სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ თვრამეტი წლის იყო - ვნანობ, მაგრამ..." - რა თქვა სასამართლოზე 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა
"მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ თვრამეტი წლის იყო - ვნანობ, მაგრამ..." - რა თქვა სასამართლოზე 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა

"ვნა­ნობ, მაგ­რამ ეს გან­ზრახ არ ყო­ფი­ლა, არ ვა­ღი­ა­რებ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას", - ამის შე­სა­ხებ 14 წლის გო­გო­ნას, აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ­მა ალიმ ას­ლა­ნოვ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ია­რა­ღი პნევ­მა­ტუ­რი ეგო­ნა.

"მე­გო­ნა მხო­ლოდ ჭრი­ლო­ბას მი­ვა­ყე­ნებ­დი და როცა სის­ხლი და­ვი­ნა­ხე, შე­მე­შინ­და და გა­ვი­ქე­ცი. მე­გო­ნა, პნევ­მა­ტუ­რი იყო და მხო­ლოდ ხმას გა­მოს­ცემ­და. ია­რა­ღის ტა­რე­ბაც არ ვიცი, არას­დროს მქო­ნია ის“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა ალიმ ას­ლა­ნოვ­მა.

ასე­ვე, პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მან არ იცო­და, რომ მისი მე­უღ­ლე არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო.

"მე არ მყავ­და არას­რულ­წლო­ვა­ნი ცო­ლად, დე­და­მი­სი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ის თვრა­მე­ტი წლის იყო“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა, რომ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას და თარ­გმანს ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლა“ ავ­რცე­ლებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 27 წლის ალიმ ას­ლა­ნოვს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ე’’ "თ’’ და "კ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ’’ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, 2023 წლის ზა­ფხულ­ში, არას­რულ­წლო­ვანს ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის მიზ­ნით, გამ­ტა­ცე­ბელ­მა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულს შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არას­რულ­წლო­ვან­მა მო­ა­ხერ­ხა გა­პარ­ვა, უცხო პი­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბა და მისი გა­ტა­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რაც ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და გა­ტა­ცე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ბი­ძის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­რულ­წლოვ­ნის დე­დის­თვის და ბი­ძის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, მათ მი­აჩ­ნდათ, რომ არას­რულ­წლო­ვანს არ ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და ბავ­შვს გამ­ტა­ცე­ბელ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანანო
0

ამას თარჯიმანმა მაინც ურჩიოს ,რომ ამ სირეგვნეს ისევ თავის საწინააღმდეგოდ ამბობს! ერთუჯრედიანი,ცხვარს მაინც როგორ უვლიდა ეგეც გასაკვირია!

თეკლა
1

ეს ნაგავი რომ კიდე ხმას იღებს და თავს იმართლებს 🤮

ავტორი:

"მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ თვრამეტი წლის იყო - ვნანობ, მაგრამ..." - რა თქვა სასამართლოზე 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა

"მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ თვრამეტი წლის იყო - ვნანობ, მაგრამ..." - რა თქვა სასამართლოზე 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა

"ვნანობ, მაგრამ ეს განზრახ არ ყოფილა, არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას", - ამის შესახებ 14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულმა ალიმ ასლანოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, იარაღი პნევმატური ეგონა.

"მეგონა მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია ის“, - განაცხადა ბრალდებულმა ალიმ ასლანოვმა.

ასევე, პროცესზე ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მან არ იცოდა, რომ მისი მეუღლე არასრულწლოვანი იყო.

"მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ ის თვრამეტი წლის იყო“, - განაცხადა ბრალდებულმა, რომლის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას და თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, 27 წლის ალიმ ასლანოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.