სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სრულიად ახალი კონცეფცია სკოლებისთვის: "მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიული განათლება მიიღონ" - რას ამბობს განათლების მინისტრი?
სრულიად ახალი კონცეფცია სკოლებისთვის: "მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიული განათლება მიიღონ" - რას ამბობს განათლების მინისტრი?

მალე სკო­ლებს არ­ჩე­ვით სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლად, სრუ­ლი­ად ახალ კონ­ცეფ­ცი­ას შევ­თა­ვა­ზებთ. სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე არ­ჩე­ვი­თი, თუმ­ცა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო [პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის] რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა სკო­ლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერგვის შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვებს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი საგ­ნე­ბის გავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, რომ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას და­ე­უფ­ლონ, რის შემ­დე­გაც, შრო­მის ბა­ზარ­ზე და­საქ­მე­ბას შეძ­ლე­ბენ.

"რამ­დე­ნიც არ უნდა დავ­ხარ­ჯოთ ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის და­ფარ­ვა. ეს, პრაქ­ტი­კუ­ლად, რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლი გაგ­რძელ­დე­ბა, ეს ერთი სა­კი­თხი. მე­ო­რე, რა თქმა უნდა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი, ასე ვთქვათ, დაკ­ნი­ნე­ბა, პრეს­ტი­ჟიც, რო­მე­ლიც დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია, ვე­რა­ნა­ი­რი კარ­გი მარ­კე­ტინ­გუ­ლი თუ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბით ვერ "ამო­ი­ქა­ჩე­ბა“, თუ ჩვენ თა­ვი­დან­ვე, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ში­ნა­არ­სობ­რი­ვად პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერგვას არ და­ვი­წყებთ სკო­ლებ­ში. სწო­რედ ამ მიზ­ნით, რო­გორც სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, მე-10-12 კლა­სებ­ში, მალე სკო­ლებს არ­ჩე­ვით სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლად, სრუ­ლი­ად ახალ კონ­ცეფ­ცი­ას შევ­თა­ვა­ზებთ. სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე არ­ჩე­ვი­თი, თუმ­ცა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. სკო­ლებ­ში ე.წ. ინ­ტეგ­რი­რე­ბულ პროგ­რა­მებს დავ­ნერ­გავთ, რაც ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვებს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე, მე-10 კლა­სი­დან, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ბუ­ნებ­რი­ვია, სკო­ლის საგ­ნებ­თან ერ­თად, [პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა] აირ­ჩი­ონ. არ უნდა აგ­ვე­რი­ოს, რომ ვინ­მე რა­ი­მე ფორ­მით ჩა­მორ­ჩე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის იმ საგ­ნებს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. [მათ] პა­რა­ლე­ლუ­რად ერთ კონ­კრე­ტულ პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლე­ბა და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, შრო­მის ბა­ზარ­ზე და­საქმდეს, თა­ვი­სი მცი­რე ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყოს ან სურ­ვი­ლი­სა­მებრ, გა­აგ­რძე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან რა თქმა უნდა, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბა. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი სი­ახ­ლე და ინო­ვა­ცია სკო­ლებ­ში. თქვენ იცით, რომ 2100 სკო­ლა გვაქვს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია ამას გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა მაგ­რამ 2024 წლი­დან პირ­ველ ყვე­ლა­ზე დიდ, ძლი­ერ სა­პი­ლო­ტე სკო­ლებს შე­ვარ­ჩევთ, სა­დაც ეს პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა და ვფიქ­რობთ, ეს ფრონ­ტი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­იშ­ლე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა სკო­ლა­ში პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას, გა­ნახ­ლე­ბულ პროგ­რა­მებს, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ებს, ახალ პრი­ო­რი­ტე­ტებს და ახალ და­ფი­ნან­სე­ბის მო­დელს მი­ვი­ღებთ. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი და რგო­ლი ეს კერ­ძო სექ­ტო­რია, ბიზ­ნე­სი და დამ­საქ­მებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ვფიქ­რობ, შევ­თა­ვა­ზეთ და ვთა­ვა­ზობთ ახალ, ინო­ვა­ცი­ურ, სწორ მიდ­გო­მას, რო­მე­ლიც ღი­ა­ო­ბის და თა­ნას­წო­რო­ბის სა­ფუძ­ვლებს ეფუძ­ნე­ბა. ჩვენ მზად ვართ, თქვენ­თან ერ­თად, თქვე­ნი სურ­ვი­ლის და და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არამ­ხო­ლოდ მხარ­დამ­ჭე­რი, არა­მედ ინ­ვეს­ტო­რიც გავ­ხდეთ“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინტრიგანი
0

ახლა მთავარია მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები აითვისონ მასწავლებლებმა, რომლებიც უბრალოდ ექსელის ფაილს ვერ ხსნიან და კონკურენტუნარიანი ხელოსანი გამოზარდოს.

ყვარყვარე
2

ეგრე რაა,,, იყო კომუნისტების დროს პროფტექნიკური სასწავლებლები და ოროსნები გადაყავდათ,,,, დროშა ჰიმნი და ბრეჟნევი გაკლიათ !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

სრულიად ახალი კონცეფცია სკოლებისთვის: "მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიული განათლება მიიღონ" - რას ამბობს განათლების მინისტრი?

სრულიად ახალი კონცეფცია სკოლებისთვის: "მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიული განათლება მიიღონ" - რას ამბობს განათლების მინისტრი?

მალე სკოლებს არჩევით სავალდებულო ნაწილად, სრულიად ახალ კონცეფციას შევთავაზებთ. საშუალო საფეხურზე არჩევითი, თუმცა ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო [პროფესიული განათლების] რამდენიმე მიმართულება იქნება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვის შესახებ პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბავშვებს ზოგადი განათლების აუცილებელი საგნების გავლის პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროფესიულ განათლებას დაეუფლონ, რის შემდეგაც, შრომის ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ.

"რამდენიც არ უნდა დავხარჯოთ ჩვენი შესაძლებლობის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ძალიან რთული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის დაფარვა. ეს, პრაქტიკულად, რამდენიმე ათწლეული გაგრძელდება, ეს ერთი საკითხი. მეორე, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების ის შინაარსობრივი, ასე ვთქვათ, დაკნინება, პრესტიჟიც, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, ვერანაირი კარგი მარკეტინგული თუ საკომუნიკაციო კამპანიებით ვერ "ამოიქაჩება“, თუ ჩვენ თავიდანვე, ადრეული ასაკიდანვე შინაარსობრივად პროფესიული განათლების დანერგვას არ დავიწყებთ სკოლებში. სწორედ ამ მიზნით, როგორც საბაზო საფეხურზე და განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე, მე-10-12 კლასებში, მალე სკოლებს არჩევით სავალდებულო ნაწილად, სრულიად ახალ კონცეფციას შევთავაზებთ. საშუალო საფეხურზე არჩევითი, თუმცა ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო რამდენიმე მიმართულება იქნება. სკოლებში ე.წ. ინტეგრირებულ პროგრამებს დავნერგავთ, რაც ნიშნავს, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე, მე-10 კლასიდან, შესაძლებლობა ექნებათ, ბუნებრივია, სკოლის საგნებთან ერთად, [პროფესიული მიმართულება] აირჩიონ. არ უნდა აგვერიოს, რომ ვინმე რაიმე ფორმით ჩამორჩება ზოგადი განათლების იმ საგნებს, რომლებიც აუცილებელია. [მათ] პარალელურად ერთ კონკრეტულ პროფესიას დაეუფლება და სკოლის დამთავრებისთანავე, შესაძლებლობა ექნება, შრომის ბაზარზე დასაქმდეს, თავისი მცირე ბიზნესი წამოიწყოს ან სურვილისამებრ, გააგრძელოს პროფესიული განათლების მიმართულებით ან რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების მიმართულებით მოღვაწეობა. ეს არის ყველაზე დიდი სიახლე და ინოვაცია სკოლებში. თქვენ იცით, რომ 2100 სკოლა გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია ამას გარკვეული დრო დასჭირდება მაგრამ 2024 წლიდან პირველ ყველაზე დიდ, ძლიერ საპილოტე სკოლებს შევარჩევთ, სადაც ეს პროცესი დაიწყება და ვფიქრობთ, ეს ფრონტი რამდენიმე წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება. საბოლოოდ, ყველა სკოლაში პროფესიულ განათლებას, განახლებულ პროგრამებს, კვალიფიკაციებს, ახალ პრიორიტეტებს და ახალ დაფინანსების მოდელს მივიღებთ. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და რგოლი ეს კერძო სექტორია, ბიზნესი და დამსაქმებლები, რომლებსაც ვფიქრობ, შევთავაზეთ და ვთავაზობთ ახალ, ინოვაციურ, სწორ მიდგომას, რომელიც ღიაობის და თანასწორობის საფუძვლებს ეფუძნება. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად, თქვენი სურვილის და დაინტერესების შემთხვევაში, არამხოლოდ მხარდამჭერი, არამედ ინვესტორიც გავხდეთ“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.