მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყოს ისრაელის დაზვერვის ქართველი მაღალჩინოსანი, რომელიც ტერორისტებს შიშის ზარს სცემდა და რატომ გაუნაწყენდა ნეთანიაჰუს - ისტორია "სურამელ ბიჭზე", რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა
ვინ იყოს ისრაელის დაზვერვის ქართველი მაღალჩინოსანი, რომელიც ტერორისტებს შიშის ზარს სცემდა და რატომ გაუნაწყენდა ნეთანიაჰუს - ისტორია "სურამელ ბიჭზე", რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა

მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია ახლა ის­რა­ე­ლი, რო­მელ­საც ჰა­მა­სმა 7 ოქ­ტომ­ბერს შე­უ­ტია და ქვეყ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე ათა­სი რა­კე­ტა გა­ის­რო­ლეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი შე­იჭრ­ნენ სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნებ­ში, მოკ­ლეს 900-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და აიყ­ვა­ნეს მძევ­ლე­ბი. და­შა­ვე­ბუ­ლია ორი­ა­თას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

ის­რა­ელ­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის პო­ლი­ცი­ის ოფი­ცე­რი, იცხაკ ბა­ზუ­კაშ­ვი­ლი ორი დღის წინ ტე­რო­რის­ტებ­თან ბრძო­ლად შე­ე­წი­რა. პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იცხაკ ბა­ზუ­კაშ­ვი­ლი, სე­გევ შა­ლო­მის სად­გუ­რის მე­თა­უ­რი იყო. უამ­რა­ვი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლეა და­საქ­მე­ბუ­ლი ის­რა­ელ­ში, სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რებ­ში და ისი­ნი ამ ქვე­ყა­ნას ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობთ, ალ­ბათ ბევ­რს ახ­სენ­დე­ბა ავ­თან­დილ წი­წუ­აშ­ვი­ლი, ის­რა­ე­ლის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად, "ქარ­თვე­ლი" შე­არ­ქვეს. მსოფ­ლი­ოს დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი 2020 წელს კო­რო­ნა­ვირუს­მა შე­ი­წი­რა. მისი საქ­მი­ა­ნო­ბა იმ­დე­ნად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი, რომ ბო­ლომ­დე ოჯა­ხის წევ­რებ­მაც კი არ იცოდ­ნენ ქვეყ­ნის წი­ნა­შე მისი დამ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ. სუ­რამ­ში და­ბა­დე­ბულ­მა ავ­თან­დილ წი­წუ­აშ­ვილ­მა (იგი­ვე იცხაკ ილან­მა) უამ­რა­ვი სა­ი­დუმ­ლო წა­ი­ყო­ლა სა­მუ­და­მოდ თან. იცხაკ ილა­ნის ცხოვ­რე­ბა მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ უნდა ემ­სა­ხუ­რო სამ­შობ­ლოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლოს - ის­რა­ელს.

ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი ავთან­დილ წი­წუ­აშ­ვი­ლი 1956 წელს სუ­რამ­ში, ორ­თო­დოქ­სი ებ­რა­ე­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. იგი გახ­ლდათ რა­ბინ გაბ­რი­ელ და­ვა­რაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი. ხოლო პა­პის ძმა, რა­ბი­ნი მოშე და­ვა­რაშ­ვი­ლი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე იყო და 1918 წელს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზეც აქვს ხელი მო­წე­რი­ლი. მე­ო­რე პა­პის ძმა, ია­კობ და­ვა­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ებ­რა­ელ­თა მთა­ვა­რი რა­ბი­ნი იყო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-70-იან წლებ­ში.

ავთო წი­წუ­აშ­ვილ­მა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა თბი­ლის­ში კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სკო­ლა, მისი დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, 1973 წელს ოჯახ­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში გა­და­სახ­ლდა. სწავ­ლობ­და იე­რუ­სა­ლი­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე და თით­ქმის ორ­მოც­და­ა­თი წელი ემ­სა­ხუ­რა მის თავ­დაც­ვა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას. 1976-1980 წლებ­ში იგი მსა­ხუ­რობ­და ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში, სა­დაც ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მი­ი­ღო. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდა ავ­თან­დილ-იცხა­კი თა­ვი­სუფ­ლად ფლობ­და ხუთ ენას: ქარ­თულს, რუ­სულ, ინ­გლი­სურს, არა­ბულ­სა და ივ­რითს. ჩემი აზ­რით, ამ გა­რე­მო­ე­ბამ ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი მის მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ში.

1982 წელს, უკვე სა­მო­ქა­ლა­ქო ყო­ფას შეჩ­ვე­უ­ლი იცხა­კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ის­რა­ე­ლის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში (ანუ "შა­ბაკ­ში") და­ი­ბა­რეს და ხან­გრძლი­ვი გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ "საბ­ჭო­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში" (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შპი­ო­ნა­ჟის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი და­ნა­ყო­ფი) სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზეს. აქ მცი­რე გა­დახ­ვე­ვას გა­ვა­კე­თებ, რათა ერ­თად გა­ვიხ­სე­ნოთ. ის­რა­ელ­მა, რო­მე­ლიც და­არ­სე­ბის პირ­ველ წლებ­ში სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის იყო, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი და სტრუქ­ტუ­რა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ანა­ლო­გი­უ­რად ააგო.

სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვა ("მო­სა­დი"), კონ­ტრდაზ­ვერ­ვა ("შა­ბა­კი") და სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა ("ამა­ნი") ახ­ლად შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მთა­ვარ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბად იქცა. მა­ში­ნაც და დღე­საც ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ო­და და გა­მო­ირ­ჩე­ვა სხვა ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან. იგი არის მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი და მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ამა­ვე დროს, არც ის უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­შობ­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ფა­ნა­ტი­კუ­რე­ბი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამი­ტო­მა­ცაა, რომ მსოფ­ლი­ოს უმძლავ­რეს სპეც­სამ­სა­ხუ­რებს შო­რის ებ­რა­ე­ლებს ის­ტო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი მო­ღა­ლა­ტე ჰყავთ!

აი, სწო­რედ ასეთ სტრუქ­ტუ­რა­ში მი­იწ­ვი­ეს "სუ­რა­მე­ლი ჭა­ბუ­კი", რო­მე­ლიც 2011 წლის სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ოც­და­თხუთ­მე­ტი წელი, ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რა ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
31

სურამელი ბიჭი არა ის. გაზაედა საქართველომ და წავიდა მერე ისრაელში, თავისი ცოდნა მოახმარა ისრაელს 

აჰა
2

კაცი!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ვინ იყოს ისრაელის დაზვერვის ქართველი მაღალჩინოსანი, რომელიც ტერორისტებს შიშის ზარს სცემდა და რატომ გაუნაწყენდა ნეთანიაჰუს - ისტორია "სურამელ ბიჭზე", რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა

ვინ იყოს ისრაელის დაზვერვის ქართველი მაღალჩინოსანი, რომელიც ტერორისტებს შიშის ზარს სცემდა და რატომ გაუნაწყენდა ნეთანიაჰუს - ისტორია "სურამელ ბიჭზე", რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა

მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ახლა ისრაელი, რომელსაც ჰამასმა 7 ოქტომბერს შეუტია და ქვეყნის მიმართულებით რამდენიმე ათასი რაკეტა გაისროლეს. შეიარაღებული მებრძოლები შეიჭრნენ სასაზღვრო რაიონებში, მოკლეს 900-ზე მეტი ადამიანი და აიყვანეს მძევლები. დაშავებულია ორიათასზე მეტი ადამიანი.

ისრაელში უამრავი ქართველი ებრაელი ცხოვრობს და მოღვაწეობს. ერთ-ერთი ქართული წარმომავლობის პოლიციის ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი ორი დღის წინ ტერორისტებთან ბრძოლად შეეწირა. პოლიციის მაღალჩინოსანი იცხაკ ბაზუკაშვილი, სეგევ შალომის სადგურის მეთაური იყო. უამრავი ჩვენი თანამემამულეა დასაქმებული ისრაელში, სხვადასხვა სამსახურებში და ისინი ამ ქვეყანას ერთგულად ემსახურებიან.

როდესაც ქართველი ებრაელების შესახებ ვსაუბრობთ, ალბათ ბევრს ახსენდება ავთანდილ წიწუაშვილი, ისრაელის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, რომელსაც მეტსახელად, "ქართველი" შეარქვეს. მსოფლიოს დონის სპეციალისტი 2020 წელს კორონავირუსმა შეიწირა. მისი საქმიანობა იმდენად იყო გასაიდუმლოებული, რომ ბოლომდე ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების შესახებ. სურამში დაბადებულმა ავთანდილ წიწუაშვილმა (იგივე იცხაკ ილანმა) უამრავი საიდუმლო წაიყოლა სამუდამოდ თან. იცხაკ ილანის ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს. ამ შემთხვევაში, ისტორიულ სამშობლოს - ისრაელს.

ქართველი ებრაელი ავთანდილ წიწუაშვილი 1956 წელს სურამში, ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში დაიბადა. იგი გახლდათ რაბინ გაბრიელ დავარაშვილის შვილიშვილი. ხოლო პაპის ძმა, რაბინი მოშე დავარაშვილი გასული საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო და 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზეც აქვს ხელი მოწერილი. მეორე პაპის ძმა, იაკობ დავარაშვილი საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი იყო გასული საუკუნის 60-70-იან წლებში.

ავთო წიწუაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისში კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, მისი დამთავრებისთანავე, 1973 წელს ოჯახთან ერთად ისრაელში გადასახლდა. სწავლობდა იერუსალიმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და თითქმის ორმოცდაათი წელი ემსახურა მის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. 1976-1980 წლებში იგი მსახურობდა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებში, სადაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში ახალგაზრდა ავთანდილ-იცხაკი თავისუფლად ფლობდა ხუთ ენას: ქართულს, რუსულ, ინგლისურს, არაბულსა და ივრითს. ჩემი აზრით, ამ გარემოებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი მის მომავალ ცხოვრებაში.

1982 წელს, უკვე სამოქალაქო ყოფას შეჩვეული იცხაკი მოულოდნელად ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურში (ანუ "შაბაკში") დაიბარეს და ხანგრძლივი გასაუბრების შემდეგ "საბჭოთა განყოფილებაში" (საბჭოთა კავშირის შპიონაჟის წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფი) სამსახური შესთავაზეს. აქ მცირე გადახვევას გავაკეთებ, რათა ერთად გავიხსენოთ. ისრაელმა, რომელიც დაარსების პირველ წლებში სოციალისტური ორიენტაციის იყო, სპეცსამსახურების სახეობები და სტრუქტურა საბჭოთა კავშირის ანალოგიურად ააგო.

საგარეო დაზვერვა ("მოსადი"), კონტრდაზვერვა ("შაბაკი") და სამხედრო დაზვერვა ("ამანი") ახლად შექმნილი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტებად იქცა. მაშინაც და დღესაც ისრაელის სპეცსამსახურები გამოირჩეოდა და გამოირჩევა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისგან. იგი არის მცირერიცხოვანი და მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ამავე დროს, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ისრაელის სპეცსამსახურების თანამშრომლები სამშობლოს განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას ფანატიკურები სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს უმძლავრეს სპეცსამსახურებს შორის ებრაელებს ისტორიულად ყველაზე ნაკლები მოღალატე ჰყავთ!

აი, სწორედ ასეთ სტრუქტურაში მიიწვიეს "სურამელი ჭაბუკი", რომელიც 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით ანუ, ფაქტობრივად, ოცდათხუთმეტი წელი, ერთგულად ემსახურა ისრაელის უსაფრთხოებას...წაიკითხეთ სრულად