მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმარტივესი "ქეისი“ დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე - პრეზიდენტს ღია ომი აქვს გამოცხადებული" - ალუდა ღუდუშური
"უმარტივესი "ქეისი“ დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე - პრეზიდენტს ღია ომი აქვს გამოცხადებული" - ალუდა ღუდუშური

უმარ­ტი­ვე­სი "ქე­ი­სი“ დევს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე - მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუ რო­გორ ირ­ღვე­ვა კონ­სტი­ტუ­ცია, ასე მზის შუქ­ზე და თვალ­ნათ­ლივ, სხვა არც ერთ "ქე­ის­თან” მი­მარ­თე­ბით არ ქო­ნია სა­სა­მარ­თლოს, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ღია ომი აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

"პრე­ზი­დენ­ტმა ღიად, სა­ჯა­როდ გა­და­წყვი­ტა და­პი­რის­პი­რე­ბო­და კონ­სტი­ტუ­ცი­ას, რაც არის ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი დევს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და ჩვენ კრძალ­ვით ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ პა­ტი­ვი ვცეთ ყვე­ლა­ზე მთა­ვარ კა­ნონს - კონ­სტი­ტუ­ცი­ას. ამ ყვე­ლაფ­რის გა­რან­ტი უნდა იყოს პრე­ზი­დენ­ტი. ყვე­ლა, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ხე­დავს, რომ პრე­ზი­დენტს ღია ომი აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვა. ჩვენ ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ ვიქ­ნე­ბით გულ­გრი­ლი ამის მი­მართ, ეს იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ვი­ყოთ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამას მოჰ­ყვე­ბა რე­ა­გი­რე­ბა და უმარ­ტი­ვე­სი "ქე­ი­სი" დევს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე, ასე მზის შუქ­ზე, თვალ­ნათ­ლივ, თუ რო­გორ ირ­ღვე­ვა კონ­სტი­ტუ­ცია, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სხვა არც ერთ "ქე­ის­თან" მი­მარ­თე­ბით არ ქო­ნია სა­სა­მარ­თლოს. შე­სა­ბა­მი­სად, პრე­ზი­დენტს ვურ­ჩევ­დით, კა­პი­ტა­ნი გი­გა­უ­რის­გან კი ნუ იღებს რჩე­ვებს, პა­ტი­ვი სცეს სა­კუ­თარ ხალ­ხს, ქვე­ყა­ნას და კონ­სტი­ტუ­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის თა­ო­ბა­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წარ­დგი­ნე­ბას ზე­პი­რი მოს­მე­ნით დღეს, 3 ოქ­ტომ­ბერს გა­ნი­ხი­ლავს.

ასე­ვე იხი­ლეთ: ვინ და­ი­ცავს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს - რას წერს პრე­ზი­დენ­ტი

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lasha
1

ალუდა რა არის?!??🤔

ელგუჯა
1

ეს მაგარი სავსე მთვარე ყავთ, ქოცებს.

ავტორი:

"უმარტივესი "ქეისი“ დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე - პრეზიდენტს ღია ომი აქვს გამოცხადებული" - ალუდა ღუდუშური

"უმარტივესი "ქეისი“ დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე - პრეზიდენტს ღია ომი აქვს გამოცხადებული" - ალუდა ღუდუშური

უმარტივესი "ქეისი“ დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე - მტკიცებულებები, თუ როგორ ირღვევა კონსტიტუცია, ასე მზის შუქზე და თვალნათლივ, სხვა არც ერთ "ქეისთან” მიმართებით არ ქონია სასამართლოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტს კონსტიტუციის წინააღმდეგ ღია ომი აქვს გამოცხადებული.

"პრეზიდენტმა ღიად, საჯაროდ გადაწყვიტა დაპირისპირებოდა კონსტიტუციას, რაც არის ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი, ქვეყნის ინტერესები დევს კონსტიტუციაში და ჩვენ კრძალვით ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ყველაზე მთავარ კანონს - კონსტიტუციას. ამ ყველაფრის გარანტი უნდა იყოს პრეზიდენტი. ყველა, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტს ღია ომი აქვს გამოცხადებული და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონსტიტუციის უხეში დარღვევა. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნებით გულგრილი ამის მიმართ, ეს იქნებოდა ჩვენი თანამონაწილეობა და წარმოუდგენელია, რომ თანამონაწილე ვიყოთ კონსტიტუციის დარღვევის, აქედან გამომდინარე ამას მოჰყვება რეაგირება და უმარტივესი "ქეისი" დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, ასე მზის შუქზე, თვალნათლივ, თუ როგორ ირღვევა კონსტიტუცია, ამის მტკიცებულებები, სხვა არც ერთ "ქეისთან" მიმართებით არ ქონია სასამართლოს. შესაბამისად, პრეზიდენტს ვურჩევდით, კაპიტანი გიგაურისგან კი ნუ იღებს რჩევებს, პატივი სცეს საკუთარ ხალხს, ქვეყანას და კონსტიტუციას“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს.

ასევე იხილეთ: ვინ დაიცავს საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს - რას წერს პრეზიდენტი