საგარეჯოში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგონა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მოკლული გოგონა აითაჯ შახმაროვა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. როგორც ირკვევა, გოგონა, დაახლოებით, 2 თვეა, რაც გაათხოვეს. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. პროკურატურამ ასევე პრალი წაუყენა გოგონას დედას და ბიძას, რომლებმაც სავარაუდოდ, აიძულეს მოზარდი, რომ დაქორწინებულიყო. პროკურატურის ცნობით, როდესაც აითაჯი ქმრისგან გამოიქცა, დედამ აიძულა ის უკან დაბრუნებულიყო.
სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ მის ხელთ არსებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში წერს:
"აიტაჯის ოჯახში ყოფილა პრობლემა და მშობლები ამის გამო ხან ცალ-ცალკე, ხან ერთად ცხოვრობდნენ.
ბოლოს აიტაჯი, დედამისი და უმცროსი ძმა ბიძასთან ცხოვრობდნენ (დედის მხრიდან). იმ ბიჭის გაცნობა, ნიშნობის ამბები, ბიძის ხაზით მომხდარა და დედამისთან ერთად გოგოს აიძულეს ნიშნობა.
მამამისი ამ პერიოდში ყოფილა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული, ამბობენ, რომ არ იცოდა შვილის ნიშნობაზე მარა მოტაცების ამბებზე სავარაუდოდ იცოდა.ახლა საქართველოშია", - წერს სამირა ბაირამოვა.