტუციომ თუ კი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია. ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა." - განაცხადა პრეზიდენტმა (წაიკითხეთ ვრცლად).

განახლება:

  • "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სიტყვა

"ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს შერჩენილი, ის თავად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან, რომც არ დასრულდეს წარმატებით ეს პროცედურა, ყველას გვესმის, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და შესაბამისად, არ მიიღებს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის გადაყენების თაობაზე. სწორედ მათი იმედით არღვევდა ის საქართველოს კონსტიტუციას" - განაცხადა კობახიძემ. (წაიკითხეთ სრულად)

განახლება:

  • ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დაესწრება, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"კენჭისყრამდე ავდგები და გამოვალ სხდომიდან, მანამდე, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას. მე მაინც ამ დრომდე მგონია, რომ "ქართული ოცნება" თავს იკატუნებდა და სინამდვილეში 100 ხმის შეგროვებისთვის ემზადებოდა, თუ ეს ასე არ მოხდა, პრეზიდენტი პრეზიდენტად დარჩა და საღამოსკენ არ გადაირჩიეს, ძალიან გამიკვირდება და ვერ ვხვდები, მაშინ ეს ყველაფერი "ქართულმა ოცნებამ" რატომ წამოიწყო?" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

განახლება:

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ საიმპიჩმენტო პროცესს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწრებიან.

მისივე განმარტებით, პარტიამ აღნიშნულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

"გაცნობებთ, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან“ წერილია შემოსული, რომ ისინი დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ და არ დაესწრებიან დღევანდელ სხდომას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

განახლება:

  • ხატია დეკანოიძის განცხადება

შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

"მე მინდა ყველას ესმოდეს, ვინც ახლა მარჯვენა მხარეს ზის, რამდენად მძიმე პროცესში მონაწილეობთ ყველა. საქართველოს ისტორიაში პირველად, იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა თავის კოლეგებს ზუსტად საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, თქვენ მოხვედით და გინდათ, რომ მწვანე ღილაკს დააჭიროთ ხელი. ეს არის სამარცხვინო პროცესი. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ თუ რამე უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს, ეს არის თქვენი გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ბევრისგან განსხვავებით თქვენ უნდა იყოთ ყველას პარლამენტის თავმჯდომარე. შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

განახლება:

  • ნატო ჩხეიძე - პოლიტიკური ჯგუფი "თავისუფლება“ არ უჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამიტომ პროტესტის ნიშნად დარბაზს დავტოვებთ პოლიტიკური ჯგუფი "თავისუფლება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. იხილეთ სრულად

  • პრეზიდენტის გამოსვლა სრულად: