პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამ ომი არაერთხელ გადაიტანა... ამ სიმღერით ჩემი სათქმელი ვთქვი" - ლიზი გოზალიშვილის შთამბეჭდავი და ემოციური გამოსვლა გერმანულ Voice-ში და აღფრთოვანებული ჟიური
"მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამ ომი არაერთხელ გადაიტანა... ამ სიმღერით ჩემი სათქმელი ვთქვი" - ლიზი გოზალიშვილის შთამბეჭდავი და ემოციური გამოსვლა გერმანულ Voice-ში და აღფრთოვანებული ჟიური

ქარ­თვე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სებ­ში გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად თავი მუ­სი­კოს­მა ლიზი გო­ზა­ლიშ­ვილ­მა გა­მო­ი­ჩი­ნა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და სწავ­ლობს. ის სულ ოც­ნე­ბობ­და გერ­მა­ნულ Voice-ში მოხ­ვედ­რა­ზე და ეს ოც­ნე­ბაც აის­რუ­ლა. ლი­ზიმ ერთ-ერთი რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სიმ­ღე­რა michael jackson-ის earth song იმ­ღე­რა და მი­სი­ას თავი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თა. შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ოვა­ცი­ე­ბი და ტაში არ და­ი­შუ­რა რო­გორც ჟი­უ­რიმ, ისე დარ­ბაზ­ში მყოფ­მა აუ­დი­ტო­რი­ამ.

ქარ­თვე­ლის ნამ­ღერს ჟი­უ­რის ყვე­ლა წევ­რი ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა.

"მე ვარ ლიზი, 19 წლის, სა­ქარ­თვე­ლო­დან. ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობ ჰა­ი­დელ­ბერ­გში. გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­ვე­დი. ჩემი აქ მოხ­ვედ­რა დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო." - უთხრა ჟი­უ­რის ლი­ზიმ წარ­დგე­ნი­სას.

"ასე­თი კონ­ტრო­ლის ქონა ამ სიმ­ღე­რა­ზე, ისე რომ შენს სა­კუ­თარ სიმ­ღე­რად აქ­ციო, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლამ იცის ეს სიმ­ღე­რა, მაგ­რამ აქამ­დე არა­სო­დეს მი­ნა­ხავს ვინ­მეს თა­ვი­სად ექ­ცია ისე კარ­გად, რო­გორც შენ", - ამ სი­ტყვე­ბით შე­ა­ფა­სეს ლი­ზის გა­მოს­ვლა ჟი­უ­რის წევ­რებ­მა. ერთ-ერ­თმა კი მასთნ ერ­თად earth song დუ­ეტ­ში შე­ას­რუ­ლა.

  • ბო­ლოს ჟი­უ­რიმ იკი­თხა, რა­ტომ შე­არ­ჩია ლი­ზიმ მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს სიმ­ღე­რა, რა­ზეც ქარ­თველ­მა კონ­კურ­სან­ტმა უპა­სუ­ხა: "სიმ­ღე­რა ისეთ თე­მას ეხე­ბა, რაც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მსოფ­ლი­ო­ში დღეს ისევ ომია. მე სა­ქარ­თვე­ლო­დან ვარ, ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ არა­ერ­თხელ გა­და­ი­ტა­ნა ომი. მინ­დო­და ამ სიმ­ღე­რით მეთ­ქვა ის, რა­საც ვფიქ­რობ.

შთამ­ბეჭ­დავ გა­მოს­ვლას ლიზი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"სცე­ნა­ზე გას­ვლამ­დე ალ­ბათ ყვე­ლა­ფერს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მაგ­რამ ატი­რე­ბულ მწვრთნელს და სპონ­ტა­ნურ დუ­ეტს - ნამ­დვი­ლად ვერ. ესეც ჩემი გა­მოს­ვლა გერ­მა­ნუ­ლი ვო­ი­სის ბრმა ქას­თინგზე" - წერს კონ­კურ­სან­ტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­ზის არა­ერთ მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იგი სა­ავ­ტო­რო მუ­სი­კას წერს და მისი სიმ­ღე­რე­ბი მე­ლო­დი­უ­რი, სა­ხა­სი­ა­თო ხმით და ჰარ­მო­ნი­უ­ლი ჟღე­რა­დო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natela kutivadze
1

უნიჭიერესი და გონიერი...! თან ომის თემატიკა და უკრაინის დროშის ფერებით .... ბრავო ლიზი <3

მარინა
0

უიშვიათესი შესრულება.წარმატებები თუმცა უკვე ძალიან დიდი გამარჯვება მოიპოვე ,...აბა ბაბი კირკიტაძესაც და ბენდს მოუსმინეთ.მიაქციეთყურადღება ხალხო ასეთ ნიჭიერებს და ნუ აპეტიშებთ ბაბიებს და ბევრ მათგანს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამ ომი არაერთხელ გადაიტანა... ამ სიმღერით ჩემი სათქმელი ვთქვი" - ლიზი გოზალიშვილის შთამბეჭდავი და ემოციური გამოსვლა გერმანულ Voice-ში და აღფრთოვანებული ჟიური

"მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამ ომი არაერთხელ გადაიტანა... ამ სიმღერით ჩემი სათქმელი ვთქვი" - ლიზი გოზალიშვილის შთამბეჭდავი და ემოციური გამოსვლა გერმანულ Voice-ში და აღფრთოვანებული ჟიური

ქართველების წარმატებული გამოსვლები მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსებში გრძელდება. ამჯერად თავი მუსიკოსმა ლიზი გოზალიშვილმა გამოიჩინა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და სწავლობს. ის სულ ოცნებობდა გერმანულ Voice-ში მოხვედრაზე და ეს ოცნებაც აისრულა. ლიზიმ ერთ-ერთი რთულად შესასრულებელი სიმღერა michael jackson-ის earth song იმღერა და მისიას თავი შესანიშნავად გაართა. შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ ოვაციები და ტაში არ დაიშურა როგორც ჟიურიმ, ისე დარბაზში მყოფმა აუდიტორიამ.

ქართველის ნამღერს ჟიურის ყველა წევრი ფეხზე წამოუდგა.

"მე ვარ ლიზი, 19 წლის, საქართველოდან. ამჟამად ვცხოვრობ ჰაიდელბერგში. გერმანიაში სასწავლებლად ჩამოვედი. ჩემი აქ მოხვედრა დიდი ხნის ოცნება იყო." - უთხრა ჟიურის ლიზიმ წარდგენისას.

"ასეთი კონტროლის ქონა ამ სიმღერაზე, ისე რომ შენს საკუთარ სიმღერად აქციო, თითქმის შეუძლებელია. ყველამ იცის ეს სიმღერა, მაგრამ აქამდე არასოდეს მინახავს ვინმეს თავისად ექცია ისე კარგად, როგორც შენ", - ამ სიტყვებით შეაფასეს ლიზის გამოსვლა ჟიურის წევრებმა. ერთ-ერთმა კი მასთნ ერთად earth song დუეტში შეასრულა.

  • ბოლოს ჟიურიმ იკითხა, რატომ შეარჩია ლიზიმ მაინცდამაინც ეს სიმღერა, რაზეც ქართველმა კონკურსანტმა უპასუხა: "სიმღერა ისეთ თემას ეხება, რაც ძალიან აქტუალურია, მსოფლიოში დღეს ისევ ომია. მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამ არაერთხელ გადაიტანა ომი. მინდოდა ამ სიმღერით მეთქვა ის, რასაც ვფიქრობ.

შთამბეჭდავ გამოსვლას ლიზი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა:

"სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს - ნამდვილად ვერ. ესეც ჩემი გამოსვლა გერმანული ვოისის ბრმა ქასთინგზე" - წერს კონკურსანტი.

საქართველოში ლიზის არაერთ მუსიკალურ შოუში მიუღია მონაწილეობა. იგი საავტორო მუსიკას წერს და მისი სიმღერები მელოდიური, სახასიათო ხმით და ჰარმონიული ჟღერადობით გამოირჩევა.