სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 დღის წინაც საქმის გასარჩევად წაიყვანეს მარიამი... გუშინ გაფითრებული შემოვიდა და მომცა ფურცელი, სადაც ე.წ. "ბრიტვა" იდო" - რას ჰყვება დედა, რომლის შვილს თანატოლები თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ
"10 დღის წინაც საქმის გასარჩევად წაიყვანეს მარიამი... გუშინ გაფითრებული შემოვიდა და მომცა ფურცელი, სადაც ე.წ. "ბრიტვა" იდო" - რას ჰყვება დედა, რომლის შვილს თანატოლები თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ

უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი მოხ­და იმე­რეთ­ში, ერთ-ერთი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნა­ტოლს თვით­და­ზი­ა­ნე­ბის­კენ უბიძ­გე­ბენ. რო­გორც არას­რულ­წლო­ვა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აცხა­დებს, მე­ცხრე კლა­სელ გო­გო­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მხრი­დან სის­ტე­მა­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ბოლო შემ­თხვე­ვის დროს კი, მას ბას­რი საგ­ნით ხე­ლის და­სერ­ვა და მათი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ა­ვა­ლეს.

"რო­გორც კი ზარი და­ი­რე­კე­ბა, სა­პირ­ფა­რე­შო­ში ცერა თი­თი­დან ვე­ნე­ბამ­დე გა­და­ის­ვი. არ იზამ და რო­გორც კი დრო მო­მე­ცე­ბა, და­გი­ნა­ხავ ტუ­ა­ლეტ­ში და უნი­ტაზ­ში ჩა­გახ­რჩობ" - ამ ში­ნა­არ­სის წე­რილს უგ­ზავ­ნიდ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნა­ტოლს.

არას­რულ­წლო­ვან­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ოჯახს აც­ნო­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ იცო­და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დაცმვე­ლე­ბი საქ­მე­ში მხო­ლოდ იუ­რის­ტის მი­მარ­თვის ჩა­ერ­თვნენ.

გო­გო­ნას დედა ჰყვე­ბა, რომ ბავ­შვზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა, მისი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ნე­ბის მხრი­დან, დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტი სა­დღაც ერთი წლის წინ და­ი­წყო, როცა ამ სკო­ლა­ში გად­მო­ვი­და ჩემი შვი­ლი. მა­შინ მძაფ­რი რე­აქ­ცია არ მქო­ნია, რად­გან მე­გო­ნა მოგ­ვარ­დე­ბო­და. ჩემი შვი­ლი სახ­ლში არა­ფერს ამ­ბობ­და, მე ვი­ყა­ვი ყუ­რა­დღე­ბით, კი­თხვებს ვუს­ვამ­დი, ვინ­მე ხომ არ ავიწ­რო­ებ­და. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ თა­ვად მო­აგ­ვა­რებ­და.

10 დღის წინ სახ­ლში მო­ვე­დი და ჩემი მე­ო­რე შვი­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ მა­რი­ა­მი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად გა­იყ­ვა­ნეს, ჩავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში და მი­ვე­დი სა­დაც იყ­ვნენ. ჩემს შვილს ვუ­თხა­რი ჩამ­ჯდა­რი­ყო მან­ქა­ნა­ში, შემ­დეგ გა­მომ­ყვნენ ის ბავ­შვე­ბიც და რეპ­ლი­კებს მეს­მოდ­ნენ. შემ­დეგ "ინ­სტაგ­რამ­ზე" "ლა­ივ­შიც" გა­სუ­ლან და მე და ჩემს შვილს სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბით მოგ­ვიხ­სე­ნი­ებ­დნენ.

შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ სახ­ლში ჩემ­თან და ერთ-ერ­თმა მა­რი­ამს თა­ვი­სი პი­რა­დუ­ლი გა­ან­დო და უთხრა, რომ თუ ამას ვინ­მეს ეტყო­და, სახ­ლში გა­მოწ­ვავ­და. შე­ე­შინ­და ბავ­შვს და მი­თხრა, მე­მუქ­რე­ბაო. ორ­შა­ბათს მი­ვე­დი სკო­ლის დი­რექ­ცი­ა­ში და ვუ­თხა­რი, რომ ბავ­შვი მყავ­და საფრ­თხის წი­ნა­შე. მი­თხრეს, რომ ბავ­შვე­ბის და­კი­თხვის უფ­ლე­ბა მშობ­ლე­ბის გა­რე­შე არ გვაქ­ვსო. მო­ვი­თხო­ვე, რომ მათი მშობ­ლე­ბიც და­ე­ბა­რე­ბი­ნათ და მი­ვი­დო­დი მეც. მხო­ლოდ ერთ კი­თხვა­ზე მინ­დო­და პა­სუ­ხი - რას ერ­ჩოდ­ნენ პა­სუ­ხი. და­მამ­შვი­დეს რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და.

გუ­შინ ბავ­შვი სკო­ლა­ში არ წა­ვი­და. თურ­მე დი­ლით ჩან­თა­ში უნა­ხავს ფურ­ცე­ლი, ის წე­რი­ლი რაც ყვე­ლამ ნა­ხეთ. სა­ღა­მოს მე­უბ­ნე­ბა, დედა გა­და­მიყ­ვა­ნე ამ სკო­ლი­და­ნო და მაწ­ვდის ფურ­ცელს. ვხსნი ამ ფურ­ცელს და ვხე­დავ "ბრიტ­ვას" და ტექსტს, რომ შენ თუ ამას და ამას არ გა­ა­კე­თებ, ჩა­გახ­რჩობთ უნი­ტაზ­ში. მა­შინ­ვე დავ­რე­კე იუ­რის­ტთან და ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­საც ვე­სა­უბ­რე" - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 98 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
0

ამ ქვეყანაში ყველაფერი მოშლილია, მაგრამ მედიცინა და განათლება სრული ქაოსი და ბარდაგია, არსად არაფერს ასწავლიან არ სკოლაში და არც უნივერსიტეტებში. მედიცინა კიდევ მარტო ფულის კეთებაზეა გადასული. გახსნეს ამდენი კლინიკები, სადარბაზოებში ნასწავლი ექიმები მუშაობენ 5 კლინიკაში კაპიკებზე. სახელმწიფოს ცალკე ატყავებენ, პაციენტს ცალკე ხალხი უცხოეთში გარბის სამკურნალოდ

ლადო
0

ეს იმის ბრალია, არასწრულწლოვნებს რომ ამდენი ფოფინი დაუწყეთ! უაზრო უფლებები მიეცით და დამნაშავესაც ვერ თხოვთ პასუხს სათანადოდ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"10 დღის წინაც საქმის გასარჩევად წაიყვანეს მარიამი... გუშინ გაფითრებული შემოვიდა და მომცა ფურცელი, სადაც ე.წ. "ბრიტვა" იდო" - რას ჰყვება დედა, რომლის შვილს თანატოლები თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ

"10 დღის წინაც საქმის გასარჩევად წაიყვანეს მარიამი... გუშინ გაფითრებული შემოვიდა და მომცა ფურცელი, სადაც ე.წ. "ბრიტვა" იდო" - რას ჰყვება დედა, რომლის შვილს თანატოლები თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ

უმძიმესი ფაქტი მოხდა იმერეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ. როგორც არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, მეცხრე კლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს.

"როგორც კი ზარი დაირეკება, საპირფარეშოში ცერა თითიდან ვენებამდე გადაისვი. არ იზამ და როგორც კი დრო მომეცება, დაგინახავ ტუალეტში და უნიტაზში ჩაგახრჩობ" - ამ შინაარსის წერილს უგზავნიდნენ მოსწავლეები თანატოლს.

არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა სამართალდაცმველები საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის ჩაერთვნენ.

გოგონას დედა ჰყვება, რომ ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობა, მისი თანატოლი გოგონების მხრიდან, დიდი ხანია მიმდინარეობს.

"შევიწროების ფაქტი სადღაც ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ამ სკოლაში გადმოვიდა ჩემი შვილი. მაშინ მძაფრი რეაქცია არ მქონია, რადგან მეგონა მოგვარდებოდა. ჩემი შვილი სახლში არაფერს ამბობდა, მე ვიყავი ყურადღებით, კითხვებს ვუსვამდი, ვინმე ხომ არ ავიწროებდა. მეუბნებოდა, რომ თავად მოაგვარებდა.

10 დღის წინ სახლში მოვედი და ჩემი მეორე შვილი მეუბნება, რომ მარიამი საქმის გასარჩევად გაიყვანეს, ჩავჯექი მანქანაში და მივედი სადაც იყვნენ. ჩემს შვილს ვუთხარი ჩამჯდარიყო მანქანაში, შემდეგ გამომყვნენ ის ბავშვებიც და რეპლიკებს მესმოდნენ. შემდეგ "ინსტაგრამზე" "ლაივშიც" გასულან და მე და ჩემს შვილს საშინელი სიტყვებით მოგვიხსენიებდნენ.

შემდეგ მოვიდნენ სახლში ჩემთან და ერთ-ერთმა მარიამს თავისი პირადული გაანდო და უთხრა, რომ თუ ამას ვინმეს ეტყოდა, სახლში გამოწვავდა. შეეშინდა ბავშვს და მითხრა, მემუქრებაო. ორშაბათს მივედი სკოლის დირექციაში და ვუთხარი, რომ ბავშვი მყავდა საფრთხის წინაშე. მითხრეს, რომ ბავშვების დაკითხვის უფლება მშობლების გარეშე არ გვაქვსო. მოვითხოვე, რომ მათი მშობლებიც დაებარებინათ და მივიდოდი მეც. მხოლოდ ერთ კითხვაზე მინდოდა პასუხი - რას ერჩოდნენ პასუხი. დამამშვიდეს რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

გუშინ ბავშვი სკოლაში არ წავიდა. თურმე დილით ჩანთაში უნახავს ფურცელი, ის წერილი რაც ყველამ ნახეთ. საღამოს მეუბნება, დედა გადამიყვანე ამ სკოლიდანო და მაწვდის ფურცელს. ვხსნი ამ ფურცელს და ვხედავ "ბრიტვას" და ტექსტს, რომ შენ თუ ამას და ამას არ გააკეთებ, ჩაგახრჩობთ უნიტაზში. მაშინვე დავრეკე იურისტთან და ვთხოვე დახმარება. გამოძიება დაწყებულია. სკოლის მასწავლებელსაც ვესაუბრე" - ამბობს გოგონას დედა.

წაიკითხეთ ასევე: