პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან გაბრაზებული ვართ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, როცა ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან - ეს მალე უნდა გამოსწორდეს!" - ორბანი
"ძალიან გაბრაზებული ვართ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, როცა ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან - ეს მალე უნდა გამოსწორდეს!" - ორბანი

ძა­ლი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვართ იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ვერ მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, რო­დე­საც ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს, გა­ცი­ლე­ბით ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი არი­ან. ეს მალე უნდა გა­მოს­წორ­დეს! - ამის შე­სა­ხებ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვიქ­ტორ ორ­ბან­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც კან­დი­და­ტის სტა­ტუსს გან­სა­კუთ­რე­ბით იმ­სა­ხუ­რებს.

"უნ­გრე­თი რომ არ გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო იმ პე­რი­ოდ­ში ევ­რო­კავ­შირ­ში, ევ­რო­კავ­შირ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩა­ვარ­დე­ბო­და. უკა­ნას­კნე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­კუთ­ვნოთ, ძი­რი­თა­დად, ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, რაც ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­პულ კავ­შირს სჭირ­დე­ბა ასე­თი დი­ნა­მიზ­მი, ასე­თი ენერ­გია, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სურთ იმუ­შა­ონ, იყ­ვნენ კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი, ვი­საც გა­აჩ­ნია ამ­ბი­ცი­ე­ბი. თუ ევ­რო­პა არ მი­ი­ღებს ასეთ ადა­მი­ა­ნებს, როცა დრო დად­გე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ ევ­რო­კავ­ში­რი ფასს გა­და­იხ­დის ამის­თვის იმით, რომ და­კარ­გავს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას.

ამ კონ­ტექ­სტში სა­ქარ­თვე­ლო გახ­ლავთ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით იმ­სა­ხუ­რებს აღ­ნიშ­ნულ სტა­ტუსს. რა თქმა უნდა, ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია, არის მა­ღა­ლი და მწამს, რომ ევ­რო­კავ­შირს ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს და­უ­კავ­შირ­დეს კავ­კა­სი­ის რე­გი­ონს და სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია და­უ­კავ­შირ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მეშ­ვე­ო­ბით. ძა­ლი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ვართ, იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ვერ მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, რო­დე­საც ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს, გა­ცი­ლე­ბით ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი არი­ან. ჩვენ ევ­რო­კავ­შირ­ში უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ ვხე­დავთ გა­ფარ­თო­ე­ბას რო­გორც პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს თუ რა­საც ვამ­ბობთ, მარ­თა­ლია - ეს დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სია?! დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი თუ არის, ის, რაც მოხ­და, საკ­მა­ოდ უსა­მარ­თლოა. ეს უნდა გა­მოს­წორ­დეს, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე!“ - გა­ნა­ცხა­და ორ­ბან­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
5

საქართველოს ნამდვილო მეგობარო, დაარწმუნეთ ევროკავშირიც და სხვა სტრუქტურებიც, რომ მათ უფრო ჭირდებათ საქართველო, ვიდრე პირიქით.

ჰააა?????
15

ადეიშვილს ეს კაცი არ მფარველობდა??????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ძალიან გაბრაზებული ვართ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, როცა ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან - ეს მალე უნდა გამოსწორდეს!" - ორბანი

"ძალიან გაბრაზებული ვართ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, როცა ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან - ეს მალე უნდა გამოსწორდეს!" - ორბანი

ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვართ იმით, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან. ეს მალე უნდა გამოსწორდეს! - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებით იმსახურებს.

"უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში ევროკავშირში, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩავარდებოდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შეიძლება მივაკუთვნოთ, ძირითადად, ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნია ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როცა დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის იმით, რომ დაკარგავს კონკურენტუნარიანობას.

ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს და საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით. ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებულები ვართ, იმით, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ ვხედავთ გაფართოებას როგორც პოლიტიკურ პროცესს თუ რასაც ვამბობთ, მართალია - ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია?! დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის, რაც მოხდა, საკმაოდ უსამართლოა. ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე!“ - განაცხადა ორბანმა.