საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა შეუძინა და ამ შვილის ხელით დაიღუპა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გორში მომხდარ მკვლელობაზე?
"ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა შეუძინა და ამ შვილის ხელით დაიღუპა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გორში მომხდარ მკვლელობაზე?

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქორდში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

რო­გორც მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ, მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, შვილ­მა მა­მის ცხე­და­რი პლე­დებ­ში გა­ახ­ვია, ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა და თბი­ლის­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე აგა­რაკ­ზე და­მა­ლა.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მამა-შვილს შო­რის უთან­ხმო­ე­ბას ად­გი­ლი ხში­რად ჰქონ­და.

"ძი­რი­თა­დად, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, ოჯა­ხი სო­ფელ­ში ხში­რად არ ჩა­მო­დი­ო­და, თუმ­ცა, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია. გარ­დაც­ვლი­ლი სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან კარ­გი კაცი, ვინც იც­ნობ­და, ყვე­ლას უყ­ვარ­და, შვი­ლი კი - სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ხში­რად კა­მა­თობ­და მა­მას­თან, არც ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, უც­ნა­უ­რი ბიჭი იყო ყო­ველ­თვის. ამ შემ­ზა­რავ ფაქ­ტზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ.

სა­ნა­დი­რო თო­ფით მო­უკ­ლავს, მერე კი, კვა­ლი რომ და­ე­ფა­რა, მა­მის ცხე­და­რი გა­უხ­ვე­ვია პლე­დებ­ში, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში მო­უ­თავ­სე­ბია და ასე გა­და­უ­ტა­ნია თბი­ლის­ში. თბი­ლის­თან ახ­ლოს აგა­რა­კიც აქვთ და იქ და­უ­მა­ლავს. გა­ოგ­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა, მარ­თლა სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო უშან­გი ინა­უ­რი, მე­უღ­ლე შარ­შან გარ­და­ეც­ვა­ლა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა შვი­ლის­თვის, სახ­ლი, აგა­რა­კე­ბი, მან­ქა­ნა - ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­ძი­ნა, მაგ­რამ ამ შვი­ლის, 28 წლის ბი­ჭის ხე­ლით და­ი­ღუ­პა. კარ­გია, რომ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან მოკ­ლუ­ლის მე­ზო­ბელ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - სა­ნა­დი­რო თოფი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მელ­საც შსს ავ­რცე­ლებს

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
1

უშანგი ?? 😥 ფერმებისკენ რომ ცხოვრობდა ? თუ სხვაზეა ლაპარაკი ?ვინც იცით დაწერეთ გთხოვთ ,

ეკა
2

ერთია მოკლა და მეორეა დამალო!

აკაკი წერეთლის გამზრდელი მახსენდება: "მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა?!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა შეუძინა და ამ შვილის ხელით დაიღუპა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გორში მომხდარ მკვლელობაზე?

"ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა შეუძინა და ამ შვილის ხელით დაიღუპა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გორში მომხდარ მკვლელობაზე?

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოკლულის ახლობლები საუბრობენ, მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, შვილმა მამის ცხედარი პლედებში გაახვია, ავტომობილის საბარგულში მოათავსა და თბილისთან ახლომდებარე აგარაკზე დამალა.

მეზობლების ინფორმაციით, მამა-შვილს შორის უთანხმოებას ადგილი ხშირად ჰქონდა.

"ძირითადად, თბილისში ცხოვრობდნენ, ოჯახი სოფელში ხშირად არ ჩამოდიოდა, თუმცა, ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობაზე გვქონდა ინფორმაცია. გარდაცვლილი საუკეთესო ადამიანი იყო, ძალიან კარგი კაცი, ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა, შვილი კი - სრულიად განსხვავებული, ხშირად კამათობდა მამასთან, არც ხასიათით გამოირჩეოდა, უცნაური ბიჭი იყო ყოველთვის. ამ შემზარავ ფაქტზე მოგვიანებით გავიგეთ.

სანადირო თოფით მოუკლავს, მერე კი, კვალი რომ დაეფარა, მამის ცხედარი გაუხვევია პლედებში, საკუთარი ავტომანქანის საბარგულში მოუთავსებია და ასე გადაუტანია თბილისში. თბილისთან ახლოს აგარაკიც აქვთ და იქ დაუმალავს. გაოგნებულია ყველა, მართლა საუკეთესო ადამიანი იყო უშანგი ინაური, მეუღლე შარშან გარდაეცვალა, ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა - ყველაფერი შეუძინა, მაგრამ ამ შვილის, 28 წლის ბიჭის ხელით დაიღუპა. კარგია, რომ მალევე დააკავეს“, - განაცხადა AMBEBI.GE-სთან მოკლულის მეზობელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე:

ნახეთ ვიდეოკადრები, რომელსაც შსს ავრცელებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"