ისრაელელი მსახიობი ლიორ რაზი, რომელიც მსოფლიომ სატელევიზიო სერიალით "ფაუდა" გაიცნო, ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) შეუერთდა.
მსახიობმა სოციალურ მედიაში გაავრცელა ვიდეო, სადაც ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტ იოჰანან პლესნერისთან და ჟურნალისტ ავი ისაჩაროვთან ერთად იმყოფება.
"იოჰანან პლესნერისა და ავი ისაროვის თანხლებით გავემართე სამხრეთით, რათა შევუერთდე ასობით მამაც მოხალისე ძმას, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ ისრაელის მოსახლეობის დასახმარებლად" - წერს რაზი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ დაბომბილ ქალაქ სდეროტში 2 ოჯახის დასახმარებლად გაგზავნეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებს მომღერალი და მსახიობი იდან ამედიც შეუერთდა. მედიის ინფორმაციით, ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.
არა ბიჭო ქართველი ჩამოგივა ამერიკიდან და ჩაებმება ომში..... იმან ფულები უნდა ღუნოს ჩამოვიდეს მერე აქ და იგულაოს და მე სისხლი უნდა ვღვარო და სიცოცხლე დავტოვო სადღაც. ომის დროს რომელი მოქალაქეც არ ჩამოვა მას მოქალაქეობა უნდა შეუწყდეს!!! კაცებზე მაქვს საუბარი
შეუერთდნენ არა კვახი, პოზირებენ კამერებთან, გამახსენდა უკრაინა, კლიჩკო და მისთანები რო პოზირებდნენ