სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მაღალი ტემპერატურა 5 დღე და მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს" - რომელი სეზონური ვირუსები ვრცელდება ამჟამად ქვეყანაში და რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება
"თუ მაღალი ტემპერატურა 5 დღე და მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს" - რომელი სეზონური ვირუსები ვრცელდება ამჟამად ქვეყანაში და რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება

ბოლო პე­რი­ოდ­ში სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, ყე­ლის ტკი­ვილს, ხვე­ლა­სა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სხვა სიმპტო­მებს უჩი­ვის. ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­გო­რია პა­ცი­ენ­ტთა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა, რა ჩი­ვი­ლე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ პა­ცი­ენ­ტებს და რო­მელ სიმპტო­მებ­ზე უნდა ვი­ყოთ გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბით:

- შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იზ­რდე­ბა. გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა კი უფრო მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბოა იმი­ტომ, რომ გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გრი­პი რეს­პი­რა­ტო­რულ ინ­ფექ­ცი­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბო და მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გახ­ლავთ. ზო­გა­დად, ამ ეტაპ­ზე სხვა­დას­ხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი, ე.წ. გა­ცი­ე­ბის გა­მომ­წვე­ვი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია ცირ­კუ­ლი­რებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია რი­ნო­ვირუ­სე­ბი, მო­მა­ტე­ბუ­ლია კო­ვიდ-19-ის შემ­თხვე­ვე­ბიც. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც აბ­მუ­ლა­ტო­რი­უ­ლად, ასე­ვე სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა. ძი­რი­თა­დად, ეს ასა­კო­ვან და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბა, მაგ­რამ ასე­ვე, სა­ყუ­რა­დღე­ბოა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­შიც. ზო­გა­დად, რეს­პი­რა­ტო­რულ ინ­ფექ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მა­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი აქვთ. ახა­სი­ა­თებთ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია, შე­საძ­ლოა, სუბ­ფებ­რი­ლუ­რი, ანუ და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 37,5-მდე, ან კი­დევ შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტებს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­ნიშ­ნე­ბო­დეთ. ასე­ვე, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, მშრა­ლი ხვე­ლა, ცხვი­რის გა­ჭედ­ვა. არის ზო­გი­ერ­თი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, გას­ტრო­ინ­ტეს­ტი­ნუ­რი სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვთა ასაკ­ში. შე­საძ­ლოა, აღე­ნიშ­ნე­ბო­დეთ, ფა­ღა­რა­თი, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის რევა, ღე­ბი­ნე­ბა და ასე შემ­დეგ. მათი მარ­თვა და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სია. გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვთა ასაკ­ში მდგო­მა­რე­ო­ბის დრო­უ­ლი შე­ფა­სე­ბა, სი­თხი­სა და ელექტრო­ლი­ტე­ბის ბა­ლან­სის დაც­ვა და გარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა სწო­რად უნდა შე­ფას­დეს. თუ ხან­გრძლივ­დე­ბა ცხე­ლე­ბა, ანუ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 5 დღე და მეტი გრძელ­დე­ბა, ან გა­მო­ხა­ტუ­ლია ძლი­ე­რი სი­სუს­ტე, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სიმპტო­მა­ტი­კა, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რომ დრო­უ­ლად მივ­მარ­თოთ ექიმს და მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ვა­ფა­სოთ, ხომ არ არის რა­ი­მე სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სა­ჭი­რო. სხვა და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თვა სიმპტო­მუ­რია, მო­ი­ცავს ტემ­პე­რა­ტუ­რის კონ­ტროლს და სი­თხი­სა და საკ­ვე­ბის ადეკ­ვა­ტურ მი­ღე­ბას.

- რო­გო­რია კო­რო­ნა­ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა პა­ცი­ენ­ტებ­ში?

- პირ­ველ რიგ­ში, პი­რა­დი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად ვამ­ბობ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­და­რე­ბით მო­მა­ტე­ბუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ამ ეტაპ­ზე ომიკ­რო­ნის სხვა­დას­ხვა ქვეშ­ტა­მი ცირ­კუ­ლი­რებს. ომიკ­რონს ძი­რი­თა­დად ზემო რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ტრაქ­ტის და­ზი­ა­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე სიმპტო­მა­ტი­კა ახა­სი­ა­თებს. გა­მო­ხა­ტუ­ლია, ხვე­ლა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ცხვირ­ში გა­ჭედ­ვა, სახ­სრე­ბის, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი და 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. თუმ­ცა, და­ბა­ლი სუბ­ფებ­რი­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა, 5-6 დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც გაგ­რძელ­დეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ომიკ­რო­ნის დროს უფრო იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც გვხვდე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბაა გა­მო­ხა­ტუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­სა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რებ­თან უფრო მე­ტად ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ, თუ კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს ცხე­ლე­ბა გა­გი­ხან­გრძლივ­დათ, ან სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა აღ­გე­ნიშ­ნე­ბათ, ბავ­შვთა ასაკ­ში გა­მოვ­ლინ­და ტუჩ-ცხვი­რის მი­და­მოს სი­ლურ­ჯე, ხში­რი სუნ­თქვა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, ეს ერთ-ერთი მთა­ვა­რი ნიშ­ნე­ბია, რო­დე­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დრო­უ­ლად შე­ვა­ფა­სოთ. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში, ომიკ­რო­ნის მარ­თვი­სას სიმპტო­მურ მკურ­ნა­ლო­ბას ვი­ყე­ნებთ. კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა კი ცხვირ ხა­ხის ნა­ცხის ან­ტი­გე­ნის, ან პი­სი­არ-ტეს­ტის მი­ხედ­ვით ხდე­ბა.

- კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს სა­ი­ზო­ლა­ციო პე­რი­ო­დად ისევ 5 დღეა მიჩ­ნე­უ­ლი? რა­ი­მე ხომ არ შეც­ლი­ლა? - ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ კუ­თხით, რა­ი­მე ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის და არც სა­ჭი­რო­ე­ბაა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ომიკ­რო­ნის ახალ ქვეშ­ტა­მებს ისე­თი­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და გა­დამ­დებ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს, რო­გორც წინა შემ­თხვე­ვებს.

- რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მშობ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად?- რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, სხვა­დას­ხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცია ცირ­კუ­ლი­რებს, რო­გო­რე­ბი­ცაა, გა­ცი­ე­ბის გა­მომ­წვე­ვი სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი, რი­ნო­ვირუ­სე­ბი, შე­ი­ნიშ­ნე­ბა კო­ვიდ-19-ის შემ­თხვე­ვე­ბიც. რო­გორც ვიცი, გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, ამ ეტაპ­ზე, არ გვაქვს. თუმ­ცა, შე­და­რე­ბით ცივი სე­ზო­ნი მო­დის. შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან სხვა­დას­ხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ ნო­ემ­ბრი­დან და დე­კემ­ბრი­დან შე­საძ­ლოა, გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბიც და­ფიქ­სირ­დეს, რო­გორც ბავ­შვთა ასაკ­ში, ასე­ვე მოზ­რდი­ლებ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი. თუ სიმპტო­მე­ბი გვაქვს, მო­ვე­რი­დოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას. რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნუ გა­ვუშ­ვებთ ბავ­შვებს სკო­ლა­სა და ბაღ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით რისკ-ჯგუ­ფებ­მა გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რონ. თუკი აღ­ნიშ­ნულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და­ვი­ცავთ, ხელს შე­ვუ­წყობთ, რომ შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ.

ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ახა­ლი კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორს მაია ჩხა­ი­ძეს ვკი­თხეთ, რო­გო­რია ბავ­შვთა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა და რა სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ ძი­რი­თა­დად პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტებს:

გა­ნაგ­რეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
teimuraz
0

დასახელებული სიმტომებით გავხდი შეუძლოდ. კოვიდი არ აღმომაჩდა. სიცხის შეგრძნება მქონდა მაგრამ ტემპერატუტა დაბალი. სასურველია პირადი ექიმების შესაბამისი კვაჯიფიკაციის ქონა ასეთი შემთხვევების ეფექტურად მკურნალობისათვის.

ნინა
0

სეზონური გრიპის აცრა ჯერ არ არის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"თუ მაღალი ტემპერატურა 5 დღე და მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს" - რომელი სეზონური ვირუსები ვრცელდება ამჟამად ქვეყანაში და რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება

"თუ მაღალი ტემპერატურა 5 დღე და მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს" - რომელი სეზონური ვირუსები ვრცელდება ამჟამად ქვეყანაში და რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება

ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსები განსაკუთრებით გააქტიურდა და უამრავი ადამიანი მაღალ ტემპერატურას, ყელის ტკივილს, ხველასა და რესპირატორული ინფექციებისათვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს უჩივის. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება, როგორია პაციენტთა მიმართვიანობა, რა ჩივილები აღენიშნებათ პაციენტებს და რომელ სიმპტომებზე უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით:

- შემოდგომის პერიოდში რესპირატორული ინფექციების შემთხვევები იზრდება. გვიანი შემოდგომა კი უფრო მეტად საყურადღებოა იმიტომ, რომ გრიპის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი. გრიპი რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე მეტად საყურადღებო და მძიმე მიმდინარეობის გახლავთ. ზოგადად, ამ ეტაპზე სხვადასხვა რესპირატორული, ე.წ. გაციების გამომწვევი ვირუსული ინფექცია ცირკულირებს. გავრცელებულია რინოვირუსები, მომატებულია კოვიდ-19-ის შემთხვევებიც. ჩემი დაკვირვებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, როგორც აბმულატორიულად, ასევე სტაციონარში მომართვიანობის მატება ფიქსირდება. ძირითადად, ეს ასაკოვან და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს ეხება, მაგრამ ასევე, საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებშიც. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს, რომლებიც ამჟამადაა გავრცელებული, დაახლოებით, მსგავსი სიმპტომები აქვთ. ახასიათებთ ტემპერატურული რეაქცია, შესაძლოა, სუბფებრილური, ანუ დაბალი ტემპერატურა 37,5-მდე, ან კიდევ შესაძლოა, პაციენტებს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდეთ. ასევე, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირის გაჭედვა. არის ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, რომლებიც შეიძლება, გასტროინტესტინური სიმპტომებით მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში. შესაძლოა, აღენიშნებოდეთ, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გულის რევა, ღებინება და ასე შემდეგ. მათი მართვა დაახლოებით მსგავსია. განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში მდგომარეობის დროული შეფასება, სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დაცვა და გართულებების პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. დაავადების მიმდინარეობა სწორად უნდა შეფასდეს. თუ ხანგრძლივდება ცხელება, ანუ მაღალი ტემპერატურა 5 დღე და მეტი გრძელდება, ან გამოხატულია ძლიერი სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს და მდგომარეობა შევაფასოთ, ხომ არ არის რაიმე სპეციფიკური მკურნალობა საჭირო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მართვა სიმპტომურია, მოიცავს ტემპერატურის კონტროლს და სითხისა და საკვების ადეკვატურ მიღებას.

- როგორია კორონავირუსის მიმდინარეობა პაციენტებში?

- პირველ რიგში, პირადი დაკვირვების შედეგად ვამბობ, რომ კორონავირუსით მომართვიანობა ბოლო პერიოდის განმავლობაში შედარებით მომატებულია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რაც შეეხება მიმდინარეობას, ამ ეტაპზე ომიკრონის სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს. ომიკრონს ძირითადად ზემო რესპირატორული ტრაქტის დაზიანებით მიმდინარე სიმპტომატიკა ახასიათებს. გამოხატულია, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირში გაჭედვა, სახსრების, კუნთების ტკივილი და 2-3 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. თუმცა, დაბალი სუბფებრილური ტემპერატურა შეიძლება, 5-6 დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ ომიკრონის დროს უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება შემთხვევები, როდესაც ფილტვების ანთება და სუნთქვის უკმარისობაა გამოხატული. აღნიშნული გართულება, ძირითადად, ასაკოვან ადამიანებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებთან უფრო მეტად ვითარდება. ამიტომ, თუ კორონავირუსის დროს ცხელება გაგიხანგრძლივდათ, ან სუნთქვის გაძნელება აღგენიშნებათ, ბავშვთა ასაკში გამოვლინდა ტუჩ-ცხვირის მიდამოს სილურჯე, ხშირი სუნთქვა, ძილიანობა, ეს ერთ-ერთი მთავარი ნიშნებია, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და პაციენტის მდგომარეობა დროულად შევაფასოთ. დანარჩენ შემთხვევაში, ომიკრონის მართვისას სიმპტომურ მკურნალობას ვიყენებთ. კორონავირუსის დიაგნოსტირება კი ცხვირ ხახის ნაცხის ანტიგენის, ან პისიარ-ტესტის მიხედვით ხდება.

- კორონავირუსის დროს საიზოლაციო პერიოდად ისევ 5 დღეა მიჩნეული? რაიმე ხომ არ შეცლილა? - ჯერჯერობით, ამ კუთხით, რაიმე ცვლილებები არ არის და არც საჭიროებაა იქიდან გამომდინარე, რომ ომიკრონის ახალ ქვეშტამებს ისეთივე მიმდინარეობა და გადამდებლობა ახასიათებს, როგორც წინა შემთხვევებს.

- რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა მიმდინარე სეზონური ინფექციების თავიდან ასარიდებლად?- როგორც უკვე აღვნიშნე, სხვადასხვა რესპირატორული ინფექცია ცირკულირებს, როგორებიცაა, გაციების გამომწვევი სხვა კორონავირუსები, რინოვირუსები, შეინიშნება კოვიდ-19-ის შემთხვევებიც. როგორც ვიცი, გრიპის დადასტურებული შემთხვევა, ამ ეტაპზე, არ გვაქვს. თუმცა, შედარებით ცივი სეზონი მოდის. შემოდგომის მეორე ნახევრიდან სხვადასხვა რესპირატორული დაავადების გავრცელება გაგრძელდება, მაგრამ ნოემბრიდან და დეკემბრიდან შესაძლოა, გრიპის შემთხვევებიც დაფიქსირდეს, როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე მოზრდილებში. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. თუ სიმპტომები გვაქვს, მოვერიდოთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გადაადგილებას. რესპირატორული დაავადებებისათვის დამახასიათებელი ნიშნების შემთხვევაში, ნუ გავუშვებთ ბავშვებს სკოლასა და ბაღში. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. თუკი აღნიშნულ რეკომენდაციებს დავიცავთ, ხელს შევუწყობთ, რომ შედარებით სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შევინარჩუნოთ.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძეს ვკითხეთ, როგორია ბავშვთა მიმართვიანობა და რა სიმპტომები აღენიშნებათ ძირითადად პატარა პაციენტებს:

განაგრეთ კითხვა