პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოძალადე "ქმრის" პირისპირ დარჩენილი ბავშვი, რომელსაც ყველამ ზურგი აქცია - ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო: ვინ უნდა დაისაჯოს 14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმეზე?
მოძალადე "ქმრის" პირისპირ დარჩენილი ბავშვი, რომელსაც ყველამ ზურგი აქცია -  ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო: ვინ უნდა დაისაჯოს 14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმეზე?

14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი შე­ე­მა­ტა იმ საქ­მე­ე­ბის სიას, რო­დე­საც არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ძა­ლა­დის პი­რის­პირ მარ­ტო და­ტო­ვეს და გა­წი­რა ყვე­ლამ, და­წყე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი­დან - დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბით.

აი­თა­ჯი დმა­ნის­ში, სო­ფელ უსე­ინ­ქეს­ში ცხოვ­რობ­და, მე­ცხრე კლას­ში ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო. ორი თვის წინ ის ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით მო­ი­ტა­ცა მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში მცხოვ­რებ­მა 13 წლით უფ­როს­მა მა­მა­კაც­მა, ალიმ ას­ლა­ნოვ-სა­დი­გოვ­მა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­დან 2 თვის თავ­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა.

ალიმ სა­დი­გო­ვი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე
ალიმ სა­დი­გო­ვი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე

სა­დი­გო­ვი 10 ოქ­ტომ­ბერს, ოთხდღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით, რაც არას­რულ­წლოვ­ნის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას, ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე სსკ-ის 11 პრი­მა150-ე პრი­მა მუხ­ლით, რაც ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გუ­შინ და­ა­კა­ვეს და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს გო­გო­ნას დე­და­სა და ბი­ძას. მათ ბრა­ლად არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა ედე­ბათ.

ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის, ხა­ტია გოგ­რი­ჭი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, გო­გო­ნას იძუ­ლე­ბით ქორ­წი­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი დედა იყო, რად­გან სწო­რედ დე­დის გეგ­მის სა­ფუძ­ველ­ზე მო­უხ­და გო­გო­ნას თა­ნა­ცხოვ­რე­ბა მა­მა­კაც­თან, მისი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

აი­თა­ჯის დედა სა­სამ­რთლო პრო­ცეს­ზე
აი­თა­ჯის დედა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე

ამ ეტაპ­ზე აი­თა­ჯის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი, თუმ­ცა, რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ბრალ­დე­ბულ­თა წრე უმოკ­ლეს ვა­და­ში უნდა გა­ფარ­თოვ­დეს.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და,

  • ვის რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა/შე­იძ­ლე­ბა ეკის­რე­ბო­დეს აი­თა­ჯის მკვლე­ლო­ბა­ში,
  • ვინ არი­ან ის პი­რე­ბი თუ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ევა­ლე­ბო­დათ და­ნა­შა­ულ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მოხ­დე­ნა და ეს არ გა­ა­კე­თეს,
  • რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი აღარ გან­მე­ორ­დეს.

ამ და სხვა კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ელი­სო რუ­ხა­ძეს, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის პრაქ­ტი­კა არა­ერთ მსგავს საქ­მეს მო­ი­ცავს.

ელი­სო რუ­ხა­ძე
ელი­სო რუ­ხა­ძე

- პირ­ველ რიგ­ში, და­ვი­წყოთ გან­მარ­ტე­ბით, რა და­ნა­შა­უ­ლია ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა და რა ზი­ანს აყე­ნებს ის მო­ზარდს?

- სსკ არ იც­ნობს ტერ­მინს ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა. კა­ნო­ნით დას­ჯა­დია ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბა, და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბაა არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბა, მათ შო­რის არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლის და ის­ჯე­ბა 2-დან 4-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, რაც საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქი სას­ჯე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნა­ში ქორ­წი­ნე­ბა 18 წლის ასა­კი­და­ნაა დაშ­ვე­ბუ­ლი. 2016 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან გა­უქ­მდა წესი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 16 წელს მიღ­წე­ულ პირ­თა ქორ­წი­ნე­ბა მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბით და­იშ­ვე­ბო­და. მხო­ლოდ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2017 წლამ­დე არ­სე­ბობ­და ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში ჩა­ნა­წე­რი, რომ 17 წელს მიღ­წე­უ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რის ქორ­წი­ნე­ბა და­იშ­ვე­ბო­და მისი ნე­ბით და მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს თან­ხმო­ბით, ისე­თი პა­ტივ­სა­დე­ბი მი­ზე­ზის არ­სე­ბო­ბი­სას, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვის და­ბა­დე­ბა. 2017 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან, ეს მუხ­ლი ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხად­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ზი­ანს, ამა­ზე უფრო კარ­გად ალ­ბათ ფსი­ქო­ლო­გე­ბი ისა­უბ­რე­ბენ, თუმ­ცა ძნე­ლი არ არის გა­აზ­რე­ბა, თუ რა ზი­ა­ნი ად­გე­ბა ამით არას­რულ­წლო­ვანს. რო­გორც წესი, ის ვერ გა­ნაგ­რძობს სწავ­ლას და მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა ქმარ­ზე, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მო­ძა­ლა­დეა. ძა­ლი­ან დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზი­ა­ნი მო­აქვს იმა­საც, რომ ბავ­შვი ხდე­ბა დედა და მას უამ­რა­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ამ ასა­კის მო­ზარ­დის სხე­უ­ლი არ არის მზად სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის­თვის და ეს მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მძი­მედ აი­სა­ხე­ბა, რო­გორც ფი­ზი­კურ­ზე, ისე ფსი­ქო­ლო­გი­ურ­ზე. სწო­რედ ამი­ტო­მაც არის მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი "სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვა თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში" (სსკ-ის 140-ე მუხ­ლი) და ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 7-დან 9 წლამ­დე.

- ვის შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­თა­ჯის სიკ­ვდილ­ზე, ვინ არი­ან ეს პი­რე­ბი თუ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი?

- ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს... თუმ­ცა 14 წლის ბავ­შვის სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტი, მას­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან მშობ­ლე­ბი, დედა, მამა და ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც მე­ურ­ვე­ო­ბა არის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი..

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე. ირ­კვე­ვა, რომ სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა იცო­და, რომ აი­თა­ჯი არ და­დი­ო­და სკო­ლა­ში. რო­გორც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, დი­რექ­ტორს ბავ­შვე­ბის ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა მი­აჩ­ნია ნორ­მად. (იხი­ლეთ: “ვი­სა­უბ­როთ აი­თა­ჯის სკო­ლის დი­რექ­ტორ­ზე, გამ­ლეტ­მა 2015 წელს ცო­ლად 15 წლის გო­გო­ნა მო­იყ­ვა­ნა… ის მა­ლავ­და არას­რულ­წლო­ვან­თა ნიშ­ნო­ბის ამ­ბებს” - რას წერს სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა?)

თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა და­ე­კის­როს გო­გო­ნას "მე­უღ­ლეს", რო­მელ­მაც გა­ი­ტა­ცა ის და უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მის ოჯა­ხის წევ­რებს. ოჯა­ხის წევ­რებ­მა ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა და უნდა და­ე­კის­როთ შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მო­ძა­ლა­დეს არ წა­ყე­ნე­ბია ბრა­ლი გენ­დერუ­ლი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის ნიშ­ნით და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუხ­ლით.

გარ­და ამი­სა, გა­სარ­კვე­ვია, იყ­ვნენ თუ არა ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სხვა პი­რე­ბი, ჰყავ­და თუ არა მა­მა­კაცს დამ­ხმა­რე.

ამ სა­კი­თხე­ბით უნდა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო თა­ვის დრო­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და შსს.

- რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ში?

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია 109-ე მუხ­ლით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. კვა­ლი­ფი­კა­ცია, ალ­ბათ, და­ზუს­ტე­ბა, შე­საძ­ლოა, და­ე­მა­ტოს უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის მი­მართ, გენ­დე­რის ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი.

გარ­და ამი­სა, შე­საძ­ლოა, და­ე­მა­ტოს სსკ-ის 137-ე მუხ­ლი, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, რად­გან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 27 წლის კაცს 14 წლის მო­ზარ­დთან მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჰქონ­და სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი.

და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ზე არის და­სას­ჯე­ლი პირ­თა ფარ­თო წრე. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა 3-დან 7- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- რო­გო­რია სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ საქ­მე­ში?

- სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის მრა­ვალ­მხრი­ვი და ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა პრე­ვენ­ცი­ის მხრივ არ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია. სკო­ლას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, გა­მო­არ­კვი­ოს გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რის გამო აც­დენს არას­რულ­წლო­ვა­ნი გაკ­ვე­თილს და თუ ოდ­ნავ მა­ინც ეჭვი აქვს, რომ საქ­მე ეხე­ბა ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას, უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოს და რე­ფე­რი­რე­ბა გა­ა­კე­თოს შსს-ში. აი­თა­ჯის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფომ პრე­ვენ­ცი­ის ნა­წილ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ხე­ლით არა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

2016 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა სკო­ლებს პირ­და­პირ ავალ­დე­ბუ­ლებს, მო­იკ­ვლი­ონ ბავ­შვე­ბის ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. სკო­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან გა­მო­ავ­ლი­ნონ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და ითა­ნამ­შრომ­ლონ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან. მაგ­რამ მათ ალ­ბათ, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ ისე, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი უნდა მი­ვი­დეს მათ­თან და მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლა­დო­ბის თა­ო­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა შსს-ს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი თე­მის სოფ­ლებ­ში ხში­რად პო­ლი­ცია არის ინერ­ტუ­ლი და არა­ფერს აკე­თებს ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში. არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, რომ პო­ლი­ცი­ას ვინ­მემ მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია და ეს არ უხ­სნის მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რად­გან შსს-ს კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს იმუ­შა­ოს ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე და მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია. ამის­თვის არ­სე­ბო­ბენ უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბი, მარ­თლწეს­რი­გის ოფიც­რე­ბი და მათ ევა­ლე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა. ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა გუ­ლის­ხმობს და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად და აღ­საკ­ვე­თად ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას, მათი ფუნ­ქცი­აა გა­სა­უბ­რე­ბა პი­რებ­თან, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, ფლობ­დნენ მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

თუ შსს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა გუ­ლის­ხმი­ე­რი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად იმუ­შა­ვებს, მას აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე.

- მო­დით, ვი­სა­უბ­როთ პრე­ვენ­ცი­ა­ზე, რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო ამ შემ­თხვე­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და ვის რო­გორ უნდა ემოქ­მე­და?

- ამ შემ­თხვე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­ეძ­ლო პირ­ველ რიგ­ში, დე­დას, მშობ­ლებს. ამ თემ­ში უიშ­ვი­ა­თე­სი შემ­თხვე­ვაა, როცა ქალი მსხვერ­პლი ცდი­ლობს შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს მო­ძა­ლა­დეს იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის ფარ­გლებ­ში. მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ამ თემ­ში, რო­დე­საც ქალს ქმრის ბი­ძაშ­ვი­ლი აუ­პა­ტი­უ­რებ­და და მსხვერ­პლმა აც­ნო­ბა ოჯა­ხის წევ­რებს, დე­დამ­თილს, ქმარს და ქმრის გა­რე­მოც­ვას, მისი აზრი არა­ვინ არაფ­რად ჩა­აგ­დო. ქალ­მა სა­ნა­დი­რო თო­ფით მოკ­ლა ქმრის ბი­ძაშ­ვი­ლი, რათა მისი სქე­სობ­რი­ვი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა და­ეც­ვა. დღეს ეს ქალი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში ზის. წე­სით, ეს იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბა.

- და რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გო­რია მისი როლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

- ად­გი­ლობ­რივ თემ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ნიშ­ნო­ბა და ტრა­დი­ცი­ე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხელ­შე­უ­ვა­ლია. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ად­გი­ლობ­რივ თემ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის, არის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და მი­იჩ­ნე­ვა, რომ ბავ­შვთა ქორ­წი­ნე­ბა ტრა­დი­ცი­აა. ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. მშობ­ლის ქცე­ვას, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჰქვია უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა, რაც ძა­ლა­დო­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბაა და რომ ამ დროს გა­მო­ი­ცე­მა მშო­ბელ­ზე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი და მას ბავ­შვთან ეკ­რძა­ლე­ბა მი­ახ­ლო­ე­ბა, რათა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მსხვერ­პლზე არ მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა. ეს რომ სცოდ­ნო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, შე­საძ­ლოა, ვინ­მე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო და დახ­მა­რე­ბო­და ბავ­შვს.

მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას რომ ეფექ­ტი აქვს, ამ საქ­მემ კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი ითხო­ვენ ყვე­ლა პი­რის დას­ჯას და შე­დე­გე­ბი უკვე ჩანს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ­მა წევ­რმა უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ ჩვენ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი ვართ და რაც ჩვენ ირ­გვლივ ხდე­ბა, ეს ჩვენ გვე­ხე­ბა. ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს უნდა მოვ­თხო­ვოთ, რომ კომ­პლექ­სუ­რად იმუ­შა­ონ მსგავს საქ­მე­ებ­ზე და პრე­ვენ­ცია მო­ახ­დი­ნონ. ამ შემ­თხვე­ვა­ში პრე­ვენ­ცია გა­მო­დის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა იმ პი­რის და­კა­ვე­ბა და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა, ვი­საც ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და აი­თა­ჯის ამ­ბავ­ზე.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ხში­რად მშობ­ლებს ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ გა­მოკ­ვე­ბონ და გა­ზარ­დონ შვი­ლე­ბი და ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ თა­ვი­დან აი­ცი­ლონ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.. ასე ვთქვათ, "პატ­რონს ჩა­ა­ბა­რონ" ბავ­შვე­ბი. ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იზ­რუ­ნოს ამ თე­მის არამ­ხო­ლოდ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე, არა­მედ მათ ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე.

მე პი­რა­დად, ვი­სურ­ვებ­დი, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემ­ში, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ასაკ­ში, სა­ხელ­მწი­ფომ ნიშ­ნო­ბა და სხვა მავ­ნე ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­მო­ა­ცხა­დოს დას­ჯა­დად. აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემ­ში, ნიშ­ნო­ბით შე­ფუ­თუ­ლია ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბი. ამით ხდე­ბა ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა. არა­ერ­თი საქ­მე შე­მო­დე­ბუ­ლია თა­რო­ზე და ბევრ შემ­თხვე­ვა­ში გა­ფორმ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, მას შემ­დეგ, რაც წყვილს ბავ­შვი გა­უჩ­ნდა და ამით გა­და­ი­ფა­რა და­ნა­შა­უ­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცი
1

ვერ გავიგე, ქალმა თავდაცვის მიზნით მკვლელობა ჩაიდინა და არავინ გამოჩნდა მისი დამცველი?

დასჯამდე
4

დასჯამდე უნდა ვიფქროთ, ამ თემის განათლებაზე, აშკარაა რომ მათ აქვთ განათლების პრობლემა. ბიჭიც გაუნათლებელი და გოგოც გაუნათლებელი, დედა გაუნათლებელი, ირგვლივ ყველა გაუნათლებელი. შედეგიც ასეთი დგება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

მოძალადე "ქმრის" პირისპირ დარჩენილი ბავშვი, რომელსაც ყველამ ზურგი აქცია - ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო: ვინ უნდა დაისაჯოს 14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმეზე?

მოძალადე "ქმრის" პირისპირ დარჩენილი ბავშვი, რომელსაც ყველამ ზურგი აქცია -  ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო: ვინ უნდა დაისაჯოს 14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმეზე?

14 წლის აითაჯ შახმაროვას სასტიკი მკვლელობის ამბავი შეემატა იმ საქმეების სიას, როდესაც არასრულწლოვანი მოძალადის პირისპირ მარტო დატოვეს და გაწირა ყველამ, დაწყებული საკუთარი ოჯახიდან - დამთავრებული სახელმწიფო ინსტიტუციებით.

აითაჯი დმანისში, სოფელ უსეინქესში ცხოვრობდა, მეცხრე კლასში ახალი გადასული იყო. ორი თვის წინ ის ქორწინების მიზნით მოიტაცა მეზობელ სოფელში მცხოვრებმა 13 წლით უფროსმა მამაკაცმა, ალიმ ასლანოვ-სადიგოვმა და თანაცხოვრებიდან 2 თვის თავზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ალიმ სადიგოვი სასამართლო პროცესზე
ალიმ სადიგოვი სასამართლო პროცესზე

სადიგოვი 10 ოქტომბერს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

ასევე სსკ-ის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს გოგონას დედასა და ბიძას. მათ ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, გოგონას იძულებით ქორწინების ორგანიზატორი დედა იყო, რადგან სწორედ დედის გეგმის საფუძველზე მოუხდა გოგონას თანაცხოვრება მამაკაცთან, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

აითაჯის დედა სასამრთლო პროცესზე
აითაჯის დედა სასამართლო პროცესზე

ამ ეტაპზე აითაჯის საქმეზე დაკავებულია სამი პირი, თუმცა, როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, ბრალდებულთა წრე უმოკლეს ვადაში უნდა გაფართოვდეს.

AMBEBI.GE დაინტერესდა,

  • ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება/შეიძლება ეკისრებოდეს აითაჯის მკვლელობაში,
  • ვინ არიან ის პირები თუ სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებსაც ევალებოდათ დანაშაულზე რეაგირების მოხდენა და ეს არ გააკეთეს,
  • რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს.

ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ უფლებადამცველ ელისო რუხაძეს, რომლის საქმიანობის პრაქტიკა არაერთ მსგავს საქმეს მოიცავს.

ელისო რუხაძე
ელისო რუხაძე

- პირველ რიგში, დავიწყოთ განმარტებით, რა დანაშაულია ნაადრევი ქორწინება და რა ზიანს აყენებს ის მოზარდს?

- სსკ არ იცნობს ტერმინს ნაადრევი ქორწინება. კანონით დასჯადია ქორწინების იძულება, დამამძიმებელი გარემოებაა არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით ქორწინების იძულება, მათ შორის არარეგისტრირებულის და ისჯება 2-დან 4-წლამდე თავისუფლების აღკვეთით, რაც საკმაოდ მსუბუქი სასჯელია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, 2017 წლამდე არსებობდა ასევე სამოქალაქო კოდექსში ჩანაწერი, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან, ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რაც შეეხება ზიანს, ამაზე უფრო კარგად ალბათ ფსიქოლოგები ისაუბრებენ, თუმცა ძნელი არ არის გააზრება, თუ რა ზიანი ადგება ამით არასრულწლოვანს. როგორც წესი, ის ვერ განაგრძობს სწავლას და მთლიანად დამოკიდებული ხდება ქმარზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მოძალადეა. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მოაქვს იმასაც, რომ ბავშვი ხდება დედა და მას უამრავი პასუხისმგებლობა ეკისრება. გარდა ამისა, ამ ასაკის მოზარდის სხეული არ არის მზად სქესობრივი კავშირისთვის და ეს მის ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახება, როგორც ფიზიკურზე, ისე ფსიქოლოგიურზე. სწორედ ამიტომაც არის მძიმე დანაშაული "სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში" (სსკ-ის 140-ე მუხლი) და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე.

- ვის შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა აითაჯის სიკვდილზე, ვინ არიან ეს პირები თუ სახელმწიფო უწყებები?

- ძალიან ბევრ ადამიანს... თუმცა 14 წლის ბავშვის სოციალური გარანტი, მასზე პასუხისმგებელი არიან მშობლები, დედა, მამა და ის პირები, რომლებზეც მეურვეობა არის მინიჭებული..

ძალიან მნიშვნელოვანია გარემოება, რომელიც მიუთითებს სკოლის დირექტორის ინფორმირებულობაზე და პასუხისმგებლობაზე. ირკვევა, რომ სკოლის დირექტორმა იცოდა, რომ აითაჯი არ დადიოდა სკოლაში. როგორც გავრცელდა ინფორმაცია, დირექტორს ბავშვების ნაადრევი ქორწინება მიაჩნია ნორმად. (იხილეთ: “ვისაუბროთ აითაჯის სკოლის დირექტორზე, გამლეტმა 2015 წელს ცოლად 15 წლის გოგონა მოიყვანა… ის მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ამბებს” - რას წერს სამირა ბაირამოვა?)

თავისთავად ცხადია, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს გოგონას "მეუღლეს", რომელმაც გაიტაცა ის და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მის ოჯახის წევრებს. ოჯახის წევრებმა ჩაიდინეს დანაშაულის შეუტყობინებლობა და უნდა დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობა. მოძალადეს არ წაყენებია ბრალი გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით და გაუპატიურების მუხლით.

გარდა ამისა, გასარკვევია, იყვნენ თუ არა ბავშვის გატაცებაში ჩართული სხვა პირები, ჰყავდა თუ არა მამაკაცს დამხმარე.

ამ საკითხებით უნდა დაინტერესებულიყო თავის დროზე სოციალური სამსახური და შსს.

- რა პასუხისმგებლობაა კანონით გათვალისწინებული ამ კონკრეტულ შემთხვევებში?

- როგორც ცნობილია, ბრალდებული დაკავებულია 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. კვალიფიკაცია, ალბათ, დაზუსტება, შესაძლოა, დაემატოს უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული.

გარდა ამისა, შესაძლოა, დაემატოს სსკ-ის 137-ე მუხლი, გაუპატიურება, რადგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის კაცს 14 წლის მოზარდთან მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰქონდა სქესობრივი კავშირი.

დანაშაულის შეუტყობინებლობაზე არის დასასჯელი პირთა ფართო წრე. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- როგორია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ამ საქმეში?

- სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის მრავალმხრივი და ყველაზე დიდი პრობლემა პრევენციის მხრივ არგადადგმული ნაბიჯებია. სკოლას აქვს ვალდებულება, გამოარკვიოს გარემოებები, რის გამო აცდენს არასრულწლოვანი გაკვეთილს და თუ ოდნავ მაინც ეჭვი აქვს, რომ საქმე ეხება ადრეულ ქორწინებას, უნდა შეატყობინოს და რეფერირება გააკეთოს შსს-ში. აითაჯის შემთხვევაში, სახელმწიფომ პრევენციის ნაწილში, განათლების სამინისტროს ხელით არაფერი გააკეთა.

2016 წელს გამოცემული მთავრობის დადგენილება სკოლებს პირდაპირ ავალდებულებს, მოიკვლიონ ბავშვების ძალადობის შესახებ ინფორმაცია. სკოლები თავიანთი ინიციატივით ვალდებულები არიან გამოავლინონ ძალადობის შემთხვევები და ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან. მაგრამ მათ ალბათ, ეს ვალდებულება წარმოუდგენიათ ისე, რომ მაინცდამაინც ძალადობის მსხვერპლი უნდა მივიდეს მათთან და მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის თაობაზე.

რაც შეეხება შსს-ს, აზერბაიჯანული თემის სოფლებში ხშირად პოლიცია არის ინერტული და არაფერს აკეთებს ქორწინების იძულების საკითხებში. არ არის სავალდებულო, რომ პოლიციას ვინმემ მიაწოდოს ინფორმაცია და ეს არ უხსნის მათ პასუხისმგებლობას, რადგან შსს-ს კანონი ავალდებულებს იმუშაოს ადგილობრივ დონეზე და მიიღოს ინფორმაცია. ამისთვის არსებობენ უბნის ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები და მათ ევალებათ ინფორმაციის მოძიება. ოპერატიული სამძებრო საქმიანობა გულისხმობს დანაშაულის გამოსავლენად და აღსაკვეთად ოპერატიული მოქმედებების გატარებას, მათი ფუნქციაა გასაუბრება პირებთან, რომლებიც შესაძლოა, ფლობდნენ მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას.

თუ შსს წარმომადგენელი იქნება გულისხმიერი და კეთილსინდისიერად იმუშავებს, მას აუცილებლად ექნება ინფორმაცია ქორწინების იძულების შემთხვევებზე.

- მოდით, ვისაუბროთ პრევენციაზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამ შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და ვის როგორ უნდა ემოქმედა?

- ამ შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო პირველ რიგში, დედას, მშობლებს. ამ თემში უიშვიათესი შემთხვევაა, როცა ქალი მსხვერპლი ცდილობს შეეწინააღმდეგოს მოძალადეს იძულებითი ქორწინების ფარგლებში. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ამ თემში, როდესაც ქალს ქმრის ბიძაშვილი აუპატიურებდა და მსხვერპლმა აცნობა ოჯახის წევრებს, დედამთილს, ქმარს და ქმრის გარემოცვას, მისი აზრი არავინ არაფრად ჩააგდო. ქალმა სანადირო თოფით მოკლა ქმრის ბიძაშვილი, რათა მისი სქესობრივი ხელშეუხებლობა დაეცვა. დღეს ეს ქალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ციხეში ზის. წესით, ეს იყო აუცილებელი მოგერიება.

- და რაც შეეხება საზოგადოებას, როგორია მისი როლი და პასუხისმგებლობა?

- ადგილობრივ თემში მიაჩნიათ, რომ ნიშნობა და ტრადიციებით განპირობებული გადაწყვეტილებები ხელშეუვალია. სახალხო დამცველმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ადგილობრივ თემში დასაქმებული პირების დამოკიდებულება, მათ შორის, საჯარო მოხელეების, არის სტერეოტიპული და მიიჩნევა, რომ ბავშვთა ქორწინება ტრადიციაა. ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია. მშობლის ქცევას, ამ შემთხვევაში, ჰქვია უგულვებელყოფა, რაც ძალადობის ნაირსახეობაა და რომ ამ დროს გამოიცემა მშობელზე შემაკავებელი ორდერი და მას ბავშვთან ეკრძალება მიახლოება, რათა გამოძიების პროცესში მსხვერპლზე არ მოახდინოს გავლენა. ეს რომ სცოდნოდა საზოგადოებას, შესაძლოა, ვინმე კეთილსინდისიერი გამოჩენილიყო და დახმარებოდა ბავშვს.

მედიისა და საზოგადოების აქტიურობას რომ ეფექტი აქვს, ამ საქმემ კიდევ ერთხელ დაგვანახა. საზოგადოების წევრები ითხოვენ ყველა პირის დასჯას და შედეგები უკვე ჩანს.

საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ამ საზოგადოების წევრები ვართ და რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ეს ჩვენ გვეხება. ჩვენ სახელმწიფო უწყებებს უნდა მოვთხოვოთ, რომ კომპლექსურად იმუშაონ მსგავს საქმეებზე და პრევენცია მოახდინონ. ამ შემთხვევაში პრევენცია გამოდის უკლებლივ ყველა იმ პირის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ვისაც ინფორმაცია ჰქონდა აითაჯის ამბავზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად მშობლებს ფინანსური საშუალება არ აქვთ გამოკვებონ და გაზარდონ შვილები და ნაადრევი ქორწინებით ცდილობენ თავიდან აიცილონ ეს პასუხისმგებლობა.. ასე ვთქვათ, "პატრონს ჩააბარონ" ბავშვები. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ თემის არამხოლოდ ცნობიერების ამაღლებაზე, არამედ მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

მე პირადად, ვისურვებდი, რომ აზერბაიჯანულ თემში, არასრულწლოვნების ასაკში, სახელმწიფომ ნიშნობა და სხვა მავნე ტრადიციები გამოაცხადოს დასჯადად. აზერბაიჯანულ თემში, ნიშნობით შეფუთულია ძალადობის სხვადასხვა ფორმები. ამით ხდება ნაადრევი ქორწინების დაკანონება. არაერთი საქმე შემოდებულია თაროზე და ბევრ შემთხვევაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მას შემდეგ, რაც წყვილს ბავშვი გაუჩნდა და ამით გადაიფარა დანაშაული.

ასევე იხილეთ: