კიევის დაფინანსებაზე ვაშინგტონის უარი დროებითია, შეერთებული შტატები კონფლიქტში უშუალოდ ჩართულობას გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"აშკარაა, რომ ეს დროებითი მოვლენაა და, რა თქმა უნდა, ამერიკა გააგრძელებს ამ კონფლიქტში ჩართულობას, ფაქტობრივად, უშუალო ჩართულობას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ დროებით კანონპროექტს, რომელიც მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. “შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. მანამდე, ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყვეტა.
დღესდღეობით უკვე აშკარად იკვეთება ერთის მხრივ ე.წ. კოლექტიურ დასავლეთსა და მეორე მხრივ რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც თანამედროვე ენაზე პროქსი-ომი ჰქვია.
ანუ კოლექტიური დასავლეთი (აშშ-ის მეთაურობით, საერთო ჯამში 50-ზე მეტი ქვეყანა) უკრაინის ადამიანური რესურსების გამოყენებით აწარმოებს ომს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიალური ერთიანობის დაცვის საფარქვეშ!!!
და თანაც ამას ისე აკეთებენ, თითქოსდა გულწრფელად ეხმარებიან უკრაინას!!!
მთავარია რომ ეს პროქსი-ომი არ გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში თერმობირთვული იარაღის გამოყენებით, რისი დაწყების ალბათობა ძალზე მაღალია!!!
პ.ს. აშშ-ის ბატისტვინა პრეზიდენტ ბაიდენის ახირებების გამო მსოფლიო მაგარ შარშია გახვეული!!!
კიდევ კარგი რაღაცას მაინც რომ ხვდებით თქვე ვანდალებო.