სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისმა "ღამის სერენადების" დასკვნით კონცერტს უმასპინძლა
თბილისმა "ღამის სერენადების" დასკვნით კონცერტს უმასპინძლა

“ღა­მის სე­რე­ნა­დებ­მა” სა­ი­უ­ბი­ლეო, მე-15-ე ფეს­ტი­ვა­ლის დას­კვნი­თი კონ­ცერ­ტი თბი­ლის­ში გა­მარ­თა. შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მით დატ­ვირ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი შეს­თა­ვა­ზა. ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს რო­გორც ქარ­თველ­მა, ასე­ვე უცხო­ელ­მა მუ­სი­კო­სებ­მა.

ნინა ცა­გა­რე­ლი:

– ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ძე­ლით და ჩა­ვა­ტა­რეთ ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ფეს­ტი­ვა­ლი სამ ქა­ლაქ­ში – ბორ­ჯომ­ში, ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში. კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ვა­წყეთ ვორ­ქშო­პე­ბი, მას­ტერკლა­სე­ბი, გა­მო­ფე­ნა…

ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა ისიც, რომ ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი ჩვე­ნი პარტნი­ო­რი გახ­და.

ფეს­ტი­ვალ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და მე­ვი­ო­ლი­ნე­ებ­ზე, იმი­ტომ რომ ეს ფეს­ტი­ვა­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნას და­არ­სე­ბუ­ლია. “ღა­მის სე­რე­ნა­დებს” ეწ­ვია ჰე­ი­ონ პარ­კი კო­რე­ე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლონ­დო­ნი­დან, ვირ­ტუ­ო­ზი ლა­უ­რა მარ­ზა­დო­რი, ლა სკა­ლას პირ­ვე­ლი ვი­ო­ლი­ნო, ჩვე­ნი ვე­რი­კო ჭუმ­ბუ­რი­ძე, ასე­ვე ვო­კა­ლის­ტე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, იტა­ლი­ი­დან, ჩვე­ნი პი­ა­ნის­ტი თათა ლი­ჩე­ლი და მა­ესტრო ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ცი.

გი­ორ­გი ისა­კა­ძე:

– ფეს­ტი­ვა­ლის არსი და მნიშ­ვნე­ლო­ბა არის ის იმ­პულ­სი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი დავ­მუხ­ტოთ და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით. “ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის” და­არ­სე­ბის დღი­დან, ლი­ა­ნას სურ­ვი­ლი იყო, ამ უდი­დე­სი სა­გან­ძუ­რის, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის პრო­პა­გან­და და გან­ვი­თა­რე­ბა. კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა ხომ კა­ცობ­რი­ო­ბის სუ­ლი­ე­რე­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ბირ­თვია.

ბორ­ჯომ­ში ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნა­ზე შეს­რულ­და არი­ე­ბი ჯუ­ზე­პე ვერ­დის, ჯა­კო­მო პუ­ჩი­ნის, ვოლ­ფგანგ ამა­დე­უს მო­ცარ­ტის ოპე­რე­ბი­დან, ნე­ა­პო­ლუ­რი სიმ­ღე­რე­ბი, ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი მუ­სი­კის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი შე­დევ­რე­ბი – იო­ჰა­ნეს ბრამ­სის, დი­მიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. ასე­ვე აჟ­ღერ­და ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა – „ასე ჩონ­გუ­რი“ და "კუ­ჩხი ბე­დი­ნე­რი“ ოთარ თაქთა­ქიშ­ვი­ლის ვო­კა­ლუ­რი ციკ­ლი­დან „მეგ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი“.

ბა­თუმ­ში კო­რე­ელ­მა მე­ვი­ო­ლი­ნემ ჰე­ი­ონ პარ­კმა ქარ­თველ პი­ა­ნის­ტთან თა­მარ ლი­ჩელ­თან ერ­თად სე­ზარ ფრან­კის სა­ვი­ო­ლი­ნო სო­ნა­ტა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ას­რუ­ლა. ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრის „სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“-ს თან­ხლე­ბით კი ბე­თჰო­ვე­ნის სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერ­ტი ააჟ­ღე­რა.

თბი­ლის­ში დას­კვნით კონ­ცერ­ტებ­ზე კი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის შეს­რულ­და ჯო­ა­კი­ნო რო­სი­ნის, უმ­ბერ­ტო ჯორ­და­ნოს, პი­ეტ­რო მას­კა­ნის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

ფეს­ტი­ვა­ლის დას­კვნით სა­ღა­მო­ზე აჟ­ღერ­და მო­ცარ­ტის მუ­სი­კა. მო­ცარ­ტის რონ­დო და სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერ­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მქო­ნე სო­ლის­ტმა და კა­მე­რულ­მა მუ­სი­კოს­მა, ამ­ჟა­მად ლა სკა­ლას ორ­კესტრის პირ­ველ­მა ვი­ო­ლი­ნომ ლა­უ­რა მარ­ზა­დო­რივ ააჟ­ღე­რა. მას თან­ხლე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრმა „სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი გა­უ­წია.

მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ეს ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა და მად­ლო­ბას ვუხ­დით უმაღ­ლე­სი რან­გის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და უთ­ბი­ლეს დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ასე­ვე სპონ­სო­რებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს.

ვე­რი­კო ჭუმ­ბუ­რი­ძე:

– პირ­ვე­ლად შე­ვას­რუ­ლე ჩა­ი­კოვ­სკის სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერ­ტი და ასე­ვე პირ­ვე­ლად და­ვუ­კა­რი “ღა­მის სე­რე­ნა­დებ­ზე”. ჩემ­თვის ეს დღე და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა ისა­კა­ძის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლედ ყოფ­ნა, უდი­დე­სი პა­ტი­ვია. 13 წლის ვი­ყა­ვი ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა რომ გა­ვი­ცა­ნი და რომ დამ­პა­ტი­ჟა ამ ფეს­ტი­ვალ­ზე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა ისა­კა­ძე ჩემი ფა­ვო­რი­ტი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნეა, უდი­დე­სი პა­ტივს ვცემ.

ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე და დი­რი­ჟო­რი ლი­ა­ნა ისა­კა­ძე, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე მუ­სი­კო­სი გი­ორ­გი ისა­კა­ძე.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნი­აა „არტ ალი­ან­სი“, ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი ნინა ცა­გა­რე­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია, ქა­ლაქ ბორ­ჯო­მის მე­რია,აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მას­პინ­ძე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი: ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნი, ჰილ­ტონ გარ­დენ ინნ თბი­ლი­სი.

ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რე­ბი: ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი. ხა­რის­ხი­სა და დი­ზა­ი­ნის სა­უ­კე­თე­სო გა­რან­ტი ავე­ჯის სახ­ლი „ნიტა“, პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ლუ­ტე­ცია“, მცე­ნა­რე­უ­ლი კოს­მე­ტი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი საფ­რან­გე­თი­დან “ივ როშე”, კომ­პა­ნია „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“, ძმე­ბი ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის “ღვი­ნის მა­რა­ნი” “HOTSALE.GE”-ს პრე­მი­უმ მი­მარ­თუ­ლე­ბა, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „პსპ“ სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი2“, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“, „პოსტ ტვ“, „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯია“, მე­დი­აჰოლ­დინ­გი „ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სი“, სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა“,„ტვ25“, მე­დია და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო „კლიპ არტი“, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი “ამ­ბე­ბი.ჯი”, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ ტა­ი­მი“, „ჯორ­ჯი­ან პრე­სი“ , ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი “Georgia Today“, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ზე­თი „Messenger“, ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“, გა­ზე­თი „აჭა­რა“, რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“ და ვებ-სა­ი­ტი ფორ­ტუ­ნა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

თბილისმა "ღამის სერენადების" დასკვნით კონცერტს უმასპინძლა

თბილისმა "ღამის სერენადების" დასკვნით კონცერტს უმასპინძლა

“ღამის სერენადებმა” საიუბილეო, მე-15-ე ფესტივალის დასკვნითი კონცერტი თბილისში გამართა. შემოქმედებითმა ჯგუფმა კლასიკური მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამით დატვირთული კონცერტები შესთავაზა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მუსიკოსებმა.

ნინა ცაგარელი:

– ძალიან გვიხარია, რომ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და ჩავატარეთ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ფესტივალი სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. კლასიკური მუსიკის კონცერტების პარალელურად, მოვაწყეთ ვორქშოპები, მასტერკლასები, გამოფენა…

ძალიან სასიხარულოა ისიც, რომ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ჩვენი პარტნიორი გახდა.

ფესტივალზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მევიოლინეებზე, იმიტომ რომ ეს ფესტივალი ქალბატონი ლიანას დაარსებულია. “ღამის სერენადებს” ეწვია ჰეიონ პარკი კორეელი მევიოლინე ლონდონიდან, ვირტუოზი ლაურა მარზადორი, ლა სკალას პირველი ვიოლინო, ჩვენი ვერიკო ჭუმბურიძე, ასევე ვოკალისტები გერმანიიდან, იტალიიდან, ჩვენი პიანისტი თათა ლიჩელი და მაესტრო ბეატრიჩე ვენეცი.

გიორგი ისაკაძე:

– ფესტივალის არსი და მნიშვნელობა არის ის იმპულსი, რომ ადამიანები დავმუხტოთ დადებითი ენერგიით. “ღამის სერენადების” დაარსების დღიდან, ლიანას სურვილი იყო, ამ უდიდესი საგანძურის, კლასიკური მუსიკის პროპაგანდა და განვითარება. კლასიკური მუსიკა ხომ კაცობრიობის სულიერების ერთ-ერთი უმთავრესი ბირთვია.

ბორჯომში ფესტივალის გახსნაზე შესრულდა არიები ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერებიდან, ნეაპოლური სიმღერები, ინსტრუმენტული მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული შედევრები – იოჰანეს ბრამსის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები. ასევე აჟღერდა ქართული მუსიკა – „ასე ჩონგური“ და ,,კუჩხი ბედინერი“ ოთარ თაქთაქიშვილის ვოკალური ციკლიდან „მეგრული სიმღერები“.

ბათუმში კორეელმა მევიოლინემ ჰეიონ პარკმა ქართველ პიანისტთან თამარ ლიჩელთან ერთად სეზარ ფრანკის სავიოლინო სონატა არაჩვეულებრივად შეასრულა. ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“-ს თანხლებით კი ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი ააჟღერა.

თბილისში დასკვნით კონცერტებზე კი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის შესრულდა ჯოაკინო როსინის, უმბერტო ჯორდანოს, პიეტრო მასკანის შესანიშნავი ნაწარმოებები.

ფესტივალის დასკვნით საღამოზე აჟღერდა მოცარტის მუსიკა. მოცარტის რონდო და სავიოლინო კონცერტები საერთაშორისო აღიარების მქონე სოლისტმა და კამერულმა მუსიკოსმა, ამჟამად ლა სკალას ორკესტრის პირველმა ვიოლინომ ლაურა მარზადორივ ააჟღერა. მას თანხლება ფესტივალის საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები გაუწია.

მოხარულები ვართ, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და მადლობას ვუხდით უმაღლესი რანგის მონაწილეებსა და უთბილეს დამსწრე საზოგადოებას, ასევე სპონსორებსა და მხარდამჭერებს.

ვერიკო ჭუმბურიძე:

– პირველად შევასრულე ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი და ასევე პირველად დავუკარი “ღამის სერენადებზე”. ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ფესტივალის მონაწილედ ყოფნა, უდიდესი პატივია. 13 წლის ვიყავი ქალბატონი ლიანა რომ გავიცანი და რომ დამპატიჟა ამ ფესტივალზე ძალიან გამიხარდა. ქალბატონი ლიანა ისაკაძე ჩემი ფავორიტი ქართველი მევიოლინეა, უდიდესი პატივს ვცემ.

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

ფესტივალის ორგანიზატორი კომპანიაა „არტ ალიანსი“, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების “ღვინის მარანი” “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი “ამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.

R