პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე გვექნება ეროვნული წარმოების დრონები" - რას აცხადებს თავდაცვის მინისტრი?
"ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე გვექნება ეროვნული წარმოების დრონები" - რას აცხადებს თავდაცვის მინისტრი?

თა­ნა­მედ­რო­ვე ომის ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს ვდგამთ სა­დაზ­ვერ­ვო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა პარ­ლა­მენ­ტში "მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ სა­დაზ­ვერ­ვო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და დრო­ნე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

"ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ვა­ტა­რეთ და ვგეგ­მავთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შეს­ყი­დუ­ლი და შე­მო­ტა­ნი­ლი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სა­რა­და­რო სის­ტე­მე­ბის შე­ძე­ნას. ასე­ვე, გა­ფორ­მე­ბუ­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის სის­ტე­მე­ბის შე­ძე­ნა­ზე,“ - გან­ცხა­და მან და აღ­ნიშ­ნა, რომ კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თავ­დაც­ვის ძა­ლებს ეფექ­ტი­ა­ნი და საკ­მა­რი­სი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი და ან­ტიდ­რო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნდეს.

მი­ნის­ტრმა დრო­ნე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერთი ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია დრო­ნე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ პო­ლო­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად შევ­ქმე­ნით ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მო. ჩვენ მივ­ყვე­ბით გეგ­მა-გრა­ფიკს, რაც და­ვი­სა­ხეთ მიზ­ნად. წლის ბო­ლომ­დე ვვა­რა­უ­დობთ, რომ გვექ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის დრო­ნე­ბი, შექ­მნი­ლი "დელ­ტას“ მიერ, "დელ­ტა-ვე­ბეს“ ბა­ზა­ზე. და­მა­ტე­ბით მინ­და გი­თხრათ, რომ დრო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბი­დან მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნას“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სა­ინ­ჟინ­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა. მისი გან­ცხა­დე­ბით, გერ­მა­ნუ­ლი გრან­ტი­სა და ევ­რო­პის სამ­შვი­დო­ბო მე­ქა­ნიზ­მის (EPF) დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, და­წყე­ბუ­ლია ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მსუ­ბუ­ქი, მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
099.
0

ვეტანხმები. არცერტი არაფერს აკეტებს ხალხისტვის. მარტო ერტმანეთში. კინკლაობას უნდებიან. ხელფასები???? ცვივა ზევიდან.

ლუარსაბი
0

რა დრონი, რის დრონი, თავდაცვის სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელია. ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება და საქართველოს არაფერში არ ეტყობა. ჯარი დაშალეთ და სახლში გაუშვით. საზღვარიც მოარღვიეთ, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, როგორც გაუხარდებათ ისე გადმოსწევენ საზღვრებს და მთავრობა ვერაფერს მოიმოქმედებს. ამიტომ გვეყო ბჟუტური და საქმეს მიხედეთ, თავდაცვის სამინისტრო გააუქმეთ და მთელი ეგ ფული სოციალურ დახმარებებში გაუშვით! უფასო ოპერაციები და უფასო საჭმელ სასმელი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ პირებისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე გვექნება ეროვნული წარმოების დრონები" - რას აცხადებს თავდაცვის მინისტრი?

"ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე გვექნება ეროვნული წარმოების დრონები" - რას აცხადებს თავდაცვის მინისტრი?

თანამედროვე ომის ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში "მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებისა და დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

"ამ მიმართულებების გაძლიერების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გავატარეთ და ვგეგმავთ უახლოეს მომავალში შესყიდული და შემოტანილი მრავალფუნქციური სარადარო სისტემების შეძენას. ასევე, გაფორმებულია ხელშეკრულებები რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემების შეძენაზე,“ - განცხადა მან და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ძალებს ეფექტიანი და საკმარისი უპილოტო საფრენი აპარატები და ანტიდრონული საშუალებები გააჩნდეს.

მინისტრმა დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარების პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ამბიციური პროექტია დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ პოლონურ კომპანიასთან ერთად შევქმენით ერთობლივი საწარმო. ჩვენ მივყვებით გეგმა-გრაფიკს, რაც დავისახეთ მიზნად. წლის ბოლომდე ვვარაუდობთ, რომ გვექნება ეროვნული წარმოების დრონები, შექმნილი "დელტას“ მიერ, "დელტა-ვებეს“ ბაზაზე. დამატებით მინდა გითხრათ, რომ დრონების ეროვნული წარმოების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ წამყვანი ქვეყნების მწარმოებლებიდან მაღალტექნოლოგიური საშუალებების შეძენას“, - განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა საინჟინრო საშუალებების გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გერმანული გრანტისა და ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დახმარების ფარგლებში, დაწყებულია ღონისძიებები მსუბუქი, მაღალი გამავლობის, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შეძენაზე.