პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემზარავი ხმა გავიგონეთ, გავიქეცით, მესმოდა ქალის ყვირილი: "ჩემო შვილო, ჩემო პატარავ" - ვინ არიან ბიჭები, რომლებმაც ვენეციაში ავტოკატასტროფისას ადამიანები გადაარჩინეს
"შემზარავი ხმა გავიგონეთ, გავიქეცით,  მესმოდა ქალის ყვირილი: "ჩემო შვილო, ჩემო პატარავ" - ვინ არიან ბიჭები, რომლებმაც  ვენეციაში ავტოკატასტროფისას ადამიანები გადაარჩინეს

4 ოქ­ტომ­ბერს იტა­ლი­ა­ში, ვე­ნე­ცი­ის მახ­ლობ­ლად უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და. ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­საც ტუ­რის­ტე­ბი გა­დაჰ­ყავ­და, ეს­ტა­კა­დი­დან გა­და­ვარ­და და ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. და­ი­ღუ­პა 21 და და­შავ­და 18 ადა­მი­ა­ნი.

  • მი­უ­ხე­და­ვად ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ი­სა, ამ ამ­ბავს თა­ვი­სი გმი­რე­ბი ჰყავს - გამ­ბი­ე­ლი ბუ­ბა­კარ ტურე და მისი ნი­გე­რი­ე­ლი მე­გო­ბა­რი, ოდი­ონ ებო­იგ­ბე, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ცე­ცხლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და გა­და­არ­ჩი­ნეს.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი იმ ად­გილ­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც ავ­ტო­ა­ვა­რია მოხ­და. დღეს კი იხ­სე­ნე­ბენ, რომ იმ დღეს სახ­ლში, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იყ­ვნენ, საჭ­მელს ამ­ზა­დებ­დნენ, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შემ­ზა­რა­ვი ხმა გა­ი­გო­ნეს. ეგო­ნათ, მი­წისძვრა მოხ­და. სამ­ზა­რე­უ­ლოს ფან­ჯა­რა გა­მო­ა­ღეს და ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა და­იყ­ვი­რა - "ავ­ტო­ბუ­სი გა­და­ვარ­და".

ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს იტა­ლი­ა­ში გმი­რებს უწო­დე­ბენ

  • "მა­შინ­ვე გა­ვი­ქე­ცით, მივ­ვარ­დით იმ ად­გი­ლას, სა­დაც ავ­ტო­ბუსს ცე­ცხლი ეკი­და. მეს­მო­და ქა­ლის ყვი­რი­ლი: "ჩემო შვი­ლო, ჩემო პა­ტა­რავ". მო­ვა­ხერ­ხე ფან­ჯრი­დან ქა­ლის გა­მოყ­ვა­ნა, შემ­დეგ მისი ვაჟი გა­მო­ვიყ­ვა­ნე, რო­მე­ლიც დამ­წვა­რი იყო, თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი", - ჰყვე­ბა 27 წლის ბუ­ბა­კა­რი.

ის აღ­წერს, თუ რო­გორ აიღო ავ­ტო­ბუ­სი­დან ცე­ცხლმაქ­რი და ხან­ძრის ჩაქ­რო­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ეს მცდე­ლო­ბა საკ­მა­რი­სი არ იყო.

"გამ­ვლე­ლე­ბი მაძ­ლევ­დნენ სხვა ცე­ცხლმაქ­რებს, მაგ­რამ არა­ფე­რი შვე­ლო­და, ცე­ცხლს ვერ ვაქ­რობ­დით, მე­ხან­ძრე­ებს უნდა დავ­ლო­დე­ბო­დით“, - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა კაცი. მას­თან ერ­თად იყო ნი­გე­რი­ე­ლი ოდი­ონ ებო­იგ­ბე, რო­მელ­საც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ნამ­სხვრე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოჰ­ყავ­და.

"ბევ­რის გა­დარ­ჩე­ნა შევ­ძე­ლით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი და­ი­ღუ­პა. არ მე­ში­ნო­და, არ მი­ფიქ­რია სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. დღეს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, - "რაზე ფიქ­რობ­დი, როცა ცე­ცხლის­კენ წახ­ვე­დი?" და მე ვუ­თხა­რი, რომ უბ­რა­ლოდ მსურ­და, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი გა­და­მერ­ჩი­ნა“, - ამ­ბობს ებო­იგ­ბე.

ბი­ჭე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ავა­რი­ის შემ­დეგ არ უძი­ნი­ათ. მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღეს გმი­რებს უწო­დებს, თუმ­ცა თვი­თონ მხრებს იჩე­ჩა­ვენ ამის მოს­მე­ნი­სას - "თუ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა გმი­რად გხდის, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ როცა ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რად­გან ის კვდე­ბა, გულ­გრი­ლად ვერ მო­იქ­ცე­ვი", - ამ­ბობს ბუ­ბა­კა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­ა­ვა­რი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს, გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი, 40 წლის ალ­ბერ­ტო რი­ზო­ტო მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გახ­და, რის შემ­დე­გაც ავ­ტო­ბუ­სი ეს­ტა­კა­დი­დან გა­და­ვარ­და. ეს იყო ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სი და გა­და­ვარ­დნის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ ცე­ცხლი ელექტრო­ბა­ტა­რე­ებს გა­უჩ­ნდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმ...
20

დავიჯერო ადგილობრივები არაფერს არ აკეთებდნენ და მარტო უყურებდნენ? რატომ მათზე არაფერს არ წერენ?

თამაზი
1

მაგარი ბიჭები ყოფილან. მაგათ ადგილას ბევრი შორიდან დაიწყებდა სეირის ყურებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შემზარავი ხმა გავიგონეთ, გავიქეცით, მესმოდა ქალის ყვირილი: "ჩემო შვილო, ჩემო პატარავ" - ვინ არიან ბიჭები, რომლებმაც ვენეციაში ავტოკატასტროფისას ადამიანები გადაარჩინეს

"შემზარავი ხმა გავიგონეთ, გავიქეცით,  მესმოდა ქალის ყვირილი: "ჩემო შვილო, ჩემო პატარავ" - ვინ არიან ბიჭები, რომლებმაც  ვენეციაში ავტოკატასტროფისას ადამიანები გადაარჩინეს

4 ოქტომბერს იტალიაში, ვენეციის მახლობლად უმძიმესი ავტოკატასტროფა მოხდა. ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ესტაკადიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა 21 და დაშავდა 18 ადამიანი.

  • მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, ამ ამბავს თავისი გმირები ჰყავს - გამბიელი ბუბაკარ ტურე და მისი ნიგერიელი მეგობარი, ოდიონ ებოიგბე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დაშავებულები ცეცხლიდან გამოიყვანეს და გადაარჩინეს.

ახალგაზრდა მამაკაცები იმ ადგილთან ახლოს ცხოვრობენ, სადაც ავტოავარია მოხდა. დღეს კი იხსენებენ, რომ იმ დღეს სახლში, სამზარეულოში იყვნენ, საჭმელს ამზადებდნენ, როცა მოულოდნელად შემზარავი ხმა გაიგონეს. ეგონათ, მიწისძვრა მოხდა. სამზარეულოს ფანჯარა გამოაღეს და ერთ-ერთმა მათგანმა დაიყვირა - "ავტობუსი გადავარდა".

ბიჭები, რომლებსაც დღეს იტალიაში გმირებს უწოდებენ

  • "მაშინვე გავიქეცით, მივვარდით იმ ადგილას, სადაც ავტობუსს ცეცხლი ეკიდა. მესმოდა ქალის ყვირილი: "ჩემო შვილო, ჩემო პატარავ". მოვახერხე ფანჯრიდან ქალის გამოყვანა, შემდეგ მისი ვაჟი გამოვიყვანე, რომელიც დამწვარი იყო, თუმცა იმ მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი", - ჰყვება 27 წლის ბუბაკარი.

ის აღწერს, თუ როგორ აიღო ავტობუსიდან ცეცხლმაქრი და ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, თუმცა ამბობს, რომ ეს მცდელობა საკმარისი არ იყო.

"გამვლელები მაძლევდნენ სხვა ცეცხლმაქრებს, მაგრამ არაფერი შველოდა, ცეცხლს ვერ ვაქრობდით, მეხანძრეებს უნდა დავლოდებოდით“, - ამბობს ახალგაზრდა კაცი. მასთან ერთად იყო ნიგერიელი ოდიონ ებოიგბე, რომელსაც დაზიანებული ავტომობილის ნამსხვრევებიდან ადამიანები გამოჰყავდა.

"ბევრის გადარჩენა შევძელით, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი დაიღუპა. არ მეშინოდა, არ მიფიქრია საკუთარ უსაფრთხოებაზე. დღეს მეკითხებოდნენ, - "რაზე ფიქრობდი, როცა ცეცხლისკენ წახვედი?" და მე ვუთხარი, რომ უბრალოდ მსურდა, ქალები და ბავშვები გადამერჩინა“, - ამბობს ებოიგბე.

ბიჭები ამბობენ, რომ ავარიის შემდეგ არ უძინიათ. მათ საზოგადოება დღეს გმირებს უწოდებს, თუმცა თვითონ მხრებს იჩეჩავენ ამის მოსმენისას - "თუ ადამიანების გადარჩენა გმირად გხდის, მაშინ შეიძლება. მაგრამ როცა ვინმეს დახმარება სჭირდება, რადგან ის კვდება, გულგრილად ვერ მოიქცევი", - ამბობს ბუბაკარი.

რაც შეეხება ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებს, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი, 40 წლის ალბერტო რიზოტო მოულოდნელად ცუდად გახდა, რის შემდეგაც ავტობუსი ესტაკადიდან გადავარდა. ეს იყო ელექტროავტობუსი და გადავარდნის შემდეგ, სავარაუდოდ ცეცხლი ელექტრობატარეებს გაუჩნდა