პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლეს დიდი ხნის წინ დავშორდი... 6 წელი ევროპაში ვიყავი, იქიდან რომ დავბრუნდი, საჩხერეში წავედი" - როგორ ცხოვრობს რეალურად "ბიზნესმენის სიდედრი" ცნობილი სერიალიდან
"მეუღლეს დიდი ხნის წინ დავშორდი... 6 წელი ევროპაში ვიყავი, იქიდან რომ დავბრუნდი, საჩხერეში წავედი" - როგორ ცხოვრობს რეალურად "ბიზნესმენის სიდედრი" ცნობილი სერიალიდან

ფიქ­რია ლო­მი­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ა­ლი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ნა­ზის რო­ლით გა­იც­ნო. ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნამ, მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, პო­პუ­ლა­რო­ბაც მო­უ­ტა­ნა. რო­გორ იქცა დეპ­რე­სი­უ­ლი ქალი ძლი­ერ, მებ­რძოლ დე­დად და რო­გო­რია მისი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა? - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბი თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ფიქ­რია, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ბოლო სე­რი­ებ­ში აქ­ტი­უ­რია თქვე­ნი გმი­რი. პერ­სო­ნა­ჟის სა­ო­ცა­რი გარ­და­სახ­ვაც მოხ­და, რაც სა­თა­მა­შოდ გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, არა?

- მი­ხა­რია, რომ ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ხაზი გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია. მე­ო­რე წე­ლია, ამ სე­რი­ალ­ში ვთა­მა­შობ. დედა-შვი­ლი - ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი შე­მო­ვე­დით და დღემ­დე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბით მო­ვე­დით. კარ­გია, ამ სე­რი­ალ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა ხან­მოკ­ლე რომ არ აღ­მოჩ­ნდა.

- რო­გორც ვიცი, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ხართ, მაგ­რამ კას­ტინ­გებ­ზე სი­ა­რუ­ლი­თა და აქ­ტი­უ­რო­ბით დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ვით. მი­ამ­ბეთ, ამ როლ­ზე რო­გორ და­გამ­ტკი­ცეს?

- დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ. 90-იან წლებ­ში ვსწავ­ლობ­დი, სტუ­დენ­ტო­ბის და შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც თე­ატ­რებ­ში ვთა­მა­შობ­დი. ჯერ შავ­გუ­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ თე­ატ­რში ვი­ყა­ვი, შემ­დეგ - ახ­მე­ტელ­ში. იმ წლებ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლე­ბის გა­და­ღე­ბა ნაკ­ლე­ბად ხდე­ბო­და. შემ­დეგ ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, 6 წელი ევ­რო­პა­ში გახ­ლდით. იქი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, თბი­ლის­ში აღარ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, სა­ჩხე­რე­ში წა­ვე­დი და ჩემი საქ­მის კე­თე­ბა იქ გა­ვაგ­რძე­ლე. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად იცხოვ­რებს ადა­მი­ა­ნი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩემი ოჯა­ხის­თვი­საც და ჩემი თა­ვის­თვი­საც აქ უფრო სა­ჭი­რო ვი­ყა­ვი.

სე­რი­ალ­ში ჩემს პერ­სო­ნაჟ­ზე კას­ტინ­გი რომ გა­მო­ცხად­და, ინ­ფორ­მა­ცია "ფე­ის­ბუკ"-მე­გობ­რის, პა­ა­ტა ქვლი­ვი­ძის გვერ­დზე ვნა­ხე. ჯერ მას და­ვუ­კავ­შირ­დი, შემ­დეგ - ეკა მჟა­ვა­ნა­ძეს. გად­მო­მიგ­ზავ­ნეს სცე­ნა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­დეო ჩავ­წე­რე. ამის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, რომ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. იმე­დი მაქვს, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი მო­მა­ვალ­ში უფრო და უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

- იმე­რე­ლი ქა­ლის თა­მა­ში რთუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და. პრო­ტო­ტი­პი გყავთ?

- არა, ზო­გა­დი სა­ხეა შექ­მნი­ლი. ამ პერ­სო­ნაჟ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, ძა­ლი­ან კარ­გი რჩე­ვე­ბი მი­ვი­ღე ეკა მჟა­ვა­ნა­ძის­გან, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე.

- თქვენს პერ­სო­ნაჟ­თან მსგავ­სე­ბას, სა­ერ­თო პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს პო­უ­ლობთ?

- ნაკ­ლე­ბად. ის დეპ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, მე იუ­მო­რი, ხუმ­რო­ბა მიყ­ვარს. თუმ­ცა ახლა ჩემს პერ­სო­ნაჟს დეპ­რე­სია სა­დღა ახ­სოვს, ძლი­ე­რი ქალი გახ­და, ერ­თა­დერ­თი შვი­ლის ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რამ რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა, მებ­რძოლ ადა­მი­ა­ნად აქ­ცია. მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა შვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი გა­რე­მოც­ვის რე­აქ­ცია, რო­დე­საც ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდით?

- ცნო­ბა­დო­ბას თან დიდი სი­ხა­რუ­ლიც სდევს. ხან­და­ხან სე­რი­ა­ლი სულ არ გახ­სოვს, შენ­თვის ხარ, სა­დღაც, რა­ღაც საქ­მე­ზე მი­დი­ხარ, ამ დროს ქუ­ჩა­ში ვი­ღაც გა­ჩე­რებს და გე­უბ­ნე­ბა, რომ გი­ყუ­რებს, გგულ­შე­მატ­კივ­რობს - ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. მოს­წავ­ლე­ე­ბი მყავს და ეკ­რან­ზე რომ მხე­და­ვენ, უხა­რი­ათ. მა­ყუ­რებ­ლის­გან დიდ სით­ბოს ვგრძნობ. უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ სე­რი­ალ­ში ისე ძა­ლი­ან არის ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა მის­ვამს შე­კი­თხვას, შემ­დეგ სე­რი­ებ­ში რა იქ­ნე­ბა? ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბა­ში რა მოხ­დე­ბა? მა­ყუ­რე­ბე­ლი ხში­რად რომ გხე­დავს, უკვე თა­ვი­სი­ა­ნად, ში­ნა­უ­რად გთვლის.

- რა გან­ცდა გაქვთ, რო­დე­საც ეკ­რან­ზე სა­კუ­თარ თავს უყუ­რებთ?

- ძა­ლი­ან თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ და­ვი­ნა­ხო რა­ღაც ისე­თი, რა­საც შემ­დეგ­ში გა­მო­ვას­წო­რებ. კო­მენ­ტა­რებ­საც თვალს ვა­დევ­ნებ. იქ­ნებ ისე­თი რამ ეწე­როს, რაც მე, რო­გორც მსა­ხი­ობ­მა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. მოკ­ლედ, კარ­გი მოს­წავ­ლე­სა­ვით ვიქ­ცე­ვი და სულ ვცდი­ლობ, რე­ჟი­სო­რი არ გა­ვაწ­ბი­ლო.

- მოს­წავ­ლე­ე­ბი ახ­სე­ნეთ. ვხვდე­ბი, პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვით.

- დიახ, სა­ჩხე­რის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლში სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ. გარ­და ამი­სა, 2017 წლი­დან მაქვს სა­ბავ­შვო თე­ატ­რი, რო­მელ­საც თა­ვად ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, რე­ჟი­სუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბაც ჩემს თავ­ზე მაქვს აღე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და­სია, არა­ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე გავ­დი­ვართ და გვაქვს წარ­მა­ტე­ბე­ბიც. ამას­თან, სა­ჩხე­რე­ში არ­სე­ბობს დღის ცენ­ტრი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის. უკვე მე­ო­რე წე­ლია, ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნად­გო­მით, მათ­თან გა­ვა­კე­თე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი თე­ატ­რი და ამ პრო­ექ­ტმა ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა. ახ­ლა­ხან ხონ­ში ვი­ყა­ვით ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც დიდი მო­წო­ნე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ. ამ ეტაპ­ზე დრო­ე­ბით ვმუ­შა­ობ სა­ჩხე­რის მე-3 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის პე­და­გო­გად. გავ­ლი­ლი მაქვს ტრე­ნინ­გე­ბი, თა­ვა­დაც დღემ­დე ვსწავ­ლობ. მოკ­ლედ, ასე­თია ჩემი ცხოვ­რე­ბა.

- დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტი არ გი­ჭირთ?

- არა. რო­გორც სე­რი­ა­ლი­დან, ასე­ვე სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან დიდი ხელ­შე­წყო­ბა მაქვს.

- ევ­რო­პა­ში რა მიზ­ნით იყა­ვით წა­სუ­ლი?

- ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩემი ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან იყო გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­ფე­სი­ას­თან კავ­ში­რი არ აქვს. სწო­რედ ევ­რო­პა­ში ვის­წავ­ლე დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტი, ბევრ რა­მეს სხვაგ­ვა­რად შევ­ხე­დე.

- სა­ოც­ნე­ბო როლი არ გაქვთ?

- არა. სტუ­დენ­ტო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რო­ლე­ბი არას­დროს მაკ­ლდა და ახლა ბავ­შვებს რომ ვას­წავ­ლი, ალ­ბათ პირ­ვე­ლი მე გავ­დი­ვარ იმ როლს. ყვე­ლა როლი სა­ოც­ნე­ბოა, რო­მელ­საც გა­სა­ღებს მო­არ­გებ. ჩემი თავი ყვე­ლა ჟანრ­ში მაქვს მო­სინ­ჯუ­ლი. მგო­ნი, კო­მე­დი­ას­თან უფრო ახ­ლოს ვარ, ვიდ­რე დრა­მას­თან. ბუ­ნე­ბით მხი­ა­რუ­ლი გახ­ლა­ვართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მკაც­რი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა მაქვს.

- რო­დე­საც პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევ­დით, მა­შინ მსა­ხი­ო­ბო­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ფე­სია არ იყო. ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- რა­ი­ონ­ში ხომ სა­ერ­თოდ არ იყო სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სია. სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი და­ვით გა­ჩე­ჩი­ლა­ძე დე­და­ჩე­მის ძმა გახ­ლდათ. ჩემი ოჯა­ხის­თვის ეს გა­რე­მო უცხო არ იყო. არც და­უშ­ლი­ათ და არც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლან ჩემი არ­ჩე­ვა­ნით. მათ უნ­დო­დათ, პე­და­გო­გი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი (მოგ­ვი­ა­ნე­ბით ასეც მოხ­და), მე კი მიზ­ნად სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ბა­რე­ბა და­ვი­სა­ხე და წვა­ლე­ბით, მაგ­რამ სურ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც ხმა­მაღ­ლა არას­დროს ვლა­პა­რა­კობ­დი, ავის­რუ­ლე. დღეს ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან.

- ბი­ძათ­ქვენს რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და? მოგ­ვი­ა­ნე­ბით ალ­ბათ, მის­გან პრო­ფე­სი­ულ რჩე­ვებ­საც იღებ­დით?

- დი­დად გა­გი­ჟე­ბუ­ლი არ იყო იმა­ზე, რომ მსა­ხი­ო­ბი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ბი­ძა­ჩე­მი აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და, სო­ხუ­მის თე­ატ­რში თა­მა­შობ­და, მე სა­ჩხე­რე­ში ვი­ყა­ვი და მის სპექ­ტაკ­ლებს ხში­რად ვერ ვეს­წრე­ბო­დი. შემ­დეგ, რო­დე­საც ლტოლ­ვი­ლე­ბი გახ­დნენ და თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ, სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. მას შემ­დეგ, რაც დარ­წმუნ­და, პრო­ფე­სი­ულ გზას აღა­რას­დროს გა­და­ვუხ­ვევ­დი, სულ მხარ­ში მედ­გა, ჩემი პირ­ვე­ლი კრი­ტი­კო­სი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. როცა ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში გა­და­ვე­დი, ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ზე სულ მო­დი­ო­და და კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით მი­ყუ­რებ­და, ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო შე­ნიშ­ვნებს მაძ­ლევ­და. ადა­მი­ა­ნი ხომ სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ბევრ რა­მეს სწავ­ლობს. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­მოც­დი­ლი მსა­ხი­ო­ბის­გან დღე­საც შე­მიძ­ლია მი­ვი­ღო რჩე­ვა და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. თავ­მდა­ბა­ლი ვარ. შენ შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობ­დე, მაგ­რამ იმ კონ­კრე­ტულ ეპი­ზოდს მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვაგ­ვა­რად აღიქ­ვამ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, შენ გვერ­დით მდგა­რი მსა­ხი­ო­ბი შენი მა­ყუ­რე­ბე­ლია და როცა მას ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რჩე­ვის მი­ღე­ბა არ უნდა ითა­კი­ლო.

- გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სი რო­გო­რია? კადრს მიღ­მა ალ­ბათ, ბევ­რი სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი რჩე­ბა.

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. ჩემი, ნუ­ნუ­კას (ქეთი ჩხე­ი­ძე) და ბონ­დოს (გია გო­გიშ­ვი­ლი) ჩხუ­ბის სცე­ნა იყო ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო. ჩვენ უკვე ვი­ცით ერ­თმა­ნე­თის ხა­სი­ა­თი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­სად­მი, რეპ­ლი­კაც კი, რო­მე­ლიც იმპრო­ვი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას ხში­რად იძ­ლე­ვა. როცა ადა­მი­ა­ნი ამ პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევს, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დაღ­ლა, გა­უ­საძ­ლი­სი ამინ­დი და კი­დევ სხვა ბევ­რი დის­კომ­ფორ­ტის შემ­ქმნე­ლი დე­ტა­ლი არა­ფე­რია. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ამას მსა­ხი­ო­ბის გო­ნე­ბა შეჩ­ვე­უ­ლია. ეს დაღ­ლა სცე­ნა­ზე აპ­ლო­დის­მენ­ტით მთავ­რდე­ბა, ფილმში - მა­ყუ­რებ­ლით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეკ­რან­ზე რომ გა­მოვ­ჩნდი, ერთი დეპ­რე­სი­უ­ლი დათ­რგუნ­ვი­ლი ქალი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არ ჩანს, რა­ტომ ვი­ყა­ვი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში? იმე­დია, ამას მო­მა­ვალ­ში გა­ვი­გებთ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნი
0

გენაცვალე,ამიტომაც ხარ კარგი,ნახევრად გაჩეჩილაძეების ნატეხი რომ ხარ,მეც დედა მყავს გაჩეჩილაძე,წარმატებები არ მოგაკლოს უფალმა❤️

ყველა აწერილია
5

წარმატებები მშვენიერ ქალბატონს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მეუღლეს დიდი ხნის წინ დავშორდი... 6 წელი ევროპაში ვიყავი, იქიდან რომ დავბრუნდი, საჩხერეში წავედი" - როგორ ცხოვრობს რეალურად "ბიზნესმენის სიდედრი" ცნობილი სერიალიდან

"მეუღლეს დიდი ხნის წინ დავშორდი... 6 წელი ევროპაში ვიყავი, იქიდან რომ დავბრუნდი, საჩხერეში წავედი" - როგორ ცხოვრობს რეალურად "ბიზნესმენის სიდედრი" ცნობილი სერიალიდან

ფიქრია ლომიძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" ნაზის როლით გაიცნო. ეკრანზე გამოჩენამ, მაყურებლის სიყვარულთან ერთად, პოპულარობაც მოუტანა. როგორ იქცა დეპრესიული ქალი ძლიერ, მებრძოლ დედად და როგორია მისი რეალური ცხოვრება? - ამის შესახებ მსახიობი თავად გვიამბობს.

- ქალბატონო ფიქრია, "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიებში აქტიურია თქვენი გმირი. პერსონაჟის საოცარი გარდასახვაც მოხდა, რაც სათამაშოდ გაცილებით საინტერესო იქნება, არა?

- მიხარია, რომ ჩემი პერსონაჟის ხაზი გააქტიურებულია. მეორე წელია, ამ სერიალში ვთამაშობ. დედა-შვილი - ახალი პერსონაჟები შემოვედით და დღემდე საინტერესო ამბებით მოვედით. კარგია, ამ სერიალთან თანამშრომლობის ბედნიერება ხანმოკლე რომ არ აღმოჩნდა.

- როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი ხართ, მაგრამ კასტინგებზე სიარულითა და აქტიურობით დიდად არ გამოირჩევით. მიამბეთ, ამ როლზე როგორ დაგამტკიცეს?

- დრამატული თეატრის მსახიობი ვარ. 90-იან წლებში ვსწავლობდი, სტუდენტობის და შემდგომ პერიოდშიც თეატრებში ვთამაშობდი. ჯერ შავგულიძის სახელობის დამოუკიდებელ თეატრში ვიყავი, შემდეგ - ახმეტელში. იმ წლებში სატელევიზიო სერიალების გადაღება ნაკლებად ხდებოდა. შემდეგ ოჯახური მდგომარეობის გამო, 6 წელი ევროპაში გახლდით. იქიდან რომ დავბრუნდი, თბილისში აღარ გავჩერებულვარ, საჩხერეში წავედი და ჩემი საქმის კეთება იქ გავაგრძელე. არ აქვს მნიშვნელობა, სად იცხოვრებს ადამიანი. როგორც აღმოჩნდა, ჩემი ოჯახისთვისაც და ჩემი თავისთვისაც აქ უფრო საჭირო ვიყავი.

სერიალში ჩემს პერსონაჟზე კასტინგი რომ გამოცხადდა, ინფორმაცია "ფეისბუკ"-მეგობრის, პაატა ქვლივიძის გვერდზე ვნახე. ჯერ მას დავუკავშირდი, შემდეგ - ეკა მჟავანაძეს. გადმომიგზავნეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ვიდეო ჩავწერე. ამის შემდეგ მალევე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. იმედი მაქვს, ჩემი პერსონაჟი მომავალში უფრო და უფრო საინტერესო იქნება.

- იმერელი ქალის თამაში რთული არ იქნებოდა. პროტოტიპი გყავთ?

- არა, ზოგადი სახეა შექმნილი. ამ პერსონაჟზე მუშაობის პროცესში, ძალიან კარგი რჩევები მივიღე ეკა მჟავანაძისგან, რაც ბუნებრივია, გავითვალისწინე.

- თქვენს პერსონაჟთან მსგავსებას, საერთო პიროვნულ თვისებებს პოულობთ?

- ნაკლებად. ის დეპრესიული ადამიანია, მე იუმორი, ხუმრობა მიყვარს. თუმცა ახლა ჩემს პერსონაჟს დეპრესია სადღა ახსოვს, ძლიერი ქალი გახდა, ერთადერთი შვილის ციხეში მოხვედრამ რადიკალურად შეცვალა, მებრძოლ ადამიანად აქცია. მან ყველაფერი გააკეთა შვილის ბედნიერებისთვის.

- როგორი იყო თქვენი გარემოცვის რეაქცია, როდესაც ეკრანზე გამოჩნდით?

- ცნობადობას თან დიდი სიხარულიც სდევს. ხანდახან სერიალი სულ არ გახსოვს, შენთვის ხარ, სადღაც, რაღაც საქმეზე მიდიხარ, ამ დროს ქუჩაში ვიღაც გაჩერებს და გეუბნება, რომ გიყურებს, გგულშემატკივრობს - ეს ძალიან სასიამოვნოა. მოსწავლეები მყავს და ეკრანზე რომ მხედავენ, უხარიათ. მაყურებლისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. უმრავლესობა ამ სერიალში ისე ძალიან არის ჩართული, ყველა მისვამს შეკითხვას, შემდეგ სერიებში რა იქნება? ჩემი პერსონაჟის ცხოვრებაში რა მოხდება? მაყურებელი ხშირად რომ გხედავს, უკვე თავისიანად, შინაურად გთვლის.

- რა განცდა გაქვთ, როდესაც ეკრანზე საკუთარ თავს უყურებთ?

- ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ყოველთვის ვცდილობ დავინახო რაღაც ისეთი, რასაც შემდეგში გამოვასწორებ. კომენტარებსაც თვალს ვადევნებ. იქნებ ისეთი რამ ეწეროს, რაც მე, როგორც მსახიობმა უნდა გავითვალისწინო. მოკლედ, კარგი მოსწავლესავით ვიქცევი და სულ ვცდილობ, რეჟისორი არ გავაწბილო.

- მოსწავლეები ახსენეთ. ვხვდები, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით.

- დიახ, საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. გარდა ამისა, 2017 წლიდან მაქვს საბავშვო თეატრი, რომელსაც თავად ვხელმძღვანელობ, რეჟისურის მიმართულებაც ჩემს თავზე მაქვს აღებული. ძალიან აქტიური დასია, არაერთ ფესტივალზე გავდივართ და გვაქვს წარმატებებიც. ამასთან, საჩხერეში არსებობს დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. უკვე მეორე წელია, ცენტრის ხელმძღვანელის თანადგომით, მათთან გავაკეთე ინტეგრირებული თეატრი და ამ პროექტმა ძალიან გაამართლა. ახლახან ხონში ვიყავით ფესტივალზე, სადაც დიდი მოწონება დავიმსახურეთ. ამ ეტაპზე დროებით ვმუშაობ საჩხერის მე-3 საჯარო სკოლაში, ხელოვნების პედაგოგად. გავლილი მაქვს ტრენინგები, თავადაც დღემდე ვსწავლობ. მოკლედ, ასეთია ჩემი ცხოვრება.

- დროის მენეჯმენტი არ გიჭირთ?

- არა. როგორც სერიალიდან, ასევე სამსახურებიდან დიდი ხელშეწყობა მაქვს.

- ევროპაში რა მიზნით იყავით წასული?

- ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ოჯახის საჭიროებიდან იყო გამომდინარე, პროფესიასთან კავშირი არ აქვს. სწორედ ევროპაში ვისწავლე დროის მენეჯმენტი, ბევრ რამეს სხვაგვარად შევხედე.

- საოცნებო როლი არ გაქვთ?

- არა. სტუდენტობიდან მოყოლებული, როლები არასდროს მაკლდა და ახლა ბავშვებს რომ ვასწავლი, ალბათ პირველი მე გავდივარ იმ როლს. ყველა როლი საოცნებოა, რომელსაც გასაღებს მოარგებ. ჩემი თავი ყველა ჟანრში მაქვს მოსინჯული. მგონი, კომედიასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დრამასთან. ბუნებით მხიარული გახლავართ, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი გამომეტყველება მაქვს.

- როდესაც პროფესიას ირჩევდით, მაშინ მსახიობობა პოპულარული პროფესია არ იყო. ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

- რაიონში ხომ საერთოდ არ იყო სასურველი პროფესია. საქართველოს დამსახურებული არტისტი დავით გაჩეჩილაძე დედაჩემის ძმა გახლდათ. ჩემი ოჯახისთვის ეს გარემო უცხო არ იყო. არც დაუშლიათ და არც აღფრთოვანებულან ჩემი არჩევანით. მათ უნდოდათ, პედაგოგი გამოვსულიყავი (მოგვიანებით ასეც მოხდა), მე კი მიზნად სამსახიობოზე ჩაბარება დავისახე და წვალებით, მაგრამ სურვილი, რომელზეც ხმამაღლა არასდროს ვლაპარაკობდი, ავისრულე. დღეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები ოჯახის წევრები არიან.

- ბიძათქვენს რა დამოკიდებულება ჰქონდა? მოგვიანებით ალბათ, მისგან პროფესიულ რჩევებსაც იღებდით?

- დიდად გაგიჟებული არ იყო იმაზე, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. ბიძაჩემი აფხაზეთში ცხოვრობდა, სოხუმის თეატრში თამაშობდა, მე საჩხერეში ვიყავი და მის სპექტაკლებს ხშირად ვერ ვესწრებოდი. შემდეგ, როდესაც ლტოლვილები გახდნენ და თბილისში ჩამოვიდნენ, სტუდენტი ვიყავი. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, პროფესიულ გზას აღარასდროს გადავუხვევდი, სულ მხარში მედგა, ჩემი პირველი კრიტიკოსი იყო. სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. როცა ახმეტელის თეატრში გადავედი, ჩემს სპექტაკლებზე სულ მოდიოდა და კრიტიკული თვალით მიყურებდა, ყოველთვის საჭირო შენიშვნებს მაძლევდა. ადამიანი ხომ საკუთარ შეცდომებზე ბევრ რამეს სწავლობს. გადასაღებ მოედანზე გამოცდილი მსახიობისგან დღესაც შემიძლია მივიღო რჩევა და გავითვალისწინო. თავმდაბალი ვარ. შენ შეიძლება სხვაგვარად ფიქრობდე, მაგრამ იმ კონკრეტულ ეპიზოდს მაყურებელი სხვაგვარად აღიქვამდეს. ამ შემთხვევაში, შენ გვერდით მდგარი მსახიობი შენი მაყურებელია და როცა მას ცოდნა, გამოცდილება აქვს, რჩევის მიღება არ უნდა ითაკილო.

- გადაღებების პროცესი როგორია? კადრს მიღმა ალბათ, ბევრი სახალისო ამბავი რჩება.

- რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო პროცესია. ჩემი, ნუნუკას (ქეთი ჩხეიძე) და ბონდოს (გია გოგიშვილი) ჩხუბის სცენა იყო ძალიან სახალისო. ჩვენ უკვე ვიცით ერთმანეთის ხასიათი, დამოკიდებულება საქმისადმი, რეპლიკაც კი, რომელიც იმპროვიზაციის საშუალებას ხშირად იძლევა. როცა ადამიანი ამ პროფესიას ირჩევს, გადასაღებ მოედანზე დაღლა, გაუსაძლისი ამინდი და კიდევ სხვა ბევრი დისკომფორტის შემქმნელი დეტალი არაფერია. ფსიქოლოგიურად ამას მსახიობის გონება შეჩვეულია. ეს დაღლა სცენაზე აპლოდისმენტით მთავრდება, ფილმში - მაყურებლით. მოგეხსენებათ, ეკრანზე რომ გამოვჩნდი, ერთი დეპრესიული დათრგუნვილი ქალი ვიყავი, მაგრამ არ ჩანს, რატომ ვიყავი ამ მდგომარეობაში? იმედია, ამას მომავალში გავიგებთ...წაიკითხეთ სრულად