პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს" - ბენიამინ ნათანიაჰუს განცხადება და ყველა ახალი ამბავი კონფლიქტის ზონიდან
"ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს" - ბენიამინ ნათანიაჰუს განცხადება და ყველა ახალი ამბავი კონფლიქტის ზონიდან

"ჩვენ ვი­წყებთ ხან­გრძლივ და რთულ ომს. ომი გვა­ი­ძუ­ლა "ჰა­მა­სის“ სას­ტიკ­მა თავ­დას­ხმამ , - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პირ­ვე­ლი ეტა­პი დამ­თავ­რდე­ბა ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რი­ლი მტრის ძა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით.

"ამავდრო­უ­ლად, ჩვენ და­ვი­წყეთ შე­ტე­ვი­თი ფორ­მი­რე­ბა და ის გაგ­რძელ­დე­ბა დათ­ქმი­სა და შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვამ­დე", - გა­ნა­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რის თქმით, ის­რა­ე­ლი გა­ი­მარ­ჯვებს. "ჩვენ აღ­ვად­გენთ უსაფრ­თხო­ე­ბას ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და გა­ვი­მარ­ჯვებთ“, - დას­ძი­ნა ნე­თა­ნი­აჰუმ.

  • რო­გორც მე­დია წერს, ის­რა­ე­ლის პო­ლი­ტი­კურ-უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნე­ტი შა­ბათს გვი­ან შე­იკ­რი­ბა, რათა "ჰა­მა­სის“ მო­უ­ლოდ­ნელ თავ­დას­ხმა­ზე ქვეყ­ნის პა­სუ­ხი გა­ნე­სა­ზღვრა.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა მი­ი­ღო "ოპე­რა­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სე­რია, რაც მიზ­ნად ისა­ხავს "ჰა­მა­სის“ და პა­ლეს­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას“.

  • ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ას არ­ტი­ლე­რი­ით და­არ­ტყეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სა­არ­ტი­ლე­რიო დარ­ტყმე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყეს, რაც ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ის­რა­ე­ლი და­ი­ბომ­ბა.

ამას­თან, ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­ზას სექ­ტორ­ში "ჰა­მა­სის“ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებს და­არ­ტყეს. მათი მტკი­ცე­ბით, გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი თავს ეს­ხმი­ან "ჰა­მა­სის" ოპე­რა­ტი­ულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას.

  • ინ­ფორ­მა­ცია და­ღუ­პუ­ლე­ბის და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ:

ის­რა­ელ­ში "ჰა­მა­სის“ თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა, დი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით, 300-ს მი­აღ­წია, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია. და­შა­ვე­ბუ­ლია 1 590 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 300 მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, 19 კი - კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

ამას­თან, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ჰა­მა­სის“ მებ­რძო­ლებ­მა ათო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ჯა­რის­კა­ცი და­ა­ტყვე­ვეს და ღა­ზას სექ­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

  • ღა­ზას სექ­ტორ­ში და­ხუ­რუ­ლი სამ­ხედ­რო სექ­ტო­რი შე­იქ­მნა

ღა­ზას სექ­ტორ­ში და­ხუ­რუ­ლი სამ­ხედ­რო სექ­ტო­რია შექ­მნი­ლი. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის არ­მია (ცა­ხა­ლი) "ტე­ლეგ­რა­მის" პი­რად არხზე ავ­რცე­ლებს.

"ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის თა­ნახ­მად, ღა­ზას სექ­ტო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მთლი­ან ზო­ნა­ში და­ხუ­რუ­ლი სამ­ხედ­რო ზო­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ "და­ხუ­რულ სამ­ხედ­რო ზო­ნა­ში შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია."

ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, "ყუ­რა­დღე­ბით იყონ" და აღ­ნიშ­ნულ ზო­ნას გვერ­დი აუ­ა­რონ.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა "გრძელ­ვა­დი­ან და რთულ ომში" შე­დის, რო­მე­ლიც "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

7 ოქ­ტომ­ბერს, პა­ლეს­ტი­ნის მოძ­რა­ო­ბა "ჰა­მა­სმა“ ის­რა­ელ­ზე ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თა­ვის მხრივ, ის­რა­ელ­მა ღა­ზა­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის სა­პა­სუ­ხო ტალ­ღა და­ი­წყო. ორი­ვე მხა­რე ასო­ბით და­შა­ვე­ბუ­ლი­სა და და­ღუ­პუ­ლის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, "ჰა­მა­სმა" აიყ­ვა­ნა მძევ­ლე­ბი და ომის ტყე­ე­ბი. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლი "ომ­შია" და "ჰა­მა­სი", რო­მე­ლიც მარ­თავს ღა­ზას, "უპ­რე­ცე­დენ­ტო ფასს გა­და­იხ­დის".

თვა­ლი ადევ­ნეთ Ambebi.ge-ს, ინ­ფორ­მა­ცია გა­ნახ­ლდე­ბა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზი
0

ისრაელში ბოლო დროს ძალიან იყო შიდა პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავებული. ასეთ დროს, კლასიკურად, მთავრობა გარე მტერთან ახდენს დაპირისპირებას. ძალიან "საეჭვოდ" გამოეპარა ებრაელების უშიშროებას ასეტი მასშტაბის ოპერაცია. თანაც ტერორისტების განდევნა და გაზას "დაუთოება" მათი შეიარაღებული ძალებისთვის არ არის რთული. აქ კი საუბრობენ ომზე. სავარაუდოდ რომელიმე მეზობელ ქვეყანას (შეიძლება ირანსაც) კიდევ დაარტყავენ. გარე მტერი ("მგელი") ნაპოვნი იქნება და "ძაღლები" (პოზიცია-ოპოზიცია) გაერთიანდებიან. რა საკვირველია არც გლობალური დაპირისპირებების გავლენაა გამოსარიცხი პარალელურ რეჟიმში.

ნუნუ
1

ხალხს კი არა ტერორისტებს მოსწყინდათ მშვიდობა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს" - ბენიამინ ნათანიაჰუს განცხადება და ყველა ახალი ამბავი კონფლიქტის ზონიდან

"ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს" - ბენიამინ ნათანიაჰუს განცხადება და ყველა ახალი ამბავი კონფლიქტის ზონიდან

"ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს. ომი გვაიძულა "ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ეტაპი დამთავრდება ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით.

"ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება დათქმისა და შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის თქმით, ისრაელი გაიმარჯვებს. "ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.

  • როგორც მედია წერს, ისრაელის პოლიტიკურ-უსაფრთხოების კაბინეტი შაბათს გვიან შეიკრიბა, რათა "ჰამასის“ მოულოდნელ თავდასხმაზე ქვეყნის პასუხი განესაზღვრა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო "ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია, რაც მიზნად ისახავს "ჰამასის“ და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების განადგურებას“.

  • ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ლიბანის ტერიტორიას არტილერიით დაარტყეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ საარტილერიო დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელი დაიბომბა.

ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში "ჰამასის“ სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. მათი მტკიცებით, გამანადგურებელი თვითმფრინავები თავს ესხმიან "ჰამასის" ოპერატიულ ინფრასტრუქტურას.

  • ინფორმაცია დაღუპულების და დაშავებულების შესახებ:

ისრაელში "ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, დილის მდგომარეობით, 300-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოები გადავსებულია. დაშავებულია 1 590 ადამიანი, მათ შორის 300 მძიმე მდგომარეობაშია, 19 კი - კრიტიკულ მდგომარეობაში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, “ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს.

  • ღაზას სექტორში დახურული სამხედრო სექტორი შეიქმნა

ღაზას სექტორში დახურული სამხედრო სექტორია შექმნილი. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის არმია (ცახალი) "ტელეგრამის" პირად არხზე ავრცელებს.

"ვითარების შეფასების თანახმად, ღაზას სექტორის პასუხისმგებლობის მთლიან ზონაში დახურული სამხედრო ზონაა გამოცხადებული", - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის სამხედროები აღნიშნავენ, რომ "დახურულ სამხედრო ზონაში შესვლა აკრძალულია."

ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, "ყურადღებით იყონ" და აღნიშნულ ზონას გვერდი აუარონ.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა "გრძელვადიან და რთულ ომში" შედის, რომელიც "ჰამასის" თავდასხმით არის გამოწვეული.

7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა "ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. არსებული ცნობებით, "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ომშია" და "ჰამასი", რომელიც მართავს ღაზას, "უპრეცედენტო ფასს გადაიხდის".

თვალი ადევნეთ Ambebi.ge-ს, ინფორმაცია განახლდება