სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გაკეთდეს, რომ 14 წლის აითაჯის ტრაგედია არ განმეორდეს? - აზერბაიჯანელი გოგონები მძიმე ბედქვეშ: რა ზეწოლას განიცდიან თემისგან, ოჯახისგან და რატომ არ იცავს მათ სახელმწიფო?
რა უნდა გაკეთდეს, რომ 14 წლის აითაჯის ტრაგედია არ განმეორდეს? -  აზერბაიჯანელი გოგონები მძიმე ბედქვეშ: რა ზეწოლას განიცდიან თემისგან, ოჯახისგან და რატომ არ იცავს მათ სახელმწიფო?

6 ოქ­ტომ­ბერს სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ­მა შემ­ზა­რავ­მა მკვლე­ლო­ბამ ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში, 14 წლის გო­გო­ნა მას­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ­მა 27 წლის ალიმ ას­ლა­ნოვ-სა­დი­გოვ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა აი­თაჯ შახ­მა­რო­ვა წარ­მო­შო­ბით დმა­ნი­სის სო­ფელ მა­მიშ­ლო­დან იყო. 10 ოქ­ტომ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პო­ლი­ცი­ამ სა­გა­რე­ჯო­ში ძებ­ნი­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი თემი, მათ შო­რის დამ­ნა­შა­ვის მამა კა­მე­რებ­თან ამ­ბობ­და, რომ ისი­ნი პი­რა­დად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი ძი­ე­ბა­ში, მაგ­რამ სას­ტიკ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კაცი მომ­ხდა­რი­დან მე­ო­თხე დღეს და­ა­კა­ვეს.

თოზუ გულ­მა­მედ­ლი ფე­მი­ნის­ტი აქ­ტი­ვის­ტია კა­ხე­თის სო­ფელ იორ­მუ­ღან­ლო­დან. თოზუ თბი­ლის­ში ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის იბ­რძვის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემ­ში კი ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. Ambebi.ge-სთან ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში დაწ­ვრი­ლე­ბით სა­უბ­რობს თუ რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგა­ნან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გო­გო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა ზე­წო­ლას გა­ნიც­დი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ოჯა­ხის­გან და რო­გორ არ იცავს მათ სის­ტე­მა, სკო­ლა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბა და სა­ხელ­წი­ფო.

სა­უ­ბა­რი გა­სულ კვი­რას მომ­ხდა­რი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლით და­ვი­წყეთ...

- თოზუ, სა­უ­ბა­რი გა­სულ კვი­რას, სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ით და­ვი­წყოთ. 14 წლის აი­თა­ჯი იმ კაც­მა მოკ­ლა, რო­მელ­მაც ორი თვის წინ მო­ი­ტა­ცა და მას­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და.

- ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. მარ­ტო მკვლე­ლო­ბა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი, ეს არის მთლი­ა­ნად, სის­ტე­მის გულ­გრი­ლო­ბა, თუ რო­გორ ვერ იცავს ბავ­შვს სა­ხელ­მწი­ფო. სკო­ლი­დან და­ვი­წყებ - სად იყო სკო­ლა, რო­დე­საც სწავ­ლა და­ი­წყო და ბავ­შვი არ და­დი­ო­და?! მე ამ თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ და ვიცი, რომ ყვე­ლამ კარ­გად იცის, რო­დე­საც ნიშ­ნო­ბა ხდე­ბა. გუ­შინ ვი­ყა­ვით აი­თა­ჯის ოჯახ­ში, გო­გო­ნა 7-8 თვის წინ და­ნიშ­ნეს. ასეთ ამ­ბებს სო­ფელ­ში ყვე­ლა იგებს, მათ შო­რის სკო­ლაც, იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა, მო­ტა­ცე­ბის ფაქ­ტზეც, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­დო­და ეს ამ­ბა­ვი სკო­ლამ­დე.

- თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა ვინ­მემ?

- არა, არა­ვის არ უთ­ქვამს, რომ პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა. ამას ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი, რომ და­რე­კეს და სის­ტე­მამ არ იმუ­შა­ვა, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, ერთი თვეა სწავ­ლა და­ი­წყო და ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვი რომ არ და­დი­ო­და, ეს უკვე მთლი­ა­ნად სის­ტე­მის გულ­გრი­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

- აღ­ნიშ­ნეთ, რომ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­თან იყა­ვით, რას ამ­ბო­ბენ მშობ­ლე­ბი?

- ზო­გა­დად, თემ­ში და­ნიშ­ვნის ფაქტს ის გა­მარ­თლე­ბა აქვს, რომ ამ დროს ბავ­შვი რე­ა­ლუ­რად სახ­ლშია. რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ნას მო­ტა­ცე­ბას, მამა სა­ზღვარ­გა­რეთ იყო წა­სუ­ლი, მომ­ხდა­რის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. ხოლო დე­დის პო­ზი­ცია ჩვენ ყვე­ლამ გა­ვი­გეთ ტე­ლე­ვი­ზი­ით. ფაქ­ტია, რომ მან არ და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში. ეში­ნო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რად­გან გო­გო­ნა გა­თხოვ­და, არ უნ­დო­და მისი სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემ­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლას აქვს პრო­ტეს­ტის გან­ცდა - სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა არას­რულ­წლო­ვა­ნია.

სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი აი­თაჯ შახ­მა­რო­ვა

- თოზუ, რო­დე­საც არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი ქორ­წინ­დე­ბი­ან, ეს ხომ კა­ნო­ნით დას­ჯა­დია, პო­ლი­ცი­ის შიში არ აქვთ თემ­ში?

- აგიხ­სნით ახლა რო­გორ ხდე­ბა. შსს-ს ნა­ად­რე­ვი და­ო­ჯა­ხე­ბის სტა­ტის­ტი­კას რომ გა­და­ხე­დოთ, ისი­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ას ძი­რი­თა­დად იღე­ბენ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლე­ბი­დან, რო­დე­საც არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა მშო­ბი­ა­რობს ან იუს­ტი­ცი­ი­დან, რო­დე­საც შე­ძე­ნილ ბავ­შვს არე­გის­ტრი­რე­ბენ. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შემ­თხვე­ვა ხდე­ბა, გა­დის ერთ წლამ­დე პე­რი­ო­დი, გო­გო­ნა ბავ­შვს აჩენს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იგებს შსს. შემ­დეგ პრო­ცე­სე­ბი ასე ვი­თარ­დე­ბა, ხდე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, ან კაცი იხ­დის ჯა­რი­მას. სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­დის, რომ თუ არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა მოგ­ყავს ცო­ლად, უბ­რა­ლოდ, ჯა­რი­მა უნდა გა­და­ი­ხა­დო, ესეც 16 წლამ­დე გო­გო­ნას შემ­თხვე­ვა­ში. თუ გო­გო­ნა 16-18 წლამ­დეა, უბ­რა­ლოდ, ქორ­წი­ნე­ბას ვერ და­ა­რე­გის­ტრი­რებ, თო­რემ ჯა­რი­მა­საც არ იხდი.

მე­ო­რე თე­მაა, რომ მოწ­მე ვყო­ფილ­ვარ, მო­ტა­ცე­ბა რო­გორ და­მა­ლა სა­ხელ­მწი­ფომ. ფაქ­ტი მოხ­და, არი­ან მოწ­მე­ე­ბი, ბავ­შვი მო­ძა­ლა­დის სახ­ლშია და სის­ტე­მა არ რე­ა­გი­რებს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლიც ჩავ­რთეთ, მე­დი­ე­ბიც, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. რო­გორც მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ქრთა­მის სის­ტე­მა მუ­შა­ობს. ვა­ჟის მამა ამ­ბობ­და, რომ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­და­ი­ხა­და.

ზო­გა­დად, მო­ტა­ცე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან რთუ­ლია ბავ­შვის­თვის შინ დაბ­რუ­ნე­ბა, მო­ძა­ლა­დის ოჯახ­ში დარ­ჩე­ნაც დიდი სტრე­სია, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის მზად, რომ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნა მი­ი­ღოს. მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამის ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც გვაქვს.

არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯა­ხის ხელ­შე­წყო­ბით იტა­ცე­ბენ, ამ დროს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნა სად უნდა წა­ვი­დეს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო შე­სა­ბა­მის სერ­ვი­სებ­საც ვერ სთა­ვა­ზობს. ყო­ფი­ლა ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც გო­გო­ნა ვერ გრძნობს ოჯა­ხი­დან და სა­ხელ­მწი­ფო­დან მხარ­და­ჭე­რას და ისევ მო­ძა­ლა­დის ოჯახ­ში რჩე­ბა.

- რამ­დე­ნად ხში­რია არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბის და­ნიშ­ვნის ფაქ­ტე­ბი. თქვენ გაქვთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ ნიშ­ნო­ბაც დას­ჯა­დი გახ­დეს. რო­გორ გე­სა­ხე­ბათ ამის აღ­სრუ­ლე­ბა კა­ნო­ნის ძა­ლით.

- სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ხში­რია და ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის ამის შე­სა­ხებ. მის­თვის კი სა­ხელ­მწი­ფოს არა­ნა­ი­რი საპ­რე­ვენ­ციო ზო­მე­ბი არ აქვს. თემ­თან ერ­თსა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და ორ­კვი­რი­ა­ნი კამ­პა­ნი­ე­ბი მსგავს შემ­თხვე­ვებს ვერ აღ­მო­ფხვრის. ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, რო­გორ უნდა და­ვა­სა­ბუ­თოთ, რომ და­ი­ნიშ­ნა გო­გო­ნა. ამის­თვის ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, ნიშ­ნო­ბას ახ­ლავს წი­თე­ლი "პა­პ­კა“ - წი­თე­ლი ლენ­ტი სახ­ლის კარ­ზე, რაც აღ­ნიშ­ნავს, რომ იქ ნიშ­ნო­ბა მოხ­და. ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და გა­და­მოწ­მე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია და დას­ჯის ფაქ­ტე­ბი რომ მოჰ­ყვეს, უკვე სხვა­ნა­ი­რად მო­იქ­ცე­ვა თემი. ოღონდ მხო­ლოდ დას­ჯა არ უშ­ვე­ლის, მთა­ვა­რია ბავ­შვის ინ­ტე­რე­სი, ის უნდა იყოს მხარ­და­ჭე­რი­ლი. ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო დღე­ვან­დე­ლი მიდ­გო­მით ელო­დე­ბა, რომ ბავ­შვმა ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ იძუ­ლე­ბით ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. შემ­დეგ რა ხდე­ბა? - მო­ძა­ლა­დე მშო­ბელს და­ი­ჭე­რენ, ეს ბავ­შვი კი რჩე­ბა და­ნარ­ჩე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბის და ოჯა­ხის წი­ნა­შე მარ­ტო.

- ხში­რად გევსმის, რომ გა­ნათ­ლე­ბის შე­ტა­ნა თემ­ში ამ სი­ტუ­ა­ცი­ას გა­მო­ას­წო­რებ­და, ეთან­ხმე­ბით?

- არა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რია. პირ­ვე­ლია ის, რომ პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­და­ვენ გო­გო­ნე­ბი, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო მარ­ტო უნი­ვერ­სი­ტეტს სთა­ვა­ზობს. არა­ნა­ი­რი გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი არ არის ამ სოფ­ლებ­ში. ენის ბა­რი­ე­რი­სა და სხვა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის გამო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემს არ აქვს პერ­სპექ­ტი­ვა. დმა­ნის­ში არ­ცერთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სო­ფელ­ში არ არის სა­ბავ­შვო ბაღი, არ მუ­შა­ობს ტრან­სპორ­ტი, რომ ცენ­ტრში მა­ინც ია­რონ ახალ­გაზ­რდებ­მა.

მე­ო­რე თე­მაა, სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტი, რაც ამ თე­მა­ში დიდ როლს თა­მა­შობს. თა­ვის დრო­ზე ბევ­რი გო­გო­ნა ვერ და­ი­ბა­და. მეს­მის, რომ წარ­სულს ვე­ღარ შევ­ცვლით, მაგ­რამ დღეს გო­გო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ვა­ჟე­ბის.

- თუმ­ცა ხში­რად გვეს­მის, რომ სა­ხელ­მწი­ფო, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჩა­დი­ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემ­ში, ატა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ნე­ულ­ში ხდე­ბა, თუმ­ცა იმას არ ვამ­ბობ, რომ იქ არ უნდა ხდე­ბო­დეს, უბ­რა­ლოდ, სხვა რე­გი­ო­ნებ­საც უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა. ფორ­მა­ლუ­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვინც ამ­ტკი­ცებს, რომ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­თან მუ­შა­ობს. პერ­სპექ­ტი­ვა სჭირ­დე­ბა ჩვენს გო­გო­ნებს. ბევ­რია, ვინც უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და არ მუ­შა­ობს. მეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ასეა, მაგ­რამ ჩვენ სხვა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი გვქონ­და, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს და­ვამ­თავ­რებ­დით და თა­ნაბ­რად ვიქ­ნე­ბო­დით სხვა ახალ­გაზ­რდებ­თან.

- რა მოხ­დე­ბა აი­თა­ჯის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, ფე­მი­ცი­დის ეს შემ­თხვე­ვაც ისე ჩა­ივ­ლის, რო­გორც სხვა შემ­თხვე­ვე­ბი?

- ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ბა ის არის, რომ ისე არ ჩა­ი­როს, რო­გორც სხვა შემ­თხვე­ვებ­მა. პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლებ­მა უნდა იგ­რძნონ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. დამ­ნა­შა­ვე გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ხელს აფა­რებ­და ამ მძი­მე და­ნა­შა­ულს. იქ­ნებ სა­ხელ­მწი­ფომ იმა­ზეც და­ი­წყოს ფიქ­რი, რომ სხვა კი­დევ ერთი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ მოხ­დეს, რად­გან მხო­ლოდ მკვლე­ლის დას­ჯა არ არის გა­მო­სა­ვა­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ უნდა შე­იც­ვა­ლოს, რომ აი­თა­ჯის მძი­მე ამ­ბა­ვი კი­დევ და კი­დევ არ გა­მე­ორ­დეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
1

ყველამ ვუცით, რომ აზერბაიჯანელები აკვანში ნიშნავდნენ და ახლაც ასე ხდება, შემდეგ ყიდიან ქალიშვილს, ( ალბათ შიში აქვთ ვინც უყვარს მას არ გაყვეს) . ეს ყველაფერი იწყება ოჯახიდან. კანონით დასჯადი უნდა იყოს არასრულწლოვანის დანიშვნაც და ქორწინებაც 

გიორგი
5

იცით რა სახელმწიფოს, სკოლას და პოლიციას რომ მიადგა ეს გოგონა (არ მინდა ვიფიქრო რომ მიზანმიმართულად) სად იყვნენ მშობლები? ახლობლები? აუ ხო მშვიდად იყვნენ და ხმას არ იღებდნენ.. ხოდა როცა საკუთარ სისხლს და ხორცს არ სურს რომ ახლობელს უშველოს, ჩააყენოს შესაბამისი სტრუქტურები საქმის კურსში, მერე სხვას ნუ დააბრალებთ. ოჯახია გასასამართლებელი გურგლირობაზე. ნუ ტრადიციები კიდე ცალკე საკითხია და ცალკე თემაა. ხოდა შეეშვით მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ყველანი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

რა უნდა გაკეთდეს, რომ 14 წლის აითაჯის ტრაგედია არ განმეორდეს? - აზერბაიჯანელი გოგონები მძიმე ბედქვეშ: რა ზეწოლას განიცდიან თემისგან, ოჯახისგან და რატომ არ იცავს მათ სახელმწიფო?

რა უნდა გაკეთდეს, რომ 14 წლის აითაჯის ტრაგედია არ განმეორდეს? -  აზერბაიჯანელი გოგონები მძიმე ბედქვეშ: რა ზეწოლას განიცდიან თემისგან, ოჯახისგან და რატომ არ იცავს მათ სახელმწიფო?

6 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ ქვეყანა შეძრა. სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგონა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ-სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოკლული გოგონა აითაჯ შახმაროვა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო. 10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ საგარეჯოში ძებნილი მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აზერბაიჯანული თემი, მათ შორის დამნაშავის მამა კამერებთან ამბობდა, რომ ისინი პირადად იყვნენ ჩართულები ძიებაში, მაგრამ სასტიკ დანაშაულში ბრალდებული კაცი მომხდარიდან მეოთხე დღეს დააკავეს.

თოზუ გულმამედლი ფემინისტი აქტივისტია კახეთის სოფელ იორმუღანლოდან. თოზუ თბილისში ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის იბრძვის, აზერბაიჯანულ თემში კი ქალთა უფლებების დასაცავად. Ambebi.ge-სთან ვრცელ ინტერვიუში დაწვრილებით საუბრობს თუ რა გამოწვევის წინაშე დგანან აზერბაიჯანელი გოგონები საქართველოში, რა ზეწოლას განიცდიან საზოგადოებისგან, ოჯახისგან და როგორ არ იცავს მათ სისტემა, სკოლა, სამართალდამცავი უწყება და სახელწიფო.

საუბარი გასულ კვირას მომხდარი სასტიკი დანაშაულით დავიწყეთ...

- თოზუ, საუბარი გასულ კვირას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარი ტრაგედიით დავიწყოთ. 14 წლის აითაჯი იმ კაცმა მოკლა, რომელმაც ორი თვის წინ მოიტაცა და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ცხოვრობდა.

- ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა. მარტო მკვლელობაზე არ არის ლაპარაკი, ეს არის მთლიანად, სისტემის გულგრილობა, თუ როგორ ვერ იცავს ბავშვს სახელმწიფო. სკოლიდან დავიწყებ - სად იყო სკოლა, როდესაც სწავლა დაიწყო და ბავშვი არ დადიოდა?! მე ამ თემის წარმომადგენელი ვარ და ვიცი, რომ ყველამ კარგად იცის, როდესაც ნიშნობა ხდება. გუშინ ვიყავით აითაჯის ოჯახში, გოგონა 7-8 თვის წინ დანიშნეს. ასეთ ამბებს სოფელში ყველა იგებს, მათ შორის სკოლაც, იგივე შემიძლია ვთქვა, მოტაცების ფაქტზეც, აუცილებლად მივიდოდა ეს ამბავი სკოლამდე.

- თქვენი ინფორმაციით, პოლიციაში დარეკა ვინმემ?

- არა, არავის არ უთქვამს, რომ პოლიციაში დარეკა. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დარეკეს და სისტემამ არ იმუშავა, მაგრამ რაც შეეხება სკოლას, ერთი თვეა სწავლა დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვი რომ არ დადიოდა, ეს უკვე მთლიანად სისტემის გულგრილობაზე მეტყველებს.

- აღნიშნეთ, რომ გარდაცვლილის ოჯახთან იყავით, რას ამბობენ მშობლები?

- ზოგადად, თემში დანიშვნის ფაქტს ის გამართლება აქვს, რომ ამ დროს ბავშვი რეალურად სახლშია. რაც შეეხება გოგონას მოტაცებას, მამა საზღვარგარეთ იყო წასული, მომხდარის შემდეგ დაბრუნდა. ხოლო დედის პოზიცია ჩვენ ყველამ გავიგეთ ტელევიზიით. ფაქტია, რომ მან არ დარეკა პოლიციაში. ეშინოდა საზოგადოების, რადგან გოგონა გათხოვდა, არ უნდოდა მისი სახლში დაბრუნება. ამ შემთხვევაზე აზერბაიჯანულ თემში მეტ-ნაკლებად ყველას აქვს პროტესტის განცდა - სასტიკად მოკლული გოგონა არასრულწლოვანია.

სასტიკად მოკლული აითაჯ შახმაროვა

- თოზუ, როდესაც არასრულწლოვანები ქორწინდებიან, ეს ხომ კანონით დასჯადია, პოლიციის შიში არ აქვთ თემში?

- აგიხსნით ახლა როგორ ხდება. შსს-ს ნაადრევი დაოჯახების სტატისტიკას რომ გადახედოთ, ისინი ინფორმაციას ძირითადად იღებენ სამშობიარო სახლებიდან, როდესაც არასრულწლოვანი გოგონა მშობიარობს ან იუსტიციიდან, როდესაც შეძენილ ბავშვს არეგისტრირებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევა ხდება, გადის ერთ წლამდე პერიოდი, გოგონა ბავშვს აჩენს და მხოლოდ ამის შემდეგ იგებს შსს. შემდეგ პროცესები ასე ვითარდება, ხდება საპროცესო შეთანხმება, ან კაცი იხდის ჯარიმას. საბოლოოდ გამოდის, რომ თუ არასრულწლოვანი გოგონა მოგყავს ცოლად, უბრალოდ, ჯარიმა უნდა გადაიხადო, ესეც 16 წლამდე გოგონას შემთხვევაში. თუ გოგონა 16-18 წლამდეა, უბრალოდ, ქორწინებას ვერ დაარეგისტრირებ, თორემ ჯარიმასაც არ იხდი.

მეორე თემაა, რომ მოწმე ვყოფილვარ, მოტაცება როგორ დამალა სახელმწიფომ. ფაქტი მოხდა, არიან მოწმეები, ბავშვი მოძალადის სახლშია და სისტემა არ რეაგირებს. სახალხო დამცველიც ჩავრთეთ, მედიებიც, მაგრამ არაფერი გამოვიდა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ქრთამის სისტემა მუშაობს. ვაჟის მამა ამბობდა, რომ გარკვეული თანხა გადაიხადა.

ზოგადად, მოტაცების შემდეგ ძალიან რთულია ბავშვისთვის შინ დაბრუნება, მოძალადის ოჯახში დარჩენაც დიდი სტრესია, რადგან საზოგადოება არ არის მზად, რომ დაბრუნებული გოგონა მიიღოს. მაგრამ, საბედნიეროდ, ამის ბევრი წარმატებული მაგალითებიც გვაქვს.

არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის ხელშეწყობით იტაცებენ, ამ დროს დაბრუნებული გოგონა სად უნდა წავიდეს, როდესაც სახელმწიფო შესაბამის სერვისებსაც ვერ სთავაზობს. ყოფილა ფაქტები, როდესაც გოგონა ვერ გრძნობს ოჯახიდან და სახელმწიფოდან მხარდაჭერას და ისევ მოძალადის ოჯახში რჩება.

- რამდენად ხშირია არასრულწლოვანი გოგონების დანიშვნის ფაქტები. თქვენ გაქვთ ინიციატივა, რომ ნიშნობაც დასჯადი გახდეს. როგორ გესახებათ ამის აღსრულება კანონის ძალით.

- სამწუხაროდ, ძალიან ხშირია და ყველამ ყველაფერი იცის ამის შესახებ. მისთვის კი სახელმწიფოს არანაირი საპრევენციო ზომები არ აქვს. თემთან ერთსაათიანი შეხვედრები და ორკვირიანი კამპანიები მსგავს შემთხვევებს ვერ აღმოფხვრის. ბევრი მეკითხება, როგორ უნდა დავასაბუთოთ, რომ დაინიშნა გოგონა. ამისთვის ბევრი მტკიცებულება არსებობს, ნიშნობას ახლავს წითელი "პაპკა“ - წითელი ლენტი სახლის კარზე, რაც აღნიშნავს, რომ იქ ნიშნობა მოხდა. ამის გაკონტროლება და გადამოწმება სახელმწიფოს მხრიდან შესაძლებელია და დასჯის ფაქტები რომ მოჰყვეს, უკვე სხვანაირად მოიქცევა თემი. ოღონდ მხოლოდ დასჯა არ უშველის, მთავარია ბავშვის ინტერესი, ის უნდა იყოს მხარდაჭერილი. ჩვენი სახელმწიფო დღევანდელი მიდგომით ელოდება, რომ ბავშვმა ოჯახის წინააღმდეგ იძულებით ქორწინების შემთხვევაში ჩვენება მისცეს. შემდეგ რა ხდება? - მოძალადე მშობელს დაიჭერენ, ეს ბავშვი კი რჩება დანარჩენი ნათესავების და ოჯახის წინაშე მარტო.

- ხშირად გევსმის, რომ განათლების შეტანა თემში ამ სიტუაციას გამოასწორებდა, ეთანხმებით?

- არა, ამ შემთხვევაში ბევრი სხვა ფაქტორია. პირველია ის, რომ პერსპექტივას ვერ ხედავენ გოგონები, რადგან სახელმწიფო მარტო უნივერსიტეტს სთავაზობს. არანაირი გასართობი ცენტრი არ არის ამ სოფლებში. ენის ბარიერისა და სხვა უამრავი პრობლემის გამო, აზერბაიჯანულ თემს არ აქვს პერსპექტივა. დმანისში არცერთ აზერბაიჯანულ სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, არ მუშაობს ტრანსპორტი, რომ ცენტრში მაინც იარონ ახალგაზრდებმა.

მეორე თემაა, სელექციური აბორტი, რაც ამ თემაში დიდ როლს თამაშობს. თავის დროზე ბევრი გოგონა ვერ დაიბადა. მესმის, რომ წარსულს ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღეს გოგონების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ვაჟების.

- თუმცა ხშირად გვესმის, რომ სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩადიან აზერბაიჯანულ თემში, ატარებენ ტრენინგებს.

- ეს ყველაფერი მარნეულში ხდება, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ იქ არ უნდა ხდებოდეს, უბრალოდ, სხვა რეგიონებსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ფორმალურია ეს ყველაფერი, ვინც ამტკიცებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობს. პერსპექტივა სჭირდება ჩვენს გოგონებს. ბევრია, ვინც უნივერსიტეტი დაამთავრა და არ მუშაობს. მესმის, რომ საქართველოს მასშტაბით ასეა, მაგრამ ჩვენ სხვანაირი მოლოდინი გვქონდა, რომ უნივერსიტეტს დავამთავრებდით და თანაბრად ვიქნებოდით სხვა ახალგაზრდებთან.

- რა მოხდება აითაჯის მკვლელობის შემდეგ, ფემიციდის ეს შემთხვევაც ისე ჩაივლის, როგორც სხვა შემთხვევები?

- ჩვენი ძალისხმება ის არის, რომ ისე არ ჩაიროს, როგორც სხვა შემთხვევებმა. პირველ რიგში, სკოლებმა უნდა იგრძნონ საკუთარი პასუხისმგებლობა. დამნაშავე გასაგებია, მაგრამ ბევრი ადამიანი ხელს აფარებდა ამ მძიმე დანაშაულს. იქნებ სახელმწიფომ იმაზეც დაიწყოს ფიქრი, რომ სხვა კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა არ მოხდეს, რადგან მხოლოდ მკვლელის დასჯა არ არის გამოსავალი. ძალიან ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, რომ აითაჯის მძიმე ამბავი კიდევ და კიდევ არ გამეორდეს.

წაიკითხეთ ასევე: