პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცებ სასწაული მოხდა... მან მაჩუქა მეუღლის და შვილის სიცოცხლე" - სისხლის უანგარო დონაციით გადარჩენილი ოჯახი უცნობ მხსნელს ეძებს: ის მშობიარეს სისხლით დაეხმარა
"უცებ სასწაული მოხდა... მან მაჩუქა მეუღლის და შვილის სიცოცხლე" - სისხლის უანგარო დონაციით გადარჩენილი ოჯახი უცნობ მხსნელს ეძებს: ის მშობიარეს სისხლით დაეხმარა

ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, რეზი ში­უ­კაშ­ვი­ლი და მა­რი­ამ ინა­სა­რი­ძე ეძე­ბენ ექიმს, რო­მელ­მაც მა­რი­ა­მი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა. ყვე­ლა­ფე­რი მიმ­დი­ნა­რე წლის 25 ივ­ლისს და­ი­წყო, რო­დე­საც ორ­სულ მა­რი­ამს, მშო­ბი­ა­რო­ბა უნდა და­წყე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავი ას­ტკივ­და, გო­ნე­ბა და­კარ­გა და სის­ხლდე­ნა და­ე­წყო. მდგო­მა­რე­ო­ბა სწრა­ფად მძიმ­დე­ბო­და. მა­რი­ა­მი, რო­მელ­საც ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი, რე­ზუს უარ­ყო­ფი­თი, პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის სის­ხლი აქვს, სას­წრა­ფოდ დო­ნორს სა­ჭი­რო­ებ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დიდი ალ­ბა­თო­ბით დე­დაც და ნა­ყო­ფიც გან­წი­რუ­ლი იყ­ვნენ. რეზი იმ დღეს მღელ­ვა­რე­ბის გა­რე­შე ვერ იხ­სე­ნებს.

  • რეზი ში­უ­კაშ­ვი­ლი:

- თით­ქოს რა­ღაც ხა­ფან­გში გა­ვე­ბით, სა­ი­და­ნაც თავი წა­მებ­ში უნდა დაგ­ვეღ­წია, თო­რემ სა­მუ­და­მოდ იქ დავ­რჩე­ბო­დით. სის­ხლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გვჭირ­დე­ბო­და. იმ­დე­ნად სწრა­ფად, რომ მხო­ლოდ სას­წა­ულს შე­ეძ­ლო ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა. დო­ნო­რი, იქვე, კლი­ნი­კას­თან ახ­ლოს, ან კლი­ნი­კა­ში­ვე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სას­წრა­ფოდ, თუ რა­ი­მე ფორ­მით შე­იძ­ლე­ბო­და, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც გა­ვავ­რცე­ლეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ დო­ნო­რი გვჭირ­დე­ბო­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თა­ნად­გო­მა ვიგ­რძე­ნი.

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აზი­ა­რებ­და, გვი­რე­კავ­და, მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის მი­ხედ­ვით, უახ­ლეს სად­გურ­ში გარ­ბოდ­ნენ სის­ხლის გა­სა­ღე­ბად. ცნო­ბილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­მაც კი თა­ვის გვერ­დზე გა­ა­ზი­ა­რა ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბა. მას არ ვიც­ნობთ. ოდეს­მე, პი­რა­დად შემ­თხვე­ვი­თაც კი არ შევ­ხვედ­რი­ვართ. ალ­ბათ ვინ­მე ახ­ლობ­ლის გვერ­დზე ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ ტექ­სტი ნახა. მი­სიც უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვართ. მოკ­ლედ, დო­ნო­რო­ბის უამ­რა­ვი მსურ­ვე­ლი კი გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ დრო არ ით­მენ­და, სა­ნამ დო­ნო­რე­ბი სის­ხლს გა­ი­ღებ­დნენ, შე­მოწ­მდე­ბო­და, და­მუ­შავ­დე­ბო­და და ად­გილ­ზე მო­ი­ტან­დნენ, ყვე­ლა­ფე­რი სა­ბე­დის­წე­როდ შე­იძ­ლე­ბო­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

უცებ მარ­თლა სას­წა­უ­ლი მოხ­და. მა­რი­ა­მი ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში იწვა და სწო­რედ ამ კლი­ნი­კი­დან მი­რე­კავს უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი და მე­უბ­ნე­ბა, ექი­მი ვარ, თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი დო­ნო­რი, შე­მიძ­ლია პირ­და­პირ კლი­ნი­კა­ში მი­ვი­დე, პა­ცი­ენ­ტი სად წევ­სო? როცა გა­ი­გო, რომ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში იწვა, თვი­თო­ნაც გა­უ­ხარ­და, მეც აქ ვმუ­შა­ობ და ახ­ლა­ვე ვნა­ხა­ვო. და­მი­ჯე­რებთ? მა­შინ თა­ვი­დან და­ვი­ბა­დე.

უკვე ვი­ცო­დი, რომ მა­რი­ა­მი გა­დარ­ჩე­ბო­და. ისე და­ვი­ბე­ნი, იმ ექიმს ვერც სა­ხე­ლი და გვა­რი ვკი­თხე. მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც უამ­რავ ნო­მერს შო­რის გა­იბ­ნა. მინ­და მის მი­მართ უზო­მო მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო. მან მა­ჩუ­ქა ჩემი მე­უღ­ლის და შვი­ლის სი­ცო­ცხლე. ამის შემ­დეგ 40 ლიტ­რი სის­ხლი შეგ­როვ­და მა­რი­ა­მის სა­ხელ­ზე, რაც ცხა­დია, მა­რი­ამს ამ რა­ო­დე­ნო­ბით აღარ ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ და­ზღვე­უ­ლი. ბედ­ნი­ე­რი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნად­გო­მით და მა­შინ მივ­ხვდი, რას გრძნო­ბენ უან­გა­რო დო­ნო­რე­ბი. ისი­ნი ბედ­ნი­ერ­დე­ბი­ან სის­ხლის გა­ღე­ბით. ვი­ღა­ცის­თვის შე­საძ­ლოა, ფრთი­ა­ნი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ დო­ნო­რო­ბა მარ­თლა სი­ცო­ცხლის გა­ზი­ა­რე­ბა ყო­ფი­ლა.

- ვინ და­ი­ბა­და ასე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბად დას­რუ­ლე­ბუ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის შე­დე­გად?

- და­ი­ბა­და ჩვე­ნი პა­ტა­რა თაია. გა­მო­გი­ტყდე­ბით, მა­რი­ა­მი ისე ცუ­დად იყო, ბავ­შვზე ვე­ღარც ვფიქ­რობ­დი. ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ცოლი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, 25 ივ­ლი­სი ბედ­ნი­ე­რად დას­რულ­და და ჩემი ოჯა­ხი გა­ი­ზარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, თა­ი­აც ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ბავ­შვს ამო­სუნ­თქვა გა­უ­ჭირ­და. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ე.წ. ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი იყო და სულ ერთი თვეა სახ­ლში რომ მო­ვაბ­რძა­ნეთ. უკვე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ძა­ლი­ან მინ­და გა­ვი­გო იმ ექი­მის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­მაც ცოლ-შვი­ლის სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქა. მისი ვალი მაქვს, რო­გორც თვი­თონ დაგ­ვეხ­მა­რა, ისე უნდა და­ვეხ­მა­რო სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებს ჩემი სის­ხლით. ვფიქ­რობ, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვის ძა­ლი­ან დი­დე­ბუ­ლი შან­სია, რო­დე­საც დო­ნო­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გეძ­ლე­ვა.

  • რეზი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდაა, თუმ­ცა, მისი ყო­ვე­ლი დღე ოჯახ­ზე ზრუნ­ვით იწყე­ბა. მუ­სი­კო­სია და ბენდში "ბა­ლა­ბა­ნი“ უკ­რავს. ეს უც­ნა­უ­რი სი­ტყვა ქარ­თუ­ლი ყო­ფი­ლა და თურ­მე, აწ უკვე გამ­ქრალ, უძ­ვე­ლეს, ჩა­სა­ბერ დუ­დუ­კის მსგავს ქარ­თულ საკ­რავს რქმე­ვია. ამას­თან, მეგ­რულ­ში ჭკვი­ან ადა­მი­ანს ნიშ­ნავ­სო. მარ­თა­ლია, ან­სამ­ბლში არც ბა­ლა­ბან­ზე უკ­რა­ვენ და სხვა, ჩა­სა­ბერ ინ­სტრუ­მენ­ტსაც არ მო­იხ­მა­რენ, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რად კი უკ­რა­ვენ და მღე­რი­ან, რად­გან, რო­გორც რეზი ამ­ბობს, ყვე­ლას უხა­რია, რო­დე­საც სი­ცო­ცხლე ზე­ი­მობს. ჩვენ, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს შეგ­ვიძ­ლია სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა შე­ვუქ­მნათ მათ, ვი­საც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სის­ხლის გა­დას­ხმა სჭირ­დე­ბა.

შეგ­ვიძ­ლია მარ­ტი­ვად გავ­ხდეთ სის­ხლის უან­გა­რო დო­ნო­რე­ბი მა­ნამ­დე, სა­ნამ თვი­თო­ნაც შე­იზ­ლე­ბა დაგ­ვჭირ­დეს მსგავ­სი თა­ნად­გო­მა.

პირ­ვე­ლად ადა­მი­ანს ცხო­ვე­ლის სის­ხლი გა­და­უს­ხეს

1662 წელს, საფ­რან­გეთ­ში, 15 წლის ბი­ჭუ­ნას, მეფე ლუი XIV-ის ექიმ­მა ცხვრის სის­ხლი გა­და­უს­ხა. ნამ­დვი­ლად სას­წა­უ­ლი მოხ­და და ბავ­შვი გა­დარ­ჩა. თუმ­ცა, მას შემ­დეგ ანა­ლო­გი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი ყვე­ლა მშვი­დო­ბი­ა­ნად არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ადა­მი­ანს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის­ვე სის­ხლი მხო­ლოდ 1818 წელს, ბრი­ტა­ნელ­მა ფი­ზი­ო­ლოგ­მა ჯე­იმს ბლან­დელ­მა გა­და­უს­ხა, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტი და­ი­ღუ­პა. მი­ზე­ზი, სის­ხლის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა იყო, თუმ­ცა, მა­შინ ამას ვე­რა­ვინ ვერ მიხ­ვდა. ამ ამ­ბი­დან თით­ქმის სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, ავ­სტრი­ელ­მა მეც­ნი­ერ­მა კარლ ლან­დშტა­ი­ნერ­მა, 1901 წელს სის­ხლის ჯგუ­ფე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა და და­ად­გი­ნა, რომ სის­ხლის გა­დას­ხმა სწო­რედ ჯგუ­ფის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

სის­ხლის შე­ნახ­ვა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს და­ი­წყეს, სის­ხლის კომ­პო­ნენ­ტე­ბის ტრანსფუ­ზია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წლებ­ში უკვე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სის­ხლის პირ­ვე­ლი ბან­კი 1932 წელს შე­იქ­მნა.

  • სა­ნამ დაგ­ჭირ­დე­ბა, და­ეხ­მა­რე სხვას

ადა­მი­ა­ნე­ბის 85%-ს 75 წლამ­დე ერთხელ მა­ინც სჭირ­დე­ბა სის­ხლის გა­დას­ხმა. ამ დრომ­დე, არ არ­სე­ბობს ხე­ლოვ­ნუ­რი ხსნა­რი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სის­ხლის მა­გივ­რო­ბას გა­უ­წევ­და.

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 108 მი­ლი­ო­ნი დო­ნა­ცია ტარ­დე­ბა. მათი ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ზე მო­დის. მსოფ­ლი­ოს 168 ქვე­ყა­ნა­ში 100 000-მდე სის­ხლის ბან­კი ფუნ­ქცი­ობს, ხოლო 60 ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც ირ­კვე­ვა, დო­ნო­რო­ბა სრუ­ლი­ად უან­გა­როა. გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში ასი­დან 65-ზე მეტ შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლს 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს უს­ხა­მენ, ხოლო მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის 75%-ზე მეტი 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლებ­თან ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყო­ველ­წლი­უ­რად 60 ათას ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა სის­ხლის ტრანსფუ­ზია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დო­ნა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა არ აღე­მა­ტე­ბა 37 000-ს (რაც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 1%-ზე ნაკ­ლე­ბია).

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გალინა ნონიკაშვილი
0

ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოუშალოს თქვენს ოჯახს და იმ ექიმის ოჯახს ვინც გადაგარჩინათ. უფალი ფარავდეს ყველა კეთილ ადამიანს საქართველოში!

მეგი
8

ბედნიერება, გამრავლება და გაძლიერება მადლიერების გრძნობისათვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უცებ სასწაული მოხდა... მან მაჩუქა მეუღლის და შვილის სიცოცხლე" - სისხლის უანგარო დონაციით გადარჩენილი ოჯახი უცნობ მხსნელს ეძებს: ის მშობიარეს სისხლით დაეხმარა

"უცებ სასწაული მოხდა... მან მაჩუქა მეუღლის და შვილის სიცოცხლე" - სისხლის უანგარო დონაციით გადარჩენილი ოჯახი უცნობ მხსნელს ეძებს: ის მშობიარეს სისხლით დაეხმარა

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რეზი შიუკაშვილი და მარიამ ინასარიძე ეძებენ ექიმს, რომელმაც მარიამი სიკვდილს გადაარჩინა. ყველაფერი მიმდინარე წლის 25 ივლისს დაიწყო, როდესაც ორსულ მარიამს, მშობიარობა უნდა დაწყებოდა. მოულოდნელად თავი ასტკივდა, გონება დაკარგა და სისხლდენა დაეწყო. მდგომარეობა სწრაფად მძიმდებოდა. მარიამი, რომელსაც ერთ-ერთი იშვიათი, რეზუს უარყოფითი, პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, სასწრაფოდ დონორს საჭიროებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით დედაც და ნაყოფიც განწირული იყვნენ. რეზი იმ დღეს მღელვარების გარეშე ვერ იხსენებს.

  • რეზი შიუკაშვილი:

- თითქოს რაღაც ხაფანგში გავებით, საიდანაც თავი წამებში უნდა დაგვეღწია, თორემ სამუდამოდ იქ დავრჩებოდით. სისხლი დაუყოვნებლივ გვჭირდებოდა. იმდენად სწრაფად, რომ მხოლოდ სასწაულს შეეძლო ჩვენი გადარჩენა. დონორი, იქვე, კლინიკასთან ახლოს, ან კლინიკაშივე უნდა ყოფილიყო. სასწრაფოდ, თუ რაიმე ფორმით შეიძლებოდა, მათ შორის სოციალური ქსელითაც გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ დონორი გვჭირდებოდა. წარმოუდგენელი თანადგომა ვიგრძენი.

უამრავი ადამიანი აზიარებდა, გვირეკავდა, მათი ადგილსამყოფელის მიხედვით, უახლეს სადგურში გარბოდნენ სისხლის გასაღებად. ცნობილმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც კი თავის გვერდზე გააზიარა ჩვენი განცხადება. მას არ ვიცნობთ. ოდესმე, პირადად შემთხვევითაც კი არ შევხვედრივართ. ალბათ ვინმე ახლობლის გვერდზე ჩვენი გასაჭირის შესახებ ტექსტი ნახა. მისიც უზომოდ მადლიერი ვართ. მოკლედ, დონორობის უამრავი მსურველი კი გამოჩნდა, მაგრამ დრო არ ითმენდა, სანამ დონორები სისხლს გაიღებდნენ, შემოწმდებოდა, დამუშავდებოდა და ადგილზე მოიტანდნენ, ყველაფერი საბედისწეროდ შეიძლებოდა დასრულებულიყო.

უცებ მართლა სასწაული მოხდა. მარიამი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იწვა და სწორედ ამ კლინიკიდან მირეკავს უცნობი ადამიანი და მეუბნება, ექიმი ვარ, თქვენთვის სასურველი დონორი, შემიძლია პირდაპირ კლინიკაში მივიდე, პაციენტი სად წევსო? როცა გაიგო, რომ ღუდუშაურის კლინიკაში იწვა, თვითონაც გაუხარდა, მეც აქ ვმუშაობ და ახლავე ვნახავო. დამიჯერებთ? მაშინ თავიდან დავიბადე.

უკვე ვიცოდი, რომ მარიამი გადარჩებოდა. ისე დავიბენი, იმ ექიმს ვერც სახელი და გვარი ვკითხე. მისი ტელეფონის ნომერიც უამრავ ნომერს შორის გაიბნა. მინდა მის მიმართ უზომო მადლიერება გამოვხატო. მან მაჩუქა ჩემი მეუღლის და შვილის სიცოცხლე. ამის შემდეგ 40 ლიტრი სისხლი შეგროვდა მარიამის სახელზე, რაც ცხადია, მარიამს ამ რაოდენობით აღარ ჭირდებოდა, მაგრამ სხვა პაციენტები იქნებოდნენ დაზღვეული. ბედნიერი და აღფრთოვანებული ვიყავი სრულიად უცხო ადამიანების თანადგომით და მაშინ მივხვდი, რას გრძნობენ უანგარო დონორები. ისინი ბედნიერდებიან სისხლის გაღებით. ვიღაცისთვის შესაძლოა, ფრთიანი ნათქვამია, მაგრამ დონორობა მართლა სიცოცხლის გაზიარება ყოფილა.

- ვინ დაიბადა ასე გართულებული და ბედნიერებად დასრულებული მშობიარობის შედეგად?

- დაიბადა ჩვენი პატარა თაია. გამოგიტყდებით, მარიამი ისე ცუდად იყო, ბავშვზე ვეღარც ვფიქრობდი. ჩემთვის მთავარი იყო, ჩემი საყვარელი ცოლი გადარჩენილიყო. საბედნიეროდ, 25 ივლისი ბედნიერად დასრულდა და ჩემი ოჯახი გაიზარდა. სამწუხაროდ, თაიაც ძალიან ცუდად იყო. ბავშვს ამოსუნთქვა გაუჭირდა. ერთი თვის განმავლობაში, ე.წ. ინტენსიურ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული იყო და სულ ერთი თვეა სახლში რომ მოვაბრძანეთ. უკვე ყველაფერი კარგად არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მინდა გავიგო იმ ექიმის ვინაობა, რომელმაც ცოლ-შვილის სიცოცხლე მაჩუქა. მისი ვალი მაქვს, როგორც თვითონ დაგვეხმარა, ისე უნდა დავეხმარო სრულიად უცხო ადამიანებს ჩემი სისხლით. ვფიქრობ, კეთილშობილების გამოხატვის ძალიან დიდებული შანსია, როდესაც დონორობის შესაძლებლობა გეძლევა.

  • რეზი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, მისი ყოველი დღე ოჯახზე ზრუნვით იწყება. მუსიკოსია და ბენდში "ბალაბანი“ უკრავს. ეს უცნაური სიტყვა ქართული ყოფილა და თურმე, აწ უკვე გამქრალ, უძველეს, ჩასაბერ დუდუკის მსგავს ქართულ საკრავს რქმევია. ამასთან, მეგრულში ჭკვიან ადამიანს ნიშნავსო. მართალია, ანსამბლში არც ბალაბანზე უკრავენ და სხვა, ჩასაბერ ინსტრუმენტსაც არ მოიხმარენ, მაგრამ ბედნიერად კი უკრავენ და მღერიან, რადგან, როგორც რეზი ამბობს, ყველას უხარია, როდესაც სიცოცხლე ზეიმობს. ჩვენ, თითოეულ ადამიანს შეგვიძლია საზეიმო განწყობა შევუქმნათ მათ, ვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სისხლის გადასხმა სჭირდება.

შეგვიძლია მარტივად გავხდეთ სისხლის უანგარო დონორები მანამდე, სანამ თვითონაც შეიზლება დაგვჭირდეს მსგავსი თანადგომა.

პირველად ადამიანს ცხოველის სისხლი გადაუსხეს

1662 წელს, საფრანგეთში, 15 წლის ბიჭუნას, მეფე ლუი XIV-ის ექიმმა ცხვრის სისხლი გადაუსხა. ნამდვილად სასწაული მოხდა და ბავშვი გადარჩა. თუმცა, მას შემდეგ ანალოგიური ქმედებები ყველა მშვიდობიანად არ დასრულებულა. ადამიანს რამდენიმე ადამიანისვე სისხლი მხოლოდ 1818 წელს, ბრიტანელმა ფიზიოლოგმა ჯეიმს ბლანდელმა გადაუსხა, მაგრამ პაციენტი დაიღუპა. მიზეზი, სისხლის შეუთავსებლობა იყო, თუმცა, მაშინ ამას ვერავინ ვერ მიხვდა. ამ ამბიდან თითქმის საუკუნის შემდეგ, ავსტრიელმა მეცნიერმა კარლ ლანდშტაინერმა, 1901 წელს სისხლის ჯგუფები აღმოაჩინა და დაადგინა, რომ სისხლის გადასხმა სწორედ ჯგუფის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო.

სისხლის შენახვა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყეს, სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია მეორე მსოფლიო ომის წლებში უკვე აქტიურად გამოიყენებოდა.

საქართველოში სისხლის პირველი ბანკი 1932 წელს შეიქმნა.

  • სანამ დაგჭირდება, დაეხმარე სხვას

ადამიანების 85%-ს 75 წლამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლის გადასხმა. ამ დრომდე, არ არსებობს ხელოვნური ხსნარი, რომელიც ადამიანს სისხლის მაგივრობას გაუწევდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 108 მილიონი დონაცია ტარდება. მათი ნახევარზე მეტი განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მსოფლიოს 168 ქვეყანაში 100 000-მდე სისხლის ბანკი ფუნქციობს, ხოლო 60 ქვეყანაში, როგორც ირკვევა, დონორობა სრულიად უანგაროა. განვითარებად ქვეყნებში ასიდან 65-ზე მეტ შემთხვევაში სისხლს 5 წლამდე ასაკის ბავშვებს უსხამენ, ხოლო მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ამ მანიპულაციის 75%-ზე მეტი 65 წელს გადაცილებულებთან ხორციელდება.

საქართველოში, ყოველწლიურად 60 ათას ადამიანს სჭირდება სისხლის ტრანსფუზია. მიუხედავად ამისა, დონაციის მაქსიმალური რაოდენობა არ აღემატება 37 000-ს (რაც ქვეყნის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია).