სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ "ეახლა" ხაბეიშვილის გუნდი კეზერაშვილს და იგეგმება თუ არა ცვლილებები ენმ-ს ლიდერშიფში - "საინტერესოა, ვინ წავა წინასწარ წაგებულ თამაშზე"
რატომ "ეახლა" ხაბეიშვილის გუნდი კეზერაშვილს და იგეგმება თუ არა ცვლილებები ენმ-ს ლიდერშიფში - "საინტერესოა, ვინ წავა წინასწარ წაგებულ თამაშზე"

ორი დღის წინ, ენმ-ს მე­ნე­ჯმენ­ტი კვიპ­როს­ში და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან გაფ­რინ­და. პარ­ტი­ის ლი­დე­რებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ვი­ზი­ტის მო­ტი­ვი არ აუხ­სნი­ათ. რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, ენმ-ში ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის - ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის ნიკა გვა­რა­მი­ა­თი ჩა­ნაც­ვლე­ბა იგეგ­მე­ბა.

  • ენმ-ს თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნილ­მა წევ­რებ­მა ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოფი­სის გახ­სნა აღ­ნიშ­ნეს, მას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი სოფო ჯა­ფა­რი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ნი­შან­დობ­ლი­ვია ის ფაქ­ტი, რომ ოფი­სის გახ­სნას ნიკა მე­ლია და ბაჩო დო­ლი­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მა­ნამ­დე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ სწო­რედ დღეს არის "ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და მო­ბი­ლი­ზე­ბის დრო", ხოლო ეს ოფი­სი ღია იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის, ვის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა ერ­თი­ა­ნო­ბა­ში და მუდ­მივ აქ­ტი­უ­რო­ბა­შია, მხო­ლოდ ასე შევ­ძლებთ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის გას­ტუმ­რე­ბას. გპირ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო დღე­ე­ბი არის წინ", - და­წე­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც მისი და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტი­ის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს. შეძ­ლებს თუ არა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი დაქ­საქ­სუ­ლი პარ­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ას და დაბ­ნე­უ­ლი ნა­ცე­ლექ­ტო­რა­ტის შე­ნა­ჩუ­ნე­ბას, ცოტა ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია.

AMBEBI.GE-ს წყა­რო ენმ-დან ეუბ­ნე­ბა, რომ წარ­მო­უდ­გენ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ოფის­თან ხა­ბე­იშ­ვი­ლის ფრთის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა:

"მიშა ოფისს ხსნის, მაგ­რამ მათ­თან ხა­ბე­იშ­ვი­ლის ჯგუ­ფი რო­გორ იმუ­შა­ვებს? "ოც­ნე­ბის“ ერ­თა­დერ­თი და­მან­გრე­ვე­ლი ძალა ენმ იყო და ვინ გა­ხეთ­ქა ეს მო­ნო­ლი­თი? - ამომ­რჩევ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მი­უ­ღე­ბელ­მა პერ­სო­ნებ­მა - მე­რა­ბიშ­ვილ­მა და კე­ზე­რაშ­ვილ­მა, რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­დას­მით, რად უნდა ამას მკი­თხა­ო­ბა. ახლა ხა­ბე­იშ­ვი­ლის ფრთა კვიპ­როს­ზე გაფ­რინ­და და ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არაა, რომ ფუ­ლის­თვის ეახლნენ ფუ­ლის ტო­მა­რას. "ნა­ცე­ბის" აქე­თა მხა­რე, მე­ლი­ას ჯგუ­ფი ამ­ტკი­ცებს, რომ კე­ზე­რაშ­ვილ­მა ეს ფული, თა­ვის დრო­ზე, მი­შას­გან მო­ტე­ხა და ის ახლა ამ თან­ხე­ბით აფი­ნან­სებს თა­ვის ფრთას. კე­ზე­რაშ­ვილს ადრე მე­ლი­ას­თან ჰქონ­და შეხ­ვედ­რა (თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის დროს), რა დრო­საც მას ფული შეს­თა­ვა­ზა, უთხრა, აგერ გვაქვს პარ­ტი­ის­თვის ფული და გა­მო­ი­ყე­ნე­თო. მე­ლი­ას უთ­ქვამს, მოვ­ტყუვ­დი, მა­შინ­ვე უარი რომ ვუ­თხა­რი, ვი­ფიქ­რე, მი­შას ოი­ნე­ბი არ იყოს, მაგ­რამ ჯერ უნდა მეს­მი­ნა, მეტი მე­ლა­პა­რა­კა და მის­გან ბევრ რა­მეს გა­ვი­გებ­დიო.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის ამომ­რჩე­ველს კარ­გად ეს­მის, რომ რო­გორც 2012-ში "ოც­ნე­ბამ" მო­ა­ტყუა ხალ­ხი უფა­სო ფუ­ლით და სხვა რა­ღა­ცე­ე­ბით, ისიც მო­ტყუ­ე­ბუ­ლია - ის ხომ "ვი­ვა­მედ­ში“ უნდა შე­ვარ­დნი­ლი­ყო და მიშა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა? პო­ლიტ­საბ­ჭოს რომ და­ი­თხოვ, მორ­ჩა, ამომ­რჩე­ვე­ლი აღარ გე­ყო­ლე­ბა და მოდი და, ნუ იფიქ­რებ, ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად რომ არ ხდე­ბა.

  • ხა­ბე­იშ­ვილს რომ გვა­რა­მი­ა­თი ანაც­ვლე­ბენ, ეს ქო­ცე­ბის გად­მოგ­დე­ბუ­ლი "ჩორ­ტი" მგო­ნია. გვა­რა­მი­ას ჭკუა თუ აქვს და ვი­ცით, ის ამას არ უჩი­ვის, ეს არ უნდა ქნას. პარ­ტია ელექ­ტო­რა­ლუ­რა­დაა გახ­ლე­ჩი­ლი და ნი­კას უნდა წი­ნას­წარ წა­გე­ბულ თა­მაშ­ში შეს­ვლა? გვა­რა­მია უნდა ცდი­ლობ­დეს მა­კონ­სო­ლი­დი­რე­ბე­ლი იყოს და არა - მხა­რე.

გვა­რა­მია წავა თუ არა ამა­ზე, მა­შინ­ვე მხა­რე ხდე­ბა. ამას ვე­რაფ­რით ვუშ­ვებთ, მაგ­რამ გვა­რა­მია ამ ად­გილ­ზე თუ და­თან­ხმდა, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ისიც ჩაბ­მუ­ლია პო­ლი­ტი­კურ თა­მაშ­ში და მათ მხა­რეს იჭერს. ვინ წავა ამ წი­ნას­წარ წა­გე­ბულ თა­მაშ­ზე? ხა­ბე­იშ­ვი­ლი ჩა­ჭე­რი­ლი ჰყავთ, მას კე­ზე­რაშ­ვი­ლი თვე­ში 15 ათას დო­ლარს უხ­დის. აქე­დან 10 ათა­სი თბი­ლი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის გა­მო­უ­ყო, 5 ათა­სი - სა­კუთ­რივ ხა­ბე­სია. კაც­მა არ იცის, რას რო­გორ ანა­წი­ლებს, იქ­ნებ, პი­რი­ქით ანა­წი­ლებს? ამის გარ­და პარ­ტი­ას ბი­უ­ჯე­ტი­და­ნაც ხომ აქვს და­ფი­ნან­სე­ბა, სა­დღაც 2 მი­ლი­ო­ნი... პარ­ტი­ა­ში ელექ­ტო­რა­ლუ­რი დახ­ლე­ჩა ვა­ნოს დამ­სა­ხუ­რე­ბით მოხ­და. მგო­ნია, ვანო ცი­ხე­ში შეგ­ნე­ბუ­ლად ჩაჯ­და, რათა პრო­ცე­სე­ბის­გან გა­რი­დე­ბუ­ლი და იზო­ლი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ან გა­მოს­ვლამ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი წა­უ­ყე­ნეს, ალ­ბათ უთხრეს, რაც გი­შო­ვია, და­გაყ­რე­ვი­ნებ­თო, მერე წა­ვი­და ვანო და და­ი­წყო თა­მა­ში. ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, ვისი სის­ტე­მი­დან გას­კდა ყვე­ლა ბომ­ბი - ცი­ხის კად­რე­ბი იყო, კას­რე­ბის საქ­მე თუ სხვა... სულ მა­გის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი გა­სა­ჯა­როვ­და და გგო­ნი­ათ, ეს ვა­ნოს გა­რე­შე ხდე­ბო­და? ფაქ­ტია, რაც მან გა­ა­კე­თა, ამით პირ­და­პირ „ოც­ნე­ბის“ წის­ქვილ­ზე და­ას­ხა წყა­ლი. მიშა ვა­ნოს პირ­და­პირ დარ­ტყმას ვერ უბე­დავს ერთი მი­ზე­ზის გამო - ვა­ნომ ბევ­რი რამ იცის მის შე­სა­ხებ. ეს რომ არა, მიშა სხვა­ნა­ი­რად მო­იქ­ცე­ო­და, ვა­ნოს გა­ა­პან­ღუ­რებ­და და მის მომ­ხრე­ებს თა­ვის­კენ წა­იყ­ვან­და. მიშა უკ­რა­ი­ნა­ში რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, იმ ფრონტზე პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც უფრო აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბო­და და აქე­თაც ლა­ვი­რე­ბას და ბევრ რა­მეს მო­ა­ხერ­ხებ­და. ახლა ზის და ვე­რა­ფერ­საც ვერ ახერ­ხებს.

ცუდი ისაა, რომ ოპო­ზი­ცი­ამ ვე­რა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე ვერ შეს­თა­ვა­ზა ხალ­ხს, ამი­ტო­მაც აქვთ ასე­თი რე­ი­ტინ­გე­ბი. გა­ხა­რი­ას ის ამომ­რჩე­ვე­ლი ჰყავს, რო­მელ­მაც ბი­ძი­ნა­ზე ჩა­იქ­ნია ხელი, ქო­ცო­ბა „უტყდე­ბა“ და არ არის რუ­სე­თუ­მე, არის „პრად­ვი­ნუ­ტი“ და ნა­ცე­ბიც არ უნდა. ქო­ცებს აქვთ თა­ვი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი - და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი სი­პებ­ში და აი­პებ­ში, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში, რაც 15-20%-ია, ამას პლუს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი. ბოლო კვლე­ვა­ში „ოც­ნე­ბას“ 37% ჰქონ­და, ცო­ტას გა­ა­ყალ­ბებს, ცო­ტას კი­დევ დაქ­საქ­სავს, ან მო­ის­ყი­დის ოპო­ზი­ცი­ას, და­ნარ­ჩენს აი­ღებს და უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მოვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ვა­ნომ, მან შე­უ­წყო ამ პრო­ცესს ხელი. არ­მი­ის­თვის ბი­უ­ჯეტ­ში თურ­მე ფული ვერ მო­ი­ნა­ხა და, სა­მა­გი­ე­როდ, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს მო­უ­მა­ტეს - 650 ათა­სი კაცი ჰყავთ სი­ა­ში, როცა გა­წიე-გა­მო­წიე, აქე­დან 150-200 ათა­სი იყოს მარ­თლა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ყუ­რე­ბით ჰყავთ და­ჭე­რი­ლი და იმათ უხ­დი­ან. ბევ­რი ვიცი, ვი­საც 2000-3000 ლა­რე­ბი აქვთ ხელ­ფა­სი, ამა­ვე დროს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის სტა­ტუ­სი აქვთ "დათ­რე­უ­ლი“.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@#$#@
0

ეს ენმ-ს წყაროა, თუ ბაზრის წყარო, ასე ქუჩურად რომ ბაზრობს

ჰოოო!
0

კარგად მოსუქებულა ჩვენი ხაბე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რატომ "ეახლა" ხაბეიშვილის გუნდი კეზერაშვილს და იგეგმება თუ არა ცვლილებები ენმ-ს ლიდერშიფში - "საინტერესოა, ვინ წავა წინასწარ წაგებულ თამაშზე"

რატომ "ეახლა" ხაბეიშვილის გუნდი კეზერაშვილს და იგეგმება თუ არა ცვლილებები ენმ-ს ლიდერშიფში - "საინტერესოა, ვინ წავა წინასწარ წაგებულ თამაშზე"

ორი დღის წინ, ენმ-ს მენეჯმენტი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან გაფრინდა. პარტიის ლიდერებს ჟურნალისტებისთვის ვიზიტის მოტივი არ აუხსნიათ. როგორც მმართველი პარტიის კულუარებში ამბობენ, ენმ-ში ცვლილებები იქნება და სავარაუდოდ, მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის - ლევან ხაბეიშვილის ნიკა გვარამიათი ჩანაცვლება იგეგმება.

  • ენმ-ს თბილისში დარჩენილმა წევრებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნა აღნიშნეს, მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ოფისის გახსნას ნიკა მელია და ბაჩო დოლიძე ესწრებოდნენ.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სწორედ დღეს არის "ერთიანობისა და მობილიზების დრო", ხოლო ეს ოფისი ღია იქნება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია.

"გამარჯვების ფორმულა ერთიანობაში და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას. გპირდებით, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ", - დაწერა სააკაშვილმა, რომელიც მისი დაფუძნებული პარტიის გადარჩენას ცდილობს. შეძლებს თუ არა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი დაქსაქსული პარტიის კონსოლიდაციას და დაბნეული ნაცელექტორატის შენაჩუნებას, ცოტა ძნელად წარმოსადგენია.

AMBEBI.GE-ს წყარო ენმ-დან ეუბნება, რომ წარმოუდგენლად ეჩვენება სააკაშვილის ოფისთან ხაბეიშვილის ფრთის თანამშრომლობა:

"მიშა ოფისს ხსნის, მაგრამ მათთან ხაბეიშვილის ჯგუფი როგორ იმუშავებს? "ოცნების“ ერთადერთი დამანგრეველი ძალა ენმ იყო და ვინ გახეთქა ეს მონოლითი? - ამომრჩევლისთვის ყველაზე მიუღებელმა პერსონებმა - მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით, რად უნდა ამას მკითხაობა. ახლა ხაბეიშვილის ფრთა კვიპროსზე გაფრინდა და ძნელი მისახვედრი არაა, რომ ფულისთვის ეახლნენ ფულის ტომარას. "ნაცების" აქეთა მხარე, მელიას ჯგუფი ამტკიცებს, რომ კეზერაშვილმა ეს ფული, თავის დროზე, მიშასგან მოტეხა და ის ახლა ამ თანხებით აფინანსებს თავის ფრთას. კეზერაშვილს ადრე მელიასთან ჰქონდა შეხვედრა (თავმჯდომარეობის დროს), რა დროსაც მას ფული შესთავაზა, უთხრა, აგერ გვაქვს პარტიისთვის ფული და გამოიყენეთო. მელიას უთქვამს, მოვტყუვდი, მაშინვე უარი რომ ვუთხარი, ვიფიქრე, მიშას ოინები არ იყოს, მაგრამ ჯერ უნდა მესმინა, მეტი მელაპარაკა და მისგან ბევრ რამეს გავიგებდიო.

ხაბეიშვილის ამომრჩეველს კარგად ესმის, რომ როგორც 2012-ში "ოცნებამ" მოატყუა ხალხი უფასო ფულით და სხვა რაღაცეებით, ისიც მოტყუებულია - ის ხომ "ვივამედში“ უნდა შევარდნილიყო და მიშა გაეთავისუფლებინა? პოლიტსაბჭოს რომ დაითხოვ, მორჩა, ამომრჩეველი აღარ გეყოლება და მოდი და, ნუ იფიქრებ, ეს მიზანმიმართულად რომ არ ხდება.

  • ხაბეიშვილს რომ გვარამიათი ანაცვლებენ, ეს ქოცების გადმოგდებული "ჩორტი" მგონია. გვარამიას ჭკუა თუ აქვს და ვიცით, ის ამას არ უჩივის, ეს არ უნდა ქნას. პარტია ელექტორალურადაა გახლეჩილი და ნიკას უნდა წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლა? გვარამია უნდა ცდილობდეს მაკონსოლიდირებელი იყოს და არა - მხარე.

გვარამია წავა თუ არა ამაზე, მაშინვე მხარე ხდება. ამას ვერაფრით ვუშვებთ, მაგრამ გვარამია ამ ადგილზე თუ დათანხმდა, ჩათვალეთ, რომ ისიც ჩაბმულია პოლიტიკურ თამაშში და მათ მხარეს იჭერს. ვინ წავა ამ წინასწარ წაგებულ თამაშზე? ხაბეიშვილი ჩაჭერილი ჰყავთ, მას კეზერაშვილი თვეში 15 ათას დოლარს უხდის. აქედან 10 ათასი თბილისის ორგანიზაციისთვის გამოუყო, 5 ათასი - საკუთრივ ხაბესია. კაცმა არ იცის, რას როგორ ანაწილებს, იქნებ, პირიქით ანაწილებს? ამის გარდა პარტიას ბიუჯეტიდანაც ხომ აქვს დაფინანსება, სადღაც 2 მილიონი... პარტიაში ელექტორალური დახლეჩა ვანოს დამსახურებით მოხდა. მგონია, ვანო ციხეში შეგნებულად ჩაჯდა, რათა პროცესებისგან გარიდებული და იზოლირებული ყოფილიყო, ან გამოსვლამდე სერიოზული ალტერნატივები წაუყენეს, ალბათ უთხრეს, რაც გიშოვია, დაგაყრევინებთო, მერე წავიდა ვანო და დაიწყო თამაში. ნუ დაგავიწყდებათ, ვისი სისტემიდან გასკდა ყველა ბომბი - ციხის კადრები იყო, კასრების საქმე თუ სხვა... სულ მაგის სისტემიდან გასული ინფორმაციები გასაჯაროვდა და გგონიათ, ეს ვანოს გარეშე ხდებოდა? ფაქტია, რაც მან გააკეთა, ამით პირდაპირ „ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი. მიშა ვანოს პირდაპირ დარტყმას ვერ უბედავს ერთი მიზეზის გამო - ვანომ ბევრი რამ იცის მის შესახებ. ეს რომ არა, მიშა სხვანაირად მოიქცეოდა, ვანოს გააპანღურებდა და მის მომხრეებს თავისკენ წაიყვანდა. მიშა უკრაინაში რომ დარჩენილიყო, იმ ფრონტზე პოლიტიკურადაც უფრო აქტიური იქნებოდა და აქეთაც ლავირებას და ბევრ რამეს მოახერხებდა. ახლა ზის და ვერაფერსაც ვერ ახერხებს.

ცუდი ისაა, რომ ოპოზიციამ ვერანაირი სიახლე ვერ შესთავაზა ხალხს, ამიტომაც აქვთ ასეთი რეიტინგები. გახარიას ის ამომრჩეველი ჰყავს, რომელმაც ბიძინაზე ჩაიქნია ხელი, ქოცობა „უტყდება“ და არ არის რუსეთუმე, არის „პრადვინუტი“ და ნაცებიც არ უნდა. ქოცებს აქვთ თავისი ადმინისტრაციული რესურსი - დასაქმებულები სიპებში და აიპებში, საჯარო სამსახურში, რაც 15-20%-ია, ამას პლუს სოციალურად დაუცველები. ბოლო კვლევაში „ოცნებას“ 37% ჰქონდა, ცოტას გააყალბებს, ცოტას კიდევ დაქსაქსავს, ან მოისყიდის ოპოზიციას, დანარჩენს აიღებს და უმრავლესობაში მოვა. ეს ყველაფერი გააკეთა ვანომ, მან შეუწყო ამ პროცესს ხელი. არმიისთვის ბიუჯეტში თურმე ფული ვერ მოინახა და, სამაგიეროდ, სოციალურად დაუცველებს მოუმატეს - 650 ათასი კაცი ჰყავთ სიაში, როცა გაწიე-გამოწიე, აქედან 150-200 ათასი იყოს მართლა სოციალურად დაუცველი, დანარჩენი ის ხალხია, რომელიც არჩევნებისთვის ყურებით ჰყავთ დაჭერილი და იმათ უხდიან. ბევრი ვიცი, ვისაც 2000-3000 ლარები აქვთ ხელფასი, ამავე დროს, სოციალურად დაუცველების სტატუსი აქვთ "დათრეული“.