პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რკინის გუმბათისა" და "დავითის შურდულის" შემდეგ უკვე "რკინის სხივი“? - როგორ მუშაობს ისრაელის ულტრათანამედროვე, ლაზერული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა
"რკინის გუმბათისა" და "დავითის შურდულის" შემდეგ უკვე "რკინის სხივი“? - როგორ მუშაობს ისრაელის ულტრათანამედროვე, ლაზერული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა

15 ოქ­ტომ­ბერს გავ­რცელ­და კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლი იყო, თით­ქოს­და, ის­რა­ე­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა "რკი­ნი სხი­ვის“ მუ­შა­ო­ბა. კად­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის რო­მე­ლი­მე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­ში­დან არის აღე­ბუ­ლი, ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლის თქმით კი, ვი­დე­ო­ზე რე­ა­ლუ­რად "რკი­ნის გუმ­ბა­თის“ მუ­შა­ო­ბაა ნაჩ­ვე­ნე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ფე­ი­კია, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ის­რა­ელს ლა­ზე­რი­ა­ნი ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა ნამ­დვი­ლად აქვს.

  • რა არის "რკი­ნის სხი­ვი“ (Iron Beam)?

ეს არის სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მო­წი­ნა­აღ­მდე­გის რა­კე­ტის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად ლა­ზერს იყე­ნებს. ამ ია­რა­ღის თა­ო­ბა­ზე ის­რა­ელ­მა ჯერ კი­დევ 2014 წელს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.

მისი ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი საბ­რძო­ლო გა­მოც­და 2022 წელს ჩა­ტარ­და და შე­დე­გე­ბი საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. The Times of Israel-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ტე­მის და­ტესტვა შედ­გა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის, რა­კე­ტე­ბის, ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბი­სა და ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ეს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კვლე­ვი­თი-სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა ია­ნივ რო­ტემ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ცდე­ბი "რთულ დი­ა­პა­ზონ­სა და ვა­დებ­ში ტარ­დე­ბო­და".

ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სის­ტე­მა არის "ეფექ­ტი­ა­ნი, ზუს­ტი, გა­მო­ყე­ნე­ბა­ში მარ­ტი­ვი და ბევ­რად ია­ფია, ვიდ­რე სხვა ნე­ბის­მი­ე­რი თავ­დაც­ვის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ის­რა­ელს გა­მო­უ­ყე­ნე­ბია“.

"ლა­ზე­რი თა­მა­შის წე­სებს ცვლის, ხოლო ტექ­ნო­ლო­გია გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად უფრო მარ­ტი­ვია და თა­ნაც ეკო­ნო­მი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი“, - თქვა რო­ტემ­მა.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რო­გორ მოხ­დე­ბა ამ სის­ტე­მის ინ­ტეგ­რი­რე­ბა, უნდა ვი­ცო­დეთ, ზო­გა­დად რო­გორ მუ­შა­ობს ის­რა­ე­ლის ჰაერ და რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი.

ამ­ჟა­მად ის­რა­ელს 3-ეშე­ლო­ნი­ა­ნი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა აქვს.

პირ­ვე­ლი არის "რკი­ნის გუმ­ბა­თი“, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია არა­მარ­თვა­დი ტაქ­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი­სა­გან დასცვის­თვის 4-დან 70 კმ-მდე ფრე­ნის მან­ძი­ლი­დან. შექ­მნი­ლია ის­რა­ე­ლის ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კონ­ცერნ Rafael-ის მიერ.

"რკი­ნის სხივ­ზეც“ Rafael -ი მუ­შა­ობს. კომ­პა­ნი­ამ 2014 წელს 11 თე­ბერ­ვალს, სინ­გა­პურ­ში ია­რა­ღის გა­მო­ფე­ნა­ზე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ახა­ლი ლა­ზე­რუ­ლი კომ­პლექ­სის რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა. "რკი­ნის სხი­ვის" დახ­ვე­წა­ზე მეც­ნი­ე­რე­ბი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რძე­ლებ­დნენ მუ­შა­ო­ბას. იმ­ჟა­მად კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ახა­ლი სის­ტე­მის თავ­დაც­ვით ფარ­ში მი­ერ­თე­ბით ის­რა­ელს შეს­წევ­და ძალა გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა 2-7 ათა­სი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის სპექტრის რა­კე­ტე­ბი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას პი­რო­ბი­თად ნუ­ლო­ვა­ნი დო­ნის დაც­ვა შე­უძ­ლია და "რკი­ნის გუმ­ბა­თის“ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დამ­ხმა­რე იქ­ნე­ბა.

შემ­დე­გი არის "და­ვი­თის შურ­დუ­ლი“, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია ახლო მან­ძილ­ზე მოქ­მე­დი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. მისი მოქ­მე­დე­ბის რა­დი­უ­სი 70-300 კმ-მდეა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "რკი­ნის სხი­ვი“ სხვა სის­ტე­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით არ ფი­ნანსდე­ბო­და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან და ჭეშ­მა­რი­ტად ებ­რა­უ­ლი ია­რა­ღია.

სის­ტე­მის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მისი სის­წრა­ფეა და ამ კომ­პო­ნენ­ტში ის "რკი­ნის გუმ­ბათ­საც" აღე­მა­ტე­ბა. "რკი­ნის სხი­ვი“ ძლი­ერ ლა­ზე­რის სხივს გა­მო­ი­ყე­ნებს და ობი­ექ­ტზე 4-5 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­მოქ­მე­დებს, რაც მის გარ­და­უ­ვალ გა­ნად­გუ­რე­ბას იწ­ვევს.

მე­ო­რე უპი­რა­ტე­სო­ბა სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის ფა­სია. ის ელექტრო გე­ნე­რა­ტო­რის და­მუხ­ტვის ტოლ­ფა­სია, რაც ზო­გი­ერ­თი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტის თქმით, 3-4 დო­ლარს შე­ად­გენს. შე­და­რე­ბის­თვის, "რკი­ნის გუმ­ბა­თის“ რა­კე­ტა "თა­მი­რის“ ფასი 50-150 ათას დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. თა­ნაც ეს რა­კე­ტე­ბი ჯერ უნდა აწარ­მოო, შემ­დეგ მი­ი­ტა­ნო "რკი­ნის გუმ­ბა­თამ­დე“, ხოლო ლა­ზე­რუ­ლი ია­რა­ღი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უსა­ზღვრო საბ­რძო­ლო მა­სა­ლას შე­ი­ცავს. სა­ნამ დე­ნის წყა­როს­თან წვდო­მა აქვს, იქამ­დე იმუ­შა­ვებს.

კომ­პლექ­სის ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლი ის არის, რომ ამ ეტაპ­ზე უნი­ვერ­სა­ლუ­რი არ არის. ცუდი ამინ­დი­სა და და­ბა­ლი ხილ­ვა­დო­ბის დროს, მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ბევ­რად მცირ­დე­ბა, თუმ­ცა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ხში­რად კარ­გი ამინ­დია და ცაც მოწ­მენ­დი­ლია.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ამ მი­ზე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გეგ­მა­ში აქვს, რომ სის­ტე­მის გან­ლა­გე­ბა თვითმფრი­ნავ­ზეც შე­იძ­ლე­ბო­დეს, რო­მე­ლიც ღრუბ­ლებს ზე­მოთ იფ­რენს და ისე გა­ა­ნად­გუ­რებს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სა­მიზ­ნე­ებს.

The Times of Israel-ის თქმით, ლა­ზე­რუ­ლი სის­ტე­მა უკვე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია და პე­რი­ო­დუ­ლად მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ნამ­დვილ სა­მიზ­ნე­ებს ანად­გუ­რებს. მა­გა­ლი­თად, 2022 წელს მისი გა­მო­ყე­ნე­ბით უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის კვლე­ვი­თი ჯგუ­ფის პირ­ვე­ლა­დი გეგ­მის მი­ხედ­ვით, სის­ტე­მა 2024 წლამ­დე სრუ­ლად მზად იქ­ნე­ბო­და და მისი მოქ­მე­დე­ბა­ში სრუ­ლად მოყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და, თუმ­ცა ეს სამ­ხედ­რო­ებ­მა უფრო მოკ­ლე ვა­დებ­ში მოს­თხო­ვეს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლელ ჯა­რის­კა­ცებს ჰქონ­დათ ისე­თი ეს­კა­ლა­ცი­ის შიში, რომ­ლის დრო­საც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რა­კე­ტე­ბის ისეთ რა­ო­დე­ნო­ბას გა­მო­ი­ყე­ნებ­და, რა­საც "რკი­ნის გუმ­ბა­თი“ სრუ­ლად ვერ აუ­ვი­დო­და, ამი­ტო­მაც აჩ­ქა­რებ­დნენ კვლე­ვი­თი ჯგუ­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ჯა­რის­კა­ცე­ბის შიში 7 ოქ­ტომ­ბერს რე­ა­ლო­ბად იქცა. "ჰა­მა­სის" გა­მოშ­ვე­ბულ უამ­რა­ვი რა­კე­ტის მცი­რე ნა­წილს "რკი­ნის გუმ­ბა­თი“ მარ­თლაც ვერ გა­უმკლავ­და.

ახლა კი, რო­დე­საც ის­რა­ელ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყო ღა­ზას წი­ნა­აღ­მდეგ და ორ­მხრი­ვი ცე­ცხლი ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა, ამას ემა­ტე­ბა ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით, ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი "ჰეზ­ბო­ლას" ტე­რო­რის­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე არ­სე­ნა­ლიც, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ "რკი­ნის სხი­ვი“ მოქ­მე­დე­ბა­ში თავ­და­პირ­ვე­ლად დათ­ქმულ ვა­და­ზე ადრე მარ­თლაც მო­იყ­ვა­ნონ...

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
12

ნამეტანი ადრე დააანონსეს ებრაელებმა ახალი იარაღი. არა მგონია, თუნდაც მომავალ წელს, ეგ ლაზერული იარაღი ისრაელის არმიაში მასიურად გამოჩნდეს.

ერთი-ორი საცდელი მოდელი და პაკაზუხა სხვა რამეა.

რებე
1

და რომელმა ქართველმა მოიკლა თავი?! გინდა პალესტინისთვის, გინდა ისრაელისთვის. სოცქსელებმა ზოგი სერიოზულად დააცილა რეალობას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"რკინის გუმბათისა" და "დავითის შურდულის" შემდეგ უკვე "რკინის სხივი“? - როგორ მუშაობს ისრაელის ულტრათანამედროვე, ლაზერული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა

"რკინის გუმბათისა" და "დავითის შურდულის" შემდეგ უკვე "რკინის სხივი“? - როგორ მუშაობს ისრაელის ულტრათანამედროვე, ლაზერული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა

15 ოქტომბერს გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახული იყო, თითქოსდა, ისრაელის თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა "რკინი სხივის“ მუშაობა. კადრების ავთენტურობა არ დასტურდება, სავარაუდოდ, ის რომელიმე კომპიუტერული თამაშიდან არის აღებული, ექსპერტების ნაწილის თქმით კი, ვიდეოზე რეალურად "რკინის გუმბათის“ მუშაობაა ნაჩვენები.

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული კადრები, დიდი ალბათობით, ფეიკია, უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელს ლაზერიანი ანტისარაკეტო სისტემა ნამდვილად აქვს.

  • რა არის "რკინის სხივი“ (Iron Beam)?

ეს არის სუპერთანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც მოწინააღმდეგის რაკეტის გასანადგურებლად ლაზერს იყენებს. ამ იარაღის თაობაზე ისრაელმა ჯერ კიდევ 2014 წელს გაავრცელა ინფორმაცია.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="iw" dir="rtl">פריצת דרך עולמית במערכת יירוט הלייזר: משרד הביטחון ורפאל יירטו לראשונה בעולם רקטות, פצמ״רים, טילי נ״ט ומל״טים באמצעות מערכת הלייזר. זו הפעם הראשונה שמוצגת יכולת מוכחת לשימוש בנשק אנרגיה. תוך כשנה המערכת צפויה להיכנס לשימוש ראשוני בעוטף עזה<a href="https://twitter.com/GLZRadio?ref_src=twsrc%5Etfw">@GLZRadio</a> <a href="https://t.co/nGp8pgf6PE">pic.twitter.com/nGp8pgf6PE</a></p>&mdash; דורון קדוש | Doron Kadosh (@Doron_Kadosh) <a href="https://twitter.com/Doron_Kadosh/status/1514589686521544705?ref_src=twsrc%5Etfw">April 14, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მისი ერთ-ერთი მასშტაბური საბრძოლო გამოცდა 2022 წელს ჩატარდა და შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. The Times of Israel-ის ინფორმაციით, სისტემის დატესტვა შედგა უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების, ნაღმმტყორცნებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წინააღმდეგ და ეს საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს კვლევითი-სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა იანივ როტემმა განაცხადა, რომ ცდები "რთულ დიაპაზონსა და ვადებში ტარდებოდა".

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სისტემა არის "ეფექტიანი, ზუსტი, გამოყენებაში მარტივი და ბევრად იაფია, ვიდრე სხვა ნებისმიერი თავდაცვის სისტემა, რომელიც ისრაელს გამოუყენებია“.

"ლაზერი თამაშის წესებს ცვლის, ხოლო ტექნოლოგია გამოსაყენებლად უფრო მარტივია და თანაც ეკონომიკურად მომგებიანი“, - თქვა როტემმა.

იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხდება ამ სისტემის ინტეგრირება, უნდა ვიცოდეთ, ზოგადად როგორ მუშაობს ისრაელის ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები.

ამჟამად ისრაელს 3-ეშელონიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა აქვს.

პირველი არის "რკინის გუმბათი“, რომელიც განკუთვნილია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან დასცვისთვის 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან. შექმნილია ისრაელის ცნობილი სამხედრო-სამრეწველო კონცერნ Rafael-ის მიერ.

"რკინის სხივზეც“ Rafael -ი მუშაობს. კომპანიამ 2014 წელს 11 თებერვალს, სინგაპურში იარაღის გამოფენაზე გაასაჯაროვა ახალი ლაზერული კომპლექსის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. "რკინის სხივის" დახვეწაზე მეცნიერები ამ წლების განმავლობაში აგრძელებდნენ მუშაობას. იმჟამად კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ახალი სისტემის თავდაცვით ფარში მიერთებით ისრაელს შესწევდა ძალა გაენადგურებინა 2-7 ათასიანი დისტანციის სპექტრის რაკეტები.

როგორც ამბობენ, მას პირობითად ნულოვანი დონის დაცვა შეუძლია და "რკინის გუმბათის“ დამოუკიდებელი დამხმარე იქნება.

შემდეგი არის "დავითის შურდული“, რომელიც შექმნილია ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად. მისი მოქმედების რადიუსი 70-300 კმ-მდეა.

აღსანიშნავია, რომ "რკინის სხივი“ სხვა სისტემებისგან განსხვავებით არ ფინანსდებოდა დასავლელი პარტნიორებისგან და ჭეშმარიტად ებრაული იარაღია.

სისტემის მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფეა და ამ კომპონენტში ის "რკინის გუმბათსაც" აღემატება. "რკინის სხივი“ ძლიერ ლაზერის სხივს გამოიყენებს და ობიექტზე 4-5 წამის განმავლობაში ზემოქმედებს, რაც მის გარდაუვალ განადგურებას იწვევს.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">IMOD&#39;s DDR&amp;D and Rafael successfully completed ground-breaking tests with a high-power laser interception system against steep-track threats. The demonstrator successfully intercepted UAVs, mortars, rockets, and anti-tank missiles in multiple scenarios. <a href="https://t.co/DhHzCaGM8P">pic.twitter.com/DhHzCaGM8P</a></p>&mdash; Ministry of Defense (@Israel_MOD) <a href="https://twitter.com/Israel_MOD/status/1514589295335469070?ref_src=twsrc%5Etfw">April 14, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მეორე უპირატესობა სისტემის გამოყენების ფასია. ის ელექტრო გენერატორის დამუხტვის ტოლფასია, რაც ზოგიერთი სამხედრო ექსპერტის თქმით, 3-4 დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, "რკინის გუმბათის“ რაკეტა "თამირის“ ფასი 50-150 ათას დოლარამდე მერყეობს. თანაც ეს რაკეტები ჯერ უნდა აწარმოო, შემდეგ მიიტანო "რკინის გუმბათამდე“, ხოლო ლაზერული იარაღი, ფაქტობრივად, უსაზღვრო საბრძოლო მასალას შეიცავს. სანამ დენის წყაროსთან წვდომა აქვს, იქამდე იმუშავებს.

კომპლექსის ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ამ ეტაპზე უნივერსალური არ არის. ცუდი ამინდისა და დაბალი ხილვადობის დროს, მისი ეფექტიანობა ბევრად მცირდება, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ხშირად კარგი ამინდია და ცაც მოწმენდილია.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ამ მიზეზიდან გამომდინარე გეგმაში აქვს, რომ სისტემის განლაგება თვითმფრინავზეც შეიძლებოდეს, რომელიც ღრუბლებს ზემოთ იფრენს და ისე გაანადგურებს მოწინააღმდეგის სამიზნეებს.

The Times of Israel-ის თქმით, ლაზერული სისტემა უკვე ინტეგრირებულია და პერიოდულად მოწინააღმდეგის ნამდვილ სამიზნეებს ანადგურებს. მაგალითად, 2022 წელს მისი გამოყენებით უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ისრაელის თავდაცვის კვლევითი ჯგუფის პირველადი გეგმის მიხედვით, სისტემა 2024 წლამდე სრულად მზად იქნებოდა და მისი მოქმედებაში სრულად მოყვანა შესაძლებელი გახდებოდა, თუმცა ეს სამხედროებმა უფრო მოკლე ვადებში მოსთხოვეს.

გამოცემის ცნობით, ისრაელელ ჯარისკაცებს ჰქონდათ ისეთი ესკალაციის შიში, რომლის დროსაც მოწინააღმდეგე რაკეტების ისეთ რაოდენობას გამოიყენებდა, რასაც "რკინის გუმბათი“ სრულად ვერ აუვიდოდა, ამიტომაც აჩქარებდნენ კვლევითი ჯგუფის თანამშრომლები.

ჯარისკაცების შიში 7 ოქტომბერს რეალობად იქცა. "ჰამასის" გამოშვებულ უამრავი რაკეტის მცირე ნაწილს "რკინის გუმბათი“ მართლაც ვერ გაუმკლავდა.

ახლა კი, როდესაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო ღაზას წინააღმდეგ და ორმხრივი ცეცხლი ინტენსიური ხდება, ამას ემატება ქვეყნის ჩრდილოეთით, ლიბანის ტერიტორიაზე განლაგებული "ჰეზბოლას" ტერორისტების თანამედროვე არსენალიც, არაა გამორიცხული, რომ "რკინის სხივი“ მოქმედებაში თავდაპირველად დათქმულ ვადაზე ადრე მართლაც მოიყვანონ...

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე