მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიშტიანუ რონალდუს ირანი 99 როზგით ემუქრება - მსოფლიო ვარსკვლავს კანონის დარღვევას ედავებიან, რადგან ის ირანელ მხატვარ ქალს გადაეხვია
კრიშტიანუ რონალდუს ირანი 99 როზგით ემუქრება - მსოფლიო ვარსკვლავს კანონის დარღვევას ედავებიან, რადგან ის ირანელ მხატვარ ქალს გადაეხვია

კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს "მრუ­შო­ბის ბრალ­დე­ბის­თვის", 99-ჯერ გა­როზგ­ვა ემუქ­რე­ბა. ფეხ­ბურ­თე­ლის სას­ჯე­ლი მას შემ­დეგ გა­და­წყდა, რაც ის ირან­ში ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას ქალს ჩა­ე­ხუ­ტა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვეყ­ნის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

ირა­ნუ­ლი მე­დი­ის, Mundo Deportivo-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში ად­ვო­კატ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა "ალ-ნას­რის" ვარ­სკვლა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა. რო­ნალ­დუ ირა­ნის დე­და­ქა­ლაქს, თე­ი­რანს სა­ფეხ­ბურ­თო გუნდთან ერ­თად სექ­ტემ­ბერ­ში ეწ­ვია, რათა აზი­ის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მატჩში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იქ ყოფ­ნი­სას პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ირა­ნელ მხატ­ვარს, ფა­ტი­მა ჰა­მიმს შეხ­ვდა, რო­მელ­საც სურ­და, რო­ნალ­დუს­თვის თა­ვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი ეჩუ­ქე­ბი­ნა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, რო­ნალ­დუმ მხატ­ვარს ლო­ყა­ზე აკო­ცა და ავ­ტოგ­რა­ფი­ა­ნი მა­ი­სუ­რი აჩუ­ქა, შემ­დეგ კი მას­თან ჩა­ხუ­ტე­ბულ­მა ფო­ტოც გა­და­ი­ღო. სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელს მოჰ­ყვა ირა­ნე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბის აღ­შფო­თე­ბა.

  • ირა­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ლის შე­ხე­ბა მრუ­შო­ბის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰა­მი­მი 85%-ით პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და ფეხ­ბურ­თე­ლის უდი­დე­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

ირა­ნის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მამ სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და რო­ნალ­დუს ირან­ში მომ­დევ­ნო ვი­ზი­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მას 99 როზ­გი ელის. თუმ­ცა, რო­გორც Marca იტყო­ბი­ნე­ბა, მო­სა­მარ­თლემ შე­საძ­ლოა, აპა­ტი­ოს მას სას­ჯე­ლი, თუ "საქ­ცი­ე­ლი არ არის დას­ჯა­დი, ან რო­ნალ­დუ სი­ნა­ნულს გა­მო­ხა­ტავს".

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Blind pew
0

როლანდის არაფერი არ ემუქრება, იმ ქალზე მაგის იყრიან ჯავრს

 

Harry
0

ბარემ 100-მდე დაამრგვალეთ!ჰაჰაჰაჰაააა

ავტორი:

კრიშტიანუ რონალდუს ირანი 99 როზგით ემუქრება - მსოფლიო ვარსკვლავს კანონის დარღვევას ედავებიან, რადგან ის ირანელ მხატვარ ქალს გადაეხვია

კრიშტიანუ რონალდუს ირანი 99 როზგით ემუქრება - მსოფლიო ვარსკვლავს კანონის დარღვევას ედავებიან, რადგან ის ირანელ მხატვარ ქალს გადაეხვია

კრიშტიანუ რონალდუს "მრუშობის ბრალდებისთვის", 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. ფეხბურთელის სასჯელი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ის ირანში ფოტოს გადაღებისას ქალს ჩაეხუტა. ინფორმაციას ქვეყნის მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ირანული მედიის, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ქვეყანაში ადვოკატთა დიდმა ნაწილმა "ალ-ნასრის" ვარსკვლავის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. რონალდუ ირანის დედაქალაქს, თეირანს საფეხბურთო გუნდთან ერთად სექტემბერში ეწვია, რათა აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიეღო მონაწილეობა. იქ ყოფნისას პორტუგალიელი ფეხბურთელი ირანელ მხატვარს, ფატიმა ჰამიმს შეხვდა, რომელსაც სურდა, რონალდუსთვის თავისი ნამუშევარი ეჩუქებინა. როგორც ამბობენ, რონალდუმ მხატვარს ლოყაზე აკოცა და ავტოგრაფიანი მაისური აჩუქა, შემდეგ კი მასთან ჩახუტებულმა ფოტოც გადაიღო. სწორედ ამ უკანასკნელს მოჰყვა ირანელი ადვოკატების აღშფოთება.

  • ირანის კანონმდებლობის მიხედვით, ქალის შეხება მრუშობის ექვივალენტია.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ჰამიმი 85%-ით პარალიზებულია და ფეხბურთელის უდიდესი გულშემატკივარია.

ირანის მართლმსაჯულების სისტემამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და რონალდუს ირანში მომდევნო ვიზიტის შემთხვევაში, მას 99 როზგი ელის. თუმცა, როგორც Marca იტყობინება, მოსამართლემ შესაძლოა, აპატიოს მას სასჯელი, თუ "საქციელი არ არის დასჯადი, ან რონალდუ სინანულს გამოხატავს".

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა