სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერბეთის 3 მოქალაქე, რომლებიც სუს-ში ე.წ. რევოლუციის მომზადების საქმეზე გამოჰკითხეს, საქართველოდან უკვე გაემგზავრა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?
სერბეთის 3 მოქალაქე, რომლებიც სუს-ში ე.წ. რევოლუციის მომზადების საქმეზე გამოჰკითხეს, საქართველოდან უკვე გაემგზავრა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

სუს-ი ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვა­სის“ 3 წა­მო­მად­გე­ნე­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის­თვის ახალ­გაზ­რდუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვა­სის“ მი­მართ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2023 წლის 25 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში USAID-ის პროგ­რა­მის აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვიდ­ნენ სერ­ბე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სი­ნი­სა სიკ­მა­ნი, იე­ლე­ნა სტო­ი­სი­ჩი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან 2003 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოვ­ლე­ნებ­თან, სხვა­დას­ხვა წლებ­ში კი მათ ასე­ვე კავ­ში­რი ჰქონ­დათ სერ­ბეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე ანა­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­თან.

ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის წარ­მოქ­მნის მე­თო­დი­კი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ტაქ­ტი­კის სწავ­ლე­ბას. წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვა­სის“ მმარ­თველ რგოლს, აგ­რეთ­ვე, სი­ნი­სა სიკ­მა­ნი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოტ­პო­რის“ ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც სერ­ბეთ­ში წარ­მო­ად­გენ­და ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "კმა­რას“ ანა­ლოგს.

სუ-ის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის გა­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ზე­ზი იყო კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ჯგუ­ფე­ბის­თვის ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა "სტრა­ტე­გი­უ­ლი არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი ბრძო­ლის“ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი მხო­ლოდ ეს არ იყო. კერ­ძოდ, ვი­ზი­ტის რე­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო იმ ახალ­გაზ­რდებ­სა და გავ­ლე­ნი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის ბირ­თვი უნდა გახ­დნენ.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, 26-29 სექ­ტემ­ბერს USAID-ის და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბა "კან­ვას-სა­ქარ­თვე­ლომ“ და აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლეთ მარ­თვის ინ­სტი­ტუტ­მა გა­უ­წი­ეს.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2023 წლის 25 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში USAID-ის პროგ­რა­მის აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვიდ­ნენ სერ­ბე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სი­ნი­სა სიკ­მა­ნი, იე­ლე­ნა სტო­ი­სი­ჩი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან 2003 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოვ­ლე­ნებ­თან, სხვა­დას­ხვა წლებ­ში კი მათ ასე­ვე კავ­ში­რი ჰქონ­დათ სერ­ბეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე ანა­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­თან. ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის წარ­მოქ­მნის მე­თო­დი­კი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ტაქ­ტი­კის სწავ­ლე­ბას. წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვა­სის“ მმარ­თველ რგოლს, აგ­რეთ­ვე, სი­ნი­სა სიკ­მა­ნი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოტ­პო­რის“ ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც სერ­ბეთ­ში წარ­მო­ად­გენ­და ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "კმა­რას“ ანა­ლოგს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის­თვის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვა­სი“, რომ­ლის ბირ­თვსაც შე­ად­გენს ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოტ­პო­რი“. აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აქვთ გარ­კვე­უ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ურ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის სწავ­ლე­ბის კუ­თხით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის გა­ცხა­დე­ბუ­ლი მი­ზე­ზი იყო კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ჯგუ­ფე­ბის­თვის ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა "სტრა­ტე­გი­უ­ლი არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი ბრძო­ლის“ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი მხო­ლოდ ეს არ იყო. კერ­ძოდ, ვი­ზი­ტის რე­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო იმ ახალ­გაზ­რდებ­სა და გავ­ლე­ნი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის ბირ­თვი უნდა გახ­დნენ. მათ მიერ 2023 წლის 26-29 სექ­ტემ­ბე­რის პე­რი­ოდ­ში ქ. თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში "იბი­სი“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, კერ­ძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუ­ფის გა­დამ­ზა­დე­ბა, რომ­ლებ­მაც გა­დამ­წყვე­ტი როლი უნდა შე­ას­რუ­ლონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბის პრო­ცე­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ჩა­უ­ტარ­დათ სწავ­ლე­ბა, თუ რო­გორ უნდა იმოქ­მე­დონ სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბის, კერ­ძოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის და სხვა უწყე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ასე­ვე, გზებ­ზე პი­კე­ტე­ბის და ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ცო­ბე­ბის შექ­მნი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის წინ კარ­ვე­ბის მო­წყო­ბის ტექ­ნი­კა­ზე, რო­გორ უნდა შე­ი­ტა­ნონ მღელ­ვა­რე­ბა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში, რა ძა­ლა­დობ­რი­ვი პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს მათ კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს. მსმე­ნე­ლე­ბი შე­ამ­ზა­დეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­კა­ვე­ბე­ბის პრო­ცე­სის­თვის და სწავ­ლე­ბა ჩა­უ­ტა­რეს ასეთ დროს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ხერ­ხებ­ზე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხებ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რა­ზე, მა­უ­წყებ­ლო­ბის სად­გუ­რე­ბის გა­თიშ­ვა­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში აღე­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­ე­რად არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­მოშ­ლა­ზე, რა დრო­საც მათ მიერ შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზის­თვის მოყ­ვა­ნილ იქნა სერ­ბეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის არა­ერ­თი დრა­მა­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი.

სი­ნი­სა სიკ­მა­ნი, იე­ლე­ნა სტო­ი­სი­ჩი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი 2023 წლის 29 სექ­ტემ­ბერს ად­ვო­კა­ტე­ბი­სა და თარ­ჯიმ­ნე­ბის თან­დას­წრე­ბით გა­მო­ი­კი­თხნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ, რა დრო­საც ისი­ნი შე­ე­ცად­ნენ შე­ე­ნიღ­ბათ მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, მო­სა­ლოდ­ნე­ლი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათი ჩვე­ნე­ბე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გა­მო­ძი­ე­ბით მო­პო­ვე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და რიგ დე­ტა­ლებ­ში არის ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვიც.

სი­ნი­სა სიკ­მა­ნი, იე­ლე­ნა სტო­ი­სი­ჩი და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩი 2023 წლის 30 სექ­ტემ­ბერს გა­ემ­გზავრნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან ბელგრა­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

წარ­მო­გიდ­გენთ სი­ნი­სა სიკ­მა­ნის, იე­ლე­ნა სტო­ი­სი­ჩის და სლო­ბო­დან ჯი­ნო­ვი­ჩის მი­მართ მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წილს, რომ­ლის გან­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა მოხ­და პრო­კუ­რო­რის მიერ, საქ­მე­ზე მზარ­დი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვა­სის“ დესტრუქ­ცი­ულ გეგ­მებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გან­ცხა­დე­ბა წინმსწრე­ბად გა­ავ­რცე­ლა მიმ­დი­ნა­რე წლის 18 სექ­ტემ­ბერს. ამ­ჟა­მად საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირ­თა მხი­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით.

26-29 სექ­ტემ­ბერს USAID-ის და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბა "კან­ვას-სა­ქარ­თვე­ლომ“ და აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლეთ მარ­თვის ინ­სტი­ტუტ­მა გა­უ­წი­ეს. ოთხდღი­ან სწავ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ე.წ. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ", - ნათ­ქვა­მია ინ­ფო­რამ­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჩე!
0

რატომ გაუშვით???????? როდემდე უნდა იყვეთ "მიჩმორებულები" !!! მიშა და დამნაშავეები ციხეში! აშშ-ში მაგათაც და მათ მასპინძლებსაც დააპატიმრებდნენ!!!!

ხელისუფლებას
0

და თქვენ ეს ხალხი შემუუშვით საქართველოში? ესენი კარგა ხანია უკვე დამუშავებული ხალხია? ეს თსუ-ს აუდოტორიაა, ანუ თსუ-დან მთავრობის სახლამდე სურთ პროტესტის ჯაჭვის გაკეთება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სერბეთის 3 მოქალაქე, რომლებიც სუს-ში ე.წ. რევოლუციის მომზადების საქმეზე გამოჰკითხეს, საქართველოდან უკვე გაემგზავრა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

სერბეთის 3 მოქალაქე, რომლებიც სუს-ში ე.წ. რევოლუციის მომზადების საქმეზე გამოჰკითხეს, საქართველოდან უკვე გაემგზავრა - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

სუს-ი ორგანიზაცია "კანვასის“ 3 წამომადგენელის მიმართ, რომელიც მათივე ინფორმაციით, რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია "კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია "კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია "ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია "კმარას“ ანალოგს.

სუ-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება "კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია "კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია "ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია "კმარას“ ანალოგს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია "კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია "ოტპორი“. აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით.

აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ. მათ მიერ 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში ქ. თბილისში მდებარე სასტუმროში "იბისი“ მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ, ასევე, გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნისა და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს. მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და სწავლება ჩაუტარეს ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვასა და ძალაუფლების ხელში აღებაზე, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი.

სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატებისა და თარჯიმნების თანდასწრებით გამოიკითხნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რა დროსაც ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და რიგ დეტალებში არის ურთიერთგამომრიცხავიც.

სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.

წარმოგიდგენთ სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

აქვე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ორგანიზაცია "კანვასის“ დესტრუქციულ გეგმებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება წინმსწრებად გაავრცელა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.

26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება "კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორამციაში.