მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანვას - საქართველო" სუს-ს პასუხობს - რას ამბობენ ორგანიზაციაში ბრალდებებზე და სერბეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც გამოკითხვის შემდეგ საქართველო დატოვეს
"კანვას - საქართველო" სუს-ს პასუხობს - რას ამბობენ ორგანიზაციაში ბრალდებებზე და სერბეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც გამოკითხვის შემდეგ საქართველო დატოვეს

"კან­ვას – სა­ქარ­თვე­ლო“ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, ის იმ აქ­ტი­ვის­ტებ­ზე, ვინც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, ზე­წო­ლად აფა­სებს.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხარ­დამ­ჭე­რებს, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ აღ­ნიშ­ნულ ფაქტს.

"სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის” წი­ნა­აღ­მდეგ თე­ბერ­ვალ – მარ­ტში წარ­მა­ტე­ბით წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის სა­პა­სუ­ხოდ, სა­ხელ­მწი­ფოს უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მხრი­დან გავ­რცელ­და მუ­ქა­რა „კან­ვას – სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი მე­ლა­ძის მი­მართ. მას მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ “ექ­სტრე­მისტ ლექ­ტო­რად” და კამ­პა­ნი­ის ერთ – ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად. მუ­ქა­რის კამ­პა­ნია გაგ­რძელ­და 18 სექ­ტემ­ბერს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ჯა­რო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია „კან­ვა­სი“ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ ორ­გა­ნი­ზე­ბულ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის მიზ­ნით. გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­დან ათი დღის შემ­დეგ, 29 სექ­ტემ­ბერს სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი "კან­ვა­სის“ წევ­რე­ბი სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი და სი­ნი­შა შიკ­მა­ნი, ასე­ვე, "კან­ვა­სის“ ბელგრა­დის ოფი­სის თა­ნამ­შრო­მე­ლი ელე­ნა ტან­ჩი­ჩი.

გა­მო­კი­თხვი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მათ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს ისე, რომ არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი, რად­გან გა­მო­კი­თხვა გა­უ­თა­ნაბრდა სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლოს და მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე გავ­რცელ­და გა­უთ­ქმე­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვებს "კან­ვას სა­ქარ­თვე­ლო“ აფა­სებს რო­გორც ზე­წო­ლას რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, ისე იმ აქ­ტი­ვის­ტებ­ზე, ვინც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას, ავ­რცე­ლე­ბენ ცოდ­ნას სტრა­ტე­გი­უ­ლი არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი კამ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ. მო­ვუ­წო­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხარ­დამ­ჭე­რებს, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ აღ­ნიშ­ნულ ფაქტს და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ, კერ­ძო და სა­ჯა­რო რე­ლე­ვან­ტურ სტრუქ­ტუ­რებ­თან და ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ეს თემა, რო­გორც ერთ – ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ­გვა­რი მხარ­და­ჭე­რა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ აქ­ტი­ვის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - ნათ­ქვა­მია „კა­ვას სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია „კან­ვა­სის“ მი­მართ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წილს" ასა­ჯა­რო­ებს.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2023 წლის 25 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში USAID-ის პროგ­რა­მის აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვიდ­ნენ სერ­ბე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სი­ნი­სა სიკ­მა­ნი, იე­ლე­ნა სტო­ი­სი­ჩი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან 2003 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოვ­ლე­ნებ­თან, სხვა­დას­ხვა წლებ­ში კი მათ ასე­ვე კავ­ში­რი ჰქონ­დათ სერ­ბეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე ანა­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­თან.

ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის წარ­მოქ­მნის მე­თო­დი­კი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ტაქ­ტი­კის სწავ­ლე­ბას. წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცია „კან­ვა­სის“ მმარ­თველ რგოლს, აგ­რეთ­ვე, სი­ნი­სა სიკ­მა­ნი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცია „ოტ­პო­რის“ ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც სერ­ბეთ­ში წარ­მო­ად­გენ­და ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „კმა­რას“ ანა­ლოგს.

სუს-ის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის გა­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ზე­ზი იყო კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ჯგუ­ფე­ბის­თვის ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა "სტრა­ტე­გი­უ­ლი არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი ბრძო­ლის“ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი მხო­ლოდ ეს არ იყო. კერ­ძოდ, ვი­ზი­ტის რე­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო იმ ახალ­გაზ­რდებ­სა და გავ­ლე­ნი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის ბირ­თვი უნდა გახ­დნენ.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, 26-29 სექ­ტემ­ბერს USAID-ის და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბა „კან­ვას-სა­ქარ­თვე­ლომ“ და აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლეთ მარ­თვის ინ­სტი­ტუტ­მა გა­უ­წი­ეს. სუს-ი სი­ნი­სა სიკ­მა­ნის, იე­ლე­ნა სტო­ი­სი­ჩის და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩის მი­მართ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წილს ასა­ჯა­რო­ებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

საინტერესოა ეს ეგრეთ წოდებული "ტრენინგები" ზოგ ზოგიერთებისთვის სათაყვანებელი მიხოს დროს რომ ჩატარებულიყო.."სოდის" შენობის რომელ დილეგში ეყრებოდნენ კანვასის "უცოდველი" ხელმძღვანელობა? პ.ს რატომ გაუშვით.?

კანვა ნა .....
0

გაუქმდეს მაგათი რეგისტრაცია და სხვა მაგდაგვარებისაც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"კანვას - საქართველო" სუს-ს პასუხობს - რას ამბობენ ორგანიზაციაში ბრალდებებზე და სერბეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც გამოკითხვის შემდეგ საქართველო დატოვეს

"კანვას - საქართველო" სუს-ს პასუხობს - რას ამბობენ ორგანიზაციაში ბრალდებებზე და სერბეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც გამოკითხვის შემდეგ საქართველო დატოვეს

"კანვას – საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, ზეწოლად აფასებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს.

"სამოქალაქო საზოგადოების მიერ “რუსული კანონის” წინააღმდეგ თებერვალ – მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ “ექსტრემისტ ლექტორად” და კამპანიის ერთ – ერთ ორგანიზატორად. მუქარის კამპანია გაგრძელდა 18 სექტემბერს, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „კანვასი“ მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით. განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული "კანვასის“ წევრები სლობოდან ჯინოვიჩი და სინიშა შიკმანი, ასევე, "კანვასის“ ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გავრცელდა გაუთქმელობის ვალდებულება. აღნიშნულ შემთხვევებს "კანვას საქართველო“ აფასებს როგორც ზეწოლას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ. მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ – ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში“, - ნათქვამია „კავას საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-ი სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.