უზბეკმა მომღერალმა, ლოლა იულდაშევამ საქართველოში მოგზაურობის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში "უხეშად მოექნენ“.
"გთხოვთ, როდესაც საქართველოში მიფრინავთ, გაითვალისწინოთ - ფრთხილად იყავით რუსულად საუბრისას, რადგან აქ რუსების და რუსული ენის აბსოლუტური უარყოფაა. ჩვენ ეს წინასწარ ვიცოდით და გავითვალისწინეთ. პირადად მე მესმის ამ ადამიანების გრძნობების, ისინი სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და აქვთ ამის უფლება.
ვცადეთ გვესაუბრა უზბეკურ, ან ინგლისურ ენაზე. მაგრამ ხშირად იქ რაც ხდება, სცდილდება ადამიანურობის საზღვრებს“, - ამბობს ლოლა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მისი თქმით, თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველმა მომსახურებაზე უარი უთხრა, როცა გაიგო, რომ ლოლა და მისი მეგობრები რუსულად საუბრობდნენ და მათ "უხეშად მოექცა“.
ცნობისთვის, ლოლა იულდაშევა ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და "მაიას" ფსევდონიმით ქმნიდა მუსიკას. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთი დატოვა და უზბეკეთში დაბრუნდა.
გადავხედე ამ კომენტარებს და დავრწმუნდი, რომ უზბეკმა სრული სიმართლე თქვა! ეს ყველაფერი არის მის ნათქვამის მეცნიერული დასაბუთება!
იმიტომ, რომ რუსული ენა ძალიან ცუდ ემოციას იწვევს. ჯერ ერთი, ამხელა ტერიტორია ოკუპირებულებია და შესამაბისად, რუსი ოკუპანტია. მერე ბევრი უხეშობა და უზრდელობა გამოიჩინეს ე.წ. დროებით ჩამოსულმა რუსულენოვნებმა, თორემ დამისვით ნებისმიერი რუსულის მცოდნე და მე ქართველი თუ არ ვაჯობებ, იმდენად კარგად ვიცი. ენას კი არ ვერჩით, ენა იწვევს უკურეაქციას, ჩექმა, ტანკი, სისხლი, ომი, გადამწვარი აფხაზეთი და იმოდენა სოფლები კიდევ სამაჩაბლოსკენ...ლტოლვილების სიმწარე, ძაძიანი ქალები, სასაფლაოები და როგორ გინდა მოეთბილო ამის მერე?!!! ეეჰ, რუსთა 99 პროცენტმა არც მეზობლობა იცის და არც მეგობრობა. საზიზღარ პოლიტიკას შეეწირა ყველაფერი. რატომ უნდა იყო ვალდებული რუსული იცოდე? მე რომ ვიცი, რა?!