საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზალკალიან-ლავროვის შეხვედრა 2019 წელს - რისი გახმოვანება სთხოვა პრეზიდენტმა ჩუგოშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე და რა უპასუხა ამას კობახიძემ?
ზალკალიან-ლავროვის შეხვედრა 2019 წელს - რისი გახმოვანება სთხოვა პრეზიდენტმა ჩუგოშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე და რა უპასუხა ამას კობახიძემ?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის წარ­მომ­დგენ­ლის, თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2019 წელს, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს შეხ­ვდა და მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­მარ­თა.

ამის შე­სა­ხებ ჩუ­გოშ­ვილ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ახ­მო­ვა­ნა.

"პრე­ზი­დენ­ტმა გვთხო­ვა, გა­ვა­ზი­ა­როთ, რომ 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სა­გა­რეო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გა­ე­რო­ში, გე­ნა­სამ­ბლე­ის დროს ლავ­როვს შეხ­ვდა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­მარ­თა. ეს პრე­ზი­დენ­ტმა გუ­ტე­რე­შის­გან გა­ი­გო ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის დროს,“ - გა­ნა­ცხა­და ჩუ­გოშ­ვილ­მა პრო­ცეს­ზე, რო­მელ­ზეც პრე­ზი­დენ­ტის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბა იხი­ლე­ბა.

ჩუ­გოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა.

"რა შუ­ა­შია? სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამას გიგ­ზავ­ნით, მაგ­რამ თქვენ ხომ უნდა იცო­დეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ თქვათ აქ? მარ­თლა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენ სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე ვსა­უბ­რობთ და აქ მი­დის დე­მა­გო­გია,“ - მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ ჩუ­გოშ­ვილს.

2019 წელს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი დავი ზალ­კა­ლი­ა­ნი იყო, იმ­ჟ­ქა­მად მსი­ის ლავ­რო­ვის შეხ­ვედ­რის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

შეხ­ვედ­რა ნიუ იორკში, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 74-ე სე­სი­აზ შედ­გა. ეს იყო პირ­ვე­ლი პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს შო­რის 2008 წლის ომის გა­ი­მარ­თა.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო შვე­ი­ცა­რი­ის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის შუ­ა­მა­ვალს წარ­მო­ად­გენს.

“დი­ა­ლო­გი­სას გან­ხი­ლუ­ლი იქნა ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი. გა­იც­ვა­ლა მო­საზ­რე­ბე­ბი რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - ნათ­ქვა­მი იყო სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­ნამ­დე ქარ­თუ­ლი მხა­რე აცხა­დებ­და, რომ გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა მე­დი­ა­ტო­რი მხა­რის­გან - შვე­ი­ცა­რი­ის­გან მი­ი­ღო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beqa
0

პრეზიდენტი კი არა ,ორღობის დიპლომატია

ქართველს!
1

თქვენ ქართველი კი არა, ყველაზე ცუდი ნაციც არ ხართ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ზალკალიან-ლავროვის შეხვედრა 2019 წელს - რისი გახმოვანება სთხოვა პრეზიდენტმა ჩუგოშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე და რა უპასუხა ამას კობახიძემ?

ზალკალიან-ლავროვის შეხვედრა 2019 წელს - რისი გახმოვანება სთხოვა პრეზიდენტმა ჩუგოშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე და რა უპასუხა ამას კობახიძემ?

საქართველოს პრეზიდენტის წარმომდგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა.

ამის შესახებ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება გაახმოვანა.

"პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენასამბლეის დროს ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ეს პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა პროცესზე, რომელზეც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინება იხილება.

ჩუგოშვილის განცხადებას ირაკლი კობახიძემ უპასუხა.

"რა შუაშია? სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ თქვათ აქ? მართლა არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია,“ - მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.

2019 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი დავი ზალკალიანი იყო, იმჟქამად მსიის ლავროვის შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა.

შეხვედრა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზ შედგა. ეს იყო პირველი პირისპირ შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2008 წლის ომის გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ორგანიზებული იყო შვეიცარიის მეშვეობით, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პერიოდში მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავალს წარმოადგენს.

“დიალოგისას განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”, - ნათქვამი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე ქართული მხარე აცხადებდა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პარალელურად, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს შორის კომუნიკაციის შეთავაზება მედიატორი მხარისგან - შვეიცარიისგან მიიღო.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"