პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ხალხს თვალებში ვერ ვუყურებთ... ტრაგედიის შემდეგ ჰანინმა საუბარი შეწყვიტა" - რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს ერაყში 120 ადამიანი შეეწირა
"ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ხალხს თვალებში ვერ ვუყურებთ... ტრაგედიის შემდეგ ჰანინმა საუბარი შეწყვიტა" - რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს ერაყში 120 ადამიანი შეეწირა

ერა­ყის ჩრდი­ლო­ე­თით, ალ-ჰამ­და­ნი­ას რე­გი­ონ­ში, ქორ­წილ­ში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და - ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა რე­ვა­ნი­სა და ჰა­ნი­ნის ცეკ­ვი­სას დარ­ბაზ­ში ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რო­მელ­საც 120 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა და რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სა­ბან­კე­ტო დარ­ბაზ­ში ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის გა­მარ­თვას მოყ­ვა. მე­ო­რე ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა მოკ­ლე ჩარ­თვა მომ­ხდა­რი­ყო.

ხან­ძა­რი დარ­ბაზ­ში რამ­დე­ნი­მე წამ­ში გავ­რცელ­და. სტუმ­რე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა გას­ვლა ვერ მო­ას­წრო და კვამლში გა­ი­გუ­და.

"ცე­ცხლმა გა­მო­იწ­ვია დარ­ბა­ზის ნა­წი­ლე­ბის ჩა­მონ­გრე­ვა აა­ლე­ბა­დი, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო. რო­გორც წესი, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ნად­გურ­დე­ბი­ან ხან­ძრის გა­ჩე­ნი­სას“, - აღ­ნიშ­ნა ერა­ყის სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა.

  • ხან­ძრის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პა­ტარ­ძა­ლი და საქმროც და­ი­ღუპ­ნენ. მაგ­რამ, რო­გორც გა­ირ­კვა, რე­ვა­ნი და ჰა­ნი­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან. მომ­ხდა­რის შე­დე­გად გო­გო­ნამ ოჯა­ხის 10 წევ­რი და­კარ­გა, მათ შო­რის დედა და ძმა. მამა კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

”ჩვენ აქ ვსხედ­ვართ, სა­ნამ ცო­ცხლე­ბი ვართ, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მკვდრე­ბი ვართ“, - ამ­ბობს საქმრო და აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­მა რჩე­ულ­მა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სა­უ­ბა­რი შე­წყვი­ტა - მან სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღო.

რე­ვა­ნი დაწ­ვრი­ლე­ბით იხ­სე­ნებს ხან­ძრის პირ­ველ წა­მებს. მა­მა­კა­ცის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მს ჰგავ­და.

"ცე­ცხლი ჭერ­ზე გაჩ­ნდა. სი­ცხე ვიგ­რძე­ნით. ტკა­ცუ­ნის ხმა რომ გა­ვი­გე, ჭერ­ში ავ­ხე­დე. შემ­დეგ ჭერ­მა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ნე­ი­ლო­ნის იყო, დნო­ბა და­ი­წყო. ამას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წამი დას­ჭირ­და“, - თქვა მან.

დარ­ბაზ­ში მხო­ლოდ ერთი ცე­ცხლმაქ­რი იყო, რო­მე­ლიც მომ­ხდარს ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლი­და. საქმრომ ჯერ საყ­ვა­რელ ქალს აი­ტა­ცა და გა­რეთ გა­იყ­ვა­ნა. პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნილ­მა სტუმ­რებ­მა ფაქ­ტი­უ­რად გა­და­თე­ლეს ერ­თმა­ნე­თი. ჭყლეტ­ვა­ში ჰა­ნი­ნიც მოჰ­ყვა - ფე­ხე­ბი და­უ­ზი­ან­და. ახლა ახალ­გაზ­რდე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რო­ბენ სხვა­გან ცხოვ­რე­ბა­ზე, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ვერ იცხოვ­რე­ბენ ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი მომ­ხდარს გა­ახ­სე­ნებთ.

"ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად გა­და­იქ­ცა. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია გა­რეთ გას­ვლა და ხალ­ხის­თვის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვა. აქ ვე­ღარ ვი­ცხოვ­რებთ. ჩვენ აღარ შეგ­ვიძ­ლია აქ ცხოვ­რე­ბა! ყო­ველ ჯერ­ზე, როცა ვცდი­ლობთ ცოტა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყოთ, რა­ღაც ტრა­გი­კუ­ლი ხდე­ბა და გვა­ნად­გუ­რებს. ამი­ტომ ჯო­ბია წა­ვი­დეთ" - აღი­ა­რა საქმრომ. მისი თქმით, ნა­ნობს რომ იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად არ მოკ­ვდა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ო.მოხევე
15

რაც ხდება ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება და ეს ორი ტკბილი და საყვარელი ადამიანი არაფერ შუაშია. დაწყნარება სჭირდება, ადგილის შეცვლაც კარგი აზრია.

ჩამოდით საქართველოში, აქ თავს ნამდვილად იგრძნობთ ბედნიერად.

ჩვენ თბილი და სტუმართმოყვარე ერი ვართ.

ნინო
1

ბედნიერება ცუდად დასრულდა

ავტორი:

"ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ხალხს თვალებში ვერ ვუყურებთ... ტრაგედიის შემდეგ ჰანინმა საუბარი შეწყვიტა" - რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს ერაყში 120 ადამიანი შეეწირა

"ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ხალხს თვალებში ვერ ვუყურებთ... ტრაგედიის შემდეგ ჰანინმა საუბარი შეწყვიტა" - რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს ერაყში 120 ადამიანი შეეწირა

ერაყის ჩრდილოეთით, ალ-ჰამდანიას რეგიონში, ქორწილში საშინელი ტრაგედია მოხდა - ახალდაქორწინებულთა რევანისა და ჰანინის ცეკვისას დარბაზში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა.

წინასწარი მონაცემებით, უბედური შემთხვევა საბანკეტო დარბაზში ფეიერვერკების გამართვას მოყვა. მეორე ვერსიით, შესაძლოა მოკლე ჩართვა მომხდარიყო.

ხანძარი დარბაზში რამდენიმე წამში გავრცელდა. სტუმრების დიდმა ნაწილმა გასვლა ვერ მოასწრო და კვამლში გაიგუდა.

"ცეცხლმა გამოიწვია დარბაზის ნაწილების ჩამონგრევა აალებადი, იაფფასიანი სამშენებლო მასალების გამოყენების გამო. როგორც წესი, ისინი რამდენიმე წუთში ნადგურდებიან ხანძრის გაჩენისას“, - აღნიშნა ერაყის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტმა.

  • ხანძრის შემდეგ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატარძალი და საქმროც დაიღუპნენ. მაგრამ, როგორც გაირკვა, რევანი და ჰანინი ცოცხლები არიან. მომხდარის შედეგად გოგონამ ოჯახის 10 წევრი დაკარგა, მათ შორის დედა და ძმა. მამა კი მძიმე მდგომარეობაშია.

”ჩვენ აქ ვსხედვართ, სანამ ცოცხლები ვართ, მაგრამ შინაგანად მკვდრები ვართ“, - ამბობს საქმრო და აღნიშნავს, რომ მისმა რჩეულმა ტრაგედიის შემდეგ საუბარი შეწყვიტა - მან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

რევანი დაწვრილებით იხსენებს ხანძრის პირველ წამებს. მამაკაცის თქმით, ყველაფერი საშინელებათა ფილმს ჰგავდა.

"ცეცხლი ჭერზე გაჩნდა. სიცხე ვიგრძენით. ტკაცუნის ხმა რომ გავიგე, ჭერში ავხედე. შემდეგ ჭერმა, რომელიც მთლიანად ნეილონის იყო, დნობა დაიწყო. ამას მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდა“, - თქვა მან.

დარბაზში მხოლოდ ერთი ცეცხლმაქრი იყო, რომელიც მომხდარს ვერაფერს უშველიდა. საქმრომ ჯერ საყვარელ ქალს აიტაცა და გარეთ გაიყვანა. პანიკაში ჩავარდნილმა სტუმრებმა ფაქტიურად გადათელეს ერთმანეთი. ჭყლეტვაში ჰანინიც მოჰყვა - ფეხები დაუზიანდა. ახლა ახალგაზრდები სერიოზულად ფიქრობენ სხვაგან ცხოვრებაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ვერ იცხოვრებენ ისეთ ადგილას, სადაც ყველაფერი მომხდარს გაახსენებთ.

"ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქცა. ჩვენ არ შეგვიძლია გარეთ გასვლა და ხალხისთვის თვალებში ჩახედვა. აქ ვეღარ ვიცხოვრებთ. ჩვენ აღარ შეგვიძლია აქ ცხოვრება! ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობთ ცოტა ბედნიერები ვიყოთ, რაღაც ტრაგიკული ხდება და გვანადგურებს. ამიტომ ჯობია წავიდეთ" - აღიარა საქმრომ. მისი თქმით, ნანობს რომ იმ საბედისწერო დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად არ მოკვდა.