პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 000 მკითხველის რჩეული 15 წიგნი, რომელიც ყველას ბიბლიოთეკაში უნდა იყოს
10 000 მკითხველის რჩეული 15 წიგნი, რომელიც ყველას ბიბლიოთეკაში უნდა იყოს

2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში The New-York Times-მა რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა: გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რებ­მა მკი­თხველს სთხო­ვეს, ბოლო 125 წელ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბი შე­ერ­ჩი­ათ.

გა­მო­კი­თხვა­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ათა­სო­ბით მკი­თხვე­ლი ჩა­ერ­თო და სა­ბო­ლო­ოდ, 25 რჩე­უ­ლი წიგ­ნი გა­მოვ­ლინ­და. რე­დაქ­ტო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სი­ა­ში ერთი ავ­ტო­რის მხო­ლოდ ერთი წიგ­ნი უნდა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო.

რჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბის სიის სა­ნა­ხა­ვად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვდა ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ჯორჯ ორუ­ე­ლის „1984“; ენ­ტო­ნი დო­ე­რის „ნა­თე­ლი, რო­მელ­საც ვერ ვხე­დავთ“; ტონი მო­რი­სო­ნის „საყ­ვა­რე­ლი“ და სხვა. ყვე­ლა მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა ეპო­ქა­შია და­წე­რი­ლი, მათ­ში ასა­ხუ­ლი პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბი კი ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი რჩე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი, რომ გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბი ერთი სე­რი­ის ქვეშ არა­ვის მო­უქ­ცე­ვია და სია უბ­რა­ლოდ სიად დარ­ჩა.

მსგავ­სი გა­მო­კი­თხვა წლე­ბის წინ ჩა­ა­ტა­რა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მაც“, რომ­ლის შე­დე­გე­ბი­თაც შე­იქ­მნა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“. პრო­ექ­ტის შექ­მნი­დან 15 წლის შემ­დეგ, მკი­თხვე­ლი ისევ აგ­რძე­ლებს მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის შეგ­რო­ვე­ბას სა­კუ­თა­რი, შვი­ლის თუ შვი­ლიშ­ვი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის. ეს ტო­მე­უ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის ერ­თგვარ სა­გან­ძუ­რად იქცა.

„პა­ლიტ­რა L-მა“ გა­და­წყვი­ტა, 15 წლის შემ­დეგ კი­დევ ერთხელ შე­ეს­წავ­ლა მკი­თხვე­ლის მო­საზ­რე­ბე­ბი და გან­წყო­ბე­ბი, რის­თვი­საც სხვა­დას­ხვა მე­დია არ­ხის მეშ­ვე­ო­ბით 2023 წლის მა­ის­ში გა­მო­კი­თხვის ჩა­ტა­რე­ბა და­ი­წყო. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე 10 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო და გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა კი­დეც.

მკი­თხვე­ლის ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „პა­ლიტ­რა L-მა“ გა­და­წყვი­ტა, შე­ექ­მნა ახა­ლი სე­რია - "კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც ერთხელ მა­ინც უნდა წა­ი­კი­თხო“, რო­მე­ლიც 15 წლის წი­ნან­დე­ლი პრო­ექ­ტის ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და.

15 წიგ­ნი, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი თა­ვად და­ა­სა­ხე­ლებს, ერთი სე­რი­ის ქვეშ გა­ერ­თი­ან­დე­ბა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

„პა­ლიტ­რა L-ის“ გა­მო­კი­თხვის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, 5 წიგ­ნი გა­მო­იკ­ვე­თა:

  • ჯორჯ მარ­ტი­ნი - „ცე­ცხლი და სის­ხლი“
  • ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი - „დე­დის ოთა­ხი“
  • ანა ფრან­კის დღი­უ­რი
  • ალექ­სან­დრე დი­უ­მა - „ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით“
  • კა­ზუო იში­გუ­რო - „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“

სე­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას „პა­ლიტ­რა L“ მალე და­ი­წყებს. ყო­ველ­თვი­უ­რად თითო წიგ­ნი გა­მო­ვა და მა­ღა­ზი­ებ­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბის ვებგ­ვერ­დზე ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მკი­თხვე­ლის მიერ შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბი რო­გორც თე­მა­ტუ­რად, ისე ჟან­რობ­რი­ვად და ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია.

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მკი­თხველს სწო­რედ მათ მიერ შერ­ჩე­უ­ლი ტო­მე­უ­ლი შევ­თა­ვა­ზოთ. ამ ეტაპ­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლი ხუ­თე­უ­ლი­დან კარ­გად ჩანს მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სი რო­გორც კლა­სი­კო­სი, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის მი­მართ“, - აღ­ნიშ­ნეს „პა­ლიტ­რა L-ში“.

გა­მო­კი­თხვა ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა მსურ­ველს აქვს. კი­დევ ვის ისურ­ვებ­დით რჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბის სე­რი­ა­ში? შე­გიძ­ლი­ათ, ჩა­ერ­თოთ გა­მო­კი­თხვა­ში თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა „პა­ლიტ­რა L-ს“ გა­უ­ზი­ა­როთ ბმულ­ზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSennWC0smNlaStgqoEZuxWHTFXNX2b_w7nlReq3pswbKAxBlg/viewform?fbclid=IwAR1eL7Uv0lvioYaVjZCkz2Khm82wTLPK_kfOsarXs7RUviujI-3pFu3jXYw&pli=1

R

ავტორი:

10 000 მკითხველის რჩეული 15 წიგნი, რომელიც ყველას ბიბლიოთეკაში უნდა იყოს

10 000 მკითხველის რჩეული 15 წიგნი, რომელიც ყველას ბიბლიოთეკაში უნდა იყოს

2021 წლის ოქტომბერში The New-York Times-მა რეზონანსული გამოკითხვა ჩაატარა: გამოცემის რედაქტორებმა მკითხველს სთხოვეს, ბოლო 125 წელში გამოცემული საუკეთესო წიგნები შეერჩიათ.

გამოკითხვაში მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მკითხველი ჩაერთო და საბოლოოდ, 25 რჩეული წიგნი გამოვლინდა. რედაქტორების გადაწყვეტილებით, სიაში ერთი ავტორის მხოლოდ ერთი წიგნი უნდა მოხვედრილიყო.

რჩეული წიგნების სიის სანახავად მიჰყევით ბმულს.

აღნიშნულ ჩამონათვალში მოხვდა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა ჯორჯ ორუელის „1984“; ენტონი დოერის „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“; ტონი მორისონის „საყვარელი“ და სხვა. ყველა მათგანი სხვადასხვა ეპოქაშია დაწერილი, მათში ასახული პრობლემური საკითხები კი ყოველთვის აქტუალური რჩება. აღსანიშნავი, რომ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მკითხველის რჩეული წიგნები ერთი სერიის ქვეშ არავის მოუქცევია და სია უბრალოდ სიად დარჩა.

მსგავსი გამოკითხვა წლების წინ ჩაატარა გამომცემლობა „პალიტრა L-მაც“, რომლის შედეგებითაც შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. პროექტის შექმნიდან 15 წლის შემდეგ, მკითხველი ისევ აგრძელებს მასში გაერთიანებული წიგნების შეგროვებას საკუთარი, შვილის თუ შვილიშვილის ბიბლიოთეკისთვის. ეს ტომეული ოჯახებისთვის ერთგვარ საგანძურად იქცა.

„პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, 15 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შეესწავლა მკითხველის მოსაზრებები და განწყობები, რისთვისაც სხვადასხვა მედია არხის მეშვეობით 2023 წლის მაისში გამოკითხვის ჩატარება დაიწყო. მასში მონაწილეობა უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და გარკვეული შედეგები გამოიკვეთა კიდეც.

მკითხველის ასეთი აქტიურობიდან გამომდინარე, „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, შეექმნა ახალი სერია - ,,კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“, რომელიც 15 წლის წინანდელი პროექტის ერთგვარი გაგრძელება იქნებოდა.

15 წიგნი, რომელსაც მკითხველი თავად დაასახელებს, ერთი სერიის ქვეშ გაერთიანდება და მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

„პალიტრა L-ის“ გამოკითხვის პირველადი შედეგების თანახმად, 5 წიგნი გამოიკვეთა:

  • ჯორჯ მარტინი - „ცეცხლი და სისხლი“
  • ნაირა გელაშვილი - „დედის ოთახი“
  • ანა ფრანკის დღიური
  • ალექსანდრე დიუმა - „ქალი ხავერდის ყელსაბამით“
  • კაზუო იშიგურო - „არასოდეს გამიშვა“

სერიაზე მუშაობას „პალიტრა L“ მალე დაიწყებს. ყოველთვიურად თითო წიგნი გამოვა და მაღაზიებსა და გამომცემლობის ვებგვერდზე ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

გამომცემლობაში განმარტავენ, რომ მკითხველის მიერ შერჩეული წიგნები როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით საკმაოდ მრავალფეროვანია.

„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მკითხველს სწორედ მათ მიერ შერჩეული ტომეული შევთავაზოთ. ამ ეტაპზე გამოკვეთილი ხუთეულიდან კარგად ჩანს მკითხველის ინტერესი როგორც კლასიკოსი, ასევე თანამედროვე ავტორების მიმართ“, - აღნიშნეს „პალიტრა L-ში“.

გამოკითხვა ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს. კიდევ ვის ისურვებდით რჩეული წიგნების სერიაში? შეგიძლიათ, ჩაერთოთ გამოკითხვაში თქვენი მოსაზრება „პალიტრა L-ს“ გაუზიაროთ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSennWC0smNlaStgqoEZuxWHTFXNX2b_w7nlReq3pswbKAxBlg/viewform?fbclid=IwAR1eL7Uv0lvioYaVjZCkz2Khm82wTLPK_kfOsarXs7RUviujI-3pFu3jXYw&pli=1

R