სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანკიდან პირდაპირ "მოსადში": რა არის ცნობილი მსოფლიოს ყველაზე გასაიდუმლოებული სპეცსამსახურის "შეფზე", თანამშრომლებსა და დაზვერვის მიზნებზე?
ბანკიდან პირდაპირ "მოსადში": რა არის ცნობილი მსოფლიოს ყველაზე გასაიდუმლოებული სპეცსამსახურის "შეფზე", თანამშრომლებსა და დაზვერვის მიზნებზე?

ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის ის­ტო­რია 1929 წლი­დან იწყე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე მრა­ვა­ლი წლით ადრე. არა­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კონ­ფლიქ­ტი, ისე­ვე რო­გორც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, მო­ი­თხოვ­და სა­დაზ­ვერ­ვო მუ­შა­ო­ბას ებ­რა­ულ და­სახ­ლე­ბებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და ებ­რა­ელ­თა არა­ლე­გა­ლუ­რი იმიგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად პა­ლეს­ტი­ნა­ში. სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი ებ­რა­უ­ლი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი სა­ხე­ლად "შაი".

1948 წელს ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ბრი­ტა­ნუ­ლი ხა­ზით მოხ­და. შე­დე­გად გა­მოჩ­ნდა თა­ნა­მედ­რო­ვე ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ტო­ტი­პე­ბი: "შა­ბა­კი" და "AMAN".

მრა­ვალ­რი­ცხო­ვან­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კურ დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებს შო­რის, 1951 წელს გა­მო­იწ­ვია მათი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ამე­რი­კუ­ლი ხა­ზით. სწო­რედ მა­შინ შე­იქ­მნა ლე­გენ­და­რუ­ლი "მო­სა­დი", რო­მე­ლიც ან­გა­რიშს უშუ­ა­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს აბა­რებ­და.

რე­უ­ვენ ში­ლოა, "მო­სა­დის" პირ­ვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი

ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბი

· ინ­ფორ­მა­ცი­ის ფა­რუ­ლი შეგ­რო­ვე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ;

· სა­ზღვარ­გა­რეთ ის­რა­ე­ლის და ებ­რა­უ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ტე­რო­რის­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია;

· მტრუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მიერ არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ია­რა­ღის მა­რა­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და შე­ძე­ნის პრე­ვენ­ცია;

· ებ­რა­ელ­თა რე­პატ­რი­ა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­ი­და­ნაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი გამ­გზავ­რე­ბა ის­რა­ელ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია;

· სტრა­ტე­გი­უ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი და ოპე­რა­ტი­უ­ლი დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა;

· სპე­ცო­პე­რა­ცი­ებს ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს გა­რეთ.

"მო­სა­დის" საქ­მი­ა­ნო­ბა ღრმად არის კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ინ­ფორ­მა­ცია ამ სპეც­სამ­სა­ხუ­რი­სა და მისი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც წესი, თით­ქმის არა­სო­დეს ჩნდე­ბა. მა­გა­ლი­თად, 1990-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის სა­ხე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლა, ხოლო 1960-იან წლე­ბამ­დე ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ჯა­როდ ხსე­ნე­ბაც კი აკ­რძა­ლუ­ლი იყო. „მო­სა­დის“ საქ­მი­ა­ნო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბა მხო­ლოდ 1990-იანი წლე­ბის ბო­ლოს და­ი­წყო. მა­ნამ­დე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ მხო­ლოდ შიდა ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ბრძა­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წი­ნა­შე იყო ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი.

"მო­სა­დის­თვის“ მომ­ზა­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მსა­ხუ­რობ­დნენ ჯარ­ში. წი­ნას­წა­რი ტეს­ტე­ბი და ინ­სპექ­ტი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე გრძელ­დე­ბა. ამ სა­მუ­შა­ოს პერ­სო­ნა­ლის მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს. ვინც ჩა­ა­ბა­რებს ტეს­ტებს, მო­სა­დის აკა­დე­მი­ა­ში ირი­ცხე­ბა, რო­მელ­საც „მიდ­რაშ“ ჰქვია.

ქა­ლე­ბი

ახლო აღ­მო­სავ­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვა­ში არა­ლე­გა­ლი ქა­ლე­ბის ჩარ­თვა შე­ზღუ­დუ­ლია. პირ­ველ წლებ­ში ქა­ლე­ბი მხო­ლოდ დამ­ხმა­რე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ. ისი­ნი უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თად იგ­ზავ­ნე­ბოდ­ნენ ოპე­რა­ტი­ულ სა­მუ­შა­ო­ზე, მი­თუ­მე­ტეს სა­ზღვარ­გა­რეთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი ჯო­ზეფ ტელ­მა­ნი ის­რა­ე­ლის მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, "მო­სა­დის“ ოპე­რა­ტი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის მი­ნი­მუმ 20% ქა­ლია. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რან­გის ქალი აქ ალი­ზა მა­გე­ნი იყო, რო­მელ­მაც დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას მი­აღ­წია.

ალი­ზა მა­გე­ნი

2015 წლის 3 ივ­ნისს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პერ­სო­ნა­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად პირ­ვე­ლად და­ი­ნიშ­ნა ქალი. მას გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის არ­მი­ის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. და­ნიშ­ვნამ­დე ის „მო­სა­დის“ პერ­სო­ნა­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და.

სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან ის­რა­ელ­ში ჩა­სუ­ლი ხალ­ხის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს დაზ­ვერ­ვას, შე­არ­ჩი­ოს პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სია სა­მუ­შა­ოს­თვის მსოფ­ლი­ოს კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში - გა­რეგ­ნო­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, ქვეყ­ნი­სა და ენის ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი დი­ა­ლექ­ტე­ბის ჩათ­ვლით.

90-იანი წლე­ბი­დან მო­სა­დი რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებ­და რეკ­ლა­მებს ის­რა­ე­ლის გა­ზე­თებ­ში, სა­დაც იწ­ვევ­და ადა­მი­ა­ნებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ. 2000 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა რეკ­ლა­მა ტექ­სტით „მო­სა­დი ყვე­ლას­თვის ღია არ არის“. მას და­ახ­ლო­ე­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, მაგ­რამ მხო­ლოდ ერთი მი­ი­ღეს.

2000-იანი წლე­ბის მიჯ­ნა­ზე, "მო­სად­მა" და­ი­წყო პო­ლი­ტი­კუ­რი ჯა­შუ­შო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა რე­გი­ონ­ში ის­რა­ე­ლის ორი მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტის - ირა­ნი­სა და პა­ლეს­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­კენ. მაირ და­გან­მა, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვას 2002 წლი­დან 2011 წლამ­დე, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის ცვლი­ლე­ბა საკ­მა­ოდ ნათ­ლად ახ­სნა: „ჩვენ არ ვართ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და თუ გუ­ლუბ­რყვი­ლოდ გან­ვაგ­რძობთ რწმე­ნას, რომ ყვე­ლაფ­რის ერ­თდრო­უ­ლად გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია, მა­შინ სა­ბო­ლო­ოდ ჩვენ გა­ვა­კე­თებთ სრუ­ლი­ად არა­ფერს".

"მო­სა­დის" ამ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი

„მო­სა­დის“ ამ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი დე­ვიდ ბარ­ნე­აა. იგი და­ი­ბა­და აშ­კე­ლონ­ში და გა­ი­ზარ­და რი­შონ ლე­ზი­ონ­ში. ბარ­ნეა სწავ­ლობ­და თელ-ავი­ვის სარ­დლო­ბის სამ­ხედ­რო სკო­ლა-პან­სი­ონ­ში და ჩა­ი­რი­ცხა IDF-ში 1983 წელს. მან სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სა­დაზ­ვერ­ვო პოლკ­ში გა­ი­ა­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სწავ­ლობ­და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, მი­ი­ღო ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ნიუ-იორ­კის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­დან და MBA პე­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. შემ­დეგ ის ის­რა­ელ­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კში ბიზ­ნეს-მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და.

კა­რი­ე­რა

მო­სადს ის 1996 წელს ის შე­უ­ერ­თდა - გა­ი­ა­რა კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის კურ­სი და მსა­ხუ­რობ­და ცო­მე­თის დი­ვი­ზი­ა­ში, მე­თა­უ­რობ­და ოპე­რა­ტი­ულ ნა­წი­ლებს ის­რა­ელ­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ. 2,5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის მუ­შა­ობ­და კე­შე­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ, 2013 წელს და­ი­ნიშ­ნა ცო­მე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად. სა­დაც ის­რა­ე­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ოთხი ჯილ­დო გა­და­ე­ცა გან­ყო­ფი­ლე­ბას, რო­მელ­საც ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 2019 წელს იგი „მო­სა­დის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, ხოლო 2021 წელს რომ ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და.

ბარ­ნეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და ოთხი შვი­ლი ჰყავს.

"მო­სა­დის" კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რის­კის ქვეშ აყე­ნე­ბენ თა­ვი­ანთ სი­ცო­ცხლეს, თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბის­გან შორს ცხოვ­რო­ბენ მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბი­თა და ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ით. მა­მაც და ხში­რად წარ­მო­უდ­გე­ნელ ოპე­რა­ცი­ებს ატა­რე­ბენ ის­რა­ე­ლი­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც უმ­ცი­რე­სი შეც­დო­მაც კი, შე­საძ­ლოა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­ა­შილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
1

მოსადის ყოვლიშემძლეობაზე აზრის ჩამოყალიბება დასავლური პროპაგანდის მუშაობის შედეგია. მოსადი კიარა, აშშ-ს სპეცსამსახურებმა ვერ აღკვეთეს 2001 წ 11 სექტემბრის არნახული მასშატბის ტერაქტი.. სუსტი მხარე ყველას და ყველაფერს აქვს. ნახევრადშიშველი არაბები რომ სამხედრო ბაზას აიღებენ, პარაპლანებით დესანტირებას მოახდენენ და 40 კმ ით შეიჭრებიან ისრაელის ტერიტორიაზე, ეს ან შეგნებულად წაყრუებაა, ანდა სპეცსამსახურების აშკრა ჩავარდნა. 

God
2

ისრაელი რომელიც ერთი ჯარისკაცის დასახსნელად 1000 პალესტინელ ტერორისტს ანთავისუფლებს ციხიდან არა მგონია რომ ინფორმაცია ქონოდათ და ეს ცხოველები განზრახ შემოეშვათ ისრაელში ბავშვების თავების დასაჭრელად, მოსადის უსერიოზულესი ჩავარდნა მოხდა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ბანკიდან პირდაპირ "მოსადში": რა არის ცნობილი მსოფლიოს ყველაზე გასაიდუმლოებული სპეცსამსახურის "შეფზე", თანამშრომლებსა და დაზვერვის მიზნებზე?

ბანკიდან პირდაპირ "მოსადში": რა არის ცნობილი მსოფლიოს ყველაზე გასაიდუმლოებული სპეცსამსახურის "შეფზე", თანამშრომლებსა და დაზვერვის მიზნებზე?

ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ისტორია 1929 წლიდან იწყება, დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფოს გამოცხადებამდე მრავალი წლით ადრე. არაბულ მოსახლეობასთან კონფლიქტი, ისევე როგორც წინააღმდეგობები ბრიტანეთის ხელისუფლებასთან, მოითხოვდა სადაზვერვო მუშაობას ებრაულ დასახლებებზე თავდასხმების თავიდან ასაცილებლად და ებრაელთა არალეგალური იმიგრაციის უზრუნველსაყოფად პალესტინაში. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველი ებრაული დაზვერვის სამსახური სახელად "შაი".

1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადების შემდეგ, დაზვერვის სამსახურების რეორგანიზაცია ბრიტანული ხაზით მოხდა. შედეგად გამოჩნდა თანამედროვე ისრაელის სადაზვერვო სამსახურების პროტოტიპები: "შაბაკი" და "AMAN".

მრავალრიცხოვანმა დაძაბულობამ სამხედრო და პოლიტიკურ დაზვერვის სამსახურებს შორის, 1951 წელს გამოიწვია მათი რეორგანიზაცია ამერიკული ხაზით. სწორედ მაშინ შეიქმნა ლეგენდარული "მოსადი", რომელიც ანგარიშს უშუალოდ პრემიერ-მინისტრს აბარებდა.

რეუვენ შილოა, "მოსადის" პირველი ხელმძღვანელი

ძირითადი მიზნები

· ინფორმაციის ფარული შეგროვება საზღვარგარეთ;

· საზღვარგარეთ ისრაელის და ებრაული სამიზნეების წინააღმდეგ ტერორისტული ქმედებების პრევენცია;

· მტრული ქვეყნების მიერ არატრადიციული იარაღის მარაგების განვითარებისა და შეძენის პრევენცია;

· ებრაელთა რეპატრიაციის განხორციელება იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ოფიციალური გამგზავრება ისრაელში შეუძლებელია;

· სტრატეგიული, პოლიტიკური და ოპერატიული დაზვერვის ინფორმაციის მოპოვება;

· სპეცოპერაციებს ისრაელის სახელმწიფოს გარეთ.

"მოსადის" საქმიანობა ღრმად არის კლასიფიცირებული და ინფორმაცია ამ სპეცსამსახურისა და მისი მუშაობის შესახებ, როგორც წესი, თითქმის არასოდეს ჩნდება. მაგალითად, 1990-იანი წლების ბოლომდე სამსახურის უფროსის სახელი ოფიციალურად არ გამჟღავნებულა, ხოლო 1960-იან წლებამდე ამ ორგანიზაციის საჯაროდ ხსენებაც კი აკრძალული იყო. „მოსადის“ საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირება მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მანამდე თანამშრომლები მოქმედებდნენ მხოლოდ შიდა ინსტრუქციებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების საფუძველზე, რომელიც მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე იყო ანგარიშვალდებული.

"მოსადისთვის“ მომზადება ჩვეულებრივ ხორციელდება ისრაელის მოქალაქეებს შორის, რომლებიც მსახურობდნენ ჯარში. წინასწარი ტესტები და ინსპექტირება რამდენიმე თვე გრძელდება. ამ სამუშაოს პერსონალის მართვის განყოფილება ახორციელებს. ვინც ჩააბარებს ტესტებს, მოსადის აკადემიაში ირიცხება, რომელსაც „მიდრაშ“ ჰქვია.

ქალები

ახლო აღმოსავლური მენტალიტეტის თავისებურებებიდან გამომდინარე, ისრაელის დაზვერვაში არალეგალი ქალების ჩართვა შეზღუდულია. პირველ წლებში ქალები მხოლოდ დამხმარე ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობდნენ. ისინი უკიდურესად იშვიათად იგზავნებოდნენ ოპერატიულ სამუშაოზე, მითუმეტეს საზღვარგარეთ. მიუხედავად ამისა, როგორც ისტორიკოსი ჯოზეფ ტელმანი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით წერს, "მოსადის“ ოპერატიული პერსონალის მინიმუმ 20% ქალია. ყველაზე მაღალი რანგის ქალი აქ ალიზა მაგენი იყო, რომელმაც დირექტორის მოადგილის თანამდებობას მიაღწია.

ალიზა მაგენი

2015 წლის 3 ივნისს ორგანიზაციის პერსონალის განყოფილების უფროსად პირველად დაინიშნა ქალი. მას გენერალ-მაიორის არმიის წოდება მიენიჭა. დანიშვნამდე ის „მოსადის“ პერსონალის განყოფილებაში მსახურობდა.

სხვადასხვა რეგიონიდან ისრაელში ჩასული ხალხის დიდი რაოდენობა საშუალებას აძლევს დაზვერვას, შეარჩიოს პერსონალი, რომელიც ყველაზე შესაფერისია სამუშაოსთვის მსოფლიოს კონკრეტულ ქვეყანაში - გარეგნობის, კულტურული მახასიათებლების, ქვეყნისა და ენის ცოდნის საფუძველზე, ადგილობრივი დიალექტების ჩათვლით.

90-იანი წლებიდან მოსადი რეგულარულად აქვეყნებდა რეკლამებს ისრაელის გაზეთებში, სადაც იწვევდა ადამიანებს ორგანიზაციაში სამუშაოდ. 2000 წელს გამოქვეყნდა რეკლამა ტექსტით „მოსადი ყველასთვის ღია არ არის“. მას დაახლოებით ათასი ადამიანი გამოეხმაურა, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღეს.

2000-იანი წლების მიჯნაზე, "მოსადმა" დაიწყო პოლიტიკური ჯაშუშობისგან თავის დაღწევა რეგიონში ისრაელის ორი მთავარი ოპონენტის - ირანისა და პალესტინის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებებისკენ. მაირ დაგანმა, რომელიც ხელმძღვანელობდა საგარეო დაზვერვას 2002 წლიდან 2011 წლამდე, პრიორიტეტების ცვლილება საკმაოდ ნათლად ახსნა: „ჩვენ არ ვართ შეერთებული შტატები და თუ გულუბრყვილოდ განვაგრძობთ რწმენას, რომ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება შეგვიძლია, მაშინ საბოლოოდ ჩვენ გავაკეთებთ სრულიად არაფერს".

"მოსადის" ამჟამინდელი დირექტორი

„მოსადის“ ამჟამინდელი დირექტორი დევიდ ბარნეაა. იგი დაიბადა აშკელონში და გაიზარდა რიშონ ლეზიონში. ბარნეა სწავლობდა თელ-ავივის სარდლობის სამხედრო სკოლა-პანსიონში და ჩაირიცხა IDF-ში 1983 წელს. მან სამხედრო სამსახური გენერალური შტაბის სადაზვერვო პოლკში გაიარა. მოგვიანებით სწავლობდა შეერთებულ შტატებში, მიიღო ბაკალავრის ხარისხი ნიუ-იორკის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან და MBA პეისის უნივერსიტეტიდან. შემდეგ ის ისრაელში საინვესტიციო ბანკში ბიზნეს-მენეჯერად მუშაობდა.

კარიერა

მოსადს ის 1996 წელს ის შეუერთდა - გაიარა კოლექციონერების კურსი და მსახურობდა ცომეთის დივიზიაში, მეთაურობდა ოპერატიულ ნაწილებს ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ. 2,5 წლის განმავლობაში ის მუშაობდა კეშეტის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 2013 წელს დაინიშნა ცომეთის სამმართველოს უფროსად. სადაც ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ოთხი ჯილდო გადაეცა განყოფილებას, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. 2019 წელს იგი „მოსადის“ ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2021 წელს რომ ხელმძღვანელი გახდა.

ბარნეა დაქორწინებულია და ოთხი შვილი ჰყავს.

"მოსადის" კაცები და ქალები, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ სიცოცხლეს, თავიანთი ოჯახებისგან შორს ცხოვრობენ მოგონილი სახელებითა და ცხოვრების ისტორიით. მამაც და ხშირად წარმოუდგენელ ოპერაციებს ატარებენ ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებში, სადაც უმცირესი შეცდომაც კი, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

წაიკითხეთ ასევე:

მოამზადა ეკა დარჩიაშილმა