მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალებს“ აქვთ უკურნებელი დემენცია, მძიმე მეტალებიც აქვთ, და ზოგადად, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი ასდის" - ალუდა ღუდუშაური
"ნაციონალებს“ აქვთ უკურნებელი დემენცია, მძიმე მეტალებიც აქვთ, და ზოგადად, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი ასდის" - ალუდა ღუდუშაური

შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა­სა და ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა­სა და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტატ ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს შო­რის და­ი­წყო.

თინა ბო­კუ­ჩა­ვა კა­ნონპ­რო­ექ­ტის ფორ­სი­რე­ბუ­ლად მოს­მე­ნის გა­და­დე­ბას ითხოვ­და, რად­გან, მისი თქმით, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ე.წ. რუ­სულ კა­ნონს ძა­ლი­ან ჰგავს.

"ვი­თხოვ, რომ ასე­თი ფორ­სი­რე­ბუ­ლი მოს­მე­ნა არ იყოს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტის. ერთი სა­ა­თის წინ რომ ჩა­ტარ­და ბი­უ­რო, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, რომ ასე ფორ­სი­რე­ბუ­ლად მოხ­დეს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა, რო­მე­ლიც, დიახ, არის ე.წ. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის­ნა­ი­რი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუხ­სე­ნით რა­ტომ გე­ში­ნი­ათ პრო­ტეს­ტის, რა­ტომ გე­ში­ნი­ათ მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის?!“- გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

ბო­კუ­ჩა­ვას მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელს მო­რა­ლუ­რი პი­ე­დეს­ტა­ლი­დან სა­უ­ბა­რი არ გა­უ­ვა.

"აქ რაზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს“ აქვთ უკურ­ნე­ბე­ლი დე­მენ­ცია, ესე­ნი ყვე­ლა­ნი დე­მენ­ცი­ით არი­ან შე­პყრო­ბი­ლე­ბი, მძი­მე მე­ტა­ლე­ბი აქვთ, ყვე­ლა­ფე­რი აქვთ და ზო­გა­დად, კო­ლექ­ტი­ურ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ პო­ლი­ტი­კუ­რი გვა­მის სუნი ნამ­დვი­ლად ას­დის. იმა­ზე რომ სა­უბ­რობ­დნენ, გვა­მის სუნი ას­დი­სო, მას შემ­დეგ 2 წე­ლია გრძელ­დე­ბა ხალ­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა. თუ ვინ­მეს პო­ლი­ტი­კუ­რი გვა­მის სუნი ას­დის, ას­დის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, ამა­თი არა­ვის ეში­ნია. თინა არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ა­ლუ­რი სახე. თა­ვი­სუ­ფა­ლი­აო, რომ ამ­ბო­ბენ, ხომ იცით რაც, იგი­ვეა ესეც. გა­ი­ა­რა, გა­მო­ი­ა­რა, ხუთი კა­რე­ბი აქვს, ორი კა­რე­ბი აქვს წა­ვი­დეს, წა­მო­ვი­დეს, ჩვენ უნდა ვა­კე­თოთ საქ­მე. აქ იმის­თვის არ მოვ­სულ­ვართ, რომ თი­ნას მო­რა­ლუ­რი პი­ე­დეს­ტა­ლი­დან ვა­სა­უბ­როთ რა­ღა­ცე­ბი. სირ­ცხვი­ლია ადა­მი­ა­ნი ხალ­ხის სა­ხე­ლით გვე­სა­უბ­რე­ბო­დეს, რო­მე­ლიც არის სახე იმ რე­ჟი­მის, რომ­ლე­ბიც აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, აწა­მებ­დნენ და ტკბო­ბა­ში იყ­ვნენ. მო­რა­ლი წა­უ­კი­თხოს სა­კუ­თარ პარ­ტი­ა­ში ვა­შა­ძე­ებს და სხვებს და იმას, ორი წე­ლია ხან ქარ­თუ­ლი რომ ავი­წყდე­ბა და ხან ფრან­გუ­ლი. მო­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი არ გა­გი­ვათ. უნდა ვი­ყოთ მშვი­დად, ეს "ფარ­ჩა­კი", ხალ­ხის მწა­მე­ბე­ლი პარ­ტია ვე­რას­დროს ეღირ­სე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას“, - გა­ნა­ცხა­და ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
35

თინიკო მახსენებს აბეზარ ყვითელ მელას !

ნონა
5

ეს ბოლო სერიაში, ყველასგან მიტოვებული, ტაიმს სკვერში ბორდიურზე ჩამომჯდარი ტირის

ავტორი:

"ნაციონალებს“ აქვთ უკურნებელი დემენცია, მძიმე მეტალებიც აქვთ, და ზოგადად, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი ასდის" - ალუდა ღუდუშაური

"ნაციონალებს“ აქვთ უკურნებელი დემენცია, მძიმე მეტალებიც აქვთ, და ზოგადად, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი ასდის" - ალუდა ღუდუშაური

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების შესახებ კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

სიტყვიერი დაპირისპირება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასა და მმართველი პარტიის დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს შორის დაიწყო.

თინა ბოკუჩავა კანონპროექტის ფორსირებულად მოსმენის გადადებას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, ეს კანონპროექტი ე.წ. რუსულ კანონს ძალიან ჰგავს.

"ვითხოვ, რომ ასეთი ფორსირებული მოსმენა არ იყოს ამ მნიშვნელოვანი კანონპროექტის. ერთი საათის წინ რომ ჩატარდა ბიურო, არ არის მიზანშეწონილი, რომ ასე ფორსირებულად მოხდეს ამ მნიშვნელოვანი კანონის განხილვა, რომელიც, დიახ, არის ე.წ. რუსული კანონისნაირი. საზოგადოებას აუხსენით რატომ გეშინიათ პროტესტის, რატომ გეშინიათ მშვიდობიანი პროტესტის?!“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას მმართველი გუნდიდან ალუდა ღუდუშაურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს მორალური პიედესტალიდან საუბარი არ გაუვა.

"აქ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, "ნაციონალებს“ აქვთ უკურნებელი დემენცია, ესენი ყველანი დემენციით არიან შეპყრობილები, მძიმე მეტალები აქვთ, ყველაფერი აქვთ და ზოგადად, კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური გვამის სუნი ნამდვილად ასდის. იმაზე რომ საუბრობდნენ, გვამის სუნი ასდისო, მას შემდეგ 2 წელია გრძელდება ხალხის შეურაცხყოფა. თუ ვინმეს პოლიტიკური გვამის სუნი ასდის, ასდის "ნაციონალურ მოძრაობას“, ამათი არავის ეშინია. თინა არის "ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე. თავისუფალიაო, რომ ამბობენ, ხომ იცით რაც, იგივეა ესეც. გაიარა, გამოიარა, ხუთი კარები აქვს, ორი კარები აქვს წავიდეს, წამოვიდეს, ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე. აქ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ თინას მორალური პიედესტალიდან ვასაუბროთ რაღაცები. სირცხვილია ადამიანი ხალხის სახელით გვესაუბრებოდეს, რომელიც არის სახე იმ რეჟიმის, რომლებიც აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ტკბობაში იყვნენ. მორალი წაუკითხოს საკუთარ პარტიაში ვაშაძეებს და სხვებს და იმას, ორი წელია ხან ქართული რომ ავიწყდება და ხან ფრანგული. მონებზე საუბარი არ გაგივათ. უნდა ვიყოთ მშვიდად, ეს "ფარჩაკი", ხალხის მწამებელი პარტია ვერასდროს ეღირსება ხელისუფლებაში მოსვლას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ თინა ბოკუჩავამ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.