"სად წავიდეთ, დარჩა უსაფრთხო ადგილი ჩვენს მხარეში, სადაც მშვიდობაა?" - კითხულობენ რიმალის საცხოვრებელი კორპუსის ბინადრები ისრაელის მხრიდან თავდასხმის შემდეგ. მათთვის აქ გატარებული ბოლო შვიდი საათი ყველაზე მძიმე იყო, რადგან სამხედრო თვითმფრინავებმა დარტყმის კიდევ ერთი სერია განახორციელეს სამხრეთ ისრაელზე, ჰამასის ბოევიკების უპრეცედენტო თავდასხმის საპასუხოდ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იუწყება: "ღაზას საავადმყოფოები მორგებად გადაქცევის რისკის ქვეშ არიან, რადგან ისრაელის მიერ ანკლავის დაბომბვის ფონზე ისინი ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან".
აფეთქებებმა დიდი ზიანი მიაყენა ათობით საცხოვრებელ კორპუსს, სატელეკომუნიკაციო კომპანიის ოფისებს და სტუდენტურ შენობებს ღაზას ისლამურ უნივერსიტეტში.
აფეთქებების სერია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ყველგან ბავშვების ყვირილი ისმოდა, არავის ეძინა. რიმალის უბნის მაცხოვრებლები ამ ღამეს დიდხანს არ დაივიწყებენ. გამთენიისას, თავდასხმების ინტენსივობა შემცირდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ გააცნობიერა ნგრევის მასშტაბები.
ღაზას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე უბნის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა და იქ მისასვლელი გზების უმეტესობა აღარ არსებობს. ადგილზე ყველგან შენობების ნანგრევები, დამტვრეული მინები ყრია, ნგრევის მასშტაბები იმხელაა, რომ რთულია ადგილები იცნო.
"ყველაფერი დავკარგე. ბინა, სადაც ჩემი ხუთი შვილი ცხოვრობდა. ჩემი სასურსათო მაღაზია, რომელიც მდებარეობდა ჩვენი შენობის ქვედა სართულზე, განადგურდა“, - ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი მუჰამედ აბუ ალ-კასი, მას ხელში ქალიშვილი შაჰდი უჭირავს.
"ჩემი სახლი და საწყობი ისრაელის სამხედრო სამიზნეა?" - ამბობს კაცი და ისრაელის სამხედროებს ტყუილში ადანაშაულებს, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ თითქოს არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორშაბათს ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 300 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი-მესამედი მშვიდობიანი მოსახლე იყო.
სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა მჭიდროდ დასახლებულ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში, ღაზას ჩრდილო-აღმოსავლეთით, დღის მეორე ნახევარში.
ჰუმანიტარული კრიზისი
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში კონფლიქტის მსხვერპლი 900 ადამიანია, მათ შორის 260 ბავშვი. დაშავდა 4,5 ათასზე მეტი ადამიანი. ისედაც მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი ამ პაწაწინა ტერიტორიაზე კიდევ უფრო უარესდება.
2,2 მილიონზე მეტი ღაზას მცხოვრები განიცდის საკვების, საწვავის, ელექტროენერგიის და წყლის დეფიციტს მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ სრული ალყის შესახებ ბრძანება გასცა.
ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 150-მდე კი პალესტინელმა ბოევიკებმა მძევლად აიყვანეს.
"წარმოგიდგენიათ? 21-ე საუკუნეში წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ვცხოვრობთ.. ჩემს ბავშვს საფენები არ აქვს და მხოლოდ ნახევარი ბოთლი რძე აქვს“, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ვაად ალ-მუღრაბი, რომელიც ათვალიერებს დანგრეულ შენობას თავის სახლთან რიმალში.
"ჩემი შვილი იყო ის, ვინც თავს დაესხა ისრაელს?" - კითხულობს კაცი.
ღაზას უმსხვილესი სუპერმარკეტის გარეთ, რომელიც შაბათის შემდეგ პირველად გაიხსნა, ათობით ადამიანი რიგში იდგას. მათ იმედი ჰქონდათ, რომ რამეს მაინც იყიდდნენ, იმის შიშით, რომ ეს კონფლიქტი უსასრულოდ გაგრძელდებოდა.
ღაზას ამჟამად მოკლებულია საკვებსა და სხვა აუცილებელ საქონელს ეგვიპტიდან, რომელიც საზღვრის მიმართ ინარჩუნებს ბლოკადას ისრაელთან უსაფრთხოების გამო.
ადგილობრივი მოსახლეობა ასევე ვერ ახერხებს ღაზას დატოვებას ეგვიპტის საზღვარზე რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით. საზღვრის გადასასვლელი, ჩვეულებრივ, დღეში 400 ადამიანს ემსახურება, მაგრამ ისრაელმა ორშაბათს და სამშაბათს დაბომბა კარიბჭე პალესტინის მხარეს, რის გამოც გადაადგილება შეწყდა, - განაცხადა ღაზას შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ომის დაწყების შემდეგ სახლებიდან გაქცეულთა უმეტესობა გაეროს მიერ მართულ სკოლებს აფარებს თავს. ზოგიერთი ღაზელი შენობების სარდაფებში იმალება და შენობის ჩამონგრევის შემთხვევაში ნანგრევებში დამარხვის რისკის ქვეშ არიან. ორშაბათს ღამით მხოლოდ ერთ სარდაფში 30 ოჯახი იყო გამომწყვდეული.
„წინა ომების დროს ქალაქის ეს ნაწილი უსაფრთხოების კუნძულს წარმოადგენდა ისრაელის მოსაზღვრე ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის“, - ამბობს რიმალის მკვიდრი მუჰამედ ალ-მუღრაბიმი.
ორშაბათს ღამით ისრაელის დარტყმებმა აჩვენა, რომ იქ არსად აღარ არის უსაფრთხო.
პოლიტიკოსების შეცდომებს უბრალო ხალხი იმკის ყოველთვის.ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გამოიღვიძოს და ძალადობა და ტერორიზმი უნდა ამოძირკვოს ყველგან,სხვანაირად არც თვითონ იქნებიან უსაფრთხოდ.ებრაელებიც შეცდნენ რუსებთან რომ დაიწყეს ერთი ადგილის თამაში და არ დაუდგნენ უკრაინას გვერდში.ერთი შეფაცხუნება ევროპასაც მოუხდებოდა ისე
Აქ უკვე თქვენ თავს დააბრალეთ! Სხვისი ბავშვებიც რომ ბავშვები არიან, აქამდე უნდა გეფიქრათ! Მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულოები თქვენ მხარესაც ბევრნი არიან და მაგრაც მებრალებიან.