სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაფრთხილება მედიას თუ პირადი ანგარიშსწორება? - რას აჩვენებს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე
გაფრთხილება მედიას თუ პირადი ანგარიშსწორება? - რას აჩვენებს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე

2022 წლის ივ­ნის­ში, ევ­რო­კო­მი­სი­ამ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს მის­ცა 12 პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცია, რომ­ლის მე-7 პუნ­ქტი თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მე­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ეფექ­ტი­ან გა­მო­ძი­ე­ბას შე­ე­ხე­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ეს პუნ­ქტი შემ­დეგს გუ­ლის­ხმობს: "უფრო ძლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვა უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი, პლუ­რა­ლის­ტუ­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ა­გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­სათ­ვის, რომ მე­დი­ის მფლო­ბელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს უმაღ­ლეს იუ­რი­დი­ულ სტან­დარ­ტებს და ჩა­ტარ­დეს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ეფექ­ტი­ა­ნი და დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მე­დი­ის სხვა მუ­შაკ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მუ­ქა­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე“.

ევ­რო­კო­მი­სია ჩვენ­გან მო­ე­ლის, რომ "მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა უმაღ­ლეს სა­მარ­თლებ­რივ სტან­დარ­ტებს უპა­სუ­ხებს“ და "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეფექ­ტი­ა­ნად და დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ებს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ებს“.

პა­სუ­ხობს თუ არა ამ პუნ­ქტის მო­თხოვ­ნას და რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნი იყო გა­მო­ძი­ე­ბა "ფორ­მუ­ლას“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის - მიშა მშვილ­და­ძის ცე­მის ფაქ­ტზე, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ვი­ნა­ი­დან ამ საქ­მის ირ­გვლივ უამ­რა­ვი კი­თხვის ნი­შა­ნი და­ის­ვა.

12 სექ­ტემ­ბერს, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მოკ­ვე­თა და საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლოს გა­და­უგ­ზავ­ნა. არა­და, და­ზა­რე­ლე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას­ზე თავ­დას­ხმა კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო და მას­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის თქმით, "ჩა­ნა­წე­რე­ბის, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბის, მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვი­სა და სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი სა­ი­დუმ­ლო და არა­სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი­თა და მა­სა­ლე­ბით სხვა პი­რის/პირ­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბა ვერ დად­გინ­და“.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ ნი­კო­ლოზ გუ­გე­შაშ­ვილს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა და ის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას წლის ბო­ლომ­დე და­ტო­ვებს. და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს ეჭვი აქვს გა­მო­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ში და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში გეგ­მავს.

ნი­კო­ლოზ გუ­გე­შაშ­ვი­ლი

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 27 ივ­ნისს "ფორ­მუ­ლას“ ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და ტე­ლე­წამ­ყვან მიშა მშვილ­და­ძეს უც­ნო­ბი პირი და­ეს­ხა თავს და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. მშვილ­და­ძის თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით მომ­დევ­ნო დღეს ნი­კო­ლოზ გუ­გე­შაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბულ­მა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერ­და, რომ მიშა მშვილ­და­ძე მან სცე­მა, მო­ტი­ვად კი მის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს ასა­ხე­ლებ­და. თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რად მო­ტივს გა­მო­რი­ცხავს და მას­ზე თავ­დას­ხმას წი­ნას­წარ დად­გმულ­სა და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულს უწო­დებს.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლოს კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბას თავ­და­პირ­ვე­ლად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ხოლო შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი აწარ­მო­ებ­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით (რო­მელ­მაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და რე­პორ­ტა­ჟე­ბის ციკ­ლიც მო­ამ­ზა­და), მშვილ­და­ძე­ზე თავ­დას­ხმის ფი­გუ­რან­ტი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე იყო - ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ მო­პო­ვე­ბულ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წერ­ში ჩან­და, რომ იგი მიჰ­ყვე­ბა "დე­ლი­სი­დან“ გა­მო­სულ მიშა მშვილ­და­ძეს, ეს­წრე­ბა თავ­დას­ხმის პრო­ცესს და ბო­ლოს კი, მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად ტო­ვებს ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირს. ტე­ლე­კომ­პა­ნია, წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, აცხა­დებ­და, რომ სუს-ის თა­ნამ­შრო­მე­ლია თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე კი­დევ ერთი პირი, რო­მე­ლიც კად­რებ­შიც ჩანს, გი­ორ­გი მუმ­ლა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ასე­ვე, "ფორ­მუ­ლას“ თქმით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის დე­პარ­ტა­მენტს ეკუთ­ვნის თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე სა­მი­ვე მან­ქა­ნა. "ფორ­მუ­ლა“ ითხოვ­და, რომ საქ­მე გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი თავ­დას­ხმის მუხ­ლით, რო­მე­ლიც სუს-ის მიერ იქნა და­გეგ­მი­ლი.

რო­გორც მშვილ­და­ძის ად­ვო­კა­ტი ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, "მშვილ­და­ძის მი­მართ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა მხო­ლოდ ნი­კო­ლოზ გუ­გე­შაშ­ვი­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მის­ცა და სხვა ჩარ­თუ­ლო­ბას ამ და­ნა­შა­ულ­ში ვერ ხე­დავს".

ად­ვო­კა­ტი საქ­მის ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ყო­ფას და ყვე­ლა იმ ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ითხოვს, რაც უკავ­შირ­დე­ბა მი­ხე­ილ მშვილ­და­ძის თავ­დას­ხმა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბულ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მისი თქმით, მშვილ­და­ძის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა უწყე­ბამ შე­დე­გის დად­გო­მის გა­რე­შე და­ას­რუ­ლა, საქ­მე ისე და­ი­ხუ­რა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის არ უჩ­ვე­ნე­ბი­ათ საქ­მის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კად­რე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, გა­მო­ძი­ე­ბამ არ გა­მო­ი­ყე­ნა ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­დი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად მო­ი­პო­ვა. თა­ვად მშვილ­და­ძის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს შერ­ჩე­ვი­თად მო­ი­პო­ვებ­დნენ, რის გა­მოც გა­მო­ძი­ე­ბა სა­თა­ნა­დოდ არ წა­რი­მარ­თა.

ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვი­ლი

და­ვინ­ტე­რეს­დით, იმ პი­რე­ბი­დან, ვი­საც ასა­ხე­ლებ­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, ვინ­მე თუ გა­მო­ი­კი­თხა გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში.

"იმ სა­მი­დან მუმ­ლა­ძეა მხო­ლოდ გა­მო­კი­თხუ­ლი და ჩვე­ნე­ბა სა­ი­დუმ­ლოდ არის მიჩ­ნე­უ­ლი, ანუ ში­ნა­არ­სი არ გაგ­ვაც­ნეს, არ ვი­ცით, რა თქვა", - გვე­უბ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტი ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვი­ლი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მი­ხე­ილ მშვილ­და­ძე­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში წავა. ამის მი­ზე­ზად მშვილ­და­ძე ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მი­კერ­ძო­ე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ასა­ხე­ლებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­მო­ძი­ე­ბამ საქ­მე სა­სა­მარ­თლოს ისე გა­უგ­ზავ­ნა, რომ დამ­ნა­შა­ვე­თა წრის დად­გე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

"გა­მო­ძი­ე­ბამ ჩემ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მის სა­სა­მარ­თლოს­თვის გა­დას­ცე­მა გა­და­წყვი­ტა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­და - დას­რულ­და ისე, რომ ვერ და­ად­გი­ნა თავ­დამ­სხმე­ლე­ბით წრე­ებ­ზე მოძ­რა­ვი ორი BMW-ს ნომ­რე­ბი, მას­ში მჯდო­მი მძღო­ლე­ბი და პი­რე­ბი, არ და­უდ­გე­ნია ოთხი თავ­დამ­სხმე­ლი­დან ერთ-ერ­თის ვი­ნა­ო­ბა, რაც აძ­ლი­ე­რებს ეჭ­ვებს, რომ ეგ სათ­ვა­ლი­ან-ქუ­დი­ა­ნიც ან სუს-ელია, ან პო­ლი­ცი­ე­ლი და ეს ორი BMW-ც რომ პო­ლი­ცი­ის, ან სუს-ის ოპე­რა­ტი­უ­ლი მან­ქა­ნე­ბია, მა­გა­ზეც ეჭ­ვიც აღარ დარ­ჩა, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც შსს-მ 112 ის კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას არას­რუ­ლად მი­ა­წო­და.

ასე­ვე, არ ამო­უ­ღი­ათ სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რო­გორ ლა­პა­რა­კო­ბენ ტე­ლე­ფონ­ზე ეს თავ­დამ­სხმე­ლი გუ­გე­შაშ­ვი­ლი, სუს-ელი გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო ფი­გუ­რან­ტი, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა­ზე სა­უ­ბა­რიც აღა­რაა - ცალ­კე მი­ა­მი­ტო­ბის პი­კია სუს-ის იდი­ო­ტუ­რი გა­მარ­თლე­ბა, სხვა პირს ვუთ­ვალ­თვა­ლებ­დი­თო... მოკ­ლედ, ამ საქ­მეს მე და ჩემი ად­ვო­კა­ტი წა­ვი­ღებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­შიც და იქ და­ვამ­ტკი­ცებთ ყვე­ლა­ფერს. ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა, სუს-ი და პო­ლი­ცია რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე თავ­დას­ხმებს აორ­გა­ნი­ზებ­დეს - ამ პრაქ­ტი­კას ამოვ­ძირ­კვავ“, - აცხა­დებს მშვილ­და­ძე.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე ობი­ექ­ტუ­რად რომ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი­ყო, დამ­ნა­შა­ვე­თა წრე გა­იზ­რდე­ბო­და და ბო­ლოს პო­ლი­ტი­კო­სე­ბამ­დე მი­ვი­დოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც დრო­დად­რო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის არ­სობ­რივ გან­ხილ­ვა­ში შე­დი­ოდ­ნენ.

"რაც დრო გა­დი­ო­და, სულ უფრო გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა იყო სი­მარ­თლის დად­გე­ნის მო­ლო­დი­ნი. რო­მე­ლი კად­რე­ბიც მთა­ვა­რი იყო, შსს-ს კა­მე­რე­ბი­დან გა­მო­ძი­ე­ბას ისი­ნი არ ამო­უ­ღია, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ მოხ­და, მაგ­რამ ვი­სიც მოხ­და, სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. ჩემ­ზე თავ­დას­ხმა სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მა­გა­ლი­თია, ვი­ნა­ი­დან არა მარ­ტო თავ­დას­ხმა იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, არა­მედ სხვა­დას­ხვა ეტა­პებ­ზე კვა­ლის და­ფარ­ვაც. ამ უსა­მარ­თლო­ბას არ შე­ვე­გუ­ე­ბი, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით, ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამოვ­წუ­რავ ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ას და შემ­დეგ მივ­მარ­თავ სტრას­ბურგს. ვიცი, რომ ამ საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბა უნდა დად­გეს, ეს პრაქ­ტი­კა - მუ­ქა­რა, შან­ტა­ჟი, ძა­ლა­დო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად არ უნდა დარ­ჩეს და პი­რო­ბას ვდებ, რომ თი­თო­უ­ლი მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­საც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ ხელი და­ა­ფა­რა, და­ის­ჯე­ბა. არა­ვის ეგო­ნოს, რა­მეს გა­და­ურ­ჩეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლამ­დე მოვა სა­მარ­თა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ურ­მით და­დი­სო, ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ ეს ურ­მით მო­სუ­ლი სა­მარ­თა­ლიც გვი­ნა­ხავს“, - ამ­ბობს მიშა მშვილ­და­ძე.

"ფორ­მუ­ლას“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის საქ­მე­ზე თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა აქვს მე­დი­ა­ექ­სპერტ ლაშა ტუ­ღუშს, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლია არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის, არა­მედ მთე­ლი მე­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ცუდ რე­ზო­ნანსს იწ­ვევს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე მის გა­რეთ.

ლაშა ტუ­ღუ­ში

"მიშა მშვილ­და­ძის საქ­მე ჩვე­ნი მე­დი­ის­თვის ძა­ლი­ან ცუდი ის­ტო­რი­აა იმი­ტომ, რომ აშ­კა­რაა, ის მი­მარ­თუ­ლი იყო რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის, ასე­ვე, მთე­ლი მე­დი­ის, რო­გორც ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ. რა თქმა უნდა, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ძა­ლი­ან ცუდ რე­ზო­ნანსს იწ­ვევს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე მის გა­რეთ. შე­სა­ბა­მი­სად, კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ ნე­ბის­მი­ე­რი მსგავ­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი ურტყამს რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს, ასე­ვე სა­გა­რეო ინ­ტე­რე­სებ­საც, ვი­ნა­ი­დან ასე­თი ფაქ­ტე­ბი შემ­დგომ­ში ხვდე­ბა ან­გა­რი­შებ­ში და ისი­ნი ფას­დე­ბა ქვეყ­ნის მზა­ო­ბის, თუ გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ტექ­სტში. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ის­ტო­რია ძალ­ზე და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია და ცუ­დია ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ პირ­ველ რიგ­ში, და­ზი­ან­და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი - როცა ფი­ზი­კუ­რად ეხე­ბი, უს­წორ­დე­ბი, ეს ასე ვთქვათ, მძი­მეა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­გო­რი ძლი­ე­რიც არ უნდა იყოს ის. ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და მას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. გა­მო­ძი­ე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, მსგავს ის­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბებს არ ვუ­ყუ­რებთ პო­ზი­ტი­უ­რად იმი­ტომ, რომ არ არის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ის შე­დე­გე­ბი, რომ­ლებ­საც ვნა­ხუ­ლობთ - ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ან და­ფა­რუ­ლია, ან კარ­გად არ ჩანს, ვი­ღაც დამ­კვეთს და შემ­სრუ­ლე­ბელს ხელს აფა­რებს და სხვა. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, რა თქმა უნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბევ­რი კი­თხვე­ბი აქვს და ამ კი­თხვებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხე­ბი ვერ მი­ვი­ღეთ.“

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
5

მედია რა შუაშია? აბა მედია? აბა ჟურნალისტიკა? დაქირავებული მასხარა ცემეს! ძალადობას ვემიჯნები და მიუღებელია ერთმნიშვნელოვნად. 

მამუკა
6

რატო ნორმალური ხალხის მიმართ არ აქვთ აგრესია? ადამიანი ყველას შეურაცჰყოფს და მერე უკვირთ რატო სცემესო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

გაფრთხილება მედიას თუ პირადი ანგარიშსწორება? - რას აჩვენებს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე

გაფრთხილება მედიას თუ პირადი ანგარიშსწორება? - რას აჩვენებს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე

2022 წლის ივნისში, ევროკომისიამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოს მისცა 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია, რომლის მე-7 პუნქტი თავისუფალ მედიას, ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიან გამოძიებას შეეხება. უფრო კონკრეტულად, ეს პუნქტი შემდეგს გულისხმობს: "უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე“.

ევროკომისია ჩვენგან მოელის, რომ "მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ სამართალწარმოება უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს უპასუხებს“ და "ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს“.

პასუხობს თუ არა ამ პუნქტის მოთხოვნას და რამდენად ეფექტიანი იყო გამოძიება "ფორმულას“ თანადამფუძნებლის - მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე, ძნელი სათქმელია, ვინაიდან ამ საქმის ირგვლივ უამრავი კითხვის ნიშანი დაისვა.

12 სექტემბერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალეულობა გამოკვეთა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაუგზავნა. არადა, დაზარელებულის განცხადებით, მასზე თავდასხმა კარგად ორგანიზებული იყო და მასში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა გამოძიების თქმით, "ჩანაწერების, ექსპერტიზის დასკვნების, მოწმეთა გამოკითხვისა და საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტებითა და მასალებით სხვა პირის/პირთა ბრალეულობა ვერ დადგინდა“.

რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია "ფორმულას“ თანადამფუძნებელზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას წლის ბოლომდე დატოვებს. დაზარალებულ მხარეს ეჭვი აქვს გამოძიების ობიექტურობაში და ბრძოლის გაგრძელებას ევროსასამართლოში გეგმავს.

ნიკოლოზ გუგეშაშვილი

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს "ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მშვილდაძის თავდასხმის საქმეზე ძალადობის ბრალდებით მომდევნო დღეს ნიკოლოზ გუგეშაშვილი დააკავეს. ბრალდებულმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ მიშა მშვილდაძე მან სცემა, მოტივად კი მის საჯარო განცხადებებსა და შეხედულებებს ასახელებდა. თავად დაზარალებული პირად მოტივს გამორიცხავს და მასზე თავდასხმას წინასწარ დადგმულსა და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ორგანიზებულს უწოდებს.

ტელეწამყვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიებას თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებდა.

ტელეკომპანია "ფორმულას“ ინფორმაციით (რომელმაც დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და რეპორტაჟების ციკლიც მოამზადა), მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძე იყო - ტელეკომპანიის მიერ მოპოვებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანდა, რომ იგი მიჰყვება "დელისიდან“ გამოსულ მიშა მშვილდაძეს, ესწრება თავდასხმის პროცესს და ბოლოს კი, მეწყვილესთან ერთად ტოვებს ვაჟა-ფშაველას გამზირს. ტელეკომპანია, წყაროზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ სუს-ის თანამშრომელია თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთი პირი, რომელიც კადრებშიც ჩანს, გიორგი მუმლაძესთან ერთად გადაადგილდებოდა. ასევე, "ფორმულას“ თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის თავდასხმაში მონაწილე სამივე მანქანა. "ფორმულა“ ითხოვდა, რომ საქმე გადაკვალიფიცირებულიყო ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმის მუხლით, რომელიც სუს-ის მიერ იქნა დაგეგმილი.

როგორც მშვილდაძის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, "მშვილდაძის მიმართ ჩადენილ დანაშაულს პროკურატურამ და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ ნიკოლოზ გუგეშაშვილის მხრიდან ძალადობის სამართლებრივი შეფასება მისცა და სხვა ჩართულობას ამ დანაშაულში ვერ ხედავს".

ადვოკატი საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას და ყველა იმ ვერსიაზე მუშაობის გაგრძელებას ითხოვს, რაც უკავშირდება მიხეილ მშვილდაძის თავდასხმაში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ორგანიზებულ მონაწილეობას.

მისი თქმით, მშვილდაძის საქმის გამოძიება უწყებამ შედეგის დადგომის გარეშე დაასრულა, საქმე ისე დაიხურა, რომ დაზარალებულისთვის არ უჩვენებიათ საქმისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი კადრები. ამასთანავე, გამოძიებამ არ გამოიყენა ის მტკიცებულებები, რომლებიც მედიამ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოიპოვა. თავად მშვილდაძის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები მტკიცებულებებს შერჩევითად მოიპოვებდნენ, რის გამოც გამოძიება სათანადოდ არ წარიმართა.

ედუარდ მარიკაშვილი

დავინტერესდით, იმ პირებიდან, ვისაც ასახელებდა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტური გამოძიება, ვინმე თუ გამოიკითხა გამოძიების ფარგლებში.

"იმ სამიდან მუმლაძეა მხოლოდ გამოკითხული და ჩვენება საიდუმლოდ არის მიჩნეული, ანუ შინაარსი არ გაგვაცნეს, არ ვიცით, რა თქვა", - გვეუბნება ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

როგორც ირკვევა, მიხეილ მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა. ამის მიზეზად მშვილდაძე ქართული მართლმსაჯულების მიკერძოებულ გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც გამოძიებამ საქმე სასამართლოს ისე გაუგზავნა, რომ დამნაშავეთა წრის დადგენა ვერ მოხერხდა.

"გამოძიებამ ჩემზე თავდასხმის საქმის სასამართლოსთვის გადასცემა გადაწყვიტა, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დასრულდა - დასრულდა ისე, რომ ვერ დაადგინა თავდამსხმელებით წრეებზე მოძრავი ორი BMW-ს ნომრები, მასში მჯდომი მძღოლები და პირები, არ დაუდგენია ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთის ვინაობა, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ეგ სათვალიან-ქუდიანიც ან სუს-ელია, ან პოლიციელი და ეს ორი BMW-ც რომ პოლიციის, ან სუს-ის ოპერატიული მანქანებია, მაგაზეც ეჭვიც აღარ დარჩა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შსს-მ 112 ის კამერების ჩანაწერები გამოძიებას არასრულად მიაწოდა.

ასევე, არ ამოუღიათ სატელეფონო ანძების ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ტელეფონზე ეს თავდამსხმელი გუგეშაშვილი, სუს-ელი გიორგი მუმლაძე და კიდევ რამდენიმე საეჭვო ფიგურანტი, რომელთა ვინაობის დადგენაზე საუბარიც აღარაა - ცალკე მიამიტობის პიკია სუს-ის იდიოტური გამართლება, სხვა პირს ვუთვალთვალებდითო... მოკლედ, ამ საქმეს მე და ჩემი ადვოკატი წავიღებთ საერთაშორისო სასამართლოშიც და იქ დავამტკიცებთ ყველაფერს. ყველა დამნაშავე დაისჯება, სუს-ი და პოლიცია რომ მოქალაქეებზე თავდასხმებს აორგანიზებდეს - ამ პრაქტიკას ამოვძირკვავ“, - აცხადებს მშვილდაძე.

მისივე თქმით, საქმე ობიექტურად რომ გამოძიებულიყო, დამნაშავეთა წრე გაიზრდებოდა და ბოლოს პოლიტიკოსებამდე მივიდოდნენ, რომლებიც დროდადრო სისხლის სამართლის საქმის არსობრივ განხილვაში შედიოდნენ.

"რაც დრო გადიოდა, სულ უფრო გულუბრყვილობა იყო სიმართლის დადგენის მოლოდინი. რომელი კადრებიც მთავარი იყო, შსს-ს კამერებიდან გამოძიებას ისინი არ ამოუღია, რამდენიმე ადამიანის იდენტიფიცირება ვერ მოხდა, მაგრამ ვისიც მოხდა, სუს-ის თანამშრომლები არიან. ჩემზე თავდასხმა სისტემური დანაშაულის მაგალითია, ვინაიდან არა მარტო თავდასხმა იყო ორგანიზებული, არამედ სხვადასხვა ეტაპებზე კვალის დაფარვაც. ამ უსამართლობას არ შევეგუები, ბოლომდე ვიბრძოლებ ყველა სამართლებრივი გზით, ჯერ საქართველოში ამოვწურავ ყველა ინსტანციას და შემდეგ მივმართავ სტრასბურგს. ვიცი, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება უნდა დადგეს, ეს პრაქტიკა - მუქარა, შანტაჟი, ძალადობა ჩვეულებრივ ამბად არ უნდა დარჩეს და პირობას ვდებ, რომ თითოული მონაწილე, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ“ და მართლმსაჯულებამ ხელი დააფარა, დაისჯება. არავის ეგონოს, რამეს გადაურჩეს, აბსოლუტურად, ყველამდე მოვა სამართალი, რომელიც საქართველოში ურმით დადისო, ამბობენ, მაგრამ ეს ურმით მოსული სამართალიც გვინახავს“, - ამბობს მიშა მშვილდაძე.

"ფორმულას“ თანადამფუძნებლის საქმეზე თავისი მოსაზრება აქვს მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი მედიის წინააღმდეგ და მსგავსი ფაქტები ცუდ რეზონანსს იწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

ლაშა ტუღუში

"მიშა მშვილდაძის საქმე ჩვენი მედიისთვის ძალიან ცუდი ისტორიაა იმიტომ, რომ აშკარაა, ის მიმართული იყო როგორც კონკრეტული ადამიანის, ასევე, მთელი მედიის, როგორც ერთიანი სისტემის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები ძალიან ცუდ რეზონანსს იწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. შესაბამისად, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ნებისმიერი მსგავსი მოქმედებები ურტყამს როგორც განვითარების პროცესს, ასევე საგარეო ინტერესებსაც, ვინაიდან ასეთი ფაქტები შემდგომში ხვდება ანგარიშებში და ისინი ფასდება ქვეყნის მზაობის, თუ განვითარების კონტექსტში. ბუნებრივია, ეს ისტორია ძალზე დამაზიანებელია და ცუდია ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ პირველ რიგში, დაზიანდა კონკრეტული ადამიანი - როცა ფიზიკურად ეხები, უსწორდები, ეს ასე ვთქვათ, მძიმეა იმ ადამიანისთვის, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის. ბუნებრივია, ძალადობა მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. გამოძიებას რაც შეეხება, სამწუხაროდ, მსგავს ისტორიებთან დაკავშირებით გამოძიებებს არ ვუყურებთ პოზიტიურად იმიტომ, რომ არ არის დამაჯერებელი ის შედეგები, რომლებსაც ვნახულობთ - ორგანიზატორი ან დაფარულია, ან კარგად არ ჩანს, ვიღაც დამკვეთს და შემსრულებელს ხელს აფარებს და სხვა. ასეთ სიტუაციებში, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ბევრი კითხვები აქვს და ამ კითხვებზე ჯერჯერობით პასუხები ვერ მივიღეთ.“