საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტნეს დედა მომაკვდავთან პალატაში არ მიშვებდა..." - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე?
"ცოტნეს დედა მომაკვდავთან პალატაში არ მიშვებდა..." - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე?

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დიას ვა­ჟის, ცონ­ტე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია მისი და ცოტ­ნეს გვერ­დით დგას...

ანა ჯა­ბა­უ­რი:

"ერთი პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო მინ­და გა­გიმ­ხი­ლოთ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი შე­კი­თხვა, რო­მელ­საც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაც­ნო­ბი, უც­ნო­ბი თუ ჟურ­ნა­ლის­ტი მის­ვამს, არის ის, თუ რა მაძ­ლევს ძა­ლას და შე­საძ­ლებ­ლო­ბას ამ­ხე­ლა გან­საც­დელს გა­ვუმკლავ­დე. დე­ტა­ლე­ბით თავს არ და ვერ შე­გა­წყენთ, ტო­მე­ბი დას­ჭირ­დე­ბა ამის გად­მო­ცე­მას.

მოკ­ლედ მო­სახ­სე­ნებ­ლად შემ­დე­გიც კმა­რა: ოთხი წელი გან­საც­დელ­სა და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ყუ­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი უმ­ძი­მე­სი ტრავ­მა, მისი სრულ­ყო­ფი­ლი მოვ­ლის­თვის წუ­თი­ე­რი მო­დუ­ნე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, ამის ჩამ­დენ­თა სი­ძულ­ვილ­თან, არ­პა­ტი­ე­ბა­სა და უსა­მარ­თლო­ბის სუ­ლისმხუ­თავ გრძნო­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა; წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი პა­ლა­ტა­ში ცხოვ­რე­ბა და ამ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უკან მო­ტო­ვე­ბულ-მი­ტო­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, საყ­ვა­რე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი, სამ­შობ­ლო; შვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის უსაშ­ვე­ლო მო­ნატ­რე­ბა და მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბის და­უძ­ლე­ვე­ლი სევ­და; სრუ­ლი­ად მარ­ტო ყოფ­ნა უმ­ძი­მეს ავად­მყოფ­თან ერ­თად, კო­ვი­დის­ტე­რი­ით სა­ხე­შეც­ვლილ, სიკ­ვდი­ლის მიმ­ღებ­ლო­ბა გა­ად­ვი­ლე­ბულ შო­რე­ულ ჰოს­პიტ­ლებ­ში, და კი­დევ უფრო მტან­ჯვე­ლი - სრუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბა...

ამ ჯო­ჯო­ხე­თურ სი­ნამ­დვი­ლეს, უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დე­გაც, ცოტ­ნეს დე­დი­სა და ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე მისი დაჯ­გუ­ფე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დევ­ნა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ჩემ­სა და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ბინ­ძუ­რი ტყუ­ი­ლე­ბის ყვე­ლა გზით - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, მეტ­რო­ებ­სა და ქუ­ჩებ­ში მე­გა­ფო­ნე­ბით - სკან­დი­რე­ბა-გავ­რცე­ლე­ბა სდევ­და თან ლა­იტ­მო­ტი­ვად, არა­ფე­რი რომ არ ვთქვათ ამ ქალ­ბა­ტო­ნი­სა და მისი მეს­ვე­უ­რე­ბის მიერ მე და გი­ორ­გის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ უამ­რავ სა­სა­მარ­თლო­ებ­სა და სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში შე­ტა­ნილ სა­ჩივ­რებ­ზე; აგ­რეთ­ვე, ცოტ­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხე­ლის­შეშ­ლა­ზე სა­კუ­თარ სახ­ლში არ­შეშ­ვე­ბი­თა თუ მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის დაბ­ლოკ­ვის მუდ­მი­ვი მცდე­ლო­ბე­ბით...

ყო­ვე­ლი­ვე ამას­თან გამ­კლა­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო ძა­ლი­სა და ენერ­გი­ის წყა­რო არა­ერ­თია: სიყ­ვა­რუ­ლი, სიბ­რა­ლუ­ლი, უსა­მარ­თლო­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნელ ბო­რო­ტე­ბას­თან ბრძო­ლის სურ­ვი­ლი... მაგ­რამ... გარ­და ამ ყვე­ლაფ­რი­სა, დე­და­მი­წა­ზე მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბიც არ­სე­ბო­ბენ თურ­მე, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მძი­მე გან­საც­დე­ლის ჟამს შენს გვერ­დით არი­ან და და­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლე­ვენ ჰოდა, ჩვენს ერთ ასეთ მფარ­ველ ან­გე­ლოზ­ზე გი­ამ­ბობთ დღეს თეა მა­მა­ლა­ძე კა­ნა­დე­ლი კარ­დი­ო­ლო­გია. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ ჯგუფ­ში მოვ­ხვდით და პირ­ვე­ლი კურ­სის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან ვმე­გობ­რობთ.

ჩვენს მე­გობ­რო­ბას თეას 30 წლი­ან­მა კა­ნა­და­ში ცხოვ­რე­ბა­მაც ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო. სულ ერ­თად ვართ მა­ინც, სუულ (ცოტ­ნეც კი, პირ­ველს, თეას გა­ვა­ცა­ნი ჩემი მე­გობ­რე­ბი­დან). დღეს თა­მა­მად ვი­ტყვი: რომ არა თეა, შე­საძ­ლოა, ჩემ­თვის სულ სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა დამ­დგა­რი­ყო. მან შე­უც­ვლე­ლი მო­რა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­მი­წია ჯერ იმ თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა ცოტ­ნეს დედა მო­მაკ­ვდავ­თან პა­ლა­ტა­ში არ მიშ­ვებ­და, და, ამ უფ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვად მო­სა­პო­ვებ­ლად თურ­ქეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არა­ერ­თი ფრე­ნა, სა­სა­მარ­თლო და გარ­ჯა მო­მი­წია. არც შემ­დეგ, პა­ლა­ტა­ში წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მი­უ­ტო­ვე­ბი­ვარ არც ერთი დღით. თა­ვად სამ­სა­ხუ­რი­თა და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხით ძლი­ერ და­კა­ვე­ბუ­ლი, ღა­მე­ებს ათე­ნებ­და ჩემ­თან ერ­თად, რო­დე­საც ცოტ­ნეს­თვის მო­რი­გი კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დი დგე­ბო­და, მე კი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მარ­ტო ვრჩე­ბო­დი იმ რე­ა­ლო­ბის პი­რის­პირ, რა­საც კო­ვიდ­პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის მედ­პერ­სო­ნა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბის, დაგ­ვი­ა­ნე­ბი­სა და ზოგ­ჯერ უყუ­რა­დღე­ბო­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ რუ­ტი­ნად ქცე­ვა ჰქვია, მა­ში­ნაც კი, როცა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­უ­ყოვ­ნე­ბელ რე­ა­გი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

ამი­ტო­მაა, პა­ლა­ტა­ში ცხოვ­რე­ბის წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი არა­სო­დეს მახ­სენ­დე­ბა ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რან­ზე თეას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­რე­შე. ყო­ველ­თვის ჩემ­თან იყო ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით; მამ­შვი­დებ­და, მამ­ხნე­ვებ­და, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს რჩე­ვებს მაძ­ლევ­და და, უბ­რა­ლოდ, მარ­ტო არ მტო­ვებ­და, რი­თაც ძა­ლას მმა­ტებ­და მძი­მე ბრძო­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, ისე, რომ რი­გი­ა­ნი მად­ლო­ბის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არა­სო­დეს მო­უ­ცია ჩემ­თვის. ამი­ტომ აქ და სა­ხალ­ხოდ მინ­და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ვუ­ხა­ტო იმ ყვე­ლაფ­რის­თვის, რომ­ლის სა­პირ­წო­ნედ რა­ი­მეს ჩა­დე­ნის მო­ფიქ­რე­ბა, ალ­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლია.მიყ­ვარ­ხარ, თეა, მარ­თლა არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ადა­მი­ა­ნი მგო­ნი­ხარ ხან­და­ხან და თუ სად­მე მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი არ­სე­ბობს დე­და­მი­წა­ზე, ის აუ­ცი­ლებ­ლად შენ გგავს არა­მარ­ტო ში­ნა­არ­სით რომ ჰგავს ან­გე­ლოზს, სწო­რედ ამის დას­ტუ­რად ვდებ ამ ფო­ტოს აქ აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ცოტ­ნეს ძმე­ბი შე­უც­ვლე­ლე­ბი არი­ან ჩვენ­თვის, მაგ­რამ თეაც ის ერთ-ერთი პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლოა, რომლმაც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩემი ფეხ­ზე მყა­რად დგო­მა­სა და ერ­თდრო­უ­ლად ამ­დე­ნი გან­საც­დე­ლის გა­და­ტა­ნა­ში.

პ.ს. კი­დევ ერთი რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვა: სა­ნამ ცოტ­ნეს პი­რა­დად გა­ვაც­ნობ­დი, თეას მას­თან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ჰქონ­და ნაც­ნო­ბო­ბა - იგი ყო­ველ­თვის მო­ნა­წი­ლე­ობ­და ცოტ­ნეს მიერ გა­ჭირ­ვე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად წა­მო­წყე­ბულ კამ­პა­ნი­ა­ში და ფულს რი­ცხავ­და ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბით: ცოტ­ნეს თეას სა­ხე­ლი არა­სო­დეს არ უნდა გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. თუმ­ცა, ერთხელ, ცოტ­ნემ მა­ინც "გა­მო­ა­ჭე­ნა" თეას "ნა­მოქ­მე­და­რი", რის გა­მოც მისი საყ­ვე­დუ­რის მოწ­მეც კი გავ­ხდი მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას ასე ჩუ­მად უყ­ვარს სი­კე­თის კე­თე­ბა ჩვენს თეას და არ ვიცი, რო­გორ მა­პა­ტი­ებს ამ პოსტს, რო­მელ­შიც ერთი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სი­ტყვაც კი არ მით­ქვამს მის შე­სა­ხებ, პი­რი­ქით, ბევ­რი და­ვა­კე­ლი....სხვა მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზის შე­სა­ხებ სხვა დროს... ფოტო ჩვენს და ჩვე­ნი ოჯა­ხის უძ­ვირ­ფა­სეს მე­გო­ბარს, უნი­ჭი­ე­რეს ხე­ლო­ვანს, ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რი­ას ს ეკუთ­ვნის".

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
7

ხოდა მაგაზე გეტყობათ რა ოჯახი გაქვთ დედა რო ცოლს არ შეუშვებს სანახავად რა საშინელი ოჯახი ხართ იქითაც და აქეთაც,

ნათია
23

დედას ხომ ყველაზე მეტად უყვარს თავისი შვილი..........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ცოტნეს დედა მომაკვდავთან პალატაში არ მიშვებდა..." - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე?

"ცოტნეს დედა მომაკვდავთან პალატაში არ მიშვებდა..." - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცონტე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას იმ ადამიანის შესახებ უყვება, რომელიც უკვე წლებია მისი და ცოტნეს გვერდით დგას...

ანა ჯაბაური:

"ერთი პატარა საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ნაცნობი, უცნობი თუ ჟურნალისტი მისვამს, არის ის, თუ რა მაძლევს ძალას და შესაძლებლობას ამხელა განსაცდელს გავუმკლავდე. დეტალებით თავს არ და ვერ შეგაწყენთ, ტომები დასჭირდება ამის გადმოცემას.

მოკლედ მოსახსენებლად შემდეგიც კმარა: ოთხი წელი განსაცდელსა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი საყვარელი ადამიანის ყურებისგან მიღებული ყოველდღიური უმძიმესი ტრავმა, მისი სრულყოფილი მოვლისთვის წუთიერი მოდუნების შეუძლებლობა, ამის ჩამდენთა სიძულვილთან, არპატიებასა და უსამართლობის სულისმხუთავ გრძნობასთან გამკლავება; წელიწადნახევარი პალატაში ცხოვრება და ამ წელიწადნახევრის განმავლობაში უკან მოტოვებულ-მიტოვებული ოჯახის წევრები, ახლობლები, საყვარელი სამსახურები, სამშობლო; შვილისა და შვილიშვილის უსაშველო მონატრება და მოხუცი მშობლების დაუძლეველი სევდა; სრულიად მარტო ყოფნა უმძიმეს ავადმყოფთან ერთად, კოვიდისტერიით სახეშეცვლილ, სიკვდილის მიმღებლობა გაადვილებულ შორეულ ჰოსპიტლებში, და კიდევ უფრო მტანჯველი - სრული გაურკვევლობა...

ამ ჯოჯოხეთურ სინამდვილეს, უცხოეთში ყოფნისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგაც, ცოტნეს დედისა და ქცევითი აშლილობის მქონე მისი დაჯგუფების წარმოუდგენელი დევნა, შეურაცხყოფა, ჩემსა და ჩემი ოჯახის წევრებზე ბინძური ტყუილების ყველა გზით - სოციალური ქსელით, მეტროებსა და ქუჩებში მეგაფონებით - სკანდირება-გავრცელება სდევდა თან ლაიტმოტივად, არაფერი რომ არ ვთქვათ ამ ქალბატონისა და მისი მესვეურების მიერ მე და გიორგის წინააღმდეგ წარმოებულ უამრავ სასამართლოებსა და სხვადასხვა ინსტიტუციებში შეტანილ საჩივრებზე; აგრეთვე, ცოტნეს რეაბილიტაციის ხელისშეშლაზე საკუთარ სახლში არშეშვებითა თუ მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო მნიშვნელოვანი პროექტების დაბლოკვის მუდმივი მცდელობებით...

ყოველივე ამასთან გამკლავებისთვის საჭირო ძალისა და ენერგიის წყარო არაერთია: სიყვარული, სიბრალული, უსამართლობა, წარმოუდგენელ ბოროტებასთან ბრძოლის სურვილი... მაგრამ... გარდა ამ ყველაფრისა, დედამიწაზე მფარველი ანგელოზებიც არსებობენ თურმე, რომლებიც ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამს შენს გვერდით არიან და დაცემის საშუალებას არ გაძლევენ ჰოდა, ჩვენს ერთ ასეთ მფარველ ანგელოზზე გიამბობთ დღეს თეა მამალაძე კანადელი კარდიოლოგია. სამედიცინო უნივერსიტეტში ერთ ჯგუფში მოვხვდით და პირველი კურსის პირველი სექტემბრიდან ვმეგობრობთ.

ჩვენს მეგობრობას თეას 30 წლიანმა კანადაში ცხოვრებამაც ვერაფერი დააკლო. სულ ერთად ვართ მაინც, სუულ (ცოტნეც კი, პირველს, თეას გავაცანი ჩემი მეგობრებიდან). დღეს თამამად ვიტყვი: რომ არა თეა, შესაძლოა, ჩემთვის სულ სხვა მოცემულობა დამდგარიყო. მან შეუცვლელი მორალური და მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გამიწია ჯერ იმ თვენახევრის განმავლობაში, როცა ცოტნეს დედა მომაკვდავთან პალატაში არ მიშვებდა, და, ამ უფლების სამართლებრივად მოსაპოვებლად თურქეთსა და საქართველოს შორის არაერთი ფრენა, სასამართლო და გარჯა მომიწია. არც შემდეგ, პალატაში წელიწადნახევრიანი ცხოვრების მანძილზე მიუტოვებივარ არც ერთი დღით. თავად სამსახურითა და საკუთარი ოჯახით ძლიერ დაკავებული, ღამეებს ათენებდა ჩემთან ერთად, როდესაც ცოტნესთვის მორიგი კრიტიკული პერიოდი დგებოდა, მე კი სასოწარკვეთილი მარტო ვრჩებოდი იმ რეალობის პირისპირ, რასაც კოვიდპანდემიის პერიოდის მედპერსონალის ნაკლებობის, დაგვიანებისა და ზოგჯერ უყურადღებობის ჩვეულებრივ რუტინად ქცევა ჰქვია, მაშინაც კი, როცა პაციენტის მდგომარეობა დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს.

ამიტომაა, პალატაში ცხოვრების წელიწადნახევრიანი უმძიმესი პერიოდი არასოდეს მახსენდება ტელეფონის ეკრანზე თეას გამოსახულების გარეშე. ყოველთვის ჩემთან იყო ყველა თვალსაზრისით; მამშვიდებდა, მამხნევებდა, უმნიშვნელოვანეს რჩევებს მაძლევდა და, უბრალოდ, მარტო არ მტოვებდა, რითაც ძალას მმატებდა მძიმე ბრძოლის გასაგრძელებლად, ისე, რომ რიგიანი მადლობის თქმის საშუალებაც კი არასოდეს მოუცია ჩემთვის. ამიტომ აქ და სახალხოდ მინდა მადლიერება გამოვუხატო იმ ყველაფრისთვის, რომლის საპირწონედ რაიმეს ჩადენის მოფიქრება, ალბათ, შეუძლებელია.მიყვარხარ, თეა, მართლა არაამქვეყნიური ადამიანი მგონიხარ ხანდახან და თუ სადმე მფარველი ანგელოზი არსებობს დედამიწაზე, ის აუცილებლად შენ გგავს არამარტო შინაარსით რომ ჰგავს ანგელოზს, სწორედ ამის დასტურად ვდებ ამ ფოტოს აქ აქვე აღვნიშნავ, რომ ცოტნეს ძმები შეუცვლელები არიან ჩვენთვის, მაგრამ თეაც ის ერთ-ერთი პატარა საიდუმლოა, რომლმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი ფეხზე მყარად დგომასა და ერთდროულად ამდენი განსაცდელის გადატანაში.

პ.ს. კიდევ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: სანამ ცოტნეს პირადად გავაცნობდი, თეას მასთან სოციალური ქსელით ჰქონდა ნაცნობობა - იგი ყოველთვის მონაწილეობდა ცოტნეს მიერ გაჭირვებულთა დასახმარებლად წამოწყებულ კამპანიაში და ფულს რიცხავდა ერთადერთი პირობით: ცოტნეს თეას სახელი არასოდეს არ უნდა გამოექვეყნებინა. თუმცა, ერთხელ, ცოტნემ მაინც "გამოაჭენა" თეას "ნამოქმედარი", რის გამოც მისი საყვედურის მოწმეც კი გავხდი მათი პირველი შეხვედრისას ასე ჩუმად უყვარს სიკეთის კეთება ჩვენს თეას და არ ვიცი, როგორ მაპატიებს ამ პოსტს, რომელშიც ერთი გადაჭარბებული სიტყვაც კი არ მითქვამს მის შესახებ, პირიქით, ბევრი დავაკელი....სხვა მფარველი ანგელოზის შესახებ სხვა დროს... ფოტო ჩვენს და ჩვენი ოჯახის უძვირფასეს მეგობარს, უნიჭიერეს ხელოვანს, ბადრი ვადაჭკორიას ს ეკუთვნის".