პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვიჩა "ოცნების გუნდს" ჯერ ვერ გაუთამამდა - პირველი ტაიმის მერე "ნაპოლი" "რეალთან" აგებს
ხვიჩა "ოცნების გუნდს" ჯერ ვერ გაუთამამდა - პირველი ტაიმის მერე "ნაპოლი" "რეალთან" აგებს

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­ო­რე ტურ­ში "ნა­პო­ლი“ "რე­ალს“ მას­პინ­ძლობს და პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ ან­გა­რი­შით 1:2 აგებს.

გუნ­დე­ბი შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ მო­ედ­ნა­ზე:

  • "ნა­პო­ლი"

მე­რე­ტი, დი ლო­რენ­ცო, ეს­ტე­გო­რი, ნა­ტა­ნი, ოლი­ვე­ი­რა, ან­გი­სა, ზი­ლენ­სკი, ლო­ბოტ­კა, პო­ლი­ტა­ნო, კვა­რა­ცხე­ლია, ოსი­მე­ნი

  • "რე­ა­ლი"

კეპა, კარ­ვა­ხა­ლი, ნაჩო, რი­უ­დი­გე­რი, კა­მა­ვინ­გა, ვალ­ვერ­დე, ტჩუ­ა­მე­ნი, კრო­ო­სი, როდ­რი­გო, ბე­ლინ­გე­მი, ვი­ნი­სი­უ­სი

თა­მა­ში "ნა­პო­ლის" შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა "რე­ა­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც ჰქონ­დათ ან­გა­რი­შის გახ­სნის შან­სი, რაც ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს. მას მერე, რაც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას კარ­გი პა­სით ოლი­ვე­რას სა­ჯა­რი­მო­ში შეს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, ეს­პა­ნე­ლებ­მა ბურ­თი კუ­თხურ­ზე მო­ი­გე­რი­ეს. მარ­ცხე­ნა ფლან­გი­დან კუ­თხუ­რი ხვი­ჩამ ჩა­ა­წო­და, ნა­თან­მა კა­რის­კენ და­არ­ტყა, თუმ­ცა ბურ­თი ხა­რი­ხას მოხ­ვდა და სა­ჯა­რი­მო­ში დაბ­რუნ­და, ეს­ტი­გორ­მა ყვე­ლას და­ას­წრო და ან­გა­რიშ­შიც ასე გა­იხ­სნა.

ნე­ა­პო­ლელ­თა სი­ხა­რუ­ლი მა­ინც და მა­ინც ხან­გრძლი­ვი ვერ გა­მოდ­გა, 27-ე წუთ­ზე ვი­ნი­სი­უსს­მა აიღო მე­რე­ტის კარი. 34-ე წუთ­ზე კი ბე­ლინ­გე­მის ულა­მა­ზე­სი გო­ლით "რე­ა­ლი" წინ გა­ვი­და.

38-ე წუთ­ზე მად­რი­დელ­თა კარი ოსი­მე­ნის თა­ვუ­რი დარ­ტყმის შემ­დეგ კე­პამ თავ­გან­წი­რუ­ლი ნახ­ტო­მით გა­და­არ­ჩი­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცნო­ბილ­მა ეს­პა­ნურ­მა გა­მო­ცე­მამ As "კვა­რას­თან" ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, რო­მე­ლიც მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"მე გა­ვი­ზარ­დე ისე, რომ მად­რი­დის რე­ა­ლის თა­მა­შებს ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ­დი. ახლა ისი­ნი ჩემი კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან სტა­დი­ონ­ზე. შე­უძ­ლე­ბე­ლია ბედ­ნი­ე­რი არ იყო ამ მო­მენ­ტით", - ამ­ბობს ხვი­ჩა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარლიტო
1

😎კვარას გოლი და კარგი თამაში მოგების ტოლფასია....მინიმუმ ზავი ფრეზე 👌

ქართველი
1

რაღაც უჯიგროდ თამაშობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ხვიჩა "ოცნების გუნდს" ჯერ ვერ გაუთამამდა - პირველი ტაიმის მერე "ნაპოლი" "რეალთან" აგებს

ხვიჩა "ოცნების გუნდს" ჯერ ვერ გაუთამამდა - პირველი ტაიმის მერე "ნაპოლი" "რეალთან" აგებს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ნაპოლი“ "რეალს“ მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 1:2 აგებს.

გუნდები შემდეგი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედნაზე:

  • "ნაპოლი"

მერეტი, დი ლორენცო, ესტეგორი, ნატანი, ოლივეირა, ანგისა, ზილენსკი, ლობოტკა, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი

  • "რეალი"

კეპა, კარვახალი, ნაჩო, რიუდიგერი, კამავინგა, ვალვერდე, ტჩუამენი, კროოსი, როდრიგო, ბელინგემი, ვინისიუსი

თამაში "ნაპოლის" შეტევებით დაიწყო, თუმცა "რეალის" ფეხბურთელებსაც ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შანსი, რაც ვერ გამოიყენეს. მას მერე, რაც ხვიჩა კვარაცხელიას კარგი პასით ოლივერას საჯარიმოში შესვლის შესაძლებლობა მიეცა, ესპანელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. მარცხენა ფლანგიდან კუთხური ხვიჩამ ჩააწოდა, ნათანმა კარისკენ დაარტყა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა და საჯარიმოში დაბრუნდა, ესტიგორმა ყველას დაასწრო და ანგარიშშიც ასე გაიხსნა.

ნეაპოლელთა სიხარული მაინც და მაინც ხანგრძლივი ვერ გამოდგა, 27-ე წუთზე ვინისიუსსმა აიღო მერეტის კარი. 34-ე წუთზე კი ბელინგემის ულამაზესი გოლით "რეალი" წინ გავიდა.

38-ე წუთზე მადრიდელთა კარი ოსიმენის თავური დარტყმის შემდეგ კეპამ თავგანწირული ნახტომით გადაარჩინა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ As "კვარასთან" ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა.

"მე გავიზარდე ისე, რომ მადრიდის რეალის თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი. ახლა ისინი ჩემი კონკურენტები არიან სტადიონზე. შეუძლებელია ბედნიერი არ იყო ამ მომენტით", - ამბობს ხვიჩა ინტერვიუში.