სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასულ წელს 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა - 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა" - სახალხო დამცველის აპარატი
"გასულ წელს 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა - 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა" - სახალხო დამცველის აპარატი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის გენ­დე­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, სოფო რუ­სეც­კის გან­ცხა­დე­ბით, 2022 წელს, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 815 არას­რულ­წლო­ვა­ნის ორ­სუ­ლო­ბა აღი­რი­ცხა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რუ­სეც­კიმ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

სოფო რუ­სეც­კის გან­ცხა­დე­ბით, 2022 წელს 434-მა არას­რულ­წლო­ვან­მა იმ­შო­ბი­ა­რა.

"სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რა­საც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად ითხოვს, შე­მიძ­ლია მო­გახ­სე­ნოთ. მა­გა­ლი­თად, 2022 წელს, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 815 არას­რულ­წლო­ვა­ნი ორ­სუ­ლი იყო, აქე­დან მშო­ბი­ა­რო­ბის რი­ცხვი 434-ს აღ­წევს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეს რო­გო­რი მას­შტა­ბუ­რია. როცა ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა ხდე­ბა, გო­გო­ნე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას წყვე­ტენ. სკო­ლე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2022 წელს 47-მა გო­გომ ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზით გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­წყვი­ტა“, - აცხა­დებს რუ­სეც­კი.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის ერთ-ერთი მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბა­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბაა. ამას­თან, რუ­სეც­კი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა­ზეც სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის მიერ შეს­წავ­ლი­ლი საქ­მე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბულ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ჰქონ­და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და­ბა­ლია, არ იცი­ან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ზუს­ტად რას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ­გვარ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე - შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის და ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მის ფაქ­ტზე, უმე­ტეს­წი­ლად, ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა არ ხდე­ბა, ესეც არის ერ­თგვა­რი და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი ადა­მი­ა­ნებ­ში - შემ­თხვე­ვას მა­ლა­ვენ...

კა­ნო­ნე­ბი გვაქვს, მაგ­რამ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა და პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბაა რთუ­ლი. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ზე და ცრუ ჩვე­ნე­ბებ­ზე მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოხ­დეს, ქვე­ყა­ნას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მკაც­რი პო­ლი­ტი­კა უნდა ჰქონ­დეს. კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რაც ყვე­ლა უწყე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ი­ცავს. მხო­ლოდ კა­ნო­ნით ამას ვერ მო­ვაგ­ვა­რებთ, თუ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი არ ვა­ღი­ა­რებთ, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლია.

ჩვენს მიერ შეს­წავ­ლი­ლი საქ­მე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, 39 საქ­მი­დან 29 საქ­მე­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და, ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი, ასე­ვე სას­ჯე­ლის სა­ხით და­ბა­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც, ესეც ერთ-ერთ პრობ­ლე­მად გა­მო­იკ­ვე­თა“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სეც­კიმ.

ინ­ტერ­ვი­უს სრულ ვერ­სი­ას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაბრიელ დაფანჩული
0

ნამდვილი ამბავი ! უყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა ?! ერთი სოფლის სკოლაში ვმუშაობდი "მაწვალებლად" ! მეცხრე კლასში ვატარებდი გაკვეთილს, დავალებას ვამოწმებდი და ერთ "მოწვალეს" არ ქონდა მომზადებული. ვკითხე, და რამ შეგიშალა ხელი რო ვერ მოამზადე ? ასე მიპასუხა )) სად მეცალა მასსს დავალების მომზადებისთვის, გასათხოვრად ვემზადებიო ))) მეგონა ხუმრობდა, მერე გავიგე მართლა გათხოვილა. ასეა ეს ცხოვრება "ფანჯარაში' ))

Status quo
0

არასრულწლოვანის კი არა, არასრულწლოვნის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გასულ წელს 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა - 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა" - სახალხო დამცველის აპარატი

"გასულ წელს 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა - 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა" - სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, სოფო რუსეცკის განცხადებით, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა. აღნიშნულის შესახებ რუსეცკიმ "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სოფო რუსეცკის განცხადებით, 2022 წელს 434-მა არასრულწლოვანმა იმშობიარა.

"სტატისტიკური მონაცემები, რასაც სახალხო დამცველი ყოველწლიურად ითხოვს, შემიძლია მოგახსენოთ. მაგალითად, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანი ორსული იყო, აქედან მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს როგორი მასშტაბურია. როცა ადრეულ ასაკში ქორწინება ხდება, გოგონები განათლების მიღებას წყვეტენ. სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა“, - აცხადებს რუსეცკი.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობაა. ამასთან, რუსეცკი სასამართლო პრაქტიკაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების უმეტესობაზე სასამართლოს ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება ჰქონდა დამტკიცებული.

"საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია, არ იციან კანონმდებლობა ზუსტად რას ითვალისწინებს. ამგვარ დანაშაულებზე - შეტყობინებების და ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტზე, უმეტესწილად, ადამიანების პასუხისგებაში მიცემა არ ხდება, ესეც არის ერთგვარი დაუსჯელობის სინდრომი ადამიანებში - შემთხვევას მალავენ...

კანონები გვაქვს, მაგრამ კანონის აღსრულება და პრაქტიკაში გამოყენებაა რთული. დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და ცრუ ჩვენებებზე მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს, ქვეყანას ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი, რაც ყველა უწყების ჩართულობას მოიცავს. მხოლოდ კანონით ამას ვერ მოვაგვარებთ, თუ ყველა ჩვენგანი არ ვაღიარებთ, რომ ეს დანაშაულია.

ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების უმეტესობაში საპროცესო შეთანხმება იყო გაფორმებული, 39 საქმიდან 29 საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ასევე გამოყენებული იყო პირობითი მსჯავრი, ასევე სასჯელის სახით დაბალია თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელიც, ესეც ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა“, - განაცხადა რუსეცკიმ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას "ინტერპრესნიუსი" უახლოეს საათებში შემოგთავაზებთ.