სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟიზელიდან ვიტორია ჩერეტიმდე - ლეონარდო დიკაპრიოს რომანტიკული თავგდასავლები: ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი წლების განმავლობაში
ჟიზელიდან ვიტორია ჩერეტიმდე - ლეონარდო დიკაპრიოს რომანტიკული თავგდასავლები: ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი წლების განმავლობაში

48 წლის ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ სა­სი­ძოდ ით­ვლე­ბო­და ჰო­ლი­ვუდ­ში, ახლა ყვე­ლა­ზე არა­სან­დო მა­მა­კა­ცის სტა­ტუ­სი აქვს, რო­მე­ლიც თით­ქმის ყო­ველ კვი­რა­ში ახალ მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად გვევ­ლი­ნე­ბა.

  • ბოლო ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ახლა იტა­ლი­ელ ლა­მაზ­მანს, ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ მო­დელს, 25 წლის ვი­ტო­რია ჩე­რე­ტის ხვდე­ბა, მა­ნამ­დე ხვდე­ბო­და ჯიჯი ჰა­დიდს, კა­მი­ლა მო­რო­ნეს - სია დი­დია.

ლეოს ინ­ტე­რე­სი მო­დე­ლე­ბი­სად­მი დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია. ალ­ბათ, მის ფა­ნებს სმე­ნი­ათ, რომ მსა­ხი­ო­ბი მო­დის კვი­რე­ულს სპე­ცი­ა­ლუ­რად სტუმ­რობს ხოლ­მე, კუ­ლი­სე­ბიც კი შე­დის და მო­დე­ლებს ესალ­მე­ბა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი მისი ვი­ზი­ტი მო­დე­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა ხოლ­მე.

მე­დი­ა­ში არა­ერ­თი კად­რი არ­სე­ბობს, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ სტუმ­რობს ხოლ­მე ლეო ბექსთე­იჯს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის არ­ჩე­ვა­ნი ხში­რად 25 წალ­მდე გო­გო­ნე­ბი არი­ან ხოლ­მე (გა­მო­ნაკ­ლი­სი ჯიჯი ჰა­დი­დია).

ლეოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი თით­ქმის ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ულა­მა­ზე­სი და ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ქა­ლე­ბი არი­ან. დი­კაპ­რი­ოს ყო­ფილ გერლფ­რენ­დებს შო­რი­საა კეიტ მოსი, ჟი­ზელ ბი­უნდჰე­ნი, ნა­ო­მი კემ­ბე­ლიც კი და ა.შ.

მო­დით თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს და ვნა­ხოთ, ვის ხვდე­ბა ლეო სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში:

ლე­ო­ნარ­დოს სუ­პერ­მო­დე­ლი ყო­ფი­ლე­ბის სი­ა­ში ბრი­ჯიტ ჰოლი პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს, წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 1994 წელს ხვდე­ბო­და.

ლე­ო­ნარ­დო მო­დელ კრის­ტენ ზანგს 1996-97 წლებ­ში ხვდე­ბო­და. მსა­ხი­ობ­მა გო­გო­ნა თა­ვი­სი ფილ­მის, "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას" პრე­მი­ე­რა­ზეც კი წა­იყ­ვა­ნა

ემ­ბერ ვა­ლე­ტა ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ომ პირ­ვე­ლად ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში ნახა. მსა­ხი­ობს მო­დე­ლი ისე მო­ე­წო­ნა, რომ მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვა­ლე­ტას და­უ­კავ­შირ­დნენ, რათა ლე­ო­ნარ­დოს­თან შეხ­ვედ­რა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ. მალე კი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ

დი­კაპ­რი­ო­სა და ლივ ტა­ი­ლე­რის ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ბევრ ფანს გა­უჩ­ნდა ეჭვი, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

დი­კაპ­რი­ოს მოკლეხ­ნი­ა­ნი რო­მა­ნი ჰქონ­და ნა­ო­მი კემ­პბელ­თან. წყვი­ლი და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რძობ­და მე­გობ­რო­ბას და ხში­რად იახ­ტი­თაც სე­ირ­ნობ­დნენ ერ­თად.

დი­კაპ­რიო ჩეხ სუ­პერ­მო­დელს, ევა ჰერ­ცი­გო­ვას 1998 წელს, 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და. იმ დრო­ის­თვის, ჰერ­ცი­გო­ვა ჯერ კი­დევ ტიკო ტო­რეს­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, ამი­ტომ მათი რო­მა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არას­დროს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

ლეო სუ­პერ­მო­დელ ჟი­ზელ ბი­უნდჰენს 2000-2005 წლებ­ში ხვდე­ბო­და. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი იყო. ერ­თად მი­ვიდ­ნენ "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზეც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას შემ­დეგ, დი­კაპ­რიო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად აღარ მი­სუ­ლა.

დი­კაპ­რიო ბარ რა­ფა­ელს 2005-2009 წლებ­ში ხვდე­ბო­და. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ეგო­ნათ, მსა­ხი­ო­ბი სა­ბო­ლო­ოდ იქორ­წი­ნებ­და მო­დელ­ზე, თუმ­ცა წყვი­ლი 2009 წელს და­შორ­და.

დი­კაპ­რიო რუს მო­დელს, ანე ვი­ა­ლი­ცი­ნას ბარ რა­ფა­ელ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ხვდე­ბო­და, 2009 წელს.

ლე­ო­ნარ­დო კო­ლე­გას, ბლე­იკ ლა­ივ­ლის, პირ­ვე­ლად სტი­ვენ სპილ­ბერ­გის იახ­ტა­ზე შეხ­ვდა. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ 5 თვე გაგ­რძელ­და, წყვილს ხში­რად აფიქ­სი­რებ­დნენ პა­პა­რა­ცე­ბი ევ­რო­პა­სა თუ ამე­რი­კა­ში პა­ემ­ნებ­ზე ყოფ­ნი­სას. ლე­ო­ნარ­დო და ბლე­ი­კი 2011 წელს და­შორ­დნენ.

მსა­ხი­ო­ბი Victoria Secret-ის მო­დელს, ერინ ჰი­თერ­ტონს 2010 წელს, 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და. წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი "დი­კაპ­რი­ოს მო­უც­ლე­ლო­ბა" გახ­და.

დი­კაპ­რიო კი­დევ ერთ სუ­პერ­მო­დელს, ტონი გარნს 2013 წელს ხვდე­ბო­და. იმ დრო­ის­თვის ტონი 20 წლის იყო.

დი­კაპ­რი­ოს მომ­დევ­ნო მო­დე­ლი კელი რორ­ბა­ხი იყო. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე თვის მან­ძილ­ზე ხვდე­ბოდ­ნენ, 2016 წელს.

დი­კაპ­რიო და ნინა აგ­და­ლი ერ­თად 2016 წელს, ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ კლუბ­ში შე­ნიშ­ნეს. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ და­შორ­დნენ, რად­გან "ლე­ო­ნარ­დო მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გმე­ლად მზად არ იყო".

დი­კაპ­რი­ო­სა და კა­მი­ლა მო­რო­ნეს შო­რის რო­მან­ზე 2017 წელს და­ი­წყო ჭო­რე­ბი. 2020 წელს მათ 3 ძაღ­ლიც აიყ­ვა­ნეს და ლე­ო­ნარ­დოს ახლო მე­გობ­რის თქმით, მსა­ხი­ო­ბი "ასე­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­ნამ­დე არას­დროს ენა­ხა". რო­გორც ჩანს, ლე­ო­ნარ­დოს "დაბ­მა" ვერც მო­რო­ნემ შეძ­ლო და მათი 4-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა 2022 წელს დას­რულ­და.

ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო და ჯიჯი ჰა­დი­დი პირ­ვე­ლად 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­ნიშ­ნეს და ჭორი გავ­რცელ­და, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ. წყა­როს თქმით, ჯიჯი "ლე­ო­ნარ­დოს გე­მოვ­ნე­ბი­საა", მაგ­რამ ისი­ნი ექ­სკლუ­ზი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ არი­ან და მხო­ლოდ დრო­გა­მოშ­ვე­ბით ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს.

ვი­ტო­რია ჩე­რე­ტი ლე­ო­ნარ­დოს უკა­ნას­კნე­ლი (ჯერ­ჯე­რო­ბით) გა­ტა­ცე­ბაა. მო­დელს დი­კაპ­რიო სულ რამ­დე­ნი­მე თვეა ხვდე­ბა, თუმ­ცა ლეომ გო­გო­ნას უკვე დე­დაც კი გა­აც­ნო.

წყა­რო: people

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკკკ
0

ალისია სილვერსტოუნიც უყვარდა

ციცი
11

ბაბი ან ნუცა ბუზალაძე უნდა დატრიალდნენ და მოჩანგლონ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჟიზელიდან ვიტორია ჩერეტიმდე - ლეონარდო დიკაპრიოს რომანტიკული თავგდასავლები: ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი წლების განმავლობაში

ჟიზელიდან ვიტორია ჩერეტიმდე - ლეონარდო დიკაპრიოს რომანტიკული თავგდასავლები: ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი წლების განმავლობაში

48 წლის ლეონარდო დიკაპრიოს, რომელიც წლების განმავლობაში ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლებოდა ჰოლივუდში, ახლა ყველაზე არასანდო მამაკაცის სტატუსი აქვს, რომელიც თითქმის ყოველ კვირაში ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად გვევლინება.

  • ბოლო ცნობების მიხედვით, ახლა იტალიელ ლამაზმანს, ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოდელს, 25 წლის ვიტორია ჩერეტის ხვდება, მანამდე ხვდებოდა ჯიჯი ჰადიდს, კამილა მორონეს - სია დიდია.

ლეოს ინტერესი მოდელებისადმი დიდი ხანია ცნობილია. ალბათ, მის ფანებს სმენიათ, რომ მსახიობი მოდის კვირეულს სპეციალურად სტუმრობს ხოლმე, კულისებიც კი შედის და მოდელებს ესალმება. ხშირ შემთხვევაში კი მისი ვიზიტი მოდელების გარემოცვაში ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების საფუძველი ხდება ხოლმე.

მედიაში არაერთი კადრი არსებობს, სადაც ჩანს, თუ როგორ სტუმრობს ხოლმე ლეო ბექსთეიჯს.

აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის არჩევანი ხშირად 25 წალმდე გოგონები არიან ხოლმე (გამონაკლისი ჯიჯი ჰადიდია).

ლეოს შეყვარებულები თითქმის ყოველთვის წარმატებული, ულამაზესი და ყველაზე სასურველი ქალები არიან. დიკაპრიოს ყოფილ გერლფრენდებს შორისაა კეიტ მოსი, ჟიზელ ბიუნდჰენი, ნაომი კემბელიც კი და ა.შ.

მოდით თვალი გადავავლოთ ჰოლივუდის ვარსკვლავის სასიყვარულო ურთიერთობებს და ვნახოთ, ვის ხვდება ლეო სხვადასხვა პერიოდში:

ლეონარდოს სუპერმოდელი ყოფილების სიაში ბრიჯიტ ჰოლი პირველ ადგილს იკავებს, წყვილი ერთმანეთს 1994 წელს ხვდებოდა.

ლეონარდო მოდელ კრისტენ ზანგს 1996-97 წლებში ხვდებოდა. მსახიობმა გოგონა თავისი ფილმის, "რომეო და ჯულიეტას" პრემიერაზეც კი წაიყვანა

ემბერ ვალეტა ლეონარდო დიკაპრიომ პირველად ერთ-ერთ ჟურნალში ნახა. მსახიობს მოდელი ისე მოეწონა, რომ მისი წარმომადგენლები ვალეტას დაუკავშირდნენ, რათა ლეონარდოსთან შეხვედრა მოეხერხებინათ. მალე კი შეყვარებულები გახდნენ

დიკაპრიოსა და ლივ ტაილერის ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ფოტოების გავრცელების შემდეგ, ბევრ ფანს გაუჩნდა ეჭვი, რომ მსახიობები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

დიკაპრიოს მოკლეხნიანი რომანი ჰქონდა ნაომი კემპბელთან. წყვილი დაშორების შემდეგაც განაგრძობდა მეგობრობას და ხშირად იახტითაც სეირნობდნენ ერთად.

დიკაპრიო ჩეხ სუპერმოდელს, ევა ჰერციგოვას 1998 წელს, 1 თვის განმავლობაში ხვდებოდა. იმ დროისთვის, ჰერციგოვა ჯერ კიდევ ტიკო ტორესზე იყო დაქორწინებული, ამიტომ მათი რომანი ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა.

ლეო სუპერმოდელ ჟიზელ ბიუნდჰენს 2000-2005 წლებში ხვდებოდა. მათი ურთიერთობა საკმაოდ სერიოზული იყო. ერთად მივიდნენ "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზეც. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, დიკაპრიო ცერემონიაზე მეწყვილესთან ერთად აღარ მისულა.

დიკაპრიო ბარ რაფაელს 2005-2009 წლებში ხვდებოდა. თაყვანისმცემლებს ეგონათ, მსახიობი საბოლოოდ იქორწინებდა მოდელზე, თუმცა წყვილი 2009 წელს დაშორდა.

დიკაპრიო რუს მოდელს, ანე ვიალიცინას ბარ რაფაელთან დაშორების შემდეგ ხვდებოდა, 2009 წელს.

ლეონარდო კოლეგას, ბლეიკ ლაივლის, პირველად სტივენ სპილბერგის იახტაზე შეხვდა. მათი ურთიერთობა მხოლოდ 5 თვე გაგრძელდა, წყვილს ხშირად აფიქსირებდნენ პაპარაცები ევროპასა თუ ამერიკაში პაემნებზე ყოფნისას. ლეონარდო და ბლეიკი 2011 წელს დაშორდნენ.

მსახიობი Victoria Secret-ის მოდელს, ერინ ჰითერტონს 2010 წელს, 10 თვის განმავლობაში ხვდებოდა. წყვილთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, მათი დაშორების მიზეზი "დიკაპრიოს მოუცლელობა" გახდა.

დიკაპრიო კიდევ ერთ სუპერმოდელს, ტონი გარნს 2013 წელს ხვდებოდა. იმ დროისთვის ტონი 20 წლის იყო.

დიკაპრიოს მომდევნო მოდელი კელი რორბახი იყო. ისინი ერთმანეთს რამდენიმე თვის მანძილზე ხვდებოდნენ, 2016 წელს.

დიკაპრიო და ნინა აგდალი ერთად 2016 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში შენიშნეს. წყვილი ერთმანეთს 1 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა საბოლოოდ დაშორდნენ, რადგან "ლეონარდო მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად მზად არ იყო".

დიკაპრიოსა და კამილა მორონეს შორის რომანზე 2017 წელს დაიწყო ჭორები. 2020 წელს მათ 3 ძაღლიც აიყვანეს და ლეონარდოს ახლო მეგობრის თქმით, მსახიობი "ასეთი შეყვარებული მანამდე არასდროს ენახა". როგორც ჩანს, ლეონარდოს "დაბმა" ვერც მორონემ შეძლო და მათი 4-წლიანი ურთიერთობა 2022 წელს დასრულდა.

ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი პირველად 2022 წლის სექტემბერში შენიშნეს და ჭორი გავრცელდა, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. წყაროს თქმით, ჯიჯი "ლეონარდოს გემოვნებისაა", მაგრამ ისინი ექსკლუზიურ ურთიერთობაში არ არიან და მხოლოდ დროგამოშვებით ხვდებიან ერთმანეთს.

ვიტორია ჩერეტი ლეონარდოს უკანასკნელი (ჯერჯერობით) გატაცებაა. მოდელს დიკაპრიო სულ რამდენიმე თვეა ხვდება, თუმცა ლეომ გოგონას უკვე დედაც კი გააცნო.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Leonardo DiCaprio spotted making out with Vittoria Ceretti. <a href="https://t.co/UtUZu4qbH7">https://t.co/UtUZu4qbH7</a></p>&mdash; Pop Base (@PopBase) <a href="https://twitter.com/PopBase/status/1699520712334299613?ref_src=twsrc%5Etfw">September 6, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა