სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, რომ მისგან საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ველოდით, არამედ იმიტომ, რომ ის იყო დიასპორის წარმომადგენელი" - კობახიძე
"პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, რომ მისგან საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ველოდით, არამედ იმიტომ, რომ ის იყო დიასპორის წარმომადგენელი" - კობახიძე

რე­ა­ლუ­რად, ასეთ ერ­თგვარ ჩიხ­ში, რა თქმა უნდა, შე­სუ­ლი ვართ, ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია. 2012 წლი­დან ვართ შე­სუ­ლი იმი­ტომ, რომ მთავ­რო­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­ში­ნაო-სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. მთავ­რო­ბას მი­აჩ­ნია და ჩვენც მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამა­ში ხელი ეშ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბო­და 2021-22 წლებ­ში და მიმ­დი­ნა­რე წელს. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი სირ­თუ­ლე უკვე სა­ხე­ზეა, რო­გორც არ უნდა გაგ­რძელ­დეს ეს პრო­ცე­სი, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა პლე­ნუ­მის ერთ-ერთი წევ­რი მო­სა­მარ­თლის, ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლის შე­კი­თხვას, თუ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა არ გან­ხორ­ცი­ელ­და, ერ­თგვარ ჩიხ­ში ხომ არ შე­დის სა­ხელ­მწი­ფო.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, პრე­ზი­დენტს, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის დროს, ოპო­ზი­ცი­ის იმე­დი ჰქონ­და.

"ჩვენ, კი­დევ ერთხელ, შეგ­ვიძ­ლია აქაც ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით არ არის ის, რომ ეს იმ­პიჩ­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დეს, იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ღრმა რწმე­ნით, პრე­ზი­დენტს ჰქონ­და ოპო­ზი­ცი­ის იმე­დი, რო­დე­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვევ­და, მაგ­რამ ეს ცალ­კე სა­კი­თხია. ამი­ტომ, რა თქმა უნდა,ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა დარ­ჩე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს, რომც არ და­ად­გი­ნოს, ჩვენ, ჩვე­ნი პო­ზი­ცია უკვე გვაქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ით არ არის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ღირ­სი. არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი, მთავ­რო­ბა, პარ­ლა­მენ­ტი, ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ სა­პა­რა­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას, არა პარ­ლა­მენტს, ანუ ჩვენ ხელ­შია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ პარ­ლა­მენ­ტის 80 წევ­რს და აქაც სა­ინ­ტე­რე­სო რა არის - ჩვენ გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი მან­და­ტი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და სწო­რედ ამ მან­და­ტის გამო ირ­ჩე­ვენ დე­პუ­ტა­ტებს“-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, მან აღ­ნიშ­ნა, რომ 2018 წელს, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აირ­ჩეს კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით გა­მო­უ­ცხა­დეს მას მხარ­და­ჭე­რა.

"კრი­ტე­რი­უ­მი რა იყო - ჩვენ რომ გვქო­ნო­და იმის რწმე­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტი წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და სა­გა­რეო და სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კას, მას მხარს და­ვუ­ჭერ­დით არა პრე­ზი­დენ­ტის, არა­მედ, პრე­მი­ე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. ამი­ტომ, ეს არის პრე­მი­ე­რის პრე­რო­გა­ტი­ვა, მაგ­რამ მხა­რი იმი­ტომ და­ვუ­ჭი­რეთ პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ მას ჰქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი მან­და­ტი. მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი სა­ჯა­რო­დაც იყო ნათ­ქვა­მი, ის იყო დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, დიდი წი­ნაპ­რე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, რომ მას ჰქონ­და რა­ღაც ევ­რო­პუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ქალ­ბა­ტო­ნი, ეს ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცია და .ა.შ. ანუ პრე­ზი­დენტს იმი­ტომ კი არ გა­მო­ვუ­ცხა­დეთ მხარ­და­ჭე­რა და შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხმაც იმი­ტომ კი არ მის­ცა ხმა, რომ მის­გან ელო­დე­ბო­და ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მას მხა­რი და­უ­ჭი­რა არ­სე­ბუ­ლი მან­და­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში იყო გა­წე­რი­ლი. დღეს პრე­ზი­დენ­ტი ცდი­ლობს, რომ ამ მან­დატს გას­ცდეს, რო­მე­ლიც მას ხალ­ხმა მი­ა­ნი­ჭა. მთა­ვა­რი ხომ არ არის რო­გო­რია ამ მან­და­ტის ჩემი აღ­ქმა, რო­გორც თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის, მთა­ვა­რია კონ­სტი­ტუ­ცია რა მან­დატს გა­ნი­ჭებს და შენ ხალ­ხმა აგირ­ჩია არა იმის­თვის, რომ სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო, რაში ჩაჭ­რა­საც ცდი­ლობს დღეს, პრე­ზი­დენ­ტი, არა­მედ შენ აგირ­ჩია იმის­თვის, რომ იყო სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბი­თად სიმ­ბო­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. რა თქმა უნდა, მხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რი არ არის პრე­ზი­დენ­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტი სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არ არის. ხალ­ხს მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი მან­და­ტი, თუმ­ცა ის ცდი­ლობს, რომ ხალ­ხის მიერ მი­ნი­ჭე­ბულ მან­დატს გას­ცდეს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ ქვეყ­ნის სა­ში­ნაო-სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მან­და­ტი პარ­ლა­მენტს აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის თა­ო­ბა­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბის ზე­პი­რი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი დღე­ვან­დელ სხდო­მას არ ეს­წრე­ბა. მის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში იუ­რის­ტე­ბი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი და მაია კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი იცა­ვენ.

წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბის სა­ხით სხდო­მას ეს­წრე­ბი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სხვა წევ­რე­ბი: ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნი და თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ის სა­გა­რეო ვი­ზი­ტე­ბი გახ­და, რა­ზეც მთავ­რო­ბამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თან­ხმო­ბა არ მის­ცა. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი 1-ელ სექ­ტემ­ბერს, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­და­წყდა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა აქვს. სა­სა­მარ­თლოს მიერ და­დე­ბი­თი დას­კვნის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად 100 დე­პუ­ტა­ტის ხმა არის სა­ჭი­რო, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გა­აჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
5

ამან სავარცხელი დაკარგა, თუ ორპირ ქარშია მოხვედრილი?

ლიკა
4

ეს სერიოზულად ცოდოა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, რომ მისგან საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ველოდით, არამედ იმიტომ, რომ ის იყო დიასპორის წარმომადგენელი" - კობახიძე

"პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, რომ მისგან საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ველოდით, არამედ იმიტომ, რომ ის იყო დიასპორის წარმომადგენელი" - კობახიძე

რეალურად, ასეთ ერთგვარ ჩიხში, რა თქმა უნდა, შესული ვართ, ძალიან დიდი ხანია. 2012 წლიდან ვართ შესული იმიტომ, რომ მთავრობაა პასუხისმგებელი საშინაო-საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე. მთავრობას მიაჩნია და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამაში ხელი ეშლება საქართველოს პრეზიდენტისგან, განსაკუთრებით ეს ეხებოდა 2021-22 წლებში და მიმდინარე წელს. ეს პოლიტიკური სირთულე უკვე სახეზეა, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, როდესაც უპასუხა პლენუმის ერთ-ერთი წევრი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის შეკითხვას, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა არ განხორციელდა, ერთგვარ ჩიხში ხომ არ შედის სახელმწიფო.

როგორც "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტს, კონსტიტუციის დარღვევის დროს, ოპოზიციის იმედი ჰქონდა.

"ჩვენ, კიდევ ერთხელ, შეგვიძლია აქაც ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი პოლიტიკური კუთხით არ არის ის, რომ ეს იმპიჩმენტში შეიძლება წარმატებით დასრულდეს, იმიტომ, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, პრეზიდენტს ჰქონდა ოპოზიციის იმედი, როდესაც კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, რა თქმა უნდა,ეს მოცემულობა დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომც არ დაადგინოს, ჩვენ, ჩვენი პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ჩვენი პოზიციით არ არის პრეზიდენტობის ღირსი. არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოები, მთავრობა, პარლამენტი, ჩვენ წარმოვადგენთ საპარალამენტო უმრავლესობას, არა პარლამენტს, ანუ ჩვენ ხელშია გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ წარმოვადგენთ პარლამენტის 80 წევრს და აქაც საინტერესო რა არის - ჩვენ გვაქვს შესაბამისი მანდატი მინიჭებული და სწორედ ამ მანდატის გამო ირჩევენ დეპუტატებს“-განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2018 წელს, როდესაც პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩეს კონკრეტული კრიტერიუმებით გამოუცხადეს მას მხარდაჭერა.

"კრიტერიუმი რა იყო - ჩვენ რომ გვქონოდა იმის რწმენა, რომ პრეზიდენტი წარმატებით განახორციელებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მას მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის, არამედ, პრემიერის პოზიციაზე. ამიტომ, ეს არის პრემიერის პრეროგატივა, მაგრამ მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი. მთავარი კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი, ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი, რომ მას ჰქონდა რაღაც ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება, ქალბატონი, ეს ჩვენი ისტორიული ტრადიცია და .ა.შ. ანუ პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და შესაბამისად, ხალხმაც იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, მას მხარი დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით, რაც კონსტიტუციაში იყო გაწერილი. დღეს პრეზიდენტი ცდილობს, რომ ამ მანდატს გასცდეს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა. მთავარი ხომ არ არის როგორია ამ მანდატის ჩემი აღქმა, როგორც თანამდებობის პირის, მთავარია კონსტიტუცია რა მანდატს განიჭებს და შენ ხალხმა აგირჩია არა იმისთვის, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა განახორციელო, რაში ჩაჭრასაც ცდილობს დღეს, პრეზიდენტი, არამედ შენ აგირჩია იმისთვის, რომ იყო სახელმწიფოს არსებითად სიმბოლური წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მხოლოდ სიმბოლური არ არის პრეზიდენტის კომპეტენციები, მაგრამ პრეზიდენტი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არ არის. ხალხს მისთვის მინიჭებული აქვს შესაბამისი მანდატი, თუმცა ის ცდილობს, რომ ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს გასცდეს“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყნის საშინაო-საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის მანდატი პარლამენტს აქვს მინიჭებული.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც "ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.