პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოატყუა "ჰამასმა" ისრაელის დაზვერვის სამსახური?
როგორ მოატყუა "ჰამასმა" ისრაელის დაზვერვის სამსახური?

7 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლის 06:30 სა­ათ­ზე, ნე­გე­ვის უდაბ­ნო­ში, კი­ბუც რე-იმ­თან ახ­ლოს, ებ­რა­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის სუ­კო­ტის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ნო­ვას მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, "ჰა­მა­სის" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ის­რა­ელს და­ეს­ხა თავს.

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის 18-თვი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­დე­გია ღა­ზას სექ­ტორ­ში, რო­მე­ლიც 1967 წლის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და რო­მელ­საც პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი სა­მო­მავ­ლო სა­ხელ­მწი­ფოს ცენ­ტრად მი­იჩ­ნე­ვენ.

უკა­ნას­კნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ელ­ში და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 900-ს აჭარ­ბებს, ღა­ზა­ში - 560-ს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ე­ლის და პა­ლეს­ტი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­მო­ცე­მა Reuters-ი წერს, რომ "ჰა­მა­სმა" "მო­ა­ტყუა“ ის­რა­ე­ლი, თით­ქოს ის თავ­დას­ხმას არ გეგ­მავ­და. სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შექ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძო­ლო ავან­ტი­უ­რის­თვის არ ემ­ზა­დე­ბო­და, რომ ის თით­ქოს ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი აღ­მოჩ­ნდა, რომ თავ­დას­ხმის­თვის აქ­ტი­ურ მზა­დე­ბა­ში იყო. Reuters-ი წერს, რომ ის­რა­ელ­ში სწო­რედ ამ ილუ­ზი­ას და­უ­ჯე­რეს.

მი­ნი­მუმ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰა­მა­სი უჩ­ვე­ნებ­და ის­რა­ელს, რომ ომს არ გეგ­მავ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბო­და თავ­დას­ხმის­თვის.

"ჰა­მა­სმა" შექ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ის ბრძო­ლის­თვის მზად არ იყო. მან გა­მო­ი­ყე­ნა უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­დაზ­ვერ­ვო ტაქ­ტი­კა ის­რა­ე­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უქ­მნი­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ მას თით­ქოს არ სურ­და ის­რა­ელ­თან ბრძო­ლა­ში ჩარ­თვა“, - გა­ნუ­ცხა­და ჰა­მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ Reuters-ს.

მისი თქმით, ღა­ზას სექ­ტორ­ში მოძ­რა­ო­ბამ იმი­ტი­რე­ბუ­ლი და­სახ­ლე­ბა აა­შე­ნა ჯა­რე­ბის დე­სან­ტი­სა და თავ­დას­ხმის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. Reuters-ის წყა­რომ დას­ძი­ნა, რომ ის­რა­ე­ლი ხე­დავ­და ამ ქმე­დე­ბებს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ "ჰა­მა­სი" არ ცდი­ლობს კონფრონ­ტა­ცი­ა­ში ჩარ­თვას.

ის ქმნი­და ილუ­ზი­ას, თით­ქოს ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და მათი გა­და­წყვე­ტის­თვის მა­გა­ლი­თად, ღა­ზას მუ­შა­კებს ნება დარ­თეს გა­და­ეკ­ვე­თათ ის­რა­ე­ლის სა­ზღვა­რი, რათა ემუ­შა­ვათ იქ ან მდი­ნა­რე იორ­და­ნეს და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, სა­დაც ხელ­ფა­სე­ბი უფრო მა­ღა­ლი იყო.

"მათ დაგ­ვარ­წმუ­ნეს, რომ ფული სჭირ­დე­ბო­დათ“, - გა­ნუ­ცხა­და Reuters-ს ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წყა­რომ. მან და­ა­მა­ტა, რომ "ჰა­მა­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შეძ­ლო შე­ექ­მნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მარ­თვა­ზე იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი.

გარ­და ამი­სა, სა­ა­გენ­ტოს თა­ნა­მო­სა­უბ­რის თქმით, ჰა­მა­სი ცდი­ლობ­და მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა, რად­გან ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვა ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და მათ ქმე­დე­ბებს. სწო­რედ ამ მიზ­ნით, ჰა­მა­სის ბევ­რმა ლი­დერ­მა ბოლო მო­მენ­ტამ­დე ჩრდილ­ში დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა, ხოლო მებ­რძო­ლებ­მა ბოლო წუ­თამ­დე არ იცოდ­ნენ წვრთნე­ბის მიზ­ნე­ბი.

"ოპე­რა­ცი­ამ მი­ი­ღო სა­ხელ­წო­დე­ბა "ალ-აქ­სის ქა­რიშ­ხა­ლი“, - გა­ნუ­ცხა­და სა­ა­გენ­ტოს "ჰა­მა­სის" წყა­რომ. და მისი თქმით, ტაქ­ტი­კა შემ­დე­გი ეტა­პე­ბის­გან შედ­გე­ბო­და:

  • მა­სი­უ­რი თავ­დას­ხმა ღა­ზი­დან 3 ათა­სი რა­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მებ­რძო­ლე­ბის შეჭ­რას­თან ერ­თად;
  • ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სა­სა­ზღვრო ბა­რი­ე­რე­ბის გა­სარ­ღვე­ვად, ხოლო გა­ჩე­ნი­ლი უფსკრუ­ლი გა­ფარ­თოვ­და ბულ­დო­ზე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, რათა მებ­რძო­ლებს შეძ­ლე­ბო­დათ მან­ქა­ნე­ბით გავ­ლა;
  • მებ­რძო­ლე­ბი თავს და­ესხნენ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შტაბ-ბი­ნას, რათა ხელი შე­ე­შა­ლათ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში სხვა შტა­ბებ­თან;
  • "ჰა­მა­სმა" მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა და ღა­ზას სექ­ტორ­ში წა­იყ­ვა­ნა; ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­თა გა­ტა­ცე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ ეპი­ზო­დად იქცა.

ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კი­დევ ერ­თმა წყა­რომ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის ჯა­რის რა­ო­დე­ნო­ბა ღა­ზას მახ­ლობ­ლად იმ მო­მენ­ტის­თვის სა­ჭი­რო­ზე ცოტა იყო. "ჰა­მა­სმა კი სწო­რედ ამით ისარ­გებ­ლა“, - გა­ნუ­ცხა­და Reuters-ს წყა­რომ.

კი­თხვე­ბი ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­თან კი­დევ უფრო გამ­წვავ­და მას მერე, რაც ეგ­ვიპ­ტის დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არაფ­რად ჩა­აგ­დო ეგ­ვიპ­ტის გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი "ჰა­მა­სის" მხრი­დან "რა­ღაც დიდი ოპე­რა­ცი­ის" თა­ო­ბა­ზე... მისი მტკი­ცე­ბით, ეგ­ვიპ­ტის დაზ­ვერ­ვის მი­ნის­ტრმა ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა პირ­და­პირ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გა­დას­ცა.

"ჩვენ გა­ვაფრ­თხი­ლეთ, რომ ვი­თა­რე­ბა აფეთ­ქდე­ბო­და, თან ძა­ლი­ან მალე და ეს იქ­ნე­ბო­და მას­შტა­ბუ­რი, მაგ­რამ მათ ვერ შე­ა­ფას­დეს საფრ­თხე”, - გა­ნუ­ცხა­და Associated Press-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა.

მისი თქმით, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე და სა­ყუ­რა­დღე­ბოდ არ მი­იჩ­ნი­ეს საფრ­თხე ღა­ზი­დან.

ნე­თა­ნი­აჰუმ უარ­ყო წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია და მას ერი­სად­მი მი­მარ­თვი­სას "ფეიკ ამ­ბა­ვი " უწო­და.

"ეგ­ვიპ­ტი­დან გაფრ­თხი­ლე­ბის არა­ნა­ი­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მო­სუ­ლა და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ უსა­უბ­რია და არც შეხ­ვედ­რა ჰქო­ნია ეგ­ვიპ­ტის დაზ­ვერ­ვის უფ­როს­თან, მო­ყო­ლე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის შექ­მნი­დან დღემ­დე, ეს არ მომ­ხდა­რა არც ირი­ბად და არც პირ­და­პირ“, - ნათ­ქვა­მია მისი ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ეგ­ვიპ­ტის ანო­ნი­მურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი შო­კი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ ნე­თა­ნი­აჰუს გულ­გრი­ლო­ბის გამო... მისი მტკი­ცე­ბით, პრე­მი­ერ­მა ეგ­ვიპ­ტელ მი­ნისტრს უთხრა, რომ ის­რა­ე­ლე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი "ჩა­ძი­რუ­ლი" იყ­ვნენ და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
niko
0

ჰამასმა მოატყუა? ვინ ვინ მოატყუა კარგად ჩანს. მაგარი აჭამეს ჰამასს.

ტ.
1

რომ შევაჯამოთ, მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებაში მორიგი ეპიზოდია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

როგორ მოატყუა "ჰამასმა" ისრაელის დაზვერვის სამსახური?

როგორ მოატყუა "ჰამასმა" ისრაელის დაზვერვის სამსახური?

7 ოქტომბერს, დილის 06:30 საათზე, ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად ნოვას მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, "ჰამასის" შეიარაღებული დაჯგუფება ისრაელს დაესხა თავს.

საბრძოლო მოქმედებები ისრაელ-პალესტინის 18-თვიანი დაძაბულობის შედეგია ღაზას სექტორში, რომელიც 1967 წლის შემდეგ ისრაელის მიერ არის ოკუპირებული და რომელსაც პალესტინელები თავიანთი სამომავლო სახელმწიფოს ცენტრად მიიჩნევენ.

უკანასკნელი ინფორმაციით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს, ღაზაში - 560-ს, - ინფორმაციას ისრაელის და პალესტინის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.

გამოცემა Reuters-ი წერს, რომ "ჰამასმა" "მოატყუა“ ისრაელი, თითქოს ის თავდასხმას არ გეგმავდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ შექმნა შთაბეჭდილება, რომ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო ავანტიურისთვის არ ემზადებოდა, რომ ის თითქოს ეკონომიკურ პრობლემებზე იყო ორიენტირებული. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ თავდასხმისთვის აქტიურ მზადებაში იყო. Reuters-ი წერს, რომ ისრაელში სწორედ ამ ილუზიას დაუჯერეს.

მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ჰამასი უჩვენებდა ისრაელს, რომ ომს არ გეგმავდა, სინამდვილეში კი აქტიურად ემზადებოდა თავდასხმისთვის.

"ჰამასმა" შექმნა შთაბეჭდილება, რომ ის ბრძოლისთვის მზად არ იყო. მან გამოიყენა უპრეცედენტო სადაზვერვო ტაქტიკა ისრაელის შეცდომაში შეყვანის მიზნით ბოლო თვეების განმავლობაში, რაც საზოგადოებას უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მას თითქოს არ სურდა ისრაელთან ბრძოლაში ჩართვა“, - განუცხადა ჰამასთან დაახლოებულმა წყარომ Reuters-ს.

მისი თქმით, ღაზას სექტორში მოძრაობამ იმიტირებული დასახლება ააშენა ჯარების დესანტისა და თავდასხმისთვის მოსამზადებლად. Reuters-ის წყარომ დასძინა, რომ ისრაელი ხედავდა ამ ქმედებებს, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ "ჰამასი" არ ცდილობს კონფრონტაციაში ჩართვას.

ის ქმნიდა ილუზიას, თითქოს ეკონომიკური პრობლემები უფრო მნიშვნელოვანი იყო და მათი გადაწყვეტისთვის მაგალითად, ღაზას მუშაკებს ნება დართეს გადაეკვეთათ ისრაელის საზღვარი, რათა ემუშავათ იქ ან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, სადაც ხელფასები უფრო მაღალი იყო.

"მათ დაგვარწმუნეს, რომ ფული სჭირდებოდათ“, - განუცხადა Reuters-ს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ. მან დაამატა, რომ "ჰამასის" ხელმძღვანელობამ შეძლო შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ისინი ტერიტორიების მართვაზე იყვნენ ორიენტირებულნი.

გარდა ამისა, სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, ჰამასი ცდილობდა მაქსიმალურად თავიდან აეცილებინა თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა, რადგან ისრაელის დაზვერვა ყურადღებით აკვირდებოდა მათ ქმედებებს. სწორედ ამ მიზნით, ჰამასის ბევრმა ლიდერმა ბოლო მომენტამდე ჩრდილში დარჩენა ამჯობინა, ხოლო მებრძოლებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ წვრთნების მიზნები.

"ოპერაციამ მიიღო სახელწოდება "ალ-აქსის ქარიშხალი“, - განუცხადა სააგენტოს "ჰამასის" წყარომ. და მისი თქმით, ტაქტიკა შემდეგი ეტაპებისგან შედგებოდა:

  • მასიური თავდასხმა ღაზიდან 3 ათასი რაკეტის გამოყენებით, ისრაელის ტერიტორიაზე მებრძოლების შეჭრასთან ერთად;
  • ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოიყენებოდა სასაზღვრო ბარიერების გასარღვევად, ხოლო გაჩენილი უფსკრული გაფართოვდა ბულდოზერების დახმარებით, რათა მებრძოლებს შეძლებოდათ მანქანებით გავლა;
  • მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინას, რათა ხელი შეეშალათ კომუნიკაციაში სხვა შტაბებთან;
  • "ჰამასმა" მძევლები აიყვანა და ღაზას სექტორში წაიყვანა; ფესტივალის მონაწილეთა გატაცება ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ეპიზოდად იქცა.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ქვეყნის ჯარის რაოდენობა ღაზას მახლობლად იმ მომენტისთვის საჭიროზე ცოტა იყო. "ჰამასმა კი სწორედ ამით ისარგებლა“, - განუცხადა Reuters-ს წყარომ.

კითხვები ისრაელის დაზვერვის სამსახურთან კიდევ უფრო გამწვავდა მას მერე, რაც ეგვიპტის დაზვერვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო ეგვიპტის გაფრთხილებები "ჰამასის" მხრიდან "რაღაც დიდი ოპერაციის" თაობაზე... მისი მტკიცებით, ეგვიპტის დაზვერვის მინისტრმა ეს შეტყობინება პირდაპირ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადასცა.

"ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ ვითარება აფეთქდებოდა, თან ძალიან მალე და ეს იქნებოდა მასშტაბური, მაგრამ მათ ვერ შეაფასდეს საფრთხე”, - განუცხადა Associated Press-ს ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ორიენტირებული იყვნენ დასავლეთ სანაპიროზე და საყურადღებოდ არ მიიჩნიეს საფრთხე ღაზიდან.

ნეთანიაჰუმ უარყო წინასწარი გაფრთხილების თაობაზე ინფორმაცია და მას ერისადმი მიმართვისას "ფეიკ ამბავი " უწოდა.

"ეგვიპტიდან გაფრთხილების არანაირი შეტყობინება არ მოსულა და პრემიერ-მინისტრს არ უსაუბრია და არც შეხვედრა ჰქონია ეგვიპტის დაზვერვის უფროსთან, მოყოლებული მთავრობის შექმნიდან დღემდე, ეს არ მომხდარა არც ირიბად და არც პირდაპირ“, - ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში.

ეგვიპტის ანონიმურმა წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ისინი შოკირებული იყვნენ ნეთანიაჰუს გულგრილობის გამო... მისი მტკიცებით, პრემიერმა ეგვიპტელ მინისტრს უთხრა, რომ ისრაელელი სამხედროები "ჩაძირული" იყვნენ დასავლეთ სანაპიროზე არსებულ პრობლემებში.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი