მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველი ადამიანის ვალია ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს" - მეუფე შიო
"ყოველი ადამიანის ვალია ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს" - მეუფე შიო

სა­უფ­ლო კვარ­თი გახ­ლავთ ეკ­ლე­სი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო... ჩვენ­მა დიდ­მა წი­ნაპ­რებ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცოდ­ნენ, რომ კვარ­თის ფლო­ბა - ეს არის დიდი ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ღვთის­გან, ჩვე­ნი ერის­თვის ღვთის­გან დად­გე­ნი­ლი სა­მოღ­ვა­წეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. კვარ­თის მცვე­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს თავ­და­დე­ბას და მოღ­ვა­წე­ო­ბას ეკ­ლე­სი­ის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სიწ­მინ­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის. ამი­ტო­მაც შე­მო­ი­ნა­ხეს მათ ასე უმ­წიკ­ვლოდ და წმინ­დად მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა ჩვე­ნამ­დე" ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯირ­მა) სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დელ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით ვფიქ­რობთ ჩვე­ნი ერის წარ­სულ­ზეც, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალ­ზე.

"გი­ლო­ცავთ სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს, გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას, მო­ლოც­ვას, შეგ­ვე­წი­ოს ჩვენ და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მისი კურ­თხე­ვა. აი, ამ შე­სა­ნიშ­ნავ დღეს ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ვფიქ­რობთ ჩვე­ნი ერის წარ­სულ­ზეც, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალ­ზეც. ვფიქ­რობთ იმა­ზე, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა, რა ძა­ლამ და მად­ლმა, რომ ამ­დე­ნი ქარ­ტე­ხი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი ერი დღემ­დე მო­ვი­და და გა­დარ­ჩა. ღირ­სმა მაქ­სი­მე აღმსა­რე­ბელ­მა ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი რამ ბრძა­ნა: „სა­ნამ ღმერ­თი შექ­მნი­და სამ­ყა­როს, შექ­მნი­და სა­უ­კუ­ნე­ებს, უწი­ნა­რეს ყო­ველ­თა სა­უ­კუ­ნე­თა მან გან­სა­ზღვრა ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა მის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ, ადა­მი­ა­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ და ღმერ­თს უნდა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ამ საღვთო გზით ატა­როს“.

ამი­ტომ ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის ვა­ლია, ევედ­როს უფალს, ეძი­ოს ეს გზა და ამ გზით ია­როს. შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ჩვე­ნი ერიც, მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი შეც­დო­მი­სა და და­ცე­მი­სა, ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, ამ ღვთივ­დად­გე­ნი­ლი გზით ევლო და უფა­ლიც ყო­ველ­თვის შეგ­ვე­წე­ო­და ჩვენ ამა­ში, ამ გზას გვი­ნა­თებ­და. ამის მრა­ვა­ლი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნი არ­სე­ბობს. ღვთის უდი­დე­სი წყა­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა არის მცხე­თა­ში მა­ცხოვ­რის სა­უფ­ლო კვარ­თის მობ­რძა­ნე­ბა. ჩვე­ნი ერის ღვთის­მშობ­ლი­სად­მი წილ­ხვდო­მი­ლო­ბა, წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი­სა და სხვა მო­ცი­ქუ­ლე­ბის ჩვენს მიწა-წყალ­ზე ქა­და­გე­ბა, შემ­დეგ, IV სა­უ­კუ­ნე­ში წმინ­და მო­ცი­ქულ­თა სწორ ნი­ნოს მობ­რძა­ნე­ბა და ქა­და­გე­ბა, წმინ­და მო­ცი­ქულ­თა სწორ­თა, მეფე მი­რი­ა­ნი­სა და დე­დო­ფალ ნა­ნას მოქ­ცე­ვა, ქარ­თლის მოქ­ცე­ვა, მთე­ლი ჩვე­ნი ერის გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბა, სვე­ტი­ცხო­ველ­თან და მცხე­თის ჯვარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და სას­წა­უ­ლე­ბი, შემ­დეგ, V სა­უ­კუ­ნე­ში წმინ­და მეფე ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ღვაწ­ლით ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის­თვის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მო­პო­ვე­ბა, ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნი იყო ასე­ვე VI სა­უ­კუ­ნე­ში ღირ­სი ასუ­რე­ლი მა­მე­ბის ჩა­მობ­რძა­ნე­ბა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­ნაზვნო­ბის და სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და და­ფუძ­ნე­ბა, შემ­დეგ ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ის და­არ­სე­ბა, და ა.შ. მაგ­რამ ამ ჩა­მოთ­ვლი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან, რა თქმა უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო წმინ­და კვარ­თის მობ­რძა­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და და­ვა­ნე­ბა მცხე­თა­ში, ამ წმინ­და ტა­ძარ­ში.

თქვენ იცით, ეკ­ლე­სი­ის მა­მე­ბის სწავ­ლე­ბით, რომ სა­უფ­ლო კვარ­თი არის სიმ­ბო­ლო ღვთის­გან მო­მა­ვა­ლი ერ­თო­ბი­სა. იმ ერ­თო­ბი­სა, რომ­ლის დარ­ღვე­ვაც არ ძა­ლუძს კვარ­თის მფლო­ბელს. წმინ­და მა­მე­ბი წერ­დნენ, რომ ქრის­ტეს შე­სა­მო­სე­ლი ვერ ექ­ნე­ბა იმას, ვინც გან­ყოფს და არ­ღვევს ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ას. ამ ერ­თო­ბა­ზე სა­უბ­რობს უფა­ლი იესო ქრის­ტე, რო­დე­საც ბრძა­ნებს: „მე და მამა ერთ ვართ“, ასე­ვე, რო­დე­საც ლოც­ვით მი­მარ­თავს მა­მა­ზე­ცი­ერს. თქვენ გახ­სოვთ, სა­მე­უ­ფოო ლოც­ვა­ში იგი ლო­ცუ­ლობს ყო­ვე­ლი მორ­წმუ­ნის­თვის და ასეთ სი­ტყვებს ამ­ბობს: მა­მაო, ის დი­დე­ბა, რო­მე­ლიც შენ მე მო­მე­ცი, მე მათ მი­ვე­ცი, რომ ისი­ნიც ერთ იყ­ვნენ, რო­გორც მე და შენ ერ­თნი ვართ. ამ­რი­გად, აი, სა­უფ­ლო კვარ­თი გახ­ლავთ ეკ­ლე­სი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო და, შე­სა­ბა­მი­სად, უფალ იესო ქრის­ტეს სიმ­ბო­ლოც, რო­გორც მის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის თა­ვი­სა. ეს ჩვენ­მა დიდ­მა წი­ნაპ­რებ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცოდ­ნენ, რომ კვარ­თის ფლო­ბა - ეს არის დიდი ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ღვთის­გან, ჩვე­ნი ერის­თვის ღვთის­გან დად­გე­ნი­ლი სა­მოღ­ვა­წეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, კვარ­თის მცვე­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს თავ­და­დე­ბას და მოღ­ვა­წე­ო­ბას ეკ­ლე­სი­ის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სიწ­მინ­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის. ამი­ტო­მაც შე­მო­ი­ნა­ხეს მათ ასე უმ­წიკ­ვლოდ და წმინ­დად მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა ჩვე­ნამ­დე. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ ჩა­მოვ­თვა­ლე და მო­გახ­სე­ნეთ, რომ კი­დევ ერთხელ დავ­ფიქ­რდეთ, რა ძა­ლამ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა ჩვენ, რამ მოგ­ვიყ­ვა­ნა აქამ­დე.

ამა­ზე შე­სა­ნიშ­ნავ პა­სუხს სცემს წმინ­და ილია მარ­თა­ლი (ჭავ­ჭა­ვა­ძე). ის წერ­და, რომ ქარ­თვე­ლი ერი ეწა­მა და ჯვარს ეცვა ქრის­ტეს­თვის, ეკ­ლი­ა­ნი გვირ­გვი­ნი და­იდ­გა, მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბა არა­ვის შე­არ­ყე­ვი­ნა და ნა­თე­ლი ბნე­ლით არა­ვის შე­აც­ვლე­ვი­ნა. მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნო­ბამ შე­მოგ­ვი­ნა­ხა ჩვე­ნი მიწა-წყა­ლი, ჩვე­ნი ენა, ჩვე­ნი ვი­ნა­ო­ბა, ჩვე­ნი ეროვ­ნე­ბა. აი, ეს არის წმინ­და ილია მარ­თლის სი­ტყვე­ბი. და დღეს ჩვენ ვხე­დავთ, რომ დღე­საც, ღვთის მად­ლით და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით და ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ჩვე­ნი ერი წმინ­დად ინა­ხავს მარ­თლმა­დი­დე­ბელ სარ­წმუ­ნო­ე­ბას. გვწამს და იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვალ­შიც, თუ ჩვენ ამ ღვთივ­დად­გე­ნი­ლი გზით ვივ­ლით, თუ ვეც­დე­ბით, რომ აღ­მოვ­ფხვრათ ის ცოდ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­ღე­ბე­ლია ღვთის­თვის, რაც ხელს უშ­ლის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გამ­რავ­ლე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას, სუ­ლი­ერ აღ­მავ­ლო­ბას, მა­შინ მად­ლი სუ­ლი­სა წმინ­დი­სა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ჩვენ­თან იყო, ამი­ე­რი­და­ნაც არ დაგვტო­ვებს, ჩვენ­თან იქ­ნე­ბა, შეგ­ვე­წე­ვა და გაგ­ვაძ­ლი­ე­რებს. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ და ინე­ბოს უფალ­მა, რომ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მე­ო­ხე­ბი­თა და ლოც­ვით, წმინ­და სა­უფ­ლო კვარ­თის მად­ლი­თა და ძა­ლით გა­და­არ­ჩი­ნოს, გა­ამ­თლი­ა­ნოს და გა­აძ­ლი­ე­როს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, ამინ”,-აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

ამინ!

გიორგი
18

ანუ მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში მთავარი ისაა" რომ ქალებს არ ჩაგრავს მუსლიმებივით" ხომ ეკა? მგონი ძალიანი შორს ხარ რწმენის (და რა რელიგიის) გაგებიდან და კამოფორტი თუ გინდა შეგიძლია გაცილებით ლიბერალური რელიგის მიმართო ,მაგალითად ბაპტიზმს ,სადაც არა თუ ქალებს ჩაგრავენ ,არამედ ეპისკოპოსი ქალი სრულიად მშვიდად " სწერს ჯვარს" ორ ლესბოლსელს ბაპტისტურ ეკლესიაში.

ეგ ქადაგება კი ქართული მართლმადიდიდებლური ეკლესიის მრევლისთვისაა განკუთვნილი,სადავ პირველ რიგში ისევ ადამიანის სულიერ განივითარებაზე ლაპარაკი და არა ვალებზე,სესხებზე ან იპოთეკაზე, ძალითაც არა მგონია ვინმეს შეჰყავდე წირვაზე დასასწრებად, მაგიტომ "დავალდებულება და ცხოვრების არ დაცლა " როგორ გამოდის ეგ კიდევ საკითხავია!

 

ავტორი:

"ყოველი ადამიანის ვალია ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს" - მეუფე შიო

"ყოველი ადამიანის ვალია ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს" - მეუფე შიო

საუფლო კვართი გახლავთ ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო... ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა - ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან, ჩვენი ერისთვის ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება. კვართის მცველობა გულისხმობს თავდადებას და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობისა და სიწმინდის შენარჩუნებისთვის. ამიტომაც შემოინახეს მათ ასე უმწიკვლოდ და წმინდად მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენამდე" ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირმა) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენი ერის წარსულზეც, აწმყოსა და მომავალზე.

"გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი კურთხევა. აი, ამ შესანიშნავ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენი ერის წარსულზეც, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ იმაზე, თუ რამ განაპირობა, რა ძალამ და მადლმა, რომ ამდენი ქარტეხილის მიუხედავად, ჩვენი ერი დღემდე მოვიდა და გადარჩა. ღირსმა მაქსიმე აღმსარებელმა ასეთი შესანიშნავი რამ ბრძანა: „სანამ ღმერთი შექმნიდა სამყაროს, შექმნიდა საუკუნეებს, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მან განსაზღვრა ყოველი ადამიანის ცხოვრება მისთვის სასარგებლოდ, ადამიანისთვის სასარგებლოდ და ღმერთს უნდა, რომ ყველა ადამიანი ამ საღვთო გზით ატაროს“.

ამიტომ ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა, ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის შეგვეწეოდა ჩვენ ამაში, ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს. ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინება არის მცხეთაში მაცხოვრის საუფლო კვართის მობრძანება. ჩვენი ერის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების ჩვენს მიწა-წყალზე ქადაგება, შემდეგ, IV საუკუნეში წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს მობრძანება და ქადაგება, წმინდა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევა, ქართლის მოქცევა, მთელი ჩვენი ერის გაქრისტიანება, სვეტიცხოველთან და მცხეთის ჯვართან დაკავშირებული მოვლენები და სასწაულები, შემდეგ, V საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვება, ასეთი განსაკუთრებული ნიშანი იყო ასევე VI საუკუნეში ღირსი ასურელი მამების ჩამობრძანება და ჩვენს ქვეყანაში მონაზვნობის და სამონასტრო ცხოვრების გავრცელება და დაფუძნება, შემდეგ ბაგრატიონთა დინასტიის დაარსება, და ა.შ. მაგრამ ამ ჩამოთვლილი მოვლენებიდან, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და დავანება მცხეთაში, ამ წმინდა ტაძარში.

თქვენ იცით, ეკლესიის მამების სწავლებით, რომ საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომავალი ერთობისა. იმ ერთობისა, რომლის დარღვევაც არ ძალუძს კვართის მფლობელს. წმინდა მამები წერდნენ, რომ ქრისტეს შესამოსელი ვერ ექნება იმას, ვინც განყოფს და არღვევს ქრისტეს ეკლესიას. ამ ერთობაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტე, როდესაც ბრძანებს: „მე და მამა ერთ ვართ“, ასევე, როდესაც ლოცვით მიმართავს მამაზეციერს. თქვენ გახსოვთ, სამეუფოო ლოცვაში იგი ლოცულობს ყოველი მორწმუნისთვის და ასეთ სიტყვებს ამბობს: მამაო, ის დიდება, რომელიც შენ მე მომეცი, მე მათ მივეცი, რომ ისინიც ერთ იყვნენ, როგორც მე და შენ ერთნი ვართ. ამრიგად, აი, საუფლო კვართი გახლავთ ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო და, შესაბამისად, უფალ იესო ქრისტეს სიმბოლოც, როგორც მის მიერ დაარსებული ეკლესიის თავისა. ეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა - ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან, ჩვენი ერისთვის ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება, კვართის მცველობა გულისხმობს თავდადებას და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობისა და სიწმინდის შენარჩუნებისთვის. ამიტომაც შემოინახეს მათ ასე უმწიკვლოდ და წმინდად მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენამდე. ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე და მოგახსენეთ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა ძალამ გადაგვარჩინა ჩვენ, რამ მოგვიყვანა აქამდე.

ამაზე შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). ის წერდა, რომ ქართველი ერი ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, ეკლიანი გვირგვინი დაიდგა, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება არავის შეარყევინა და ნათელი ბნელით არავის შეაცვლევინა. მხოლოდ ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება. აი, ეს არის წმინდა ილია მართლის სიტყვები. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც, ღვთის მადლით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით, ჩვენი ერი წმინდად ინახავს მართლმადიდებელ სარწმუნოებას. გვწამს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც, თუ ჩვენ ამ ღვთივდადგენილი გზით ვივლით, თუ ვეცდებით, რომ აღმოვფხვრათ ის ცოდვები, რომლებიც მიუღებელია ღვთისთვის, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გამრავლებას, განვითარებას, სულიერ აღმავლობას, მაშინ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო, ამიერიდანაც არ დაგვტოვებს, ჩვენთან იქნება, შეგვეწევა და გაგვაძლიერებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ინებოს უფალმა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და ლოცვით, წმინდა საუფლო კვართის მადლითა და ძალით გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ”,-აღნიშნა მეუფე შიომ.