მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს" - პრეზიდენტი პარლამენტში მისი იმპიჩმენტის განხილვას დაესწრება: რას აცხადებენ დეპუტატები?
"სალომე ზურაბიშვილს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს" - პრეზიდენტი პარლამენტში მისი იმპიჩმენტის განხილვას დაესწრება: რას აცხადებენ დეპუტატები?

16 ოქ­ტომ­ბერს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ პრე­ზი­დენ­ტის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბა­ზე დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კერ­ძოდ, მო­სა­მარ­თლე­თა პლე­ნუმ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ევ­რო­პა­ში, მთავ­რო­ბის უნე­ბარ­თვო ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. პრო­ცე­დუ­რის თა­ნახ­მად, ახლა ეს სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტმა უნდა გა­ნი­ხი­ლოს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ხე­ლი­სუფ­ლო პარ­ტი­ას პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის­თვის სა­ჭი­რო 100 ხმა არ აქვს. ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არც აპი­რებს ოპო­ზი­ცი­ის­გან სა­ჭი­რო ხმე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე სა­სე­სიო კვი­რის ბო­ლომ­დე შედ­გე­ბა კენ­ჭისყრა იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. გვეს­მის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" იმე­დით არ­ღვევ­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად 100 ხმის მოგ­რო­ვე­ბის შან­სი პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს მა­ინც აღ­მო­აჩ­ნდე­ბა საკ­მა­რი­სი პატ­რი­ო­ტიზ­მი ან პრო­ფე­სი­უ­ლი ღირ­სე­ბა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვოს.

რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა, ჩვენ უკვე მი­ვაღ­წი­ეთ და­სა­ხულ მი­ზანს - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა არ დარ­ჩა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე, რა­საც მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

"მი­ზა­ნი გვქონ­და, ყვე­ლას­თვის გვეთ­ქვა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა და­არ­ღვია კონ­სტი­ტუ­ცია - ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არას­დროს ყო­ფი­ლა იმ­პიჩ­მენ­ტი", - ეს გან­ცხა­დე­ბა კი უმ­რავ­ლე­სო­ბის კი­დევ ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა იარ­კა­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ა­კე­თა.

თუმ­ცა ექ­სპერტთა ნა­წი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შე­საძ­ლოა, ეს მხო­ლოდ თა­მა­ში იყოს მმარ­თვე­ლი გუნ­დის­გან და ისი­ნი რიგ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებ­თან გა­რი­გე­ბას კუ­ლუ­ა­რებ­ში ცდი­ლობ­დნენ. "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი უკვე კარ­გა ხა­ნია ამ­ტკი­ცებს, რომ იმ­პიჩ­მენ­ტის­თვის სა­ჭი­რო 100 ხმა "ოც­ნე­ბას" უკვე შეგ­რო­ვი­ლი აქვს.

პარ­ლა­მენ­ტი ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვას 19 ოქ­ტომ­ბერს იწყებს, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბის­გან შე­ვი­ტყვეთ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ გან­ხილ­ვა­ზე დას­წრე­ბას გეგ­მავს.

"პარ­ლა­მენ­ტშიც მი­ვალ. სხვა­თა შო­რის, მე იმ პა­ტა­რა კა­ცებ­თან რომ დავ­დგე, არა­ვინ მჭირ­დე­ბა მხარ­და­სა­ჭე­რად. მინ­და ვურ­ჩიო... ყვე­ლას გა­და­სა­წყვე­ტია, მე ვე­რა­ფერს და ვე­რა­ვის ვუ­კარ­ნა­ხებ, მინ­და ვურ­ჩიო ოპო­ზი­ცი­ას, რომ თუ უნ­დათ, სუ­რა­თი იყოს ძლი­ე­რი, გა­რეთ დად­გნენ. დად­გნენ ამ ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი იმ­პიჩ­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. შიგ­ნით მე ვიქ­ნე­ბი, მე გა­მო­ვალ თუ სი­ტყვა მომ­ცეს, თუ არა, ისე­დაც გა­მო­ვალ და ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვი, რაც არის სათ­ქმე­ლი. ამი­ტომ ამ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რა­საც ვგრძნობ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს, დიდი მად­ლო­ბა და ერ­თად ვიბ­რძო­ლოთ ბო­ლომ­დე", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

"ეტყო­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ნერ­ვე­ბი კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აქვს, რად­გან პარ­ლა­მენ­ტში მის­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო", - ამის შე­სა­ხებ კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტმა, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" ისა­უბ­რა.

"ბო­ლომ­დე ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ პარ­ლა­მენ­ტში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 100 ხმის შეგ­რო­ვე­ბას ვერ შეძ­ლებს, ანუ ვერ შეძ­ლე­ბენ გა­და­ყე­ნე­ბას. თუ ეს მო­ა­ხერ­ხეს, მა­შინ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს დას­ჯი­ან, არა­მედ იმი­ტომ რომ ისეთ პრე­ზი­დენტს აირ­ჩე­ვენ, რო­გო­რიც მათ ენ­დო­მე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხელ­ში და­ი­ჭერს და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გა­მუდ­მე­ბით იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­რღვე­ვი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს.

"ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც მავ­ნე აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ხმა­ლა­ძემ.

"გირ­ჩის" დე­პუ­ტა­ტე­ბი არ აპი­რე­ბენ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ პრე­ზი­დენ­ტის რჩე­ვა.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბას არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რად­გან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. მე არაფ­რით და­მიმ­სა­ხუ­რე­ბია ის, რომ პრე­ზი­დენ­ტი შიგ­ნით იყოს და მე გა­რე­დან ვუ­ყუ­რებ­დე",- ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ისე­დაც ეს პო­ზი­ცია გვქონ­და, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ერ­თოდ არ მი­ი­ღებს ოპო­ზი­ცია კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან ჩვენ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ, ალ­ბათ, დე­პუ­ტა­ტე­ბი, რო­მელ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი გა­აჩ­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ამი­ტომ რის­კე­ბი რომ და­ზღვე­უ­ლი იყოს, ვამ­ბობ­დით, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ამ არ მი­ი­ღოს კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კენ­ჭისყრა­ში რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვი­ღებთ, ეს არის ცალ­სა­ხა, რაც შე­ე­ხე­ბა დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ამა­ზე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით..." - გა­ნა­ცხა­და "სტარ­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" დე­პუ­ტატ­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ.

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” დე­პუ­ტა­ტის მი­ხე­ილ და­უშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იმ­პიჩ­მენ­ტის გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ზე დარ­ბაზ­ში ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის თა­ო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის მო­წო­დე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც და­უშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­აჩ­ნდათ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ იმ­პიჩ­მენ­ტის კენ­ჭისყ­რი­სას წი­თელ ღი­ლაკ­ზე ხე­ლის და­ჭე­რით პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა სწო­რია.

"მიგ­ვაჩ­ნდა და მიგ­ვაჩ­ნია, რომ სწო­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და დარ­ბაზ­ში შეს­ვლა და წი­თელ ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რით პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ­დელ თხოვ­ნას თუ მო­წო­დე­ბას, ამას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. არ ვიცი, პრე­ზი­დენტს რა გეგ­მა და ამო­ცა­ნა აქვს, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ამ თხოვ­ნას და მო­წო­დე­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. თუმ­ცა ჩვენ დარ­ბაზ­ში შე­ვი­დო­დით თუ არა, მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­თხვა არ გა­უჩ­ნდე­ბო­დათ, რა იყო ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩვენ მხა­რი არ და­ვუ­ჭი­რეთ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცესს. დარ­ბაზ­ში ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კი­თხზე პრე­ზი­დენ­ტის მო­წო­დე­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ”, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა.

"ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, რათა პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის­თვის სა­ჭი­რო ხმე­ბი ჰქონ­დეს - გუ­ლახ­დი­ლად რომ გი­თხრათ, არ მე­პა­რე­ბა ეჭვი, რომ სა­თა­ნა­დო ხმებს მო­აგ­რო­ვე­ბენ!" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სიით გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი არი­ან.

"პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ებს“ პარ­ლა­მენ­ტში ორი მან­და­ტი აქვს და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მე და ქეთი თუ­რა­ზაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რას კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მოვ­რი­ცხავთ, მაგ­რამ არა თუ გა­მოვ­რი­ცხავ, არა­მედ არ მე­პა­რე­ბა ეჭვი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბის ხმებს იშო­ვის. რა თქმა უნდა, ხმებს ოპო­ზი­ცი­ა­ში იპო­ვი­ან! ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სიით გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი არი­ან. როცა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის არ­ჩე­ვა იყო, 95-96 ხმა და­ფიქ­სირ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­თან ინ­ტენ­სი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს", - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამ სამგლეს შესასვლელი კლიტე შეუცვალეთ
2

რად უნდა ამ უცხო ქვეყნის აგენტს იმპიჩმენტიი ? პირდაპირ დააწერინეთ განცხადება გადადგომაზე და გააწევინეთ იმ დღისითვე ! 

gege
21

ძალიან ნერვიულობენ ივანიშვილი და მთელი ოცნება, ტვ იმედი, რუსთავი 2 და რა თქმა უბდა რუსული ალტ ინფო.

 

ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს" - პრეზიდენტი პარლამენტში მისი იმპიჩმენტის განხილვას დაესწრება: რას აცხადებენ დეპუტატები?

"სალომე ზურაბიშვილს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს" - პრეზიდენტი პარლამენტში მისი იმპიჩმენტის განხილვას დაესწრება: რას აცხადებენ დეპუტატები?

16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, მოსამართლეთა პლენუმმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. პროცედურის თანახმად, ახლა ეს საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. როგორც ცნობილია, სახელისუფლო პარტიას პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა არ აქვს. ერთი შეხედვით, თითქოს ხელისუფლება არც აპირებს ოპოზიციისგან საჭირო ხმებისთვის მუშაობას.

"საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

"მიზანი გვქონდა, ყველასთვის გვეთქვა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია - ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა იმპიჩმენტი", - ეს განცხადება კი უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა იარკალი ზარქუამ გააკეთა.

თუმცა ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს მხოლოდ თამაში იყოს მმართველი გუნდისგან და ისინი რიგ ოპოზიციონერ დეპუტატებთან გარიგებას კულუარებში ცდილობდნენ. "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკვე კარგა ხანია ამტკიცებს, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა "ოცნებას" უკვე შეგროვილი აქვს.

პარლამენტი ამ საკითხის განხილვას 19 ოქტომბერს იწყებს, როგორც პრეზიდენტის განცხადებისგან შევიტყვეთ, სალომე ზურაბიშვილი ამ განხილვაზე დასწრებას გეგმავს.

"პარლამენტშიც მივალ. სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო... ყველას გადასაწყვეტია, მე ვერაფერს და ვერავის ვუკარნახებ, მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი იყოს ძლიერი, გარეთ დადგნენ. დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, ისედაც გამოვალ და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობ, რომ ქვეყანაში არსებობს, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ეტყობა სალომე ზურაბიშვილს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს, რადგან პარლამენტში მისვლის გადაწყვეტილება მიიღო", - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა.

"ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტში "ქართული ოცნება" 100 ხმის შეგროვებას ვერ შეძლებს, ანუ ვერ შეძლებენ გადაყენებას. თუ ეს მოახერხეს, მაშინ ძალიან ბედნიერები იქნებიან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს დასჯიან, არამედ იმიტომ რომ ისეთ პრეზიდენტს აირჩევენ, როგორიც მათ ენდომებათ", - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე შეფასებით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ხელში დაიჭერს და არჩევნებამდე გამუდმებით იქნება საუბარი იმაზე, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი გვყავს.

"ამ თვალსაზრისითაც მავნე აღმოჩნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება", - აღნიშნა ხმალაძემ.

"გირჩის" დეპუტატები არ აპირებენ გაითვალისწინონ პრეზიდენტის რჩევა.

"სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია. მე არაფრით დამიმსახურებია ის, რომ პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე",- ამის შესახებ პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

"სტრატეგია აღმაშენებელს" და "ნაციონალურ მოძრაობას" ისედაც ეს პოზიცია გვქონდა, რომ კარგი იქნება, თუ საერთოდ არ მიიღებს ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან ჩვენზე არ არის საუბარი, მაგრამ არსებობენ, ალბათ, დეპუტატები, რომელზე ზემოქმედების მექანიზმები გააჩნია ხელისუფლებას. ამიტომ რისკები რომ დაზღვეული იყოს, ვამბობდით, რომ კარგი იქნება ოპოზიციამ არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. კენჭისყრაში რომ მონაწილეობას არ ვიღებთ, ეს არის ცალსახა, რაც შეეხება დებატებში მონაწილეობას, ამაზე ჩამოვყალიბდებით..." - განაცხადა "სტარტეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია "საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის განხილვის პროცესზე დარბაზში ყოფნა-არყოფნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდებას გაითვალისწინებენ.

ამასთანავე, როგორც დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრისას წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით პოზიციის გამოხატვა სწორია.

"მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერით პოზიციის გამოხატვა. რაც შეეხება გუშინდელ თხოვნას თუ მოწოდებას, ამას გავითვალისწინებთ. არ ვიცი, პრეზიდენტს რა გეგმა და ამოცანა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ამ თხოვნას და მოწოდებას გავითვალისწინებთ. თუმცა ჩვენ დარბაზში შევიდოდით თუ არა, მოქალაქეებს კითხვა არ გაუჩნდებოდათ, რა იყო ჩვენი გადაწყვეტილება. დარწმუნებულები იქნებოდნენ, რომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმპიჩმენტის პროცესს. დარბაზში ყოფნა-არყოფნის საკითხზე პრეზიდენტის მოწოდებას გავითვალისწინებთ”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

"ეჭვი არ მეპარება, რომ "ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ჰქონდეს - გულახდილად რომ გითხრათ, არ მეპარება ეჭვი, რომ სათანადო ხმებს მოაგროვებენ!" - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა განმარტა, ეჭვმიტანილები ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და "ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები არიან.

"პარტია "მოქალაქეებს“ პარლამენტში ორი მანდატი აქვს და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ქეთი თურაზაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, მაგრამ არა თუ გამოვრიცხავ, არამედ არ მეპარება ეჭვი, რომ "ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. რა თქმა უნდა, ხმებს ოპოზიციაში იპოვიან! ეჭვმიტანილები ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და “ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები არიან. როცა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა იყო, 95-96 ხმა დაფიქსირდა. დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება“ ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.